მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი დედალამაზიშვილს გოგონა შეეძინა
ნინი დედალამაზიშვილს გოგონა შეეძინა

ბუკ­ლი­კო მო­გე­სალ­მე­ბათ და სა­კა­ი­ფო ამ­ბებს გად­მო­გი­ლა­გებთ. წინა კვი­რას სულ იმას ვი­გებ­დი, რომ ვი­ღა­ცას ბავ­შვი შე­ე­ძი­ნა, რის გა­მოც ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ძლივს არ გა­ვი­გე სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბი?!.

დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი არა მარ­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, არა­მედ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვი­საც მე­ტად საყ­ვა­რე­ლია, იქ მი­სულს ისე ში­ნა­უ­რუ­ლად გექ­ცე­ვი­ან, თავი სა­კუ­თარ ოჯახ­ში გგო­ნია. ჰოდა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი თბი­ლი ხალ­ხის სი­ხა­რუ­ლი ჩვენც არ გა­ვი­ზი­ა­როთ და მათ ოჯახ­ში შე­მა­ტე­ბუ­ლი პა­წა­წი­ნა წევ­რის შე­სა­ხებ არ გი­ამ­ბოთ. რო­გორც იცით, "მგზავ­რე­ბის" სო­ლის­ტის, გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლის და, ნინი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­თხოვ­და, მა­ლე­ვე გა­ვი­გეთ მისი ორ­სუ­ლო­ბის ამ­ბა­ვი, 10 მარტს კი ის პა­ტა­რა გო­გო­ნას დედა გახ­და. ბავ­შვს სა­ხე­ლად ელე­ნე მა­მამ, კო­ტი­კო ყი­ფი­ან­მა შე­ურ­ჩია, რო­მე­ლიც მომ­ღე­რა­ლი გახ­ლავთ და ჯგუფ "ალი­ლოს­თან" ერ­თად სიმ­ღე­რას "წვიმს" ას­რუ­ლებს. თურ­მე ნი­ნის წი­ნა­სამ­შო­ბი­ა­რო პე­რი­ო­დი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, ამა­სო­ბა­ში სამ­შო­ბი­ა­როს ეზო­ში უამ­რავ ხალ­ხს მო­უყ­რია თავი, შე­იკ­რიბ­ნენ ნი­ნის, მისი მე­უღ­ლის და ასე­ვე გი­გის მე­გობ­რე­ბი. რო­გორც ნინი ამ­ბობს, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე "მგზავ­რებ­სა" და მომ­ღე­რა­ლი მა­მის მე­გობ­რებს "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი" და­უ­გუ­გუ­ნე­ბი­ათ.

ახალ­ბე­და დე­დას მი­სა­ლო­ცად და­ვუ­კავ­შირ­დი და თან ამ­ბე­ბიც გა­მოვ­კი­თხე.

- ნინი, გი­ლო­ცავ პა­ტა­რის შე­ძე­ნას. გაგ­ვი­ზი­ა­რე შენი ემო­ცი­ე­ბი..

- უღ­რმე­სი მად­ლო­ბა, ჩემი პა­ტა­რა 10 მარტს და­ვით გა­გუ­ას სამ­შო­ბი­ა­რო­ში სა­კე­ის­რო კვე­თით გაჩ­ნდა. სა­ხე­ლი - ელე­ნე ჩემ­მა მე­უღ­ლემ შე­ურ­ჩია, რო­მე­ლიც წი­ნა­სამ­შო­ბი­ა­რო პე­რი­ოდ­ში სულ ჩემ­თან იყო და მამ­ხნე­ვებ­და. თურ­მე გიგი ისე ნერ­ვი­უ­ლობ­და, მგო­ნი, ჩემ­თან ერ­თად "იმ­შო­ბი­ა­რა" (იღი­მე­ბა). პა­ტა­რა რომ და­ი­ნა­ხა, თვალ­ზე ცრემ­ლი მო­ად­გა, ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვართ. ელე­ნეს რომ ვუ­ყუ­რებ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა მე­უფ­ლე­ბა, სულ მგო­ნია, რომ რა­ღაც უნდა და სა­თა­ნა­დოდ ვერ ვუ­კე­თებ, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. ახლა სამ­შო­ბი­ა­რო­ში ვარ, აქე­დან ხუთ დღე­ში გამ­წე­რენ და დე­დას­თან წა­ვალ, ის მო­მეხ­მა­რე­ბა ბავ­შვის გაზ­რდა­ში.

- რას ფიქ­რობ, მა­ლე­ვე ჩად­გე­ბი სა­მუ­შაო ფორ­მა­ში?

- კი, რად­გან ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად, რიტ­მში ცხოვ­რე­ბა. თან, ელე­ნეს რომ ვუ­ყუ­რებ, უფრო მეტი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა მინ­და, სტი­მულს მმა­ტებს, რომ კარ­გად ვი­მუ­შაო. ბევ­რი კარ­გი იდეა და პრო­ექ­ტი მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში და იმე­დია, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ.

- ბავ­შვს ვის და­უ­ტო­ვებ, ძი­ძას აიყ­ვან?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ძი­ძებს არ ვენ­დო­ბი, ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ზე არ ვფიქ­რობ. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თა­ვად ვიზ­რუ­ნებ ჩემს შვილ­ზე, მერე კი ალ­ბათ ციცი აი­ღებს სა­კუ­თარ თავ­ზე ამ მე­ტად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეს (იღი­მის).

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ნინი დედალამაზიშვილს გოგონა შეეძინა

ნინი დედალამაზიშვილს გოგონა შეეძინა

ბუკლიკო მოგესალმებათ და საკაიფო ამბებს გადმოგილაგებთ. წინა კვირას სულ იმას ვიგებდი, რომ ვიღაცას ბავშვი შეეძინა, რის გამოც ძალიან გახარებული ვარ. ძლივს არ გავიგე სასიამოვნო სიახლეები?!.

დედალამაზიშვილების ოჯახი არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ ჟურნალისტებისთვისაც მეტად საყვარელია, იქ მისულს ისე შინაურულად გექცევიან, თავი საკუთარ ოჯახში გგონია. ჰოდა, როგორ შეიძლება, ასეთი თბილი ხალხის სიხარული ჩვენც არ გავიზიაროთ და მათ ოჯახში შემატებული პაწაწინა წევრის შესახებ არ გიამბოთ. როგორც იცით, "მგზავრების" სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი, მოულოდნელად გათხოვდა, მალევე გავიგეთ მისი ორსულობის ამბავი, 10 მარტს კი ის პატარა გოგონას დედა გახდა. ბავშვს სახელად ელენე მამამ, კოტიკო ყიფიანმა შეურჩია, რომელიც მომღერალი გახლავთ და ჯგუფ "ალილოსთან" ერთად სიმღერას "წვიმს" ასრულებს. თურმე ნინის წინასამშობიარო პერიოდი საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა, ამასობაში სამშობიაროს ეზოში უამრავ ხალხს მოუყრია თავი, შეიკრიბნენ ნინის, მისი მეუღლის და ასევე გიგის მეგობრები. როგორც ნინი ამბობს, ბავშვის დაბადებისთანავე "მგზავრებსა" და მომღერალი მამის მეგობრებს "მრავალჟამიერი" დაუგუგუნებიათ.

ახალბედა დედას მისალოცად დავუკავშირდი და თან ამბებიც გამოვკითხე.

- ნინი, გილოცავ პატარის შეძენას. გაგვიზიარე შენი ემოციები..

- უღრმესი მადლობა, ჩემი პატარა 10 მარტს დავით გაგუას სამშობიაროში საკეისრო კვეთით გაჩნდა. სახელი - ელენე ჩემმა მეუღლემ შეურჩია, რომელიც წინასამშობიარო პერიოდში სულ ჩემთან იყო და მამხნევებდა. თურმე გიგი ისე ნერვიულობდა, მგონი, ჩემთან ერთად "იმშობიარა" (იღიმება). პატარა რომ დაინახა, თვალზე ცრემლი მოადგა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ. ელენეს რომ ვუყურებ, განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება, სულ მგონია, რომ რაღაც უნდა და სათანადოდ ვერ ვუკეთებ, ძალიან საყვარელია. ახლა სამშობიაროში ვარ, აქედან ხუთ დღეში გამწერენ და დედასთან წავალ, ის მომეხმარება ბავშვის გაზრდაში.

- რას ფიქრობ, მალევე ჩადგები სამუშაო ფორმაში?

- კი, რადგან ძალიან მენატრება ძველებურად, რიტმში ცხოვრება. თან, ელენეს რომ ვუყურებ, უფრო მეტი რაღაცის გაკეთება მინდა, სტიმულს მმატებს, რომ კარგად ვიმუშაო. ბევრი კარგი იდეა და პროექტი მიტრიალებს თავში და იმედია, განვახორციელებ.

- ბავშვს ვის დაუტოვებ, ძიძას აიყვან?

- სიმართლე გითხრა, ძიძებს არ ვენდობი, ამიტომ ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ. გარკვეული პერიოდი თავიდან ბოლომდე თავად ვიზრუნებ ჩემს შვილზე, მერე კი ალბათ ციცი აიღებს საკუთარ თავზე ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს (იღიმის).

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება