ეს მინიატურული ანტილოპა ცხოველების მომვლელმა, ჩესტერმა შეიფარა. ანტილოპას დედამ მასზე ზრუნვა შეწყვიტა. როგორც ჩანს, პატარა დიკ-დიკს უკვე ძალიან შეუყვარდა თავისი ახალი მშობელი.
დიკ-დიკი ანტილოპების ერთ-ერთი ჯიშია, რომლის წარმომადგენლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის უდაბნოებში, ნამიბიიდან სომალამდე ბინადრობენ. მისი სიმაღლე 30-40 სანტიმეტრია, სიგრძე - 50-70 სანტიმეტრი, წონა კი - 6 კილოგრამზე ნაკლებია.
მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.