პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფადისა და იას გზები გაიყარა
ფადისა და იას გზები გაიყარა

ბიზ­ნეს­მენ ფადი ას­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. მარ­თა­ლია, პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­სა და ლი­ბა­ნურ ოჯახ­ზე სა­ჯა­როდ ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს, მაგ­რამ თა­ვი­სი შვი­ლე­ბი­სა და ია ფა­რუ­ლა­ვას­თან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად, "გზის" მკი­თხველს მო­უ­თხრობს.

- ბა­ტო­ნო ფადი, გვი­ამ­ბეთ, თქვე­ნი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ, ამ­ჟა­მად სად ცხოვ­რო­ბენ ისი­ნი და რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- მე 3 შვი­ლი მყავს - ერთი ვაჟი და 2 ქა­ლიშ­ვი­ლი. ოს­კა­რი 22 წლი­საა, ოდრი - 21, კიმი კი - 17-ის. სა­მი­ვე ლი­ბან­ში ცხოვ­რობს. წელს ოს­კა­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტეტს ამ­თავ­რებს და ფი­ნან­სურ სფე­რო­ში მა­გის­ტრის ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად სწავ­ლას ლონ­დონ­ში გა­აგ­რძე­ლებს. ოდ­რის ერთი სას­წავ­ლო წელი დარ­ჩა და უნი­ვერ­სი­ტეტს ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ას­რუ­ლებს, კიმი კი სკო­ლის ბოლო კლასს ამ­თავ­რებს.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ შვი­ლებ­თან? ხში­რად ჩა­მო­დი­ან სტუმ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- დიახ. ჩემს შვი­ლებ­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვართ. ისი­ნი ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლოს მან­დო­ბენ და მეც ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბი ჩემ შე­სა­ხებ. ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის გა­ო­ცე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან, როცა იგე­ბენ, თუ რამ­დე­ნად ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან და რო­გო­რი სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს.

- მოს­წონთ სა­ქარ­თვე­ლო? მა­თაც ხომ არ უფიქ­რი­ათ აქ დარ­ჩე­ნა­ზე?

- სა­ქარ­თვე­ლო სა­მი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარს და რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, ყო­ველ­თვის ჩა­მო­დი­ან, თუნ­დაც 3-4 დღით მა­ინც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ისი­ნიც ჩემ­სა­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად იქ­ცნენ, რი­თიც ძა­ლი­ან ამა­ყო­ბენ! უნდა უს­მი­ნოთ, რო­გორ ტრა­ბა­ხო­ბენ თა­ვი­ანთ მე­გობ­რებ­თან იმ ფაქ­ტით, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან!

- რო­გორც ადრე ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნეთ, მშობ­ლე­ბი საკ­მა­ოდ მკაც­რად გზრდიდ­ნენ. თქვენ რო­გორ აღ­ზარ­დეთ შვი­ლე­ბი? ასე­თი­ვე მკაც­რი მამა ხართ თუ უფრო ლმო­ბი­ე­რი?

- მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით, ჩემი მშობ­ლე­ბი მკაც­რე­ბი იყ­ვნენ. მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით აღვზარ­დე ჩემი შვი­ლე­ბი და სხვა­ნა­ი­რი ცოდ­ნა მი­ვე­ცი, რო­მე­ლიც დი­ა­ლოგ­სა და მსჯე­ლო­ბას ეფუძ­ნე­ბა და მე­ტად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, ვიდ­რე წე­სე­ბი და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი. ამ მე­თოდ­მა გა­ა­მარ­თლა! მე მჯე­რა დი­ა­ლო­გის, პრობ­ლე­მებ­ზე გახ­სნი­ლი სა­უბ­რის: შვი­ლე­ბი და­გი­ჯე­რე­ბენ არა იმი­ტომ, რომ ეში­ნი­ათ შენი, არა­მედ იმი­ტომ, რომ ენ­დო­ბი და მარ­თა­ლი ხარ მათ­თან.

- რო­გორ ფიქ­რობთ - თქვე­ნი შვი­ლე­ბი­დან რო­მე­ლი უფრო გგავთ ხა­სი­ა­თით, თვი­სე­ბე­ბით?

- ვფიქ­რობ, სა­მი­ვეს აქვს ჩემი რა­ღაც თვი­სე­ბა, მაგ­რამ რო­მე­ლი­მე რომ ზუს­ტად მგავ­დეს - ამას ვერ ვი­ტყვი, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ხა­სი­ა­თით, ოდრი მა­ინც ძა­ლი­ან მგავს.

- რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­მე­ნო­ბას ხომ არ აპი­რებს? თქვენ­თან ერ­თად ამ დიდ საქ­მე­ში ჩა­ებ­მე­ბი­ან?

- დიახ, სა­მი­ვე გეგ­მავს ბიზ­ნეს­ში მუ­შა­ო­ბას, რო­გორც კი სწავ­ლას და­ამ­თავ­რე­ბენ. ოს­კა­რი და ოდრი ძა­ლი­ან მჭიდ­რო კავ­შირ­ში არი­ან ჩემს ბიზ­ნეს­თან და ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ში ერ­კვე­ვი­ან, ზო­გი­ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მე­წი­ლე­ნიც კი არი­ან და ზოგ­ჯერ ისეთ კი­თხვებს სვა­მენ, რო­მე­ლიც აუ­დი­ტორ­მა არ უნდა დას­ვას, მაგ­რამ მე ეს მომ­წონს. როცა ვინ­მე ძა­ლი­ან ღრმად იჭ­რე­ბა დე­ტა­ლებ­ში, ეს ნიშ­ნავს, რომ პი­როვ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ "ეშ­მა­კი" ყო­ველ­თვის დე­ტა­ლებ­ში იმა­ლე­ბა.

- თქვე­ნი ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია. ჰოლ­დინ­გში ბევ­რი ქარ­თვე­ლი გყავთ და­საქ­მე­ბუ­ლი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 130 ქარ­თვე­ლი მუ­შა­კი გვყავს ჩაბ­მუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბა­ში და ბევ­რი მათ­გა­ნი მთე­ლი ამ 13 წლის მან­ძილ­ზე ჩვენ­თან ერ­თა­დაა, ერთი დიდი ოჯა­ხი ვართ.

- რამ­დე­ნად შრო­მის­მოყ­ვა­რე და ერ­თგუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი?

- ისი­ნი ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რე­ბენ საქ­მი­სათ­ვის, ძა­ლი­ან თავ­და­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ზოგ­ჯერ, როცა გვი­ან ღა­მით ოფის­თან მან­ქა­ნით გა­მივ­ლია, სი­ნათ­ლე ჯერ კი­დევ ან­თე­ბუ­ლი და­მი­ნა­ხავს, კვლავ გა­ნაგ­რძობ­დნენ მუ­შა­ო­ბას. ეს და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

- ქალ­ბა­ტონ იას­თან თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე რას გვე­ტყვით? გა­ვი­გე, ერ­თმა­ნეთს და­შო­რე­ბი­ხართ. ეს სი­მარ­თლეა?

- დიახ. ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვის წინ გა­ვი­ყა­რეთ და ეს ორი­ვეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­და. თუმ­ცა კარგ მე­გობ­რე­ბად დავ­რჩით და ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

- თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, რა იყო თქვე­ნი გაყ­რის მი­ზე­ზი?

- აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ 5 წლის მან­ძილ­ზე პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყა­ვით და და­ცი­ლე­ბა იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ იამ ცხოვ­რე­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლოს. მე შვი­ლე­ბი მყავს, მას თა­ვი­სი ოჯა­ხი უნდა ჰქონ­დეს, კა­რი­ე­რა­სა და მო­მა­ვალ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი... ია ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა და ყვე­ლა შე­საძ­ლო წარ­მა­ტე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ჩემი მხრი­დან, ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი, და­ვეხ­მა­რო და სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბიც მივ­ცე.

- ახლა რას აპი­რებთ, რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ჩემი გეგ­მე­ბი ისევ და ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ­ჟა­მად 2 ახალ დიდ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობთ, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში და­ვას­რუ­ლებთ. რაც შე­ე­ხე­ბა გულს - ამ მხრივ, ჯერ­ჯე­რო­ბით გეგ­მე­ბი არ მაქვს. მჯე­რა ბე­დის­წე­რის!

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ფადისა და იას გზები გაიყარა

ფადისა და იას გზები გაიყარა

ბიზნესმენ ფადი ასლის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ქართველი საზოგადოება მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია. მართალია, პირველ ქორწინებასა და ლიბანურ ოჯახზე საჯაროდ ძალზე იშვიათად საუბრობს, მაგრამ თავისი შვილებისა და ია ფარულავასთან დაშორების შესახებ პირველად, "გზის" მკითხველს მოუთხრობს.

- ბატონო ფადი, გვიამბეთ, თქვენი შვილების შესახებ, ამჟამად სად ცხოვრობენ ისინი და რას საქმიანობენ?

- მე 3 შვილი მყავს - ერთი ვაჟი და 2 ქალიშვილი. ოსკარი 22 წლისაა, ოდრი - 21, კიმი კი - 17-ის. სამივე ლიბანში ცხოვრობს. წელს ოსკარი სამოქალაქო საინჟინრო ფაკულტეტს ამთავრებს და ფინანსურ სფეროში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლას ლონდონში გააგრძელებს. ოდრის ერთი სასწავლო წელი დარჩა და უნივერსიტეტს ინტერიერის დიზაინერის სპეციალობით დაასრულებს, კიმი კი სკოლის ბოლო კლასს ამთავრებს.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან? ხშირად ჩამოდიან სტუმრად საქართველოში?

- დიახ. ჩემს შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მეგობრები ვართ. ისინი ყველა საიდუმლოს მანდობენ და მეც ყველაფერს ვუყვები ჩემ შესახებ. ადამიანები ყოველთვის გაოცებული რჩებიან, როცა იგებენ, თუ რამდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან და როგორი საოცარი მეგობრობა გვაკავშირებს.

- მოსწონთ საქართველო? მათაც ხომ არ უფიქრიათ აქ დარჩენაზე?

- საქართველო სამივეს ძალიან უყვარს და როგორც კი შესაძლებლობა ეძლევათ, ყოველთვის ჩამოდიან, თუნდაც 3-4 დღით მაინც. აღსანიშნავია, რომ ისინიც ჩემსავით, საქართველოს მოქალაქეებად იქცნენ, რითიც ძალიან ამაყობენ! უნდა უსმინოთ, როგორ ტრაბახობენ თავიანთ მეგობრებთან იმ ფაქტით, რომ ქართველები არიან!

- როგორც ადრე ინტერვიუში აღნიშნეთ, მშობლები საკმაოდ მკაცრად გზრდიდნენ. თქვენ როგორ აღზარდეთ შვილები? ასეთივე მკაცრი მამა ხართ თუ უფრო ლმობიერი?

- მართალი ბრძანდებით, ჩემი მშობლები მკაცრები იყვნენ. მე განსხვავებული მეთოდებით აღვზარდე ჩემი შვილები და სხვანაირი ცოდნა მივეცი, რომელიც დიალოგსა და მსჯელობას ეფუძნება და მეტად დამაჯერებელია, ვიდრე წესები და ინსტრუქციები. ამ მეთოდმა გაამართლა! მე მჯერა დიალოგის, პრობლემებზე გახსნილი საუბრის: შვილები დაგიჯერებენ არა იმიტომ, რომ ეშინიათ შენი, არამედ იმიტომ, რომ ენდობი და მართალი ხარ მათთან.

- როგორ ფიქრობთ - თქვენი შვილებიდან რომელი უფრო გგავთ ხასიათით, თვისებებით?

- ვფიქრობ, სამივეს აქვს ჩემი რაღაც თვისება, მაგრამ რომელიმე რომ ზუსტად მგავდეს - ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ვფიქრობ, რომ ხასიათით, ოდრი მაინც ძალიან მგავს.

- რომელიმე ბიზნესმენობას ხომ არ აპირებს? თქვენთან ერთად ამ დიდ საქმეში ჩაებმებიან?

- დიახ, სამივე გეგმავს ბიზნესში მუშაობას, როგორც კი სწავლას დაამთავრებენ. ოსკარი და ოდრი ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ჩემს ბიზნესთან და ისინი ყველაფერში ერკვევიან, ზოგიერთ კომპანიაში მეწილენიც კი არიან და ზოგჯერ ისეთ კითხვებს სვამენ, რომელიც აუდიტორმა არ უნდა დასვას, მაგრამ მე ეს მომწონს. როცა ვინმე ძალიან ღრმად იჭრება დეტალებში, ეს ნიშნავს, რომ პიროვნება წარმატებული იქნება, იმიტომ, რომ "ეშმაკი" ყოველთვის დეტალებში იმალება.

- თქვენი ბიზნესი საქართველოში საკმაოდ წარმატებულია. ჰოლდინგში ბევრი ქართველი გყავთ დასაქმებული?

- დაახლოებით 130 ქართველი მუშაკი გვყავს ჩაბმული სხვადასხვა სახის აქტივობაში და ბევრი მათგანი მთელი ამ 13 წლის მანძილზე ჩვენთან ერთადაა, ერთი დიდი ოჯახი ვართ.

- რამდენად შრომისმოყვარე და ერთგული თანამშრომლები არიან ქართველები?

- ისინი ძალისხმევას არ იშურებენ საქმისათვის, ძალიან თავდადებულები არიან და ზოგჯერ, როცა გვიან ღამით ოფისთან მანქანით გამივლია, სინათლე ჯერ კიდევ ანთებული დამინახავს, კვლავ განაგრძობდნენ მუშაობას. ეს დასაფასებელია.

- ქალბატონ იასთან თქვენს ურთიერთობაზე რას გვეტყვით? გავიგე, ერთმანეთს დაშორებიხართ. ეს სიმართლეა?

- დიახ. ჩვენ დაახლოებით 3 თვის წინ გავიყარეთ და ეს ორივეს გადაწყვეტილებით მოხდა. თუმცა კარგ მეგობრებად დავრჩით და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.

- თუ საიდუმლო არ არის, რა იყო თქვენი გაყრის მიზეზი?

- აღსანიშნავია, რომ ჩვენ 5 წლის მანძილზე პარტნიორები ვიყავით და დაცილება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ იამ ცხოვრება უნდა გააგრძელოს. მე შვილები მყავს, მას თავისი ოჯახი უნდა ჰქონდეს, კარიერასა და მომავალზეა ორიენტირებული... ია ძალიან კარგი პიროვნებაა და ყველა შესაძლო წარმატებას იმსახურებს. ჩემი მხრიდან, ყოველთვის ვეცდები, დავეხმარო და სასარგებლო რჩევებიც მივცე.

- ახლა რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი გეგმები ისევ და ისევ საქართველოში ბიზნესის გაფართოებას უკავშირდება. ამჟამად 2 ახალ დიდ პროექტზე ვმუშაობთ, რომელსაც უახლოეს თვეებში დავასრულებთ. რაც შეეხება გულს - ამ მხრივ, ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს. მჯერა ბედისწერის!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"