მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს
მოსკოვში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

ჩი­ნურ­მა ყო­ველ­თვი­ურ­მა ჟურ­ნალ­მა Hurun Report-მა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის, მი­ლი­არ­დე­რე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის სია წარ­მო­ად­გი­ნა.

აღ­მოჩ­ნდა, რომ რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მეტი მი­ლი­არ­დე­რი ცხოვ­რობს. მოს­კოვ­ში 76 მი­ლი­არ­დე­რი სახ­ლობს. რე­ი­ტინ­გში მე­ო­რე ად­გი­ლი ნიუ-იორკს ერგო, სა­დაც 70 მი­ლი­არ­დე­რია, მე­სა­მე­ზე ჰონგ-კონ­გია 54 მი­ლი­არ­დე­რით, მე­ო­თხე პო­ზი­ცია პე­კინს ერგო 41 მი­ლი­არ­დე­რით და ტოპ-ხუ­თე­უ­ლი და­აგ­ვირ­გვი­ნა ლონ­დონ­მა 40 მი­ლი­არ­დე­რით.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი კაცი მექ­სი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი კარ­ლოს სლი­მია. ის მექ­სი­კის დე­და­ქა­ლაქ მე­ხი­კო­ში ცხოვ­რობს და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი. კარ­ლო­სის კა­პი­ტა­ლი 66 მი­ლი­არდ დო­ლარს აღ­წევს.

რუსი ბიზ­ნეს მაგ­ნა­ტი ალი­შერ უს­მა­ნო­ვი მოს­კო­ვის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ბი­ნა­და­რია. მისი ქო­ნე­ბა 19 მი­ლი­არდ დო­ლარს აღ­წევს.

ასე გა­და­ნა­წილ­და სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი მი­ლი­არ­დე­რე­ბის სია. რაც შე­ე­ხე­ბა უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბულ ქვეყ­ნებს. ამ მხრივ უდა­ვო ლი­დე­რია შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, სა­დაც სა­ერ­თო ჯამ­ში 409 მი­ლი­არ­დე­რი ცხოვ­რობს. მე­ო­რე პო­ზი­ცია ჩი­ნეთ­მა და­ი­კა­ვა 317 მი­ლი­არ­დე­რით. მე­სა­მეა რუ­სე­თი - 88 მი­ლი­არ­დე­რით. მე­ო­თხე ად­გილ­ზე გერ­მა­ნია გა­ვი­და, სა­დაც 61 მი­ლი­არ­დე­რი ცხოვ­რობს. მე­ხუ­თე პო­ზი­ცია ბრი­ტა­ნეთს ერგო 56 მი­ლი­არ­დე­რით.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტი­ნენ­ტებს, აზია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი კონ­ტი­ნენ­ტია. აზი­ა­ში 609 მი­ლი­არ­დე­რი ცხოვ­რობს. 440 მი­ლი­არ­დერს შეხ­ვდე­ბით ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში და 324 მი­ლი­არ­დე­რი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლი ევ­რო­პა.

ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი მი­ლი­არ­დე­რი ცხოვ­რობს:

1. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი - 409 მი­ლი­არ­დე­რი

2. ჩი­ნე­თი - 317 მი­ლი­არ­დე­რი

3. რუ­სე­თი - 88 მი­ლი­არ­დე­რი

4. გერ­მა­ნია - 61 მი­ლი­არ­დე­რი

5. ბრი­ტა­ნე­თი - 56 მი­ლი­არ­დე­რი

6. ინ­დო­ე­თი - 53 მი­ლი­არ­დე­რი

7. შვე­ი­ცა­რია - 41 მი­ლი­არ­დე­რი

8. ბრა­ზი­ლია - 33 მი­ლი­არ­დე­რი

9. საფ­რან­გე­თი - 31 მი­ლი­არ­დე­რი

10. თურ­ქე­თი - 31 მი­ლი­არ­დე­რი

11. კა­ნა­და - 22 მი­ლი­არ­დე­რი

12. ია­პო­ნია - 22 მი­ლი­არ­დე­რი

13. ავ­სტრია - 17 მი­ლი­არ­დე­რი

14. სამ­ხრეთ კო­რეა -17 მი­ლი­არ­დე­რი

15. ავ­სტრა­ლია - 16 მი­ლი­არ­დე­რი

16. იტა­ლია - 14 მი­ლი­არ­დე­რი

17. ეს­პა­ნე­თი - 14 მი­ლი­არ­დე­რი

18. ნი­დერ­ლან­დი - 12 მი­ლი­არ­დე­რი

19. ინ­დო­ნე­ზია - 11 მი­ლი­არ­დე­რი

20. სინ­გა­პუ­რი - 11 მი­ლი­არ­დე­რი

ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი მი­ლი­არ­დე­რი ცხოვ­რობს:

1. მოს­კო­ვი - 76 მი­ლი­არ­დე­რი

2. ნიუ-იორ­კი - 70 მი­ლი­არ­დე­რი

3. ჰონგ-კონ­გი - 54 მი­ლი­არ­დე­რი

4. პე­კი­ნი - 41 მი­ლი­არ­დე­რი

5. ლონ­დო­ნი - 40 მი­ლი­არ­დე­რი

6. სტამ­ბო­ლი - 26 მი­ლი­არ­დე­რი

7. მუმ­ბაი - 24 მი­ლი­არ­დე­რი

8. შან­ხაი - 24 მი­ლი­არ­დე­რი

9. პა­რი­ზი - 23 მი­ლი­არ­დე­რი

10. ტა­ი­ბეი - 22 მი­ლი­არ­დე­რი

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Hurun Report-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მოსკოვში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

მოსკოვში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

ჩინურმა ყოველთვიურმა ჟურნალმა Hurun Report-მა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების, მილიარდერებით დასახლებული ქალაქებისა და ქვეყნების სია წარმოადგინა.

აღმოჩნდა, რომ რუსეთის დედაქალაქში მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. მოსკოვში 76 მილიარდერი სახლობს. რეიტინგში მეორე ადგილი ნიუ-იორკს ერგო, სადაც 70 მილიარდერია, მესამეზე ჰონგ-კონგია 54 მილიარდერით, მეოთხე პოზიცია პეკინს ერგო 41 მილიარდერით და ტოპ-ხუთეული დააგვირგვინა ლონდონმა 40 მილიარდერით.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმია. ის მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ცხოვრობს და სატელეკომუნიკაციო ბიზნესშია ჩართული. კარლოსის კაპიტალი 66 მილიარდ დოლარს აღწევს.

რუსი ბიზნეს მაგნატი ალიშერ უსმანოვი მოსკოვის ყველაზე მდიდარი ბინადარია. მისი ქონება 19 მილიარდ დოლარს აღწევს.

ასე გადანაწილდა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მილიარდერების სია. რაც შეეხება უმდიდრესი ადამიანებით დასახლებულ ქვეყნებს. ამ მხრივ უდავო ლიდერია შეერთებული შტატები, სადაც საერთო ჯამში 409 მილიარდერი ცხოვრობს. მეორე პოზიცია ჩინეთმა დაიკავა 317 მილიარდერით. მესამეა რუსეთი - 88 მილიარდერით. მეოთხე ადგილზე გერმანია გავიდა, სადაც 61 მილიარდერი ცხოვრობს. მეხუთე პოზიცია ბრიტანეთს ერგო 56 მილიარდერით.

რაც შეეხება კონტინენტებს, აზია მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კონტინენტია. აზიაში 609 მილიარდერი ცხოვრობს. 440 მილიარდერს შეხვდებით ჩრდილოეთ ამერიკაში და 324 მილიარდერითაა დასახლებული ევროპა.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს:

1. ამერიკის შეერთებული შტატები - 409 მილიარდერი

2. ჩინეთი - 317 მილიარდერი

3. რუსეთი - 88 მილიარდერი

4. გერმანია - 61 მილიარდერი

5. ბრიტანეთი - 56 მილიარდერი

6. ინდოეთი - 53 მილიარდერი

7. შვეიცარია - 41 მილიარდერი

8. ბრაზილია - 33 მილიარდერი

9. საფრანგეთი - 31 მილიარდერი

10. თურქეთი - 31 მილიარდერი

11. კანადა - 22 მილიარდერი

12. იაპონია - 22 მილიარდერი

13. ავსტრია - 17 მილიარდერი

14. სამხრეთ კორეა -17 მილიარდერი

15. ავსტრალია - 16 მილიარდერი

16. იტალია - 14 მილიარდერი

17. ესპანეთი - 14 მილიარდერი

18. ნიდერლანდი - 12 მილიარდერი

19. ინდონეზია - 11 მილიარდერი

20. სინგაპური - 11 მილიარდერი

ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს:

1. მოსკოვი - 76 მილიარდერი

2. ნიუ-იორკი - 70 მილიარდერი

3. ჰონგ-კონგი - 54 მილიარდერი

4. პეკინი - 41 მილიარდერი

5. ლონდონი - 40 მილიარდერი

6. სტამბოლი - 26 მილიარდერი

7. მუმბაი - 24 მილიარდერი

8. შანხაი - 24 მილიარდერი

9. პარიზი - 23 მილიარდერი

10. ტაიბეი - 22 მილიარდერი

მომზადებულია Hurun Report-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა