სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ძალა აქვს ფერს
რა ძალა აქვს ფერს

გა­ზა­ფხუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ფე­რებს მო­დის სამ­ყა­რო­შიც დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ; თუმ­ცა ფე­რე­ბით თე­რა­პი­ის მომ­ხრე­ე­ბის აზ­რით, სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ როცა ამა თუ იმ ფერს სა­კუ­თა­რი ინ­ტუ­ი­ცი­ის კარ­ნა­ხით ვირ­ჩევთ, ამა­ში ჩვე­ნი სურ­ვი­ლი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე მოდა და ტრა­დი­ცია. ფე­რის მი­მართ უეც­რად გა­ჩე­ნი­ლი სიმ­პა­თი­ით ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რი ნი­შანს გვაძ­ლევს, რომ რო­მე­ლი­ღაც ორ­გა­ნოს უჭირს და დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს (ლა­პა­რა­კია, რა თქმა უნდა, არაკ­რი­ტი­კულ შემ­თხვე­ვებ­ზე).

ფე­რე­ბი ენერ­გი­ით გვავ­სებს

მწვა­ნე ფერი სიმ­ხნე­ვეა. მწვა­ნე ფე­რის პრო­დუქ­ტე­ბი (კივი, ბარ­და, კომ­ბოს­ტო, ბოსტნე­უ­ლი), ერთი მხრივ, ამ­ხნე­ვებს, მე­ო­რე მხრივ, ორ­გა­ნიზმს ბა­ლას­ტუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს.

წი­თე­ლი ფერი ძა­ლაა. წი­თე­ლი პიგ­მენ­ტი და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი წი­თელ ხილ­სა და ბოსტნე­ულს (პო­მი­დო­რი, მარ­წყვი, ჭარ­ხა­ლი, ბრო­წე­უ­ლი, კო­წა­ხუ­რი) ან­ტის­ტრე­სულ თვი­სე­ბებს ანი­ჭებს. გარ­და ამი­სა, ბევრ მათ­განს ინ­ფარ­ქტი­სა და კი­ბოს­გან დამ­ცა­ვი ეფექ­ტი აქვს.

ყვი­თე­ლი ფერი ენერ­გი­აა. ყვე­ლა ყვი­თე­ლი ფე­რის ხილ-ბოსტნე­უ­ლი (ბა­ნა­ნი, ციტ­რუ­სე­ბი, სტა­ფი­ლო) შე­ი­ცავს C ვი­ტა­მინს, რო­მე­ლიც იმუ­ნურ სის­ტე­მას აძ­ლი­ე­რებს.

ყა­ვის­ფე­რი ჯან­მრთე­ლო­ბაა. თხი­ლი, კა­კა­ლი, ნუში, წაბ­ლი ცი­ლე­ბის დიდი შემ­ცვე­ლო­ბის გამო ძა­ლი­სა და ენერ­გი­ის წყა­როა.

ნა­რინ­ჯის­ფე­რი სი­ნორ­ჩეა. ყვე­ლა ციტ­რუ­სი შე­ი­ცავს არო­მა­ტულ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზმს მავ­ნე ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს. ისი­ნი იდე­ა­ლუ­რია ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის­თვის.

თუ ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყე­ნი გეჩ­ვე­ნე­ბათ, დი­ლით სა­მუ­შა­ო­ზე წას­ვლის, სა­ღა­მოს კი შინ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი არ გაქვთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ გი­ახ­ლოვ­დე­ბათ დიდი, წი­თე­ლი ბურ­თი ან სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის არ­ჩე­ვან­ში სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გე­ნი­ჭე­ბათ. მთა­ვა­რია, ფი­გუ­რა ძა­ლი­ან წი­თე­ლი ფე­რის იყოს. მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის არ შე­გე­შინ­დეთ. შე­იგ­რძე­ნით ის ყვე­ლა გრძნო­ბის ორ­გა­ნო­თი და მთელ არ­სე­ბა­ში სრუ­ლად შე­უშ­ვით. მალე ძა­ლის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. თუ პი­რი­ქით - ძა­ლის სი­ჭარ­ბე გა­წუ­ხებთ და დამ­შვი­დე­ბა-დას­ვე­ნე­ბას ვე­რაფ­რით ახერ­ხებთ, მა­შინ მწვა­ნე ფერი მო­გიხ­დე­ბათ. იგი ამ­შვი­დებს, აწყნა­რებს, ას­ვე­ნებს და ამა­ვე დროს ნაღ­ვლის ბუშ­ტში ნა­ლე­ქე­ბის დაგ­რო­ვე­ბას აფერ­ხებს. შავი ფერი ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­შო­ბის სურ­დოს აგა­ცი­ლებთ.

სა­ერ­თოდ, შავი სრუ­ლე­ბი­თაც არ არის მხო­ლოდ ფერი, ამ სი­ტყვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­გე­ბით. ეს არის ში­ნა­გა­ნი დაც­ვა, ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რის ყვე­ლა­ზე უფრო იდუ­მა­ლი და ღრმა რე­სურ­სე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია და სტი­მუ­ლი­რე­ბა. თუ გსურთ მთე­ლი გულ­მკერ­დით სუნ­თქვა, მაგ­რამ ამას მტან­ჯვე­ლი ხვე­ლე­ბის გა­რე­შე ვერ ახერ­ხებთ, ეცა­დეთ, თავი ცის­ფერ გა­რე­მოც­ვა­ში წარ­მო­იდ­გი­ნოთ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა ძალა აქვს ფერს

რა ძალა აქვს ფერს

გაზაფხული ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ფერებს მოდის სამყაროშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ; თუმცა ფერებით თერაპიის მომხრეების აზრით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ როცა ამა თუ იმ ფერს საკუთარი ინტუიციის კარნახით ვირჩევთ, ამაში ჩვენი სურვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოდა და ტრადიცია. ფერის მიმართ უეცრად გაჩენილი სიმპათიით ჩვენი ქვეცნობიერი ნიშანს გვაძლევს, რომ რომელიღაც ორგანოს უჭირს და დახმარებას საჭიროებს (ლაპარაკია, რა თქმა უნდა, არაკრიტიკულ შემთხვევებზე).

ფერები ენერგიით  გვავსებს

მწვანე ფერი სიმხნევეა. მწვანე ფერის პროდუქტები (კივი, ბარდა, კომბოსტო, ბოსტნეული), ერთი მხრივ, ამხნევებს, მეორე მხრივ, ორგანიზმს ბალასტური ნივთიერებებისგან ათავისუფლებს.

წითელი ფერი ძალაა. წითელი პიგ­მენტი და B ჯგუფის ვიტამინები წითელ ხილსა და ბოსტნეულს (პომიდორი, მარწყვი, ჭარხალი, ბროწეული, კოწახური) ანტისტრესულ თვისებებს ანიჭებს. გარდა ამისა, ბევრ მათგანს ინფარქტისა და კიბოსგან დამცავი ეფექტი აქვს.

ყვითელი ფერი ენერგიაა. ყველა ყვითელი ფერის ხილ-ბოსტნეული (ბანანი, ციტრუსები, სტაფილო) შეიცავს C ვიტამინს, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს.

ყავისფერი ჯანმრთელობაა. თხილი, კაკალი, ნუში, წაბლი ცილების დიდი შემცველობის გამო ძალისა და ენერგიის წყაროა.

ნარინჯისფერი სინორჩეა. ყველა ციტრუსი შეიცავს არომატულ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს მავნე ნარჩენებისგან ათავისუფლებს. ისინი იდეალურია ნივთიერებათა ცვლისთვის.

თუ ცხოვრება მოსაწყენი გეჩვენებათ, დილით სამუშაოზე წასვლის, საღამოს კი შინ დაბრუნების სურვილი არ გაქვთ, ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, როგორ გიახლოვდებათ დიდი, წითელი ბურთი ან სახანძრო მანქანა. გამოსახულებების არჩევანში სრული თავისუფლება გენიჭებათ. მთავარია, ფიგურა ძალიან წითელი ფერის იყოს. მოახლოებული ობიექტის არ შეგეშინდეთ. შეიგრძენით ის ყველა გრძნობის ორგანოთი და მთელ არსებაში სრულად შეუშვით. მალე ძალის მოზღვავებას იგრძნობთ. თუ პირიქით - ძალის სიჭარბე გაწუხებთ და დამშვიდება-დასვენებას ვერაფრით ახერხებთ, მაშინ მწვანე ფერი მოგიხდებათ. იგი ამშვიდებს, აწყნარებს, ასვენებს და ამავე დროს ნაღვლის ბუშტში ნალექების დაგროვებას აფერხებს. შავი ფერი ნებისმიერი წარმოშობის სურდოს აგაცილებთ.

საერთოდ, შავი სრულებითაც არ არის მხოლოდ ფერი, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. ეს არის შინაგანი დაცვა, ჩვენი ქვეცნობიერის ყველაზე უფრო იდუმალი და ღრმა რესურსების კონცენტრაცია და სტიმულირება. თუ გსურთ მთელი გულმკერდით სუნთქვა, მაგრამ ამას მტანჯველი ხველების გარეშე ვერ ახერხებთ, ეცადეთ, თავი ცისფერ გარემოცვაში წარმოიდგინოთ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს