სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭოლა: "ქართველმა ერმა დიდი მადლობა უნდა გადამიხადოს"
ბიჭოლა: "ქართველმა ერმა დიდი მადლობა უნდა გადამიხადოს"

დი­ზა­ი­ნე­რი ბი­ჭო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს 2 კვი­რით ეს­ტუმ­რა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბი­ჭო­ლა უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, იქ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს - გა­და­ცე­მე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია. როცა მაია ასა­თი­ან­თან მისი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის შე­სა­ხებ ვკი­თხე, გა­უკ­ვირ­და: არ მე­გო­ნა, ამის გამო ასე­თი ამ­ბა­ვი თუ იყო ატე­ხი­ლიო....

დი­ზა­ი­ნერს მის საყ­ვა­რელ სა­ლონ­ში შევ­ხვდი.

- ბი­ჭო­ლა, ამ სა­ღა­მო ხანს სა­ლონ­ში რამ მო­გიყ­ვა­ნა? წვე­უ­ლე­ბა­ზე ხომ არ მი­იჩ­ქა­რი?

- სო­ლა­რი­უმ­ში უნდა შე­ვი­დე, მერე კი სად­მე გა­სარ­თო­ბად წა­ვალ. შე­იძ­ლე­ბა, ზემ­ფი­რას კონ­ცერტსაც და­ვეს­წრო.

- შენ­თვის დღე რო­მელ სა­ათ­ზე იწყე­ბა?

- როცა კი­ევ­ში ვარ და საქ­მე მაქვს, დი­ლის 8-9 სა­ათ­ზე. თბი­ლის­ში 2 კვი­რით და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­ვე­დი. შე­სა­ბა­მი­სად, იმის დრო მაქვს, რომ და­ვი­ძი­ნო, სა­ღა­მოს კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ვერ­თო. ამი­ტომ სა­ღა­მოს 5-6 სა­ა­თამ­დე მძი­ნავს.

- შენს კა­რი­ე­რა­ში რა სი­ახ­ლე­ე­ბია?

- მი­ლა­ნი, პა­რი­ზი, ლონ­დო­ნი, მი­ლა­ნი, ისევ პა­რი­ზი... ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ. ანუ­კი არე­ში­ძეს­თან ერ­თად, კი­ევ­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა მქონ­და. ბრენ­დი "ანუ­კი და ბი­ჭო­ლა" ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია. ჩვენს "პა­კაზს" "ფე­შენ TV"-ი აშუ­ქებ­და. კარ­გი შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღეთ.

- ვი­დე­ომ, რო­მელ­შიც "ფე­შენ TV"-ის მიკრო­ფო­ნი გი­ჭი­რავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია: ინ­გლი­სურს გი­წუ­ნე­ბენ...

- რად­გან მი­ლა­ნის "ფე­შენ ვიკ­ზე" ვი­ყა­ვი, ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ჩვენს პი­არ­ზე ზრუ­ნავს, მი­თხრა: ცოტა "წა­უ­ი­ტა­ლი­უ­რეო". ამი­ტომ ინ­გლი­სუ­რად სა­უბ­რი­სას, იტა­ლი­უ­რი სი­ტყვე­ბიც გა­მო­ვი­ყე­ნე, ჩემი სა­მო­სის ბრენ­დე­ბი კი იმი­ტომ და­ვა­სა­ხე­ლე, რომ "ფე­შენ TV"-ში არის რუბ­რი­კა - "სტუმ­რე­ბი "ფე­შენ ვიკ­ზე", რო­მელ­შიც სტუმ­რე­ბი მიკრო­ფონს ხელ­ში იჭე­რენ და ასა­ხე­ლე­ბენ, რო­მე­ლი ბრენ­დის ტან­საც­მე­ლი აც­ვი­ათ. ვი­დე­ო­ში Adidas Originals-ი იმის გა­სარ­კვე­ვად არ მიხ­სე­ნე­ბია - ორი­გი­ნა­ლი მეც­ვა თუ პა­ტენ­ტი. Adidas Originals -ი ბრენ­დის სა­ხელ­წო­დე­ბაა. წიგ­ნის კი­თხვა მო­დის სფე­რო­ში გა­სარ­კვე­ვად არ კმა­რა. ამ სა­კი­თხში ძა­ლი­ან უვი­ცი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვყავს. ქარ­თველ­მა ერმა დიდი მად­ლო­ბა უნდა გა­და­მი­ხა­დოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს უცხო­ეთ­ში ასე კარ­გად წარ­ვად­გენ.

- რო­მელ უცხო ენას ფლობ?

- ინ­გლი­სურს. რუ­სუ­ლად კარ­გად ვერ ვლა­პა­რა­კობ. უკ­რა­ი­ნა­ში ჩემი "გა­ვარ­სკვლა­ვე­ბა" ამან გა­მო­იწ­ვია: გიჟ­დე­ბი­ან, როცა ხე­და­ვენ, რუ­სუ­ლად სა­უ­ბარს რო­გორ ვცდი­ლობ. უკ­რა­ი­ნა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ვარ. იქა­უ­რი "იქს ფაქ­ტო­რის" წამ­ყვა­ნი - აქ­სა­ნა მარ­ჩენ­კო წლის სა­უ­კე­თე­სო ჟურ­ნა­ლის­ტად და­ა­სა­ხე­ლეს, მისი "ვი­ზუ­ა­ლის" შე­ფა­სე­ბა კი მე მო­მან­დვეს. კი­ევ­ში ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ში. იქ ჩემი და­ნახ­ვა ყვე­ლას უხა­რია...

- შე­გიძ­ლია, სა­მო­სით გა­მო­იც­ნო - ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია?

- კი. შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს ლა­მა­ზად ეც­ვას, მაგ­რამ ქსო­ვი­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი არ იყოს.

- დიახ, მაგ­რამ ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ: მა­ღა­ლი ფა­სის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სი უხა­რის­ხო­აო.

- არა­სო­დეს არა­ფე­რი და­მი­მა­ლავს. როცა ქსო­ვი­ლებს ლი­ლო­ში ვყი­დუ­ლობ­დი, ამის შე­სა­ხებ ვამ­ბობ­დი კი­დეც. "ანუ­კი და ბი­ჭო­ლას" სა­მო­სის მსგავ­სად, ხა­რის­ხი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი უცხო­ეთ­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ დი­ზა­ი­ნე­რებს აქვთ. ქსო­ვი­ლებს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ქარ­ხნი­დან ვყი­დუ­ლობთ, რო­მე­ლიც მი­ლან­შია. ორი "ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი" კონ­სტრუქ­ტო­რი და სა­უ­კე­თე­სო მკე­რა­ვე­ბის - "მხე­ცე­ბის" არ­მია გვყავს. "ვბლა­ტა­ობ" ხოლ­მე, - "ანუ­კი და ბი­ჭო­ლას" სა­მო­სი მაც­ვია-მეთ­ქი. როცა ვიცი, რომ დიდი გა­და­ღე­ბა მაქვს, ჩვე­ნი ბრენ­დის ტან­საც­მელს ვიც­ვამ.

- უხა­რის­ხო ქსო­ვი­ლის­გან შე­კე­რილ შენს სა­მოსს შე­სა­ბა­მი­სი ფასი ჰქონ­და?

- რა თქმა უნდა. მა­შინ 1 კაბა თუ 600 ლარი ღირ­და, ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 2.000 ევრო ღირს, ოღონდ - სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყი­დე­ბა, უკ­რა­ი­ნუ­ლი ბაზ­რის­თვი­საა გათ­ვლი­ლი.

-მი­გაჩ­ნია, რომ უხა­რის­ხო ქსო­ვი­ლის­გან შე­კე­რი­ლი კა­ბის­თვის 600 ლარი ია­ფია?

- სა­მა­გი­ე­როდ, სა­მო­სის შექ­მნის იდეა იყო ხა­რის­ხი­ა­ნი. თან, ძა­ლი­ან უხა­რის­ხო ქსო­ვილ­საც არ ვი­ყე­ნებ­დი...

- ბი­ჭო­ლა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს "პრო­ფი­ლის" ჩა­წე­რა­ზე გით­ქვამს: ამ გო­ი­მურ გა­და­ცე­მას მე "ვას­ვე­ტე­ბო". ეს სი­მარ­თლეა?

- ნა­წი­ლობ­რივ.

- ანუ?

- არ მინ­და, ამ­ბი­ცი­უ­რად ნათ­ქვა­მი გა­მო­მი­ვი­დეს: არის პე­რი­ო­დი, როცა რა­ღა­ცე­ბი სა­ჭი­როა. როცა ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში "წინ მი­დი­ხარ", ისევ სკან­და­ლებ­თან არ უნდა ასო­ცირ­დე­ბო­დე. 23 წლი­სამ იმ­დე­ნი გა­ვა­კე­თე, რაც 53 წლის ასაკ­შიც ვერ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. მგო­ნი, უფრო სა­თუთ მო­პყრო­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ... სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე არ დავ­რჩი, წა­მო­ვე­დი.

- მაია ასა­თი­ა­ნის გა­და­ცე­მა გო­ი­მუ­რია თუ არა, ეს სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ შენს პო­პუ­ლა­რო­ბა­ში მა­საც ხომ მი­უ­ძღვის გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი: "პრო­ფი­ლის" სტუ­მა­რი ხში­რად ყო­ფილ­ხარ.

- 9-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის­თვის", მა­ი­კო ლო­მი­ძემ ჩემ შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი რომ მო­ამ­ზა­და, მგო­ნი, მა­შინ "პრო­ფი­ლი" არც არ­სე­ბობ­და. და­ვით კი­კა­ლიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში ჩე­მით რომ და­ინ­ტე­რეს­დნენ, მა­შინ "არა­ვინ" ვი­ყა­ვი... ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნუ­ლი­დან და­ვი­წყე. მა­ყუ­რებ­ლის­თვის მო­თხოვ­ნა­დი რომ არ ვიყო, გა­და­ცე­მა­ში არა­ვინ მი­მიწ­ვევ­და. თუკი ჩემი მიწ­ვე­ვა ვინ­მეს სჭირ­დე­ბა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვი­ღა­ცამ "გა­მას­ტა­რა". სა­კუ­თა­რი თავი თა­ვად "გა­ვა­ვარ­სკვლა­ვე". სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რია. გა­და­ცე­მებ­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც მე რა­ტომ მიწ­ვე­ვენ? იმი­ტომ, რომ "ყუ­რე­ბა­დი" ვარ!

- ამ­ჟა­მად, მაია ასა­თი­ან­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს.

- ბი­ჭო­ლას საქ­ცი­ელ­მა მაია ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზაო, - ამ­ბო­ბენ.

- არ ვიცი. გაბ­რაზ­და თუ არა, მისი პრობ­ლე­მაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვცხოვ­რობ. როცა ჩა­მოვ­დი­ვარ, მხო­ლოდ ჩემს მე­გობ­რებს ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი და ვცდი­ლობ, დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ვა­ტა­რო, ზედ­მე­ტი კონ­ფლიქ­ტე­ბი არ მჭირ­დე­ბა.

- მა­ი­ას გარ­და, თით­ქოს გა­და­ცე­მის სტუმ­რებ­მაც იგ­რძნეს თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად.

- არ მინ­და, ამ ჭო­რებ­ში ჩა­ვე­ბა. თბი­ლის­ში რომ ვცხოვ­რობ­დე და პი­ა­რი მინ­დო­დეს, ამ თე­მას სხვაგ­ვა­რად გან­ვავ­რცობ­დი...

- მაია ასა­თი­ანს თა­ვის გა­და­ცე­მა­ში შენი მიწ­ვე­ვის უფ­ლე­ბა "ჩა­მო­ერ­თვა"?

- ამ ეტაპ­ზე, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, "პრო­ფილ­ში" სტუმ­რო­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. 2 კვი­რა­ში ჩემი პრე­ზენ­ტა­ცია ერთ-ერთ რე­ი­ტინ­გულ გა­და­ცე­მა­ში იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი თა­ვის რეს­პონ­დენტს სა­თუ­თად და მო­წი­წე­ბით უნდა მო­ე­პყროს. როცა იმა­ზე ნაკ­ლებს ვი­ღებ, ვიდ­რე ვიმ­სა­ხუ­რებ, გა­და­ცე­მა­ში არ ვრჩე­ბი.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ რას აპი­რებ?

- კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ვარ. მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვალ და 5 ივ­ლი­სის­თვის - ჩემი და­ბა­დე­ბის დღის­თვის მომ­ზა­დე­ბას და­ვი­წყებ. წელ­საც კარგ შოუს მო­ვა­წყობ.

- 5 ივ­ლი­სამ­დე კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე იქ­ნე­ბი?

- არა, კი­ევ­ში წა­ვალ და ჩემს საქ­მე­ებს მივ­ხე­დავ.

- ორ­სუ­ლი ანუ­კი არე­ში­ძე ისევ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს?

- მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ საქ­მე­ში ასე­თი კარ­გი პარტნი­ო­რი მყავს. ჩვენს ბრენ­დს მზრუნ­ვე­ლო­ბა არ აკ­ლია. ინ­ტერ­ნე­ტით ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­დღე ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით. ალ­ბათ ახლა ანუ­კი ოჯახ­სა და პა­ტა­რას, რო­მე­ლიც მალე შე­ე­ძი­ნე­ბა, მეტ დროს და­უთ­მობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბი­ჭო­ლამ Fashion TV-ზე სა­კუ­თა­რი სა­მო­სით თავი მო­ი­წო­ნა

ასე­ვე იხი­ლეთ: მა­მა­კა­ცე­ბი მა­ღალ ქუს­ლებ­ზე - ბი­ჭო­ლას კო­ლექ­ცია

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ბიჭოლა: "ქართველმა ერმა დიდი მადლობა უნდა გადამიხადოს"

ბიჭოლა: "ქართველმა ერმა დიდი მადლობა უნდა გადამიხადოს"

დიზაინერი ბიჭოლა საქართველოს 2 კვირით ესტუმრა. მოგეხსენებათ, ბიჭოლა უკრაინაში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, იქ დიდი პოპულარობით სარგებლობს - გადაცემების სასურველი სტუმარია. როცა მაია ასათიანთან მისი გახმაურებული უთანხმოების შესახებ ვკითხე, გაუკვირდა: არ მეგონა, ამის გამო ასეთი ამბავი თუ იყო ატეხილიო....

დიზაინერს მის საყვარელ სალონში შევხვდი.

- ბიჭოლა, ამ საღამო ხანს სალონში რამ მოგიყვანა? წვეულებაზე ხომ არ მიიჩქარი?

- სოლარიუმში უნდა შევიდე, მერე კი სადმე გასართობად წავალ. შეიძლება, ზემფირას კონცერტსაც დავესწრო.

- შენთვის დღე რომელ საათზე იწყება?

- როცა კიევში ვარ და საქმე მაქვს, დილის 8-9 საათზე. თბილისში 2 კვირით დასასვენებლად ჩამოვედი. შესაბამისად, იმის დრო მაქვს, რომ დავიძინო, საღამოს კი მეგობრებთან ერთად გავერთო. ამიტომ საღამოს 5-6 საათამდე მძინავს.

- შენს კარიერაში რა სიახლეებია?

- მილანი, პარიზი, ლონდონი, მილანი, ისევ პარიზი... ხშირად ვმოგზაურობ. ანუკი არეშიძესთან ერთად, კიევში საკმაოდ წარმატებული ჩვენება მქონდა. ბრენდი "ანუკი და ბიჭოლა" ძალიან წარმატებულია. ჩვენს "პაკაზს" "ფეშენ TV"-ი აშუქებდა. კარგი შეფასება მივიღეთ.

- ვიდეომ, რომელშიც "ფეშენ TV"-ის მიკროფონი გიჭირავს, საქართველოში მითქმა-მოთქმა გამოიწვია: ინგლისურს გიწუნებენ...

- რადგან მილანის "ფეშენ ვიკზე" ვიყავი, ადამიანმა, რომელიც ჩვენს პიარზე ზრუნავს, მითხრა: ცოტა "წაუიტალიურეო". ამიტომ ინგლისურად საუბრისას, იტალიური სიტყვებიც გამოვიყენე, ჩემი სამოსის ბრენდები კი იმიტომ დავასახელე, რომ "ფეშენ TV"-ში არის რუბრიკა - "სტუმრები "ფეშენ ვიკზე", რომელშიც სტუმრები მიკროფონს ხელში იჭერენ და ასახელებენ, რომელი ბრენდის ტანსაცმელი აცვიათ. ვიდეოში Adidas Originals-ი იმის გასარკვევად არ მიხსენებია - ორიგინალი მეცვა თუ პატენტი. Adidas Originals -ი ბრენდის სახელწოდებაა. წიგნის კითხვა მოდის სფეროში გასარკვევად არ კმარა. ამ საკითხში ძალიან უვიცი საზოგადოება გვყავს. ქართველმა ერმა დიდი მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ საქართველოს სახელს უცხოეთში ასე კარგად წარვადგენ.

- რომელ უცხო ენას ფლობ?

- ინგლისურს. რუსულად კარგად ვერ ვლაპარაკობ. უკრაინაში ჩემი "გავარსკვლავება" ამან გამოიწვია: გიჟდებიან, როცა ხედავენ, რუსულად საუბარს როგორ ვცდილობ. უკრაინაში ტელევიზიების სასურველი სტუმარი ვარ. იქაური "იქს ფაქტორის" წამყვანი - აქსანა მარჩენკო წლის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელეს, მისი "ვიზუალის" შეფასება კი მე მომანდვეს. კიევში ისეთივე პოპულარული ვარ, როგორიც საქართველოში. იქ ჩემი დანახვა ყველას უხარია...

- შეგიძლია, სამოსით გამოიცნო - ადამიანი რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელია?

- კი. შეიძლება, ადამიანს ლამაზად ეცვას, მაგრამ ქსოვილი ხარისხიანი არ იყოს.

- დიახ, მაგრამ ხშირად აღნიშნავენ: მაღალი ფასის მიუხედავად, ქართველი დიზაინერების სამოსი უხარისხოაო.

- არასოდეს არაფერი დამიმალავს. როცა ქსოვილებს ლილოში ვყიდულობდი, ამის შესახებ ვამბობდი კიდეც. "ანუკი და ბიჭოლას" სამოსის მსგავსად, ხარისხიანი ტანსაცმელი უცხოეთში თითზე ჩამოსათვლელ დიზაინერებს აქვთ. ქსოვილებს ყველაზე ძვირფასი ქარხნიდან ვყიდულობთ, რომელიც მილანშია. ორი "ძვირად ღირებული" კონსტრუქტორი და საუკეთესო მკერავების - "მხეცების" არმია გვყავს. "ვბლატაობ" ხოლმე, - "ანუკი და ბიჭოლას" სამოსი მაცვია-მეთქი. როცა ვიცი, რომ დიდი გადაღება მაქვს, ჩვენი ბრენდის ტანსაცმელს ვიცვამ.

- უხარისხო ქსოვილისგან შეკერილ შენს სამოსს შესაბამისი ფასი ჰქონდა?

- რა თქმა უნდა. მაშინ 1 კაბა თუ 600 ლარი ღირდა, ახლა დაახლოებით 2.000 ევრო ღირს, ოღონდ - საქართველოში არ იყიდება, უკრაინული ბაზრისთვისაა გათვლილი.

-მიგაჩნია, რომ უხარისხო ქსოვილისგან შეკერილი კაბისთვის 600 ლარი იაფია?

- სამაგიეროდ, სამოსის შექმნის იდეა იყო ხარისხიანი. თან, ძალიან უხარისხო ქსოვილსაც არ ვიყენებდი...

- ბიჭოლა, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "პროფილის" ჩაწერაზე გითქვამს: ამ გოიმურ გადაცემას მე "ვასვეტებო". ეს სიმართლეა?

- ნაწილობრივ.

- ანუ?

- არ მინდა, ამბიციურად ნათქვამი გამომივიდეს: არის პერიოდი, როცა რაღაცები საჭიროა. როცა ადამიანი ცხოვრებაში "წინ მიდიხარ", ისევ სკანდალებთან არ უნდა ასოცირდებოდე. 23 წლისამ იმდენი გავაკეთე, რაც 53 წლის ასაკშიც ვერ გაუკეთებიათ. მგონი, უფრო სათუთ მოპყრობას ვიმსახურებ... საბოლოო ჯამში, გადაცემის ჩაწერაზე არ დავრჩი, წამოვედი.

- მაია ასათიანის გადაცემა გოიმურია თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ შენს პოპულარობაში მასაც ხომ მიუძღვის გარკვეული წვლილი: "პროფილის" სტუმარი ხშირად ყოფილხარ.

- 9-საათიანი "კურიერისთვის", მაიკო ლომიძემ ჩემ შესახებ სიუჟეტი რომ მოამზადა, მგონი, მაშინ "პროფილი" არც არსებობდა. დავით კიკალიშვილის გადაცემაში ჩემით რომ დაინტერესდნენ, მაშინ "არავინ" ვიყავი... ყველაფერი აბსოლუტურად ნულიდან დავიწყე. მაყურებლისთვის მოთხოვნადი რომ არ ვიყო, გადაცემაში არავინ მიმიწვევდა. თუკი ჩემი მიწვევა ვინმეს სჭირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ "გამასტარა". საკუთარი თავი თავად "გავავარსკვლავე". საქართველოში ძალიან ბევრი დიზაინერია. გადაცემებში მაინცდამაინც მე რატომ მიწვევენ? იმიტომ, რომ "ყურებადი" ვარ!

- ამჟამად, მაია ასათიანთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.

- ბიჭოლას საქციელმა მაია ძალიან გააბრაზაო, - ამბობენ.

- არ ვიცი. გაბრაზდა თუ არა, მისი პრობლემაა. საქართველოში არ ვცხოვრობ. როცა ჩამოვდივარ, მხოლოდ ჩემს მეგობრებს ვეკონტაქტები და ვცდილობ, დრო სასიამოვნოდ გავატარო, ზედმეტი კონფლიქტები არ მჭირდება.

- მაიას გარდა, თითქოს გადაცემის სტუმრებმაც იგრძნეს თავი შეურაცხყოფილად.

- არ მინდა, ამ ჭორებში ჩავება. თბილისში რომ ვცხოვრობდე და პიარი მინდოდეს, ამ თემას სხვაგვარად განვავრცობდი...

- მაია ასათიანს თავის გადაცემაში შენი მიწვევის უფლება "ჩამოერთვა"?

- ამ ეტაპზე, გარკვეული მიზეზების გამო, "პროფილში" სტუმრობისგან თავს შევიკავებ. 2 კვირაში ჩემი პრეზენტაცია ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში იქნება. ვფიქრობ, ყველა ჟურნალისტი თავის რესპონდენტს სათუთად და მოწიწებით უნდა მოეპყროს. როცა იმაზე ნაკლებს ვიღებ, ვიდრე ვიმსახურებ, გადაცემაში არ ვრჩები.

- საქართველოდან გამგზავრების შემდეგ რას აპირებ?

- კანარის კუნძულებზე დასასვენებლად მივდივარ. მერე საქართველოში ჩამოვალ და 5 ივლისისთვის - ჩემი დაბადების დღისთვის მომზადებას დავიწყებ. წელსაც კარგ შოუს მოვაწყობ.

- 5 ივლისამდე კანარის კუნძულებზე იქნები?

- არა, კიევში წავალ და ჩემს საქმეებს მივხედავ.

- ორსული ანუკი არეშიძე ისევ აქტიურად მუშაობს?

- მადლობა ღმერთს, რომ საქმეში ასეთი კარგი პარტნიორი მყავს. ჩვენს ბრენდს მზრუნველობა არ აკლია. ინტერნეტით ერთმანეთს ყოველდღე ვეკონტაქტებით. ალბათ ახლა ანუკი ოჯახსა და პატარას, რომელიც მალე შეეძინება, მეტ დროს დაუთმობს.

იხილეთ ვიდეო: ბიჭოლამ Fashion TV-ზე საკუთარი სამოსით თავი მოიწონა

ასევე იხილეთ: მამაკაცები მაღალ ქუსლებზე - ბიჭოლას კოლექცია

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება