სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი - ლაპარაკი, რომ აგრარული უნივერსიტეტი დახურეს, ტყუილია
დავით ზურაბიშვილი - ლაპარაკი, რომ აგრარული უნივერსიტეტი დახურეს, ტყუილია

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის სა­კით­ზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა "ფე­ის­ბუქ­ში" გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე ორი კვი­რაა არ ვიმ­ყო­ფე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვარ ბი­უ­ლე­ტენ­ზე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის მი­მართ არ ვიხ­სნი.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა არ ნიშ­ნავს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­წყვე­ტას და გა­უქ­მე­ბას, ანუ ლა­პა­რა­კი იმის შე­სა­ხებ, რომ "უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ხუ­რეს", არის ტყუ­ი­ლი და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს მი­ე­ცა ვადა საბ­ჭოს მიერ დად­გე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად (სხვა­თა შო­რის პრაქ­ტი­კუ­ლად ამას­ვე ითხოვ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი). თუ ეს ხარ­ვე­ზე­ბი გას­წორ­დე­ბა, მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტეტს შე­უძ­ლია კვლავ შე­ი­ტა­ნოს გა­ნა­ცხა­დი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აღ­დგე­ნა­ზე. ამ ხნის მან­ძილ­ზე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა მხო­ლოდ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად", - აღ­ნიშ­ნუ­ლია და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დავით ზურაბიშვილი - ლაპარაკი, რომ აგრარული უნივერსიტეტი დახურეს, ტყუილია

დავით ზურაბიშვილი - ლაპარაკი, რომ აგრარული უნივერსიტეტი დახურეს, ტყუილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითზე განმარტებას აკეთებს. შესაბამისი განცხადება "ფეისბუქში" განათლების მინისტრის მოადგილის გვერდზე გამოქვეყნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი კვირაა არ ვიმყოფები საქართველოში და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვარ ბიულეტენზე, პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესის მიმართ არ ვიხსნი.

რაც შეეხება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, ავტორიზაციის შეჩერება არ ნიშნავს ავტორიზაციის შეწყვეტას და გაუქმებას, ანუ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ "უნივერსიტეტი დახურეს", არის ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს.

ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტს მიეცა ვადა საბჭოს მიერ დადგენილი დარღვევების გამოსასწორებლად (სხვათა შორის პრაქტიკულად ამასვე ითხოვდა უნივერსიტეტის რექტორი). თუ ეს ხარვეზები გასწორდება, მიმდინარე სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტს შეუძლია კვლავ შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის აღდგენაზე. ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტში ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება.

კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტის შესახებ მიღებულ იყო პოლიტიკური მოტივაციის საფუძველზე. ყველაფერი გაკეთდება მხოლოდ კანონის შესაბამისად", - აღნიშნულია დავით ზურაბიშვილის განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს