სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელმა საკანში გატარებული 2 წლისთვის 15.5 მილიონიანი კომპენსაცია მიიღო
ამერიკელმა საკანში გატარებული 2 წლისთვის 15.5 მილიონიანი კომპენსაცია მიიღო

ამე­რი­კელ­მა, რო­მელ­მაც კა­მე­რა­ში მარ­ტომ 2 წელი გა­ა­ტა­რა, სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პენ­სა­ცია 15.5 მლნ აშშ დო­ლა­რი მო­ი­პო­ვა. პირ­ველ 6 მი­ლი­ონს 59 წლის სტი­ვენ სლე­ვი­ნი უკვე ამ კვი­რა­ში მი­ი­ღებს.

სტი­ვენ­მა 2 წელი გა­ა­ტა­რა ერ­თად­გი­ლი­ან სა­კან­ში, მისი ფრჩხი­ლე­ბი ისე გა­ი­ზარ­და, რომ ფე­ხებ­ზე შე­მო­ეხ­ვია, ხოლო და­უ­ბა­ნე­ლო­ბის გამო კან­ზე სოკო გა­უჩ­ნდა. სტო­მა­ტო­ლო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის აკ­რძალ­ვის გამო, კბი­ლე­ბის ამო­ღე­ბა თა­ვად უწევ­და.

"მისი ფსი­ქი­კა შე­ერ­ყა. ვე­რა­ნა­ი­რი ფული ვერ და­ეხ­მა­რე­ბა უკან დაბ­რუ­ნე­ბა­ში და ჯან­მრთე­ლო­ბის აღ­დგე­ნა­ში, მაგ­რამ ამ კომ­პენ­სა­ცი­ით მი­ნი­მა­ლუ­რი, თუმ­ცა მა­ინც შან­სი გა­უჩ­ნდა", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი მეთ კო­უ­ლი.

მა­მა­კა­ცი 2005 წელს მან­ქა­ნის არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის გამო და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლო არ გა­მარ­თუ­ლა. ერ­თკა­ცი­ან სა­კან­ში კი დამ­ნა­შა­ვე სუ­ი­ცი­დი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის მო­ტი­ვით მო­ა­თავ­სეს.

სლე­ვი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა საკ­მა­ოდ მძი­მეა. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად მას ექი­მებ­მა ფილ­ტვის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზიც და­უს­ვეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ამერიკელმა საკანში გატარებული 2 წლისთვის 15.5 მილიონიანი კომპენსაცია მიიღო

ამერიკელმა საკანში გატარებული 2 წლისთვის 15.5 მილიონიანი კომპენსაცია მიიღო

ამერიკელმა, რომელმაც კამერაში მარტომ 2 წელი გაატარა, სასამართლოს მეშვეობით ყველაზე დიდი კომპენსაცია 15.5 მლნ აშშ დოლარი მოიპოვა. პირველ 6 მილიონს 59 წლის სტივენ სლევინი უკვე ამ კვირაში მიიღებს.

სტივენმა 2 წელი გაატარა ერთადგილიან საკანში, მისი ფრჩხილები ისე გაიზარდა, რომ ფეხებზე შემოეხვია, ხოლო დაუბანელობის გამო კანზე სოკო გაუჩნდა. სტომატოლოგის მომსახურებით სარგებლობის აკრძალვის გამო, კბილების ამოღება თავად უწევდა.

"მისი ფსიქიკა შეერყა. ვერანაირი ფული ვერ დაეხმარება უკან დაბრუნებაში და ჯანმრთელობის აღდგენაში, მაგრამ ამ კომპენსაციით მინიმალური, თუმცა მაინც შანსი გაუჩნდა", - აცხადებს ადვოკატი მეთ კოული.

მამაკაცი 2005 წელს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს. სასამართლო არ გამართულა. ერთკაციან საკანში კი დამნაშავე სუიციდისადმი მიდრეკილების მოტივით მოათავსეს.

სლევინის მდგომარეობა ახლა საკმაოდ მძიმეა. ყველაფერთან ერთად მას ექიმებმა ფილტვის კიბოს დიაგნოზიც დაუსვეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს