სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომბუდსმენი ბექა ხოფერიასთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილს რეკომენდაციით მიმართავს
ომბუდსმენი ბექა ხოფერიასთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილს რეკომენდაციით მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი მთა­ვარ პრო­კუ­რორს რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე 14 მარტს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­წყოს.

ინ­ცი­დენ­ტში ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის, ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას ვაჟი, ბექა ხო­ფე­რი­აც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რის­თვი­საც ის და მისი 3 მე­გო­ბა­რი პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად სცნეს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის გან­ცხა­დე­ბით, 15 მარტს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდნენ და გა­ე­სა­უბრნენ დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გან­თავ­სე­ბულ ბრალ­დე­ბუ­ლებს ბექა ხ.-ს, და­ვით ე.-ს, გიგა ი.-ს და ერას­ტი ს.-ს.

"ბექა ხ.-ს გან­მარ­ტე­ბით, 2013 წლის 13 მარტს, სა­ღა­მოს იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ვის მე­გობ­რებ­თან და­ვით ე., გიგა ი. და ერას­ტი ს.-თან. ერ­თად. მისი თქმით, 14 მარტს და­ახ­ლო­ე­ბით 00 სა­ათ­სა და 15 წუთ­ზე, და­ვით ე.ს-თან ერ­თად ეზო­ში ჩას­ვლი­სას და­ი­ნა­ხა, რომ ოთხი პი­როვ­ნე­ბა სა­უბ­რობ­და. იგი თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­ვი­და და ჰკი­თხა, რა ხდე­ბო­და. ბრალ­დე­ბუ­ლის გად­მო­ცე­მით, სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მელ­ში ჩაც­მუ­ლი ერთ-ერთი პირი ამ დროს უკან გა­ი­წია, ამო­ი­ღო ია­რა­ღი და ჰა­ერ­ში გა­ის­რო­ლა ორ­ჯერ, ხოლო მე­ო­რე პირი კი მათ უმიზ­ნებ­და ია­რაღს. ბექა ხ.-ს თქმით, მის­თვის უც­ნო­ბი იყო, რომ ეს პი­რე­ბი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ, რის გა­მოც უთხრა: "თუ ვინ­მეს უნდა ეს­რო­ლო, მე მეს­რო­ლეო". მისი გად­მო­ცე­მით, ამ დროს მას უთხრეს, რომ უც­ნო­ბი პი­რე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, რა­მაც იგი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და უთხრა, თუ ყვე­ლა­ფე­რი ისევ ძვე­ლე­ბუ­რად არის და ასე თავს ეს­ხმი­ან ქუ­ჩა­ში ხალ­ხს, ეს­რო­ლათ მის­თვის, ისე­ვე, რო­გორც ეს­რო­ლეს ვა­ზა­გაშ­ვილს. ბექა ხ.-ს გად­მო­ცე­მით, ამ დროს მო­ვიდ­ნენ ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ბექა ხ.-ს გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მათ აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. მისი თქმით, და­კა­ვე­ბი­სას მას ზურგს უკან და­ა­წყო­ბი­ნეს ხე­ლე­ბი და ხელ­ბორ­კი­ლე­ბი უხე­შად და­ა­დეს და ჩას­ვეს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში. ამის შემ­დგომ მას­თან მი­ვი­და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რა­ზეც ბექა ხ.-მ უპა­სუ­ხა: "რას იგი­ნე­ბი შე უზ­რდე­ლოო". ამ სი­ტყვე­ბის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ცი­ელ­მა მას ორ­ჯერ ჩა­არ­ტყა მუშ­ტი სა­ხის არე­ში, და­კა­ვე­ბულს ცხვი­რი­დან წა­მო­უ­ვი­და სის­ხლი. მისი თქმით, მე­ო­რე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მაც, რო­მე­ლიც მან­ქა­ნა­ში იჯდა, კი­დევ ორ­ჯერ ჩა­არ­ტყა სა­ხე­ში ხელი. ბრალ­დე­ბუ­ლის გად­მო­ცე­მით, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დგომ მას ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა ჩა­მო­ბა­ნა სახე წყლით, ხოლო ხელ­ბორ­კი­ლე­ბი 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მოხ­სნეს და გა­ნუ­მარ­ტეს, რომ გა­სა­ღებს ვერ პო­უ­ლობ­დნენ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას ბექა ხ.-ს მარ­ცხე­ნა თვალ­ბუ­დის არე­ში და ცხვირ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და სის­ხლჩაქ­ცე­ვა. ორი­ვე მა­ჯის არე­ში - მცი­რე ზო­მის სი­წით­ლე­ე­ბი და მარ­ჯვე­ნა ზედა კი­დურ­ზე - სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ცნო­ბით, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მის თა­ნახ­მად, ბექა ხ.-ს მარ­ჯვე­ნა თვა­ლის არე­ში, ცხვირ­ზე, მარ­ჯვე­ნა მხარ­ზე და მარ­ჯვე­ნა ზედა კი­დურ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი მო­ლურ­ჯო მო­წი­თა­ლო ფე­რის. ამა­ვე ოქ­მის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ბექა ხ.-მ მი­ი­ღო და­კა­ვე­ბის შემ­დეგ.

"და­ვით ე.-ს გად­მო­ცე­მით, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, თუმ­ცა დე­ტა­ლუ­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მო­ცე­მის­გან ამ ეტაპ­ზე თავი შე­ი­კა­ვა. დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მის თა­ნახ­მად, მას აღე­ნიშ­ნე­ბა დიდი ზო­მის სის­ხლნაჟ­ღენ­თი თვა­ლი­სა და თვალ­ბუ­დის არე­ში, ცხვირ­ზე - მო­წი­თა­ლო ია­სამ­ნის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის სის­ხლნაჟ­ღენ­თი, სა­ხე­ზე და ოთხი­ვე კი­დურ­ზე - ექ­სკო­რი­ა­ცი­ე­ბი.

ერას­ტი ს.-ს თქმით, მას­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ბი აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. მისი გად­მო­ცე­მით, ნარ­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ნახა ბექა ხ.-ს და და­ვით ე.-ს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მისი თქმით, გიგა ი.-ს შე­მო­ხე­უ­ლი ჰქონ­და პე­რან­გი.

გიგა ი.-ს თქმით, არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის. და­კა­ვე­ბი­სას მას კე­ფის არე­ში ჩა­არ­ტყა პო­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა, რის გა­მოც თავი და­არ­ტყა ავ­ტო­მან­ქა­ნის კა­პოტს. ბრალ­დე­ბუ­ლის გად­მო­ცე­მით, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დგომ, 02:00 სა­ა­თი­დან 07:00 სა­ა­თამ­დე, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა არ მის­ცეს უფ­ლე­ბა, შე­სუ­ლი­ყო სა­პირ­ფა­რე­შო­ში ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლე­ბად და გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ამის მი­ზე­ზი იყო მის­თვის დი­ლით ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. მისი გად­მო­ცე­მით, ასე­ვე არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, და­კავ­ში­რე­ბო­და ოჯა­ხის წევ­რებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მას გა­ნუ­მარ­ტეს, რომ იგი ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლო­ბას შეძ­ლებ­და დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ომბუდსმენი ბექა ხოფერიასთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილს რეკომენდაციით მიმართავს

ომბუდსმენი ბექა ხოფერიასთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილს რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართავს, რომლის მიხედვით, თამარაშვილის ქუჩაზე 14 მარტს მომხდარი ინციდენტში ბრალდებულების მიწოდებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ინციდენტში ყოფილი პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას ვაჟი, ბექა ხოფერიაც მონაწილეობდა, რისთვისაც ის და მისი 3 მეგობარი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულებად სცნეს.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 15 მარტს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ ბრალდებულებს ბექა ხ.-ს, დავით ე.-ს, გიგა ი.-ს და ერასტი ს.-ს.

"ბექა ხ.-ს განმარტებით, 2013 წლის 13 მარტს, საღამოს იმყოფებოდა თავის მეგობრებთან დავით ე., გიგა ი. და ერასტი ს.-თან. ერთად. მისი თქმით, 14 მარტს დაახლოებით 00 საათსა და 15 წუთზე, დავით ე.ს-თან ერთად ეზოში ჩასვლისას დაინახა, რომ ოთხი პიროვნება საუბრობდა. იგი თავის მეგობართან ერთად მივიდა და ჰკითხა, რა ხდებოდა. ბრალდებულის გადმოცემით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ერთ-ერთი პირი ამ დროს უკან გაიწია, ამოიღო იარაღი და ჰაერში გაისროლა ორჯერ, ხოლო მეორე პირი კი მათ უმიზნებდა იარაღს. ბექა ხ.-ს თქმით, მისთვის უცნობი იყო, რომ ეს პირები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რის გამოც უთხრა: "თუ ვინმეს უნდა ესროლო, მე მესროლეო". მისი გადმოცემით, ამ დროს მას უთხრეს, რომ უცნობი პირები პოლიციელები იყვნენ, რამაც იგი გააღიზიანა და უთხრა, თუ ყველაფერი ისევ ძველებურად არის და ასე თავს ესხმიან ქუჩაში ხალხს, ესროლათ მისთვის, ისევე, როგორც ესროლეს ვაზაგაშვილს. ბექა ხ.-ს გადმოცემით, ამ დროს მოვიდნენ ოპერატიული სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ბექა ხ.-ს განცხადებით, დაკავების დროს, პოლიციის თანამშრომლები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისი თქმით, დაკავებისას მას ზურგს უკან დააწყობინეს ხელები და ხელბორკილები უხეშად დაადეს და ჩასვეს ავტომანქანაში. ამის შემდგომ მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ბექა ხ.-მ უპასუხა: "რას იგინები შე უზრდელოო". ამ სიტყვების შემდგომ, ბრალდებულის განმარტებით, პოლიციელმა მას ორჯერ ჩაარტყა მუშტი სახის არეში, დაკავებულს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. მისი თქმით, მეორე პოლიციის თანამშრომელმაც, რომელიც მანქანაში იჯდა, კიდევ ორჯერ ჩაარტყა სახეში ხელი. ბრალდებულის გადმოცემით, პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდგომ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩამობანა სახე წყლით, ხოლო ხელბორკილები 4 საათის განმავლობაში არ მოხსნეს და განუმარტეს, რომ გასაღებს ვერ პოულობდნენ", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებთან გასაუბრებისას ბექა ხ.-ს მარცხენა თვალბუდის არეში და ცხვირზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. ორივე მაჯის არეში - მცირე ზომის სიწითლეები და მარჯვენა ზედა კიდურზე - სისხლჩაქცევები.

სახალხო დამცველის ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებული პირის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, ბექა ხ.-ს მარჯვენა თვალის არეში, ცხვირზე, მარჯვენა მხარზე და მარჯვენა ზედა კიდურზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები მოლურჯო მოწითალო ფერის. ამავე ოქმის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები ბექა ხ.-მ მიიღო დაკავების შემდეგ.

"დავით ე.-ს გადმოცემით, პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა დეტალური ახსნა-განმარტების მოცემისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებული პირის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, მას აღენიშნება დიდი ზომის სისხლნაჟღენთი თვალისა და თვალბუდის არეში, ცხვირზე - მოწითალო იასამნისფერი შეფერილობის სისხლნაჟღენთი, სახეზე და ოთხივე კიდურზე - ექსკორიაციები.

ერასტი ს.-ს თქმით, მასზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა პოლიციის თანამშრომები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისი გადმოცემით, ნარკოლოგიურ განყოფილებაში ნახა ბექა ხ.-ს და დავით ე.-ს დაზიანებები. მისი თქმით, გიგა ი.-ს შემოხეული ჰქონდა პერანგი.

გიგა ი.-ს თქმით, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციის თანამშრომლებისთვის. დაკავებისას მას კეფის არეში ჩაარტყა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რის გამოც თავი დაარტყა ავტომანქანის კაპოტს. ბრალდებულის გადმოცემით, პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდგომ, 02:00 საათიდან 07:00 საათამდე, პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს უფლება, შესულიყო საპირფარეშოში ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად და განუმარტეს, რომ ამის მიზეზი იყო მისთვის დილით ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების აუცილებლობა. მისი გადმოცემით, ასევე არ მიეცა საშუალება, დაკავშირებოდა ოჯახის წევრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიციის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ იგი ტელეფონით სარგებლობას შეძლებდა დროებითი მოთავსების იზოლატორში", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ