პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ელოდება ირაკლი ალასანიას მეუღლე და აპირებს თუ არა საქართველოდან წასვლას
რას ელოდება ირაკლი ალასანიას მეუღლე და აპირებს თუ არა საქართველოდან წასვლას

სკან­და­ლი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გარ­შე­მო ჯერ კი­დევ ორი კვი­რის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ გა­კი­ცხა, შემ­დეგ კი ვიცე-პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მა­შინ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ვიცე-პრე­მი­ე­რის პოს­ტის და­ტო­ვე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად მი­ი­ღო.

"ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ მსურს, უფრო მეტი დრო და­ვუთ­მო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბას. მსურს, ბო­ლომ­დე დავ­ხარ­ჯო ენერ­გია თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ალა­სა­ნი­ამ.

თუმ­ცა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ­მა ალა­სა­ნი­ას სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის შიგ­ნით გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ აპა­ტია, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის არსი ის იყო, რომ ალა­სა­ნია საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კო­ა­ლი­ცი­ის გვერ­დის ავ­ლით გეგ­მავ­და.

პირ­ვე­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დი­ის­თვის მთა­ვარ თე­მად იქცა, მაგ­რამ მალე ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ულ კა­ლა­პოტს და­უბ­რუნ­და და პრე­მი­ე­რი­სა და მი­ნის­ტრის და­პი­რის­პი­რე­ბამ უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დრო­ე­ბით...

გა­სულ კვი­რას პრე­მი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვდა და ახა­ლი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის ასი დღე შე­ა­ფა­სა. უეც­რად ივა­ნიშ­ვილს ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი კი­თხვა და­უს­ვა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ჭორს ეხე­ბო­და. ამ ჭო­რის თა­ნახ­მად, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ დუ­ბა­ი­ში გიგი უგუ­ლა­ვას ცოლ­სა და მის მე­გო­ბარ­თან ერ­თად იმ­გზავ­რა.

პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ერ­თგვა­რად სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა: "მარ­თლაც მქონ­და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე დუ­ბა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვა. მქონ­და სხვა კი­თხვე­ბიც, მაგ­რამ ამ თე­მის აჟი­ტი­რე­ბა არ მინ­და, რამ­დე­ნა­დაც ისე­თი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ვი­და. შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას მო­უ­ვი­დეს, ჯერ ახალ­გაზ­რდაა, ირაკ­ლის პა­ტა­რა რა­ღაც შე­ე­შა­ლა, ეს პი­რა­დუ­ლი სა­კი­თხია და პი­რა­დულ­ში არ შევ­დი­ვარ...".

მე­დი­ის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა ის, რაც ივა­ნიშ­ვილ­მა შემ­დგომ თქვა, რად­გან პრე­მი­ე­რის ორაზ­რო­ვა­ნი კო­მენ­ტა­რი ბევ­რმა დღემ­დე ვერ გა­ი­გო: "სხვა­თა შო­რის, ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი მოხ­და არ­ჩევ­ნე­ბის დროს, ვი­ღა­ცას გუნ­დი­დან რა­ღაც ფილ­მე­ბი გა­და­უ­ღეს და გაწ­ბი­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­გორ და­ვე­ნა­ხო­თო. მე და­ვა­წყნა­რე, ეს ჩემი საქ­მე არაა, თქვენს მე­უღ­ლე­ებს და­ე­ლა­პა­რა­კეთ-მეთ­ქი. მე პი­რა­დულ­ში არ შევ­დი­ვარ ზედ­მე­ტად, თუმ­ცა ოჯახ­თან ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს და ეს ჩემ­თვის სხვა რა­მეს წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ღა­ლა­ტობს მე­უღ­ლეს. ირაკ­ლი არ მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში ამ შემ­თხვე­ვა­ში..." - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­ლია, რომ პრე­მი­ე­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხის კულტს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს სცემს. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რი ბესო სურ­მა­ვა გა­ი­ტა­ცეს, რის შემ­დე­გაც მისი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა, რა­საც "ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის შე­სა­ხებ ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მოჰ­ყვა. არ­ჩევ­ნებ­ში "ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სურ­მა­ვა ოჯახს და­უბ­რუნ­და, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლის გვერ­დით აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა და ვერც ის გა­ვი­გეთ, სად იყო ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სურ­მა­ვა და ვინ აშან­ტა­ჟებ­და მას.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძველ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სურ­მა­ვას შე­სა­ხებ მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი ვი­დე­ო­ე­ბი მო­ი­პო­ვა და იმის ში­შით, რომ არ გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ, სურ­მა­ვა ასეთ რის­კზე წა­ვი­და. ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, ვისი უფრო ეში­ნო­და სურ­მა­ვას ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თუ სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის, რად­გან, რო­გორც ზე­ვით აღ­ვნიშ­ნეთ, ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვად აღი­ა­რა, რომ ვი­ღა­ცებს მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი ვი­დე­ო­ე­ბის შემ­დეგ მისი ერი­დე­ბო­დათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც დუ­ბა­ი­ში უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლე­სა და მის და­ქალ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჭორს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ერ­თმა­ნეთს არ უნდა ვა­კად­როთ.

"რე­ი­ტინ­გის" წინა ნო­მერ­ში მკი­თხველს მი­ნის­ტრე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­ზე ვრცე­ლი მა­სა­ლა შევ­თა­ვა­ზეთ, მათ შო­რის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­სა და მისი მე­უღ­ლის ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მო­გით­ხ­რ­ობ­დით. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ყო­ველ­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე და კარ­გი მამა. მისი მე­უღ­ლე პრე­სას­თან ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლად ლა­პა­რა­კობ­და, რო­გორ უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი და მარ­თლაც ისე ჩანს, რომ დრომ მათ ოჯახს ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ გახ­და რე­ზო­ნან­სუ­ლი ალა­სა­ნი­ას შე­სა­ხებ გავ­ცე­ლე­ბუ­ლი ჭორი, თან ცოტა რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია დუ­ბა­ი­ში მო­სე­ირ­ნე ალა­სა­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის ცო­ლებ­სა და საყ­ვარ­ლებ­თან ერ­თად.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ფე­ის­ბუ­ქი" სა­ჯა­რო სივ­რცეა და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი გვერ­დე­ბიც აქვთ. მათ შო­რი­საა ირაკ­ლის მე­უღ­ლე ნათ­ია ფან­ჯი­კი­ძეც, რომ­ლის გვერ­დზეც პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გაჩ­ნდა.

"მინ­და, პი­როვ­ნუ­ლად ჩემ­თვის საკ­მა­ოდ თავ­ხე­დუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო. ირაკ­ლი ალა­სა­ნია არის წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, შე­იძ­ლე­ბა, ამ­ბი­ცია აქვს და ჩემი აზ­რით, ამა­ში ცუდი არა­ფე­რია. იყა­ვით კო­რექ­ტუ­ლე­ბი და "მე ვი­ტყვი და იმან თავი იმარ­თლოს" - პრინ­ცი­პი ყვე­ლას­თან არ მუ­შა­ობს", - წერს ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რა­ზეც ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ უპა­სუ­ხა:

"რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა კარ­გი სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნა, როცა ვი­საც არ ეზა­რე­ბა, ყვე­ლა წიხ­ლით გდ­გე­ბა..."

უც­ნო­ბია, ვის გუ­ლის­ხმობ­და მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე "ყვე­ლა­ში", მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ერთ-ერთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ზე და­წე­რა:

"ერთი პი­რო­ბა ვი­ფიქ­რე, ხომ არ გა­ვიქ­ცე სა­ბერ­ძნეთ­ში და ფორ­თოხ­ლე­ბი ვკრი­ფო, უფრო ჯან­მრთე­ლად ვიქ­ნე­ბი-თქო, მაგ­რამ ცო­ტას კი­დევ ვიც­დი. ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა ეს ყვე­ლა­ფე­რი, კი­ნოს დას­რუ­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბი..."

აღ­ნიშ­ნუ­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ ნა­თია და ირაკ­ლი მა­ნა­ნა დუმ­ბა­ძის წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ერ­თად გა­მოჩ­ნდნენ და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ.

კო­მენ­ტა­რის გა­სა­კე­თებ­ლად ნა­თი­ას და­ვუ­რე­კეთ, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხა­სი­ათ­ზე დაგ­ვხვდა, მაგ­რამ გვი­თხრა, რომ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ სურს და ამ სი­სუ­ლე­ლით არც უნდა ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დეთ. ბო­ლოს კი დას­ძი­ნა, რომ ამ თე­მა­ზე კი არა, ბოლო დროს კარგ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზეც კი უარს აცხა­დებს.

ჯერ­ჯე­რო­ბით ისიც უც­ნო­ბია, ვის აწყობს ალა­სა­ნი­ას­თვის შავი პი­ა­რის აგო­რე­ბა. ოქ­ტომ­ბერ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის. ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამ­ბობ­დნენ, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ირაკ­ლი ალა­სა­ნია იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტად ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს ისურ­ვებ­და. ალ­ბათ კი­დევ ბევ­რი გა­მოჩ­ნდე­ბა "ოც­ნე­ბის" რი­გებ­ში ისე­თი, ვი­საც პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე არა­ერ­თხელ უოც­ნე­ბია. ალა­სა­ნი­ას ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს, მას ხში­რად პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღებ კან­დი­და­ტუ­რა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლი, ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, "ოც­ნე­ბის" რი­გე­ბი­დან ძლი­ე­რი კან­დი­და­ტის და­სა­ხე­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არ უნდა აწყობ­დეს, ასე რომ, ჯერ კი­დევ ბუ­რუ­სით რჩე­ბა მო­ცუ­ლი, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში დუ­ბა­ი­ში და ვინ და რა­ტომ და­ა­კავ­ში­რა ერ­თმა­ნეთ­თან გიგი უგუ­ლა­ვას სკან­და­ლუ­რი იმი­ჯის მქო­ნე მე­უღ­ლე და ირაკ­ლი ალა­სა­ნია.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას ელოდება ირაკლი ალასანიას მეუღლე და აპირებს თუ არა საქართველოდან წასვლას

რას ელოდება ირაკლი ალასანიას მეუღლე და აპირებს თუ არა საქართველოდან წასვლას

სკანდალი ირაკლი ალასანიას გარშემო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გაკიცხა, შემდეგ კი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა. მაშინ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ირაკლი ალასანიამ ვიცე-პრემიერის პოსტის დატოვებაზე გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიიღო.

"ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მსურს, უფრო მეტი დრო დავუთმო თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას. მსურს, ბოლომდე დავხარჯო ენერგია თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად", - განაცხადა მაშინ ალასანიამ.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა ალასანიას საკუთარი პარტიის შიგნით გამართული მოლაპარაკებები არ აპატია, როგორც ამბობენ, მოლაპარაკებების არსი ის იყო, რომ ალასანია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კოალიციის გვერდის ავლით გეგმავდა.

პირველი შიდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე დღის განმავლობაში მედიისთვის მთავარ თემად იქცა, მაგრამ მალე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა და პრემიერისა და მინისტრის დაპირისპირებამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებით...

გასულ კვირას პრემიერი ჟურნალისტებს შეხვდა და ახალი მთავრობის მუშაობის ასი დღე შეაფასა. უეცრად ივანიშვილს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ირაკლი ალასანიას შესახებ სკანდალური კითხვა დაუსვა, რომელიც ქალაქში გავრცელებულ ჭორს ეხებოდა. ამ ჭორის თანახმად, ირაკლი ალასანიამ დუბაიში გიგი უგულავას ცოლსა და მის მეგობართან ერთად იმგზავრა.

პრემიერის შეფასება მოულოდნელი და ერთგვარად სკანდალური აღმოჩნდა: "მართლაც მქონდა მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით შეკითხვა. მქონდა სხვა კითხვებიც, მაგრამ ამ თემის აჟიტირება არ მინდა, რამდენადაც ისეთი არაფერი მომხდარა, რაც საზოგადოებაში გავიდა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ჯერ ახალგაზრდაა, ირაკლის პატარა რაღაც შეეშალა, ეს პირადული საკითხია და პირადულში არ შევდივარ...".

მედიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რაც ივანიშვილმა შემდგომ თქვა, რადგან პრემიერის ორაზროვანი კომენტარი ბევრმა დღემდე ვერ გაიგო: "სხვათა შორის, ასეთი პრეცედენტი მოხდა არჩევნების დროს, ვიღაცას გუნდიდან რაღაც ფილმები გადაუღეს და გაწბილებულები იყვნენ, როგორ დავენახოთო. მე დავაწყნარე, ეს ჩემი საქმე არაა, თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკეთ-მეთქი. მე პირადულში არ შევდივარ ზედმეტად, თუმცა ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ეს ჩემთვის სხვა რამეს წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი ჩემი ახლობელი ღალატობს მეუღლეს. ირაკლი არ მყავს მხედველობაში ამ შემთხვევაში..." - განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობილია, რომ პრემიერი ტრადიციული ოჯახის კულტს განსაკუთრებულ პატივს სცემს. მკითხველს შევახსენებთ, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავა გაიტაცეს, რის შემდეგაც მისი აღიარებითი ჩვენება გამოქვეყნდა, რასაც "ოცნების" წევრების შესახებ ფარული სატელეფონო ზარების გამოქვეყნება მოჰყვა. არჩევნებში "ოცნების" გამარჯვების შემდეგ სურმავა ოჯახს დაუბრუნდა, მაგრამ ივანიშვილის გვერდით აღარ გამოჩენილა და ვერც ის გავიგეთ, სად იყო ამ პერიოდის განმავლობაში სურმავა და ვინ აშანტაჟებდა მას.

არაოფიციალური ინფორმაციით, ძველმა ხელისუფლებამ სურმავას შესახებ მაკომპრომეტირებელი ვიდეოები მოიპოვა და იმის შიშით, რომ არ გამოექვეყნებინათ, სურმავა ასეთ რისკზე წავიდა. ალბათ საინტერესოა, ვისი უფრო ეშინოდა სურმავას ვიდეოს გამოქვეყნების შემთხვევაში - ბიძინა ივანიშვილის თუ საკუთარი მეუღლის, რადგან, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ ვიღაცებს მაკომპრომეტირებელი ვიდეოების შემდეგ მისი ერიდებოდათ.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დუბაიში უგულავას მეუღლესა და მის დაქალთან ერთად იმყოფებოდა, თავდაცვის მინისტრი ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ ასეთ სისულელეებზე საუბარი ერთმანეთს არ უნდა ვაკადროთ.

"რეიტინგის" წინა ნო­მერში მკითხველს მინისტრების მეორე ნახევრებზე ვრცელი მასალა შევთავაზეთ, მათ შორის ირაკლი ალასანიასა და მისი მეუღლის ნათია ფან­ჯიკიძის სიყვარულის ის­ტორიის შესახებ მოგით­ხ­რ­ობდით. თავდაცვის მი­ნისტრი ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც ერთგული მეუღლე და კარგი მამა. მისი მეუღლე პრესასთან ყოველთვის გულახდილად ლაპარაკობდა, როგორ უყვართ ერთმანეთი და მართლაც ისე ჩანს, რომ დრომ მათ ოჯახს ვერაფერი დააკლო. ალბათ სწორედ ამიტომ გახდა რეზონანსული ალასანიას შესახებ გავცელებული ჭორი, თან ცოტა რთული წარმოსადგენია დუბაიში მოსეირნე ალასანია "ნაციონალების" ცნობილი სახეების ცოლებსა და საყვარლებთან ერთად.

მოგეხსენებათ, "ფეისბუქი" საჯარო სივრცეა და ცნობილ ადამიანებს საკუთარი გვერდებიც აქვთ. მათ შორისაა ირაკლის მეუღლე ნათ­ია ფანჯიკიძეც, რომლის გვერდზეც პრემიერის განცხადების შემდეგ რამდენიმე გამოხმაურება გაჩნდა.

"მინდა, პიროვნულად ჩემთვის საკმაოდ თავხედური განცხადება გავაკეთო. ირაკლი ალასანია არის წესიერი ადამიანი, შეიძლება, ამბიცია აქვს და ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია. იყავით კორექტულები და "მე ვიტყვი და იმან თავი იმართლოს" - პრინციპი ყველასთან არ მუშაობს", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, რაზეც ნათია ფანჯიკიძემ უპასუხა:

"რა ბედნიერებაა კარგი სიტყვების მოსმენა, როცა ვისაც არ ეზარება, ყველა წიხლით გდგება..."

უცნობია, ვის გულისხმობდა მინისტრის მეუღლე "ყველაში", მოგვიანებით კი ერთ-ერთ გამოხმაურებაზე დაწერა:

"ერთი პირობა ვიფიქრე, ხომ არ გავიქცე საბერძნეთში და ფორთოხლები ვკრიფო, უფრო ჯანმრთელად ვიქნები-თქო, მაგრამ ცოტას კიდევ ვიცდი. ისე, საინტერესოა ეს ყველაფერი, კინოს დასრულებას ველოდები..."

აღნიშნული სკანდალის შემდეგ ნათია და ირაკლი მანანა დუმბაძის წიგნის პრეზენტაციაზე ერთად გამოჩნდნენ და ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

კომენტარის გასაკეთებლად ნათიას დავურეკეთ, რომელიც არაჩვეულებრივ ხასიათზე დაგვხვდა, მაგრამ გვითხრა, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი არ სურს და ამ სისულელით არც უნდა ვინტერესდებოდეთ. ბოლოს კი დასძინა, რომ ამ თემაზე კი არა, ბოლო დროს კარგ ინტერვიუებზეც კი უარს აცხადებს.

ჯერჯერობით ისიც უცნობია, ვის აწყობს ალასანიასთვის შავი პიარის აგორება. ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები მოდის. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ალასანია იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად ვახტანგ ხმალაძეს ისურვებდა. ალბათ კიდევ ბევრი გამოჩნდება "ოცნების" რიგებში ისეთი, ვისაც პრეზიდენტობაზე არაერთხელ უოცნებია. ალასანიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მას ხშირად პრეზიდენტობისთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატურადაც მოიხსენიებენ, როგორც გარეგნული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით. თუმცა, მეორე მხრივ, "ოცნების" რიგებიდან ძლიერი კანდიდატის დასახელება, პირველ რიგში, "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა აწყობდეს, ასე რომ, ჯერ კიდევ ბურუსით რჩება მოცული, რა მოხდა სინამდვილეში დუბაიში და ვინ და რატომ დააკავშირა ერთმანეთთან გიგი უგულავას სკანდალური იმიჯის მქონე მეუღლე და ირაკლი ალასანია.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"