პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი - ხელისუფალს უფლება არ აქვს, ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს
მეუფე იაკობი - ხელისუფალს უფლება არ აქვს, ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს

ხე­ლი­სუ­ფალს უფ­ლე­ბა არ აქვს, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ჭკუ­ა­ზე აკე­თოს, - ამის შე­სა­ხებ გარ­დაბ­ნი­სა და მარ­ტყო­ფის ეპის­კო­პოს­მა ია­კობ­მა დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ველ­მა პი­რებ­მა გუ­ლის­ხმა უნდა ჰყონ, რა სჭირ­დე­ბა ერს, სამ­შობ­ლოს, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს და ის უნდა აკე­თონ.

"ჩვენ რო­გო­რი მე­ფე­ე­ბი და რო­გო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი გვიყ­ვარ­და - რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბას ამ­ყა­რებ­დნენ, ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თგა­ტა­ნა იყო და ქვე­ყა­ნას თა­ვის გა­ტა­ნა შე­ეძ­ლო... თუ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლად და­ად­გი­ნეს, ცუდი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს, მარ­ტო თა­ვის თავ­ზე და გა­რე­მოც­ვა­ზე ფიქ­რობს - რო­გორ გა­ერ­თონ, თუ ხე­ლი­სუ­ფა­ლი კარ­გავს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის დიდ ნა­წილს, თუ ებ­რძვის ტრა­დი­ცი­ებს და ადა­მი­ა­ნებს უწე­სო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, თუ ხე­ლი­სუ­ფა­ლი თა­ვის ერს შე­ებ­რძო­ლე­ბა, ზოგს და­ხო­ცავს, ზოგს - სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში ჩაყ­რის, თუ თა­ვის გა­რე­მოც­ვას ოჯა­ხე­ბი­დან პა­ტი­ო­სან ცოლ-შვილს გა­ა­რე­კი­ნებს და სა­ეჭ­ვო ყო­ფაქ­ცე­ვის ადა­მი­ა­ნებს შერ­თავს, განა ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე ვერ მივ­ხვდე­ბით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ნაბ­ნიო ის, რაც ღმერ­თმა მოგ­ცა. ამი­ტომ და­უდ­გე­ბა ის დრო, რომ ვინც ირ­გვლივ ჰყავ­და, ისი­ნიც აღარ მი­ი­ღე­ბენ და ღო­რე­ბის საჭ­მე­ლიც კი მო­ე­ნატ­რე­ბა რაც არ უნდა ქო­ნე­ბა ჰქონ­დეს დაგ­რო­ვი­ლი თა­ვი­სი ხალ­ხის ხარ­ჯზე - ისე­ვე, რო­გორც მა­მის­გან გაქ­ცე­ულ უძღებ შვილს და­ე­მარ­თა", - ბრძა­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

თუმ­ცა, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უფა­ლი მო­წყა­ლეა და უდი­დე­სი სი­ნა­ნუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ღმერ­თი ხელს არც ასეთ ადა­მი­ანს კრავს.

"მან უნდა იცო­დეს, რომ მხო­ლოდ ის აქვს მო­სა­თხო­ვი, უფალ­მა მი­ი­ღოს იგი, რო­გორც ერთ-ერთი მუ­შაკ­თა­გა­ნი, რათა რო­გორც ერ­თმა მცი­რე­თა­გან­მა ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან დიდ­ზე იყო დად­გი­ნე­ბუ­ლი და ვერ შეძ­ლო. მე­ო­რე და მე­სა­მე ექ­სპე­რი­მენ­ტი, როცა საქ­მე ერს ეხე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია", - ბრძა­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მეუფე იაკობი - ხელისუფალს უფლება არ აქვს, ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს

მეუფე იაკობი - ხელისუფალს უფლება არ აქვს, ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს

ხელისუფალს უფლება არ აქვს, ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს, - ამის შესახებ გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, ხელისუფლების პირველმა პირებმა გულისხმა უნდა ჰყონ, რა სჭირდება ერს, სამშობლოს, თითოეულ ადამიანს და ის უნდა აკეთონ.

"ჩვენ როგორი მეფეები და როგორი ხელისუფლები გვიყვარდა - რომლებიც ქვეყანაში მშვიდობას ამყარებდნენ, ურთიერთსიყვარული და ურთიერთგატანა იყო და ქვეყანას თავის გატანა შეეძლო... თუ ადამიანი, რომელიც ხელისუფლად დაადგინეს, ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მარტო თავის თავზე და გარემოცვაზე ფიქრობს - როგორ გაერთონ, თუ ხელისუფალი კარგავს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, თუ ებრძვის ტრადიციებს და ადამიანებს უწესობისკენ მოუწოდებს, თუ ხელისუფალი თავის ერს შეებრძოლება, ზოგს დახოცავს, ზოგს - საპატიმროებში ჩაყრის, თუ თავის გარემოცვას ოჯახებიდან პატიოსან ცოლ-შვილს გაარეკინებს და საეჭვო ყოფაქცევის ადამიანებს შერთავს, განა ასეთი ხელისუფლების მაგალითზე ვერ მივხვდებით, როგორ შეიძლება განაბნიო ის, რაც ღმერთმა მოგცა. ამიტომ დაუდგება ის დრო, რომ ვინც ირგვლივ ჰყავდა, ისინიც აღარ მიიღებენ და ღორების საჭმელიც კი მოენატრება რაც არ უნდა ქონება ჰქონდეს დაგროვილი თავისი ხალხის ხარჯზე - ისევე, როგორც მამისგან გაქცეულ უძღებ შვილს დაემართა", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, უფალი მოწყალეა და უდიდესი სინანულის შემთხვევაში ღმერთი ხელს არც ასეთ ადამიანს კრავს.

"მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ის აქვს მოსათხოვი, უფალმა მიიღოს იგი, როგორც ერთ-ერთი მუშაკთაგანი, რათა როგორც ერთმა მცირეთაგანმა ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს, იმიტომ, რომ ძალიან დიდზე იყო დადგინებული და ვერ შეძლო. მეორე და მესამე ექსპერიმენტი, როცა საქმე ერს ეხება, გამორიცხულია", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"