სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე - "ვფიქრობ, კონსტიტუციაში შეიძლება იყოს დაფიქსირებული საქართველოს პროევროპული არჩევანი"
მაია ფანჯიკიძე - "ვფიქრობ, კონსტიტუციაში შეიძლება იყოს დაფიქსირებული საქართველოს პროევროპული არჩევანი"

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაია ფან­ჯი­კი­ძემ ლატ­ვი­ის სე­ი­მის დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ , ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვის - კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

"მე არ ვარ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ჩემს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს აღე­მა­ტე­ბა ვთქვა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა იდოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და რა არა - მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც არის ევ­რო­პუ­ლი გზა და რო­მელ­შიც ეჭვი არა­ვის არ ეპა­რე­ბა, ჩემი აზ­რით შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ მე ამის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ვარ და ჩემს თავ­ზე იმა­ზე მეტს ვერ ავი­ღებ რაც შე­მიძ­ლია", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ 14 პუნ­ქტი­ან ინ­ტერფრაქ­ცი­ულ დო­კუ­მენტს და რო­გორც ფან­ჯი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეს არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ბვევრ სა­კითხს მო­ი­ცავს და ის მჯე­ლო­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

"მსჯე­ლო­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ეს დო­კუ­მენ­ტი. ეს არის პირ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა. მას­ზე მსჯე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუ რა დარ­ჩე­ბა ამ დო­კუ­მენ­ტში და რა არა. ვფიქ­რობ, რომ ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი სა­მუ­შაო დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­ზე­დაც შე­იძ­ლე­ბა უფრო ფარ­თო მსჯე­ლო­ბა გა­ი­მარ­თოს", - გა­ნა­ცხა­და ფან­ჯი­კი­ძემ.

კი­თხვა­ზე, მი­ი­ღებს თუ არა ამ შე­თა­ვა­ზე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - ფან­ჯი­კი­ძე ფიქ­რობს, რომ ეს 14 პუნ­ქტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის­თვის.

"მე ვფიქ­რობ, თუკი კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის სურ­ვი­ლი გა­აჩ­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ნე­ბის­მი­ერ დო­კუ­მენტზე მუ­შა­ო­ბა და მსჯე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა. ეს არის სწო­რედ ის პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა და­ვამ­ტკი­ცოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. იმე­დი მაქვს, რომ ამ დო­კუ­მენტზე მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად მოხ­დე­ბა", - დას­ძი­ნა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მაია ფანჯიკიძე - "ვფიქრობ, კონსტიტუციაში შეიძლება იყოს დაფიქსირებული საქართველოს პროევროპული არჩევანი"

მაია ფანჯიკიძე - "ვფიქრობ, კონსტიტუციაში შეიძლება იყოს დაფიქსირებული საქართველოს პროევროპული არჩევანი"

საქართველოს პროევროპული არჩევანი არის ქართველი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ლატვიის სეიმის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ , ჟურნალისტების კითხვის - კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო კურსის დაფიქსირების თაობაზე, საპასუხოდ განაცხადა.

"მე არ ვარ საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი და ჩემს უფლებამოსილებებს აღემატება ვთქვა, თუ რა შეიძლება იდოს კონსტიტუციაში და რა არა - მაგრამ ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც არის ევროპული გზა და რომელშიც ეჭვი არავის არ ეპარება, ჩემი აზრით შეიძლება იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ამის სპეციალისტი არ ვარ და ჩემს თავზე იმაზე მეტს ვერ ავიღებ რაც შემიძლია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ 14 პუნქტიან ინტერფრაქციულ დოკუმენტს და როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ბვევრ საკითხს მოიცავს და ის მჯელობას იმსახურებს.

"მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდება ეს დოკუმენტი. ეს არის პირველი შეთავაზება. მასზე მსჯელობა შეიძლება, თუ რა დარჩება ამ დოკუმენტში და რა არა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი საფუძველი, ძალიან კარგი სამუშაო დოკუმენტი, რომელზედაც შეიძლება უფრო ფართო მსჯელობა გაიმართოს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა ამ შეთავაზებას "ნაციონალური მოძრაობა" - ფანჯიკიძე ფიქრობს, რომ ეს 14 პუნქტი აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის.

"მე ვფიქრობ, თუკი კოჰაბიტაციის სურვილი გააჩნია "ნაციონალურ მოძრაობას" ნებისმიერ დოკუმენტზე მუშაობა და მსჯელობა შეიძლება. ეს არის სწორედ ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა ნამდვილად მოხდება", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა