მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძვირად ღირებული მანქანის მინებიდან დანახული სხვა ქვეყანა
ძვირად ღირებული მანქანის მინებიდან დანახული სხვა ქვეყანა

ვრო­პის ბევრ ქა­ლაქ­ში, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს შო­რის სულ უფრო მეტ ად­გილს ვე­ლო­სი­პე­დი იკა­ვებს. და­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში კი ამ თვალ­საზ­რი­სით მარ­თლაც სა­ო­ცა­რი ვი­თა­რე­ბაა, იქ ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რია, ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რიც კია შექ­მნი­ლი ამ სფე­როს გან­სა­ვი­თა­რებ­ლად. მოკ­ლედ, კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში ჩა­სულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლე­ბე­ლია, თვალ­ში არ მოხ­ვდეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის­გან გან­ტვირ­თუ­ლი ქა­ლა­ქი, რომ­ლის ქუ­ჩებ­შიც უამ­რა­ვი ვე­ლო­სი­პე­დის­ტი მოძ­რა­ობს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის და­ნერგვი­სა და ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან დაც­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი ეწე­ვი­ან. არა­ვის უკ­ვირს ვე­ლო­სი­პედ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის მე­რის ფრანკ იენ­სე­ნის ხილ­ვა, რაც ჩემ­ნა­ი­რი ტუ­რის­ტის­თვის, რომ­ლის ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი­თა და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, ნამ­დვი­ლად შო­კის მომ­გვრე­ლი იყო. არ იფიქ­როთ, რომ ეს მხო­ლოდ სა­რეკ­ლა­მო ტრი­უ­კია. 2010 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ანუ მე­რად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, ბა­ტო­ნი ფრანკ იენ­სე­ნი სწო­რედ ვე­ლო­სი­პე­დით და­დის სამ­სა­ხურ­ში.

ცოტა ხნის წინ ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე და­ი­პყრო ლონ­დო­ნი­სა და ნიუ-იორ­კის მე­რე­ბის ფო­ტო­ებ­მა. ლონ­დო­ნის მერი ჯენ­სო­ნი უკვე არა­ერ­თი წე­ლია, მთა­ვარ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბად ვე­ლო­სი­პედს იყე­ნებს და ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც ამის­კენ მო­უ­წო­დებს. მას ასე­ვე ხში­რად ხე­და­ვენ მეტ­რო­პო­ლი­ტენ­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა ნიუ-იორ­კის მერ მა­იკლ ბლუმ­ბერგს, ფო­ტოს მი­ხედ­ვით, ისიც ხში­რად სარ­გებ­ლობს მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნით. 2011 წელს, 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ნიუ-იორ­კის სა­ში­ნე­ლი ტე­რაქ­ტის 10 წლის­თა­ვი მერ­მა სწო­რედ მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში მგზავ­რო­ბით აღ­ნიშ­ნა და ასე სცა­და ნი­უ­ი­ორ­კე­ლე­ბი ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა. ბლუმ­ბერ­გი ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით ახ­ლაც ხში­რად სარ­გებ­ლობს. ვე­ლო­სი­პე­დით ხში­რად ხე­და­ვენ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­სა და რიგ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, მათ შო­რი­საა პო­ლო­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ეჟი ბუ­ზე­კი. ვე­ლო­სი­პე­დით კა­მე­რე­ბის წინ მო­სე­ირ­ნე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და გიგი უგუ­ლა­ვაც არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს, თუმ­ცა ეს, რო­გორ წესი, ვე­ლო­სი­პე­დის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ერთჯე­რა­დი აქ­ცია იყო, ასე რომ, ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ არ­სე­ბობ­და და არც დღეს არ­სე­ბობს, თუ არ ჩავ­თვლით ქუ­თა­ის­ში რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი­ან ვე­ლო­ბი­ლიკს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­გორ მგზავ­რობს ქა­ლაქ­ში თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა, 2010 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე იმ­ჟა­მინ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: - სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატ­მა 15 000 ევ­რო­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის არც ერთი მან­ქა­ნა არ უნდა შე­ი­ძი­ნოს, გარ­და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ოპე­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბი­სო. აი, ასე გა­მო­ცხად­და მო­რი­გი "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რა". პრე­ზი­დენ­ტის ამ გან­ცხა­დე­ბას თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა მალე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, მე­რი­ამ აუქ­ცი­ონ­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან ერ­თად, გიგი უგუ­ლა­ვას მან­ქა­ნა "აუდი A8"-აც გა­მო­ი­ტა­ნა, რომ­ლის თავ­და­პირ­ვე­ლი ფასი 49 ათა­სი ლარი იყო. თუმ­ცა, შემ­დეგ ქა­ლა­ქის მერი "კიას" ფირ­მის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რომ­ლის ფა­სიც "კი­ა­მო­ტორ­სის" ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე 31 ათას 900 დო­ლა­რი, ანუ 50 ათას ლარ­ზე მეტი იყო. ამის თა­ო­ბა­ზე კვლე­ვა სტუ­დია "მო­ნი­ტორ­მა" 2012 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

თბი­ლი­სის მე­რი­ამ თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტს". ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, 2011 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში მე­რი­ის ბა­ლანსზე 39 ავ­ტო­მან­ქა­ნა ირი­ცხე­ბო­და, ამა­ვე წლის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში კი მე­რი­ას უკვე 106 მან­ქა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა საწ­ვავს, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მას­ზე და­ხარ­ჯუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი არა­თუ მცირ­დე­ბა, არა­მედ იმა­ტებს. ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ას 2009 წელს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის საწ­ვა­ვის შეს­ყიდ­ვა 670 ათას ლა­რამ­დე და­უჯ­და, 2010 და 2011 წელს კი და­ხარ­ჯულ­მა თან­ხამ მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. აქვე გვინ­და გა­ვიხ­სე­ნოთ 2010 წელს მე­რი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის ვო­ი­ა­ჟი ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში, სა­დაც მის­მა მე­უღ­ლემ იმ­შო­ბი­ა­რა. გიგი უგუ­ლა­ვა და მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვე­ნის ერთ-ერთ ძვირ­ფას სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რობ­დნენ.

ამ სას­ტუმ­როს "მერ­სე­დე­სის", "ფოლკს­ვა­გე­ნი­სა" და "ჯი­პის" ეს­კორ­ტე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა დღე-ღა­მე­ში 603, 603 და 892 ევრო ჯდე­ბა. რო­გორც იმ­ჟა­მად ჩვენ­მა კო­რეს­პონ­დენ­ტმა ვე­ნი­დან შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში სა­მი­ვე ტი­პის ეს­კორ­ტი იყო...

ორი­ო­დე სი­ტყვა წინა მთავ­რო­ბის მი­ნის­ტრე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ავტ­ომან­ქა­ნებ­ზე. ბაჩო ახა­ლა­ი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის დრო­ინ­დე­ლი ავ­ტო­პარ­კის შე­სა­ხებ ბევ­რი ით­ქვა და და­ი­წე­რა, ამი­ტომ აღა­რა­ფერს ვი­ტყვით, რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მი­ნის­ტრებს, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ, როცა სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრი იც­ვლე­ბო­და, ის წი­ნა­მორ­ბე­დის მან­ქა­ნა­ზე უარს ამ­ბობ­და და ახალს ყი­დუ­ლობ­და. 2011 წელს "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი­დან" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრომ 113-ათას­ლა­რი­ა­ნი "ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზე­რი" იყი­და. სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ჯიპს უნდა ჰქო­ნო­და ისე­თი და­მა­ტე­ბი­თი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა - ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რი ჭერ­ში, 14 დი­ნა­მი­კი, კრუ­იზ კონ­ტრო­ლი, მა­ცი­ვა­რი, ტყა­ვის სა­ლო­ნი; ხისა და ტყა­ვის სიჩ­ქა­რე­ე­ბის გა­დამ­რთვე­ლი; ტყა­ვი­სა და ხის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი საჭე. ამ მან­ქა­ნით ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ზაზა გო­რო­ზი­ამ 122-ათას­ლა­რი­ა­ნი "ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზე­რი" თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნი­დან სამ კვი­რა­ში შე­ი­ძი­ნა. თა­ვის დრო­ზე ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლის უწყე­ბამ - სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრომ - ორ ჯიპ­ში 199 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და. კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი ნი­კო­ლოზ რუ­რუა კი 109-ათას­ლა­რი­ა­ნი "ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზე­რით" და­დი­ო­და.

მოკ­ლედ, ვფიქ­რობთ, ახალ­მა მთავ­რო­ბამ ამ ყვე­ლაფ­რი­დან სა­თა­ნა­დო დას­კვნე­ბი უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქვეყ­ნის ავ-კარ­გს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის მი­ნე­ბი­დან არ უნდა მი­ა­დევ­ნონ თვა­ლი. იქი­დან რომ ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად ჩანს, ეს უკვე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­გა­ლი­თით ვი­ცით. ოდეს­მე კი იქ­ნებ ჩვენც გვე­ღირ­სოს ქა­ლა­ქის მერი, რო­მე­ლიც ვე­ლო­სი­პე­დით თუ არა, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნით იმ­გზავ­რებს, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­ჭირ­სა და ლხინს პი­რა­დად ნა­ხავს... და ამის არ შე­ე­შინ­დე­ბა.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ძვირად ღირებული მანქანის მინებიდან დანახული სხვა ქვეყანა

ძვირად ღირებული მანქანის მინებიდან დანახული სხვა ქვეყანა

ვროპის ბევრ ქალაქში, სატრანსპორტო საშუალებებს შორის სულ უფრო მეტ ადგილს ველოსიპედი იკავებს. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში კი ამ თვალსაზრისით მართლაც საოცარი ვითარებაა, იქ ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მართლაც უნიკალურია, ქალაქის მერიაში სპეციალური სამსახურიც კია შექმნილი ამ სფეროს განსავითარებლად. მოკლედ, კოპენჰაგენში ჩასულ ადამიანს შეუძლებელია, თვალში არ მოხვდეს ავტომანქანებისგან განტვირთული ქალაქი, რომლის ქუჩებშიც უამრავი ველოსიპედისტი მოძრაობს. საინტერესოა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის პოპულარიზაციას ქალაქის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ეწევიან. არავის უკვირს ველოსიპედზე ამხედრებული ქალაქის მერის ფრანკ იენსენის ხილვა, რაც ჩემნაირი ტურისტისთვის, რომლის ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირები, ძირითადად, ძვირად ღირებული მანქანებითა და გაძლიერებული დაცვით გადაადგილდებიან, ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკია. 2010 წლიდან მოყოლებული, ანუ მერად არჩევის შემდეგ, ბატონი ფრანკ იენსენი სწორედ ველოსიპედით დადის სამსახურში.

ცოტა ხნის წინ ქართული ინტერნეტსივრცე დაიპყრო ლონდონისა და ნიუ-იორკის მერების ფოტოებმა. ლონდონის მერი ჯენსონი უკვე არაერთი წელია, მთავარ სატრანსპორტო საშუალებად ველოსიპედს იყენებს და ქალაქის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებსაც ამისკენ მოუწოდებს. მას ასევე ხშირად ხედავენ მეტროპოლიტენშიც. რაც შეეხება ნიუ-იორკის მერ მაიკლ ბლუმბერგს, ფოტოს მიხედვით, ისიც ხშირად სარგებლობს მეტროპოლიტენით. 2011 წელს, 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ-იორკის საშინელი ტერაქტის 10 წლისთავი მერმა სწორედ მეტროპოლიტენში მგზავრობით აღნიშნა და ასე სცადა ნიუიორკელები ქალაქის უსაფრთხოებაში დაერწმუნებინა. ბლუმბერგი ამ სატრანსპორტო საშუალებით ახლაც ხშირად სარგებლობს. ველოსიპედით ხშირად ხედავენ ნატოს გენერალურ მდივანსა და რიგ ევროპარლამენტარებს, მათ შორისაა პოლონეთის ყოფილი პრემიერი ეჟი ბუზეკი. ველოსიპედით კამერების წინ მოსეირნე მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავაც არაერთხელ გვინახავს, თუმცა ეს, როგორ წესი, ველოსიპედის პოპულარიზაციის ერთჯერადი აქცია იყო, ასე რომ, ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და არც დღეს არსებობს, თუ არ ჩავთვლით ქუთაისში რამდენიმე კილომეტრიან ველობილიკს.

რაც შეეხება იმას, როგორ მგზავრობს ქალაქში თბილისის მერი გიგი უგულავა, 2010 წლის შემოდგომაზე იმჟამინდელ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხ­ვედრისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: - სახელმწიფო აპარატმა 15 000 ევროზე მეტი ღირებულების არც ერთი მანქანა არ უნდა შეიძინოს, გარდა წარმომადგენლობითი ოპერატიული მიზნებისო. აი, ასე გამოცხადდა მორიგი "ქამრების შემოჭერა". პრეზიდენტის ამ განცხადებას თბილისის მერი გიგი უგულავა მალე გამოეხმაურა და ადმინისტრაციული რესურსების შემცირების მიზნით, მერიამ აუქციონზე ძვირად ღირებულ ავტომობილებთან ერთად, გიგი უგულავას მანქანა "აუდი A8"-აც გამოიტანა, რომლის თავდაპირველი ფასი 49 ათასი ლარი იყო. თუმცა, შემდეგ ქალაქის მერი "კიას" ფირმის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომლის ფასიც "კიამოტორსის" ოფიციალურ ვებგვერდზე 31 ათას 900 დოლარი, ანუ 50 ათას ლარზე მეტი იყო. ამის თაობაზე კვლევა სტუდია "მონიტორმა" 2012 წელს გამოაქვეყნა.

თბილისის მერიამ თავისი ავტომობილების შესახებ საჯარო ინფორმაცია მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს". ამ მონაცემებით, 2011 წლის პირველ კვარტალში მერიის ბალანსზე 39 ავტომანქანა ირიცხებოდა, ამავე წლის მეორე კვარტალში კი მერიას უკვე 106 მანქანა ემსახურებოდა. რაც შეეხება საწვავს, თბილისის მერიაში მასზე დახარჯული საბიუჯეტო სახსრები არათუ მცირდება, არამედ იმატებს. ქალაქ თბილისის მერიას 2009 წელს ავტომანქანების საწვავის შესყიდვა 670 ათას ლარამდე დაუჯდა, 2010 და 2011 წელს კი დახარჯულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა. აქვე გვინდა გავიხსენოთ 2010 წელს მერისა და მისი გარემოცვის ვოიაჟი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სადაც მისმა მეუღლემ იმშობიარა. გიგი უგულავა და მისი გულშემატკივრები ვენის ერთ-ერთ ძვირფას სასტუმროში ცხოვრობდნენ.

ამ სასტუმროს "მერსედესის", "ფოლკსვაგენისა" და "ჯიპის" ესკორტები ემსახურება, შესაბამისად, მათი ღირებულება დღე-ღამეში 603, 603 და 892 ევრო ჯდება. როგორც იმჟამად ჩვენმა კორესპონდენტმა ვენიდან შეგვატყობინა, ქართული დელეგაციის განკარგულებაში სამივე ტიპის ესკორტი იყო...

ორიოდე სიტყვა წინა მთავრობის მინისტრების განკარგულებაში არსებულ ავტ­ომანქანებზე. ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროინდელი ავტოპარკის შე­სახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომ აღარაფერს ვიტყვით, რაც შეეხება სხვა მინისტრებს, საინტერესოა, რომ, როცა სამინისტროში მინისტრი იცვლებოდა, ის წინამორბედის მანქანაზე უარს ამბობდა და ახალს ყიდულობდა. 2011 წელს "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ 113-ათასლარიანი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" იყიდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ჯიპს უნდა ჰქონოდა ისეთი დამატებითი მონაცემები, როგორიცაა - ინტეგრირებული მონიტორი ჭერში, 14 დინამიკი, კრუიზ კონტროლი, მაცივარი, ტყავის სალონი; ხისა და ტყავის სიჩქარეების გადამრთველი; ტყავისა და ხის კომბინირებული საჭე. ამ მანქანით ხათუნა კალმახელიძე გადაადგილდებოდა. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ზაზა გოროზიამ 122-ათასლარიანი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" თანამდებობაზე დანიშვნიდან სამ კვირაში შეიძინა. თავის დროზე ლადო ვარძელაშვილის უწყებამ - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ - ორ ჯიპში 199 ათასი ლარი გადაიხადა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა კი 109-ათასლარიანი "ტოიოტა ლენდ კრუიზერით" დადიოდა.

მოკლედ, ვფიქრობთ, ახალმა მთავრობამ ამ ყველაფრიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანოს და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყნის ავ-კარგს ძვირად ღირებული მანქანების მინებიდან არ უნდა მიადევნონ თვალი. იქიდან რომ ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, ეს უკვე წინა ხელისუფლების მაგალითით ვიცით. ოდესმე კი იქნებ ჩვენც გვეღირსოს ქალაქის მერი, რომელიც ველოსიპედით თუ არა, მეტროპოლიტენით იმგზავრებს, ადამიანების გასაჭირსა და ლხინს პირადად ნახავს... და ამის არ შეეშინდება.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა