სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის­თვის ერ­თობ­ლი­ვი მი­მარ­თვის გაგ­ზავ­ნის წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თავს.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ლი­ნას ლინ­კე­ვი­ჩუ­სი ამ თე­მა­ზე მთავ­რო­ბა­სა და პრე­მი­ერს უკვე ესა­უბ­რა.

"მინ­და, და­ვა­დას­ტუ­რო ჩვე­ნი ძვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ მე და პრე­მი­ერ­მა ერ­თობ­ლი­ვი წე­რი­ლით მივ­მარ­თოთ ევ­რო­კავ­შირს და ნატო-ს, შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თობ­ლი­ვი გეგ­მა გავ­წე­როთ, რომ გვინ­და გა­ვაგ­რძე­ლოთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი და ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის კურ­სი. ჩვე­ნი გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რა არ უნდა დარ­ჩეს მხო­ლოდ შეხ­ვედ­რად. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის, რომ რა­ღაც სა­ხის დი­ა­ლო­გი აღ­დგა და არ დავ­კარ­გოთ დი­ნა­მი­კა ევ­რო­პულ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, თუ სა­ქარ­თვე­ლოს შიდა ვი­თა­რე­ბა ცუ­დად გან­ვი­თარ­და, ქვე­ყა­ნა ნაკ­ლე­ბი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­კენ წა­ვი­და ან დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს საფრ­თხე შე­ექ­მნა, სა­ქარ­თვე­ლო ჩა­მორ­ჩე­ბა იმ ტემპს, რო­მე­ლიც ჰქონ­და ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც არა­ვის სურს.

"ეს არ უნდა უნ­დო­დეს მთავ­რო­ბას და, რა თქმა უნდა, ეს არ მინ­და მე, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერს მთე­ლი წლე­ბი რუ­დუ­ნე­ბით ვა­შე­ნებ­დით. ახალ­მა მთავ­რო­ბამ უნდა გა­აგ­რძე­ლოს ის, რა­საც ვა­კე­თებ­დით და ბევ­რი რამ უკე­თე­სა­დაც გა­ა­კე­თოს. მე მხო­ლოდ გა­მი­ხარ­დე­ბა. ამი­ტომ, ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი მი­მარ­თვა იქ­ნე­ბა კარ­გი დე­მონ­სტრა­ცია იმი­სა, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი ვართ, გვა­ღელ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი, გვინ­და, ყვე­ლა ერ­თად და­ვეხ­მა­როთ ხალ­ხს, რის­თვი­საც ევ­რო­პის­კენ სვლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გვყავს ბევ­რი მე­გო­ბა­რი ევ­რო­პა­ში, რო­მე­ლიც ამ გზა­ზე გვა­ტა­რებს და ყვე­ლამ ერ­თად უნდა მი­ვაღ­წი­ოთ გარ­კვე­ულ შე­დეგს. ვუბ­რუნ­დე­ბი ჩემს წი­ნა­და­დე­ბას და ვფიქ­რობ, შევ­თან­ხმდე­ბით, რომ ერ­თობ­ლი­ვად მივ­მარ­თოთ ევ­რო­პულ ინ­სტი­ტუ­ტებს, მი­მარ­თვას ორი­ვემ მო­ვა­წე­როთ ხელი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც და მე, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა. ეს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის ერ­თი­ა­ნო­ბის დე­მონ­სტრა­ცია. ჩვენ გვინ­და, ვი­ყოთ ევ­რო­პის ნა­წი­ლი, გვინ­და ნატო-ში შეს­ვლა და ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბას გვერ­დზე გა­დავ­დებთ, როცა საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს და სტრა­ტე­გი­ულ ხედ­ვას ეხე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრეს­სამ­სა­ხურ­მა დღეს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო კურ­სზე ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა ურ­ჩია, რა­ზეც პრე­მი­ე­რის თან­ხმო­ბა უკვე არ­სე­ბობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ნატო-სა და ევროკავშირისთვის ერთობლივი მიმართვის გაგზავნის წინადადებით მიმართავს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლინას ლინკევიჩუსი ამ თემაზე მთავრობასა და პრემიერს უკვე ესაუბრა.

"მინდა, დავადასტურო ჩვენი ძველი შეთავაზება, რომ მე და პრემიერმა ერთობლივი წერილით მივმართოთ ევროკავშირს და ნატო-ს, შიდა პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ერთობლივი გეგმა გავწეროთ, რომ გვინდა გავაგრძელოთ ევროატლანტიკური და ევროპული ორიენტაციის კურსი. ჩვენი გუშინდელი შეხვედრა არ უნდა დარჩეს მხოლოდ შეხვედრად. მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ის, რომ რაღაც სახის დიალოგი აღდგა და არ დავკარგოთ დინამიკა ევროპულ ინსტიტუტებთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ საქართველოს შიდა ვითარება ცუდად განვითარდა, ქვეყანა ნაკლები სტაბილურობისკენ წავიდა ან დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფრთხე შეექმნა, საქართველო ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც ჰქონდა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით, რაც არავის სურს.

"ეს არ უნდა უნდოდეს მთავრობას და, რა თქმა უნდა, ეს არ მინდა მე, რადგან ამ ყველაფერს მთელი წლები რუდუნებით ვაშენებდით. ახალმა მთავრობამ უნდა გააგრძელოს ის, რასაც ვაკეთებდით და ბევრი რამ უკეთესადაც გააკეთოს. მე მხოლოდ გამიხარდება. ამიტომ, ჩვენი ერთობლივი მიმართვა იქნება კარგი დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, გვაღელვებს საქართველოს მომავალი, გვინდა, ყველა ერთად დავეხმაროთ ხალხს, რისთვისაც ევროპისკენ სვლა ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს ბევრი მეგობარი ევროპაში, რომელიც ამ გზაზე გვატარებს და ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს. ვუბრუნდები ჩემს წინადადებას და ვფიქრობ, შევთანხმდებით, რომ ერთობლივად მივმართოთ ევროპულ ინსტიტუტებს, მიმართვას ორივემ მოვაწეროთ ხელი - პრემიერ-მინისტრმაც და მე, როგორც პრეზიდენტმა. ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური კლასის ერთიანობის დემონსტრაცია. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპის ნაწილი, გვინდა ნატო-ში შესვლა და ყველა განსხვავებას გვერდზე გადავდებთ, როცა საქმე საქართველოს მომავალს და სტრატეგიულ ხედვას ეხება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საგარეო კურსზე ერთობლივი განცხადების გაკეთება ურჩია, რაზეც პრემიერის თანხმობა უკვე არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა