ადამიანები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით, ფინანსურ თუ პოლიტიკურ სფეროში მწვერვალების დაპყრობას ახერხებენ, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევენ გარშემო მყოფთა თვალში. მათ შესახებ უამრავი კითხვა იბადება, მაინც როგორ მოახერხეს ცხოვრებაში ამდენისთვის მიეღწიათ. რამ ითამაშა მათ გრანდიოზულ წარმატებაში უმთავრესი როლი და ბოლოს, რომელ იღბლიან ვარსკვლავზე დაბადება არგუნათ განგებამ?
ბორის აბრაამის ძე ბერეზოვსკი, - ცნობილი რუსი ოლიგარქი და ოდიოზური ფიგურა. ამოუცნობი და მრავალსახოვანი. მან გაიარა გზა კოლოსალური წარმატებიდან საბოლოო დაცემამდე. რუსმა ასტროლოგებმა სცადეს ცნობილი ოლიგარქის ცხოვრება და ბედისწერა, მისი დაბადების თარიღისა და პირადი რუკის მიხედვით გაეშალათ საზოგადოების თვალწინ. მაინც, რა გავლენა იქონიეს ვარსკვლავებმა ბერეზოვსკის ბედზე და შეეძლო თუ არა მას საევდიანი ფინალის თავიდან აცილება, კონსულტაცია რომ ასტროლოგთან გაევლო.
ბორის ბერეზოვსკი 1946 წლის 23 იანვარს ქალაქ მოსკოვში დაიბადა. რექტიფიკაციის მიხედვით დაახლოებით დილის 3 საათსა და 0.1 წუთზე.
მისი კოსმოგრამის დომინანტური პლანეტა რუკის მიხედვით მზეა, რომელიც მერწყულის ზოდიაქოს იკავებს. მერწყულები როგორც ცნობილია, იშვიათად მიდიან სხვების გაკვალული ბილიკებით და ყოველთვის ამჯობინებენ, საკუთარი გზა მონახონ თვითგანვითარებისთვის. თუმცა, არცთუ იშვიათად, ისინი ხშირად მთელ ცხოვრებას "ტოტალური უიღბლოს" სახელითაც ატარებენ; მხოლოდ იმიტომ, რომ კაცობრიობა არ არის მზად მიიღოს მათი ნოვატორული იდეები. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჭკვიანი მერწყული რაიმე ორიგინალურ სფეროს ირჩევს სამოღვაწეოდ და კოლოსალურ წარმატებასაც აღწევს ამ მხრივ. ეს იმიტომ რომ, მერწყული ყოველთვის ნოვატორულ მეთოდებს გეგმავს საქმიანობის სფეროში. შესაბამისად, იგი ამ მეთოდით საკმაოდ დიდი კაპიტალის დაგროვებას ახერხებს.