თუ თვლით, რომ ჩვეულებრივი ყავა არაა ძლიერი და ვერ გეხმარებათ გამოფხიზლებაში, გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ყავას, რომელშიც 200%-ით მეტი კოფეინია. ყავა "სიკვდილის სურვილი" (Death Wish) ნიუ-იორკშია მოხალული.
კომპანია Death Wish Coffe Company-ს წარმომადგენლები ინგრედიენტებზე ბევრს არ საუბრობენ, ოფიციალურ კომენტარში განაცხადეს, რომ ყავის მარცვლები ორგანულად იზრდება, შემდეგ მარცვლებს მანამ ხალავენ, სანამ მუქ ფერს არ მიიღებს. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ Death Wish მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ყავაა.
"ეს არაა ჩვეულებრივი დილის ყავა. ეს არაა თქვენს მაღაზიაში შეძენილი ყავა. Death Wish მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოფეინის შემცვლელია, თავს გაუფრთხილდით", - თუ ასეთი ტექსტი არ გაფრთხობთ, მისი შეძენა 19.99 დოლარადაა შესაძლებელი.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.