სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ჯიბღაშვილი -"ქალები ვერ მატყუებენ!"
ლევან ჯიბღაშვილი -"ქალები ვერ მატყუებენ!"

ბუკ­ლი­კომ თა­ვი­სი სა­ხა­ლი­სო და­კი­თხვა ამ­ჯე­რად მსა­ხი­ობ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს მო­უ­წყო, მას წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ამო­ვა­ყო­ფი­ნე თავი და ვნა­ხოთ, რო­გორ გა­უმკლავ­და ამ ყვე­ლა­ფერს.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, გი­ღე­ბენ უც­ხ­ოურ ფილმში პა­მე­ლა ან­დერ­სონ­თან ერ­თად და გაქვს ერო­ტი­კუ­ლი სცე­ნა.

- (იცი­ნის) რა სა­ხა­ლი­სო შე­კი­თხვე­ბი გქო­ნია. მე და პა­მე­ლა ერო­ტი­კულ ფილმში?!.. დავ­თან­ხმდე­ბო­დი, თუმ­ცა მის მა­გივ­რად მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი თუ იქ­ნე­ბო­და, ბევ­რად უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტია. პა­მე­ლა­ზეც არ ვი­ტყო­დი უარს, მაგ­რამ მო­ნი­კა ბევ­რად მომ­წონს.

- მოკ­ლედ, ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი გიჟ­დე­ბით მო­ნი­კა­ზე.

- სა­ერ­თოდ, შავგვრე­მა­ნი ქა­ლე­ბი მომ­წონს.

- კარ­გი, მა­შინ ერთ ქარ­თველ შავგვრე­მანს გა­გახ­სე­ნებ. შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იღ­ვი­ძებ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს.

- (იცი­ნის) თვი­თონ თა­ნახ­მაა?

- ალ­ბათ, რად­გან გა­მოგ­ყვა ცო­ლად. გან­ქორ­წინ­დე­ბო­დი?

- ქორ­წი­ნე­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯია. არ ვიცი, დავ­ფიქ­რდე­ბო­დი. გან­ქორ­წი­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, გა­აჩ­ნია, ჯერ იმას გა­ვი­გებ­დი, რა უძღო­და ამ ქორ­წი­ნე­ბას წინ, ანუ რა წი­ნა­პი­რო­ბე­ბი იყო და მერე გა­დავ­წყვეტ­დი.

- ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე­ო­ბას გთა­ვა­ზო­ბენ...

- ირაკ­ლის დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია. ორი­ვე დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან გახ­ლა­ვართ. პო­ლი­ტი­კის­გან შორს ვარ, მაგ­რამ ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდე­ბო­დი. არა თა­ნამ­დე­ბო­ბას, არა­მედ პი­როვ­ნულ ფაქ­ტორს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, რად­გან ირაკ­ლის­თან სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი.

- ოქ­როს თევ­ზი და­ი­ჭი­რე, რო­მე­ლიც ერთ სურ­ვილს გის­რუ­ლებს.

- ოოო... იმ ერთი სურ­ვი­ლით ვი­თხოვ­დი კი­დევ ერთ ოქ­როს თევზს, რო­მელ­საც სამი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია. ესეც არ მე­ყო­ფო­და, მაგ­რამ კი­დევ მო­ვი­ფიქ­რებ­დი რა­მეს, სა­კუ­თარ მო­ხერ­ხე­ბას და­ვეყ­რდნო­ბო­დი (იღი­მის).

- იმარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო, სა­დაც ეშ­მა­კის ად­ვო­კა­ტი ხარ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვა.

- ჯვა­რი მწე­რია... და­ვი­ცავ­დი თუ არა? თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მო­ი­თხოვს და ასე ვთქვათ, "ვი­ნუჟ­დე­ნი" ვარ, მა­შინ და­ვი­ცავ­დი, მაგ­რამ პრო­ცესს ისე წარვმარ­თავ­დი, რომ დავ­მარ­ცხე­ბუ­ლი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ, თუ უა­რის თქმის არ­ჩე­ვა­ნი მექ­ნე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყო­დი უარს.

- "ოს­კარ­ზე" წარ­გად­გი­ნეს ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის.

- (იცი­ნის) ძა­ლი­ან მა­გა­რია. თუკი ფილმში ქა­ლის როლი შე­ვას­რუ­ლე და ამის­თვის "ოს­კარ­ზე" წარ­მად­გი­ნეს, ე.ი. კარ­გად მი­თა­მა­შია.

- ქა­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას და­თან­ხმდე­ბო­დი?

- ასე თქმა რთუ­ლია. და­მი­დე პრო­ექ­ტი, კონ­კრე­ტუ­ლი აღ­წე­რით და მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ (იცი­ნის).

- რო­გორც მივ­ხვდი, დი­დად არ გაბ­ნევს უხერ­ხუ­ლი მო­მენ­ტე­ბი.

- არ ვიბ­ნე­ვი, აი, თუნ­დაც ოქ­როს თევ­ზის მა­გა­ლი­თი რომ ავი­ღოთ. თუ ვინ­მე ცუ­დად გახ­დე­ბა ან დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იბ­ნე­ვა ხოლ­მე, მე კი ამ დროს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვხდე­ბი.

- გრა­ფი მონ­ტე-კრის­ტოს ად­გი­ლას წარ­მო­იდ­გი­ნე შენი თავი. რას იზამ­დი, იძი­ებ­დი შურს მის მსგავ­სად?

- აუფ!.. ზო­გა­დად, შუ­რის­ძი­ე­ბის მომ­ხრე არ ვარ. ჯობს, ადა­მი­ანს უარ­ყო­ფი­თი საქ­ცი­ე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით და­უბ­რუ­ნო. თუკი შურს არ იძი­ებ, ამ ადა­მი­ან­საც და­ა­ნახ­ვებ, რომ ცუ­დად იქ­ცე­ო­და. თუკი ამით ცო­ტა­თი მა­ინც შე­იც­ვლე­ბა, კარ­გია.

- იდუ­მა­ლი ქალი პა­ე­მან­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბა ძა­ლი­ან უც­ნა­ურ ად­გი­ლას.

- არც იდუ­მალს და არც ჩვე­უ­ლებ­რივს ასე პა­ე­მან­ზე არ წავ­ყვე­ბი.

- ასე­თი აქ­ტი­უ­რი ქა­ლე­ბი ყო­ფი­ლან შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- აქ­ტი­ურ ქა­ლებს რა გა­მო­ლევს. ბევ­რი არი­ან, მაგ­რამ მე არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, მო­იყ­ვა­ნე ცოლი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ნარ­კო­ბა­რო­ნე­საა.

- ამ თე­მას­თან ძა­ლი­ან ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. მე­ო­რეც, ცოლს ისე არ მო­ვიყ­ვან, რომ მას­ზე ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არ ვი­ცო­დე. 2-3 ან თუნ­დაც 6 თვე­ში გო­გო­ნას ცო­ლად არ შე­ვირ­თავ. ჯერ სამ­ზა­რე­უ­ლოს ყვე­ლა დე­ტა­ლი უნდა ვი­ცო­დე. ვისი შვი­ლია, რა ოჯა­ხიშ­ვი­ლი, ვის­თან მე­გობ­რობს. ხომ იცი, ნათ­ქვა­მია, მი­თხა­რი ვინ არის შენი მე­გო­ბა­რი და გე­ტყვი, ვინ ხარ შენ. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ნამ­დვი­ლად არ გა­ვებ­მე­ბი. ვი­საც ცო­ლად მო­ვიყ­ვან, მერე გა­ვი­გო მას­ზე რა­ღა­ცე­ბი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თუ ყვე­ლა­ფე­რი არ მე­ცო­დი­ნე­ბა გო­გოს შე­სა­ხებ, ისე ჩემი ცოლი ვერ გახ­დე­ბა.

- არ იცი, მა­ტყუ­ა­რა ქა­ლე­ბი რომ არ­სე­ბო­ბენ?

- კი არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ მე ვერ მა­ტყუ­ე­ბენ (იღი­მე­ბა).

- გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი გა­მო­დის ტე­ლე­ვი­ზი­ით და ამ­ბობს, რომ მისი ოქ­როს ბეჭ­დე­ბი შენ მო­ი­პა­რე.

- (იცი­ნის) გა­მე­ცი­ნე­ბა. ამა­ზე არა­ნა­ი­რად არ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს.

- ვინ­მეს შენ­თვის რა­ი­მე და­უბ­რა­ლე­ბია?

- არას­დროს. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ანს მა­შინ აბ­რა­ლე­ბენ ქურ­დო­ბას, როცა ამა­ში შემ­ჩნე­უ­ლია და შე­უძ­ლია, ასე­თი რამ იკად­როს. მე კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასეთ რა­ღა­ცა­ში შემ­ჩნე­უ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვის და­უბ­რა­ლე­ბია. თუ რა­ღა­ცა­ში დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ თავს, მირ­ჩევ­ნია, თა­ვად ვა­ღი­ა­რო და ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დო. ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც და სხვა­გა­ნაც ასეა, თუკი ასე არ მო­იქ­ცე­ვი, მერე აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი. თუკი აღი­ა­რებ, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ამას გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა.

- ბოლო დროს რა­მე­ზე თუ მო­გიხ­დია ბო­დი­ში? პი­რად­შიც და საქ­მე­შიც?

- სამ­სა­ხურ­ში შეც­დო­მებს არ ვუშ­ვებ და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბო­დი­შოდ საქ­მე არ გამ­ხდია. ბო­დი­ში პი­რად­ში მო­მიხ­დია, ეს ჩემ­თვის პრობ­ლე­მა არ არის. თუ ვინ­მეს გული ატ­კი­ნე, ბო­დი­ში რა­ტომ არ უნდა მო­ი­ხა­დო?!. ეს უნდა შე­გეძ­ლოს.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ლევან ჯიბღაშვილი -"ქალები ვერ მატყუებენ!"

ლევან ჯიბღაშვილი -"ქალები ვერ მატყუებენ!"

ბუკლიკომ თავისი სახალისო დაკითხვა ამჯერად მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს მოუწყო, მას წარმოუდგენელ სიტუაციებში ამოვაყოფინე თავი და ვნახოთ, როგორ გაუმკლავდა ამ ყველაფერს.

- წარმოიდგინე, გიღებენ უც­ხ­ოურ ფილმში პამელა ანდერსონთან ერთად და გაქვს ეროტიკული სცენა.

- (იცინის) რა სახალისო შეკითხვები გქონია. მე და პამელა ეროტიკულ ფილმში?!.. დავთანხმდებოდი, თუმცა მის მაგივრად მონიკა ბელუჩი თუ იქნებოდა, ბევრად უკეთესი ვარიანტია. პამელაზეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ მონიკა ბევრად მომწონს.

- მოკლედ, ქართველი კაცები გიჟდებით მონიკაზე.

- საერთოდ, შავგვრემანი ქალები მომწონს.

- კარგი, მაშინ ერთ ქართველ შავგვრემანს გაგახსენებ. შორენა ბეგაშვილზე დაქორწინებული იღვიძებ ერთ მშვენიერ დღეს.

- (იცინის) თვითონ თანახმაა?

- ალბათ, რადგან გამოგყვა ცოლად. განქორწინდებოდი?

- ქორწინება საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია. არ ვიცი, დავფიქრდებოდი. განქორწინებას რაც შეეხება, გააჩნია, ჯერ იმას გავიგებდი, რა უძღოდა ამ ქორწინებას წინ, ანუ რა წინაპირობები იყო და მერე გადავწყვეტდი.

- ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილეობას გთავაზობენ...

- ირაკლის დიდი ხანია ვიცნობ. ძალიან კარგი ბიჭია. ორივე დედოფლისწყაროდან გახლავართ. პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდებოდი. არა თანამდებობას, არამედ პიროვნულ ფაქტორს გავითვალისწინებდი, რადგან ირაკლისთან სიამოვნებით ვიმუშავებდი.

- ოქროს თევზი დაიჭირე, რომელიც ერთ სურვილს გისრულებს.

- ოოო... იმ ერთი სურვილით ვითხოვდი კიდევ ერთ ოქროს თევზს, რომელსაც სამი სურვილის ასრულება შეუძლია. ესეც არ მეყოფოდა, მაგრამ კიდევ მოვიფიქრებდი რამეს, საკუთარ მოხერხებას დავეყრდნობოდი (იღიმის).

- იმართება სასამართლო, სადაც ეშმაკის ადვოკატი ხარ და აუცილებლად უნდა დაიცვა.

- ჯვარი მწერია... დავიცავდი თუ არა? თუ აუცილებლობა მოითხოვს და ასე ვთქვათ, "ვინუჟდენი" ვარ, მაშინ დავიცავდი, მაგრამ პროცესს ისე წარვმართავდი, რომ დავმარცხებულიყავი. საერთოდ, თუ უარის თქმის არჩევანი მექნებოდა, აუცილებლად ვიტყოდი უარს.

- "ოსკარზე" წარგადგინეს ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

- (იცინის) ძალიან მაგარია. თუკი ფილმში ქალის როლი შევასრულე და ამისთვის "ოსკარზე" წარმადგინეს, ე.ი. კარგად მითამაშია.

- ქალის როლის შესრულებას დათანხმდებოდი?

- ასე თქმა რთულია. დამიდე პროექტი, კონკრეტული აღწერით და მერე ვილაპარაკოთ (იცინის).

- როგორც მივხვდი, დიდად არ გაბნევს უხერხული მომენტები.

- არ ვიბნევი, აი, თუნდაც ოქროს თევზის მაგალითი რომ ავიღოთ. თუ ვინმე ცუდად გახდება ან დახმარებაა საჭირო, ბევრი ადამიანი იბნევა ხოლმე, მე კი ამ დროს მობილიზებული ვხდები.

- გრაფი მონტე-კრისტოს ადგილას წარმოიდგინე შენი თავი. რას იზამდი, იძიებდი შურს მის მსგავსად?

- აუფ!.. ზოგადად, შურისძიების მომხრე არ ვარ. ჯობს, ადამიანს უარყოფითი საქციელი სიყვარულით დაუბრუნო. თუკი შურს არ იძიებ, ამ ადამიანსაც დაანახვებ, რომ ცუდად იქცეოდა. თუკი ამით ცოტათი მაინც შეიცვლება, კარგია.

- იდუმალი ქალი პაემანზე გეპატიჟება ძალიან უცნაურ ადგილას.

- არც იდუმალს და არც ჩვეულებრივს ასე პაემანზე არ წავყვები.

- ასეთი აქტიური ქალები ყოფილან შენს ცხოვრებაში?

- აქტიურ ქალებს რა გამოლევს. ბევრი არიან, მაგრამ მე არ დავთანხმდებოდი.

- წარმოიდგინე, მოიყვანე ცოლი და აღმოჩნდა, რომ ის ნარკობარონესაა.

- ამ თემასთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. მეორეც, ცოლს ისე არ მოვიყვან, რომ მასზე ასეთი მნიშვნელოვანი რამ არ ვიცოდე. 2-3 ან თუნდაც 6 თვეში გოგონას ცოლად არ შევირთავ. ჯერ სამზარეულოს ყველა დეტალი უნდა ვიცოდე. ვისი შვილია, რა ოჯახიშვილი, ვისთან მეგობრობს. ხომ იცი, ნათქვამია, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ გავებმები. ვისაც ცოლად მოვიყვან, მერე გავიგო მასზე რაღაცები, წარმოუდგენელია. თუ ყველაფერი არ მეცოდინება გოგოს შესახებ, ისე ჩემი ცოლი ვერ გახდება.

- არ იცი, მატყუარა ქალები რომ არსებობენ?

- კი არსებობენ, მაგრამ მე ვერ მატყუებენ (იღიმება).

- გია სურამელაშვილი გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ მისი ოქროს ბეჭდები შენ მოიპარე.

- (იცინის) გამეცინება. ამაზე არანაირად არ გავაკეთებ კომენტარს.

- ვინმეს შენთვის რაიმე დაუბრალებია?

- არასდროს. საერთოდ, ადამიანს მაშინ აბრალებენ ქურდობას, როცა ამაში შემჩნეულია და შეუძლია, ასეთი რამ იკადროს. მე კი, რასაკვირველია, ასეთ რაღაცაში შემჩნეული არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად, არავის დაუბრალებია. თუ რაღაცაში დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მირჩევნია, თავად ვაღიარო და ბოდიში მოვიხადო. ადამიანურ ურთიერთობებშიც და სხვაგანაც ასეა, თუკი ასე არ მოიქცევი, მერე აუცილებლად დაისჯები. თუკი აღიარებ, მეორე ადამიანი ამას გაგებით მოეკიდება.

- ბოლო დროს რამეზე თუ მოგიხდია ბოდიში? პირადშიც და საქმეშიც?

- სამსახურში შეცდომებს არ ვუშვებ და შესაბამისად, საბოდიშოდ საქმე არ გამხდია. ბოდიში პირადში მომიხდია, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. თუ ვინმეს გული ატკინე, ბოდიში რატომ არ უნდა მოიხადო?!. ეს უნდა შეგეძლოს.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება