გოგონათა ჯგუფი Girls Aloud-ი დაიშალა. პოპ-ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში კიმბერლი უოლში, ნადინ კოილი, შერილ კოული, ნიკოლა რობერტსი და სარა ხარდინგი შედიან, 2009 წელს საკონცერტო მოღვაწეობა შეწყვიტა. ყველა გოგონამ სოლო კარიერა წამოიწყო, 2012 წელს ისინი კვლავ გაერთიანდნენ და დიდ ბრიტანეთში საკონცერტო ტურით გაემგზავრნენ.
გუშინ, ლივერპულში ამ ტურის დამასრულებელი კონცერტი გაიმართა, რამდენიმე საათშივე ცხადი გახდა, რომ იგი ბოლო იყო. მოგვიანებით კი Twitter-ში Girl Aloud-მა თაყვანისმცემლებს მიმართეს, ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და სამწუხარო ამბავიც აცნობეს.
არ შეიძლება ითქვას, რომ ახალი ამბავი მსმენელისთვის მოულოდნელი იყო. ადრე მედიაში წერდნენ, რომ გოგონები მხოლოდ ჯგუფის 10 წლის იუბილისთვის გაერთიანდნენ და რომ ტური გამოსამშვიდობებელი იქნებოდა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.