კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერისიონის" ჩამოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში სამართალდამცავთა რაოდენობა გაიზარდა
 "ერისიონის" ჩამოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში სამართალდამცავთა რაოდენობა გაიზარდა

სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში პო­ლი­ცი­ელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა , აე­რო­პორ­ტში იმ­ყო­ფე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და­ვით ბე­დი­აც.

ამას­თან, "ერი­სი­ო­ნის" ჩა­მოს­ვლას ელო­დე­ბი­ან ან­სამ­ბლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ერი­სი­ო­ნის" მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, და­უშ­ვე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კა და ხე­ლოვ­ნე­ბა ერთ ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს და არ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლო­ვა­ნებს, მათ შო­რის "ერი­სი­ო­ნის" ან­სამ­ბლს მო­ღა­ლა­ტე უწო­დონ. მათი თქმით, ან­სამ­ბლი ქარ­თულ კულ­ტუ­რას მსოფ­ლი­ო­ში აჩ­ვე­ნებს და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც რუ­სე­თი უნდა იყოს.

"ერი­სი­ო­ნის" კონ­ცერ­ტებს რუ­სეთ­ში არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი და­ეს­წრო. ჩვენ ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან ვნა­ხეთ მათი თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი სა­ხე­ე­ბი და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბის ცრემ­ლე­ბი იყო, ბედ­ნი­ე­რე­ბის. კულ­ტუ­რა სა­ზღვრებს გა­რე­შეა", - გა­ნა­ცხა­დეს აე­რო­პორ­ტში შეკ­რე­ბილ­მა "ერი­სი­ო­ნის" მხარ­დამ­ჭე­რებ­მა.

ამას­თან, აე­რო­პორ­ტში მოს­კო­ვი­დან "ერი­სი­ო­ნის" ჩა­მოს­ვლას ელო­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუ­ფიც. თუმ­ცა ისი­ნი არ აკონ­კრე­ტე­ბენ, ან­სამ­ბლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან, თუ "ერი­სი­ო­ნის" რუ­სეთ­ში გას­ტრო­ლე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბას აპი­რე­ბენ. პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მათ იქ ყოფ­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ერისიონის" ჩამოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში სამართალდამცავთა რაოდენობა გაიზარდა

 "ერისიონის" ჩამოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში სამართალდამცავთა რაოდენობა გაიზარდა

სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" ჩამოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , აეროპორტში იმყოფება კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით ბედიაც.

ამასთან, "ერისიონის" ჩამოსვლას ელოდებიან ანსამბლის მხარდამჭერები. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერისიონის" მხარდამჭერებმა განუცხადეს, დაუშვებელია პოლიტიკა და ხელოვნება ერთ ჭრილში განიხილებოდეს და არ შეიძლება ხელოვანებს, მათ შორის "ერისიონის" ანსამბლს მოღალატე უწოდონ. მათი თქმით, ანსამბლი ქართულ კულტურას მსოფლიოში აჩვენებს და გამონაკლისი არც რუსეთი უნდა იყოს.

"ერისიონის" კონცერტებს რუსეთში არაერთი ქართველი დაესწრო. ჩვენ ტელეეკრანებიდან ვნახეთ მათი თვალცრემლიანი სახეები და ეს ბედნიერების ცრემლები იყო, ბედნიერების. კულტურა საზღვრებს გარეშეა", - განაცხადეს აეროპორტში შეკრებილმა "ერისიონის" მხარდამჭერებმა.

ამასთან, აეროპორტში მოსკოვიდან "ერისიონის" ჩამოსვლას ელოდება მოქალაქეთა ჯგუფიც. თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, ანსამბლის მხარდამჭერები არიან, თუ "ერისიონის" რუსეთში გასტროლების გაპროტესტებას აპირებენ. პოლიციის მობილიზებაც, სავარაუდოდ, სწორედ მათ იქ ყოფნას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"