აშშ-ის სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალის მიმზიდველობის პიკი 30 წლის ასაკში დგება, მამაკაცისა კი 34. მათ 2 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Allure-ი აქვეყნებს.
სოციოლოგებს აინტერესებდათ, ზრდასრული ადამიანის ასაკი, რომელშიც იგი ყველაზე მიმზიდველად გამოიყურება და ასევე ასაკი, როდესაც სიბერის პირველი ნიშნები ჩნდება.
როგორც აღმოჩნდა, ქალის მიმზიდველობის პიკი 30 წლის ასაკში დგება, მამაკაცის კი ოთხი წლით გვიან.
ქალები 41 წლიდან 53 წლამდე თანდათან კარგავენ სექსუალობას, ხოლო დაბერებულად 55 წლის ასაკში გამოიყურებიან.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაბერების პირველი ნიშნები მამაკაცებში 43 წლიდან ჩნდება, ისინი 58 წლის ასაკში ცუდად გამოიყურებიან, ხოლო "მოხუცები" უკვე ერთ წელიწადში ხდებიან.
გამოკითხვამ, ორივე სქესის წარმომადგენლებში სილამაზის საკუთარ აღქმაში სხვაობაც გამოავლინა. ასე მაგალითად, მამაკაცები თვლიან, რომ ქალები ყველაზე მიმზიდველები 29 წლის ასაკში არიან, თავად სუსტი სქესის წარმომადგენლები კი ასეთებად საკუთარ თავს 31 წლის ასაკში ხედავენ.
"კაცისა და ქალის მიმზიდველობის იდეალური ასაკი წარსულში, რა თქმა უნდა, უფრო დაბალი იყო. დღეს ადამიანები ასაკთან საბრძოლველად ძალასა და სახსრებს არ იშურებენ. ყველა ცდილობს, ახალგაზრდობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. საამისოდ გამოდგება მრავალრიცხოვანი ვარსკვლავების ნათელი მაგალითი, რომლებიც 50 წლის ასაკშიც სექსუალურები არიან. გამოკითხვის თანახმად, მამაკაცის მიმზიდველობა დროში უფრო ხანგრძლივია, ვიდრე - ქალის. ძლიერ სქესს რეზერვში ოთხი წელი აქვს",- აღნიშნავს Allure-ის მთავრი რედაქტორის მოადგილე ჯილიან მაკენზი.
აღსანიშნავია, რომ როდესაც სოციოლოგებმა მონაწილეებს კითხეს, რასთან ასოცირდებოდა მათთვის მამაკაცის ჭაღარა, მათი პასუხი ყველაზე ხშირად იყო - "გამოცდილება, ავტორიტეტი და პატივისცემა". ქალის თეთრი თმა კი სიბერესთან ასოცირდებოდა.
მომზადებულია Allure-ის მიხედვით.