ცნობილი მომღერალი ბიონსე ჟურნალ Vogues-ს ახალი ნომრის გმირი გახდა. ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო გამოცემის ფოტოსესიაში და რედაქციას ვრცელი ინტერვიუც მისცა. ინტერვიუს დროს ბიონსემ საკუთარ ოჯახზე და ქალიშვილზე, ბლუ აივი კარტერზე ისაუბრა.
"როდესაც 8 თვის ფეხმძიმე ვიყავი, უკვე გამიჩნდა დედობრივი შეგრძნებები. ხოლო როცა ბავშვი დავინახე, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო", - ამბობს ბიონსე.
მისივე თქმით, მას კიდევ სურს შვილის ყოლა.
"იყო დრო, როდესაც საერთოდ არ მინდოდა ბავშვები. იყო დრო, როდესაც ერთდროულად 4-ის ყოლა მინდოდა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ კიდევ მინდა შვილი, თუმცა არ ვიცი, ეს როდის მოხდება", - განაცხადა მომღერალმა.
მომზადებულია Vogues-ს მიხედვით.