მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ თურქეთის მოქალაქე ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავა
 პოლიციამ თურქეთის მოქალაქე ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის ა/რ მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე ჰამ­ზა ბ. ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­თუმ­ში დრო­ე­ბით მყოფ უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე მა­დი­ნა ე-ს 2000 აშშ დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, თურ­ქეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაყ­ვა­ნას შეჰ­პირ­და. ჰამ­ზა ბ-მ მას პას­პორ­ტი გა­მო­არ­თვა, რი­თაც თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა შე­უ­ზღუ­და.

ჰამ­ზა ბ-მ მო­ტყუ­ე­ბის, შან­ტა­ჟი­სა და იძუ­ლე­ბის გზით, მა­დი­ნა ე. პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ა­ბა და რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სექ­სუ­ა­ლურ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­და: მიჰ­ყავ­და იგი ბა­თუმ­ში, აე­რო­პორ­ტის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე დის­კო-კლუბ "არე­ნა"-ში, სა­დაც თურ­ქი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კა­ცებს ახ­ვედ­რებ­და, რის შემ­დე­გაც პროს­ტი­ტუ­ცი­ის გზით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხას ით­ვი­სებ­და.

გარ­და ამი­სა, 2013 წლის 21 იან­ვარს, ჰამ­ზა ბ-მ სას­ტუმ­რო "მა­რი­ნა"- ში, მა­დი­ნა ე-სთვის პას­პორ­ტის დაბ­რუ­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მის მე­გო­ბარ მა­მა­კაცს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­მო­არ­თვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 143-ე პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ" ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბა-ტრე­ფი­კინ­გი) მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 12-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

პოლიციამ თურქეთის მოქალაქე ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავა

 პოლიციამ თურქეთის მოქალაქე ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰამზა ბ. ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში დროებით მყოფ უზბეკეთის მოქალაქე მადინა ე-ს 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თურქეთში არალეგალურად გადაყვანას შეჰპირდა. ჰამზა ბ-მ მას პასპორტი გამოართვა, რითაც თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა.

ჰამზა ბ-მ მოტყუების, შანტაჟისა და იძულების გზით, მადინა ე. პროსტიტუციაში ჩააბა და რამდენიმე კვირის განმავლობაში სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა: მიჰყავდა იგი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო-კლუბ "არენა"-ში, სადაც თურქი ეროვნების მამაკაცებს ახვედრებდა, რის შემდეგაც პროსტიტუციის გზით გამომუშავებულ თანხას ითვისებდა.

გარდა ამისა, 2013 წლის 21 იანვარს, ჰამზა ბ-მ სასტუმრო "მარინა"- ში, მადინა ე-სთვის პასპორტის დაბრუნების სანაცვლოდ, მის მეგობარ მამაკაცს გარკვეული თანხა გამოართვა.

გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა-ტრეფიკინგი) მიმდინარეობს, რაც 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ