ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი კუბაში ჩატარებული რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
ვენესუელაში დაბრუნება 58 წლის ჩავესმა "ტვიტერის" მეშვეობით ამცნო მსოფლიოს. სოციალურ ქსელში მან ასევე მადლობა გადაუხადა კუბის პრეზიდენტს რაულ კასტროსა და ყოფილ ლიდერს, ფიდელ კასტროს.
"ბიბისის" ინფორმაციით, უგო ჩავესმა "ტვიტერზე" ასევე მადლობა გადაუხადა ვენესუელას მცხოვრებლებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ მკურნალობას ახლა სამშობლოში გააგრძელებს.
უგო ჩავესი ჰავანაში 11 დეკემბერს გადაიყვანეს მორიგი, მეოთხე ოპერაციის ჩატარების მიზნით.
ვენესუელას ლიდერს 2011 წელს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.