ლოს-ანჯელესში ოსკარების გადაცემის 85-ე ცერემონია დასრულდა. "ოსკარი" წლის საუკეთესო ფილმისთვის მიიღო ბენ აფლეკის ფილმმა "არგო", რომელმაც ორ სხვა არამთავარ ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
წლევანდელი ოსკარების ტრიუმფატორი გახდა ენგ ლის ფილმი "პის ცხოვრება". ამ ფილმმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შროის საუკეთესო რეჟისურის, ორიგინალური მუსიკისთვის, კონემატოგრაფიისა და ვიზუალური ეფექტებისთვის. ფილმმა "საბრალონი" ასევე ოთხ ნომინაციაში იმარჯვა.
ნომინაციაში წლის მსახიობი ქალი გაიმარჯვა ჯენიფერ ლოურენსმა ფილმისთვის "ვერცხლისფერი პიესები"; მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯილდო გადაეცა აბრააამ ლინკოლნის როლისთვის დენიელ დეი ლუისს, ფილმში "ლინკოლნი".
წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა "მამაცი", ხოლო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა მაიკლ ჰენეკეს "სიყვარულმა". ერთადერთი ჯილდო ერგო ფილმ "ანა კარენინას", კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.