საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ნადირაშვილი: "მოვითხოვთ დაიჭირონ ნანა კაკაბაძე"
ირმა ნადირაშვილი: "მოვითხოვთ დაიჭირონ ნანა კაკაბაძე"

"მო­ვი­თხოვთ, და­ი­ჭი­რონ ნანა კა­კა­ბა­ძე, რო­გორც ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო იმ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც გა­და­მე­ფარ­ნენ და გა­მო­მიყ­ვა­ნეს იმ ცემა-ტყე­პი­დან. ეს იყო შს მი­ნის­ტრი­სა და პრე­მი­ე­რის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იმ ე.წ. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­უშ­ვეს ცი­ხე­ე­ბი­დან ჩვენ­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ", - აცხა­დებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი:

- იმან, რაც ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მოხ­და, 1991-1992 წლე­ბი გა­მახ­სე­ნა. მა­ში­ნაც ასე და­ი­წყო ში­და­და­პი­რის­პი­რე­ბა და მა­ში­ნაც ყვე­ლა­ფერს ნანა კა­კა­ბა­ძე, ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნის მარ­ჯვე­ნა ხელი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რობ­და.

კა­კა­ბა­ძე იყო 1992 წლის ამ­ნის­ტი­ის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი, რო­დე­საც უამ­რა­ვი დამ­ნა­შა­ვე გა­რეთ გა­მო­უშ­ვეს და შემ­დეგ მათ ბა­ზა­ზე შექ­მნეს "მხედ­რი­ო­ნი".

ნანა კა­კა­ბა­ძე, რო­მე­ლიც დე ფაქ­ტო შს მი­ნის­ტრია, დღე­საც იმა­ვეს აკე­თებს. ჩვე­ნი დარ­ბე­ვის მერე უფრო მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ვიდ­რე ფერ­და­კარ­გუ­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უტიფ­რად იც­რუა, რო­დე­საც რა­ღაც დე­რეფ­ნებ­ზე ილა­პა­რა­კა.

- თუმ­ცა ჩვენ ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხეთ, რომ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­თა­და­რი­გო შე­სას­ვლე­ლით შე­ვი­და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე.

- ჩვენ კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ედ­ნი­დან ვცა­დეთ ას­ვლა და ვერ მი­ვაღ­წი­ეთ იმ შე­სას­ვლე­ლამ­დე. ფურ­ცე­ლა­ძის ქუჩა, რო­მელ­საც ახლა ახ­სე­ნე­ბენ, ჩა­კე­ტი­ლი ჰქონ­დათ და ამი­ტო­მაც ვერ შე­ვე­დით. ზე­მო­დან უამ­რა­ვი ვი­დე­ო­ფი­რია გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც კარ­გად ჩანს, რომ იქ არა­ნა­ი­რი სა­თა­და­რი­გო დე­რეფ­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა.

პრე­ზი­დენ­ტი თა­ნახ­მა იყო, უკა­ნა კა­რი­დან შე­სუ­ლი­ყო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ჩვენს თა­ნა­გუნ­დე­ლებს სცე­მეს, იქ მის­ვლას აზრი და­ე­კარ­გა. ჩვენ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია არ გვქონ­და.

სა­თა­და­რი­გო შე­სას­ვლე­ლიც მას შემ­დეგ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, რაც სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა მოგ­ვი­წყვეს. მას შემ­დეგ, რაც ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს სის­ხლი სდი­ო­და, სერ­გო რა­ტი­ანს ათო­ბით ადა­მი­ა­ნი სცემ­და და გიგა ნა­სა­რი­ძე­საც გვა­რი­ა­ნად მოხ­ვდა, იქ პრე­ზი­დენ­ტი სი­ტყვით რო­გორ­ღა გა­მო­ვი­დო­და.

8 თე­ბერ­ვალს პრე­ზი­დენ­ტი ქუ­თა­ის­ში აპი­რებ­და ჩას­ვლას, მაგ­რამ იქაც მი­უ­სი­ეს ე.წ. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, პრე­ზი­დენ­ტი ქუ­თა­ის­ში აღარ ჩა­ვი­და. ამ ყვე­ლაფ­რის გამო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას. პრე­ზი­დენ­ტის­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მი­ე­ცათ, პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში გა­მო­სუ­ლი­ყო და თა­ვი­სი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. პარ­ლა­მენ­ტი ხომ იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ პრო­ცე­სე­ბის დუ­ღი­ლი ქუ­ჩა­ში არ გა­და­ვი­დეს და და­პი­რის­პი­რე­ბამ არ მი­ი­ღოს ასე­თი სახე. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას რომ არ ეში­ნო­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, ეს არ მოხ­დე­ბო­და. სირ­ცხვი­ლის დე­რე­ფანს მო­ა­წყობ­დნენ თუ არა, პრე­ზი­დენ­ტი მა­ინც მო­ვი­დო­და პარ­ლა­მენ­ტში. ჩვენ გა­ვივ­ლი­დით იმ დე­რე­ფან­ში და შე­ვი­დო­დით პარ­ლა­მენ­ტში. ამი­ტო­მაც მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, შს მი­ნისტრს და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, რო­მელ­მაც ვერ შეძ­ლო, თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე მდგა­რი­ყო.

- რა­ტომ უნდა აძ­ლევ­დეს ხელს პრე­მი­ერს ან შს მი­ნისტრს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნან და­პი­რის­პი­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც თვი­თონ არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი წეს­რიგ­ზე?

- მათ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა სურთ. ეს უნ­დო­დათ არ­ჩევ­ნე­ბის დღე­საც, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტის წყა­ლო­ბით მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ირმა ნადირაშვილი: "მოვითხოვთ დაიჭირონ ნანა კაკაბაძე"

ირმა ნადირაშვილი: "მოვითხოვთ დაიჭირონ ნანა კაკაბაძე"

"მოვითხოვთ, დაიჭირონ ნანა კაკაბაძე, როგორც ბიბლიოთეკასთან გამართული აქციის ორგანიზატორი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც გადამეფარნენ და გამომიყვანეს იმ ცემა-ტყეპიდან. ეს იყო შს მინისტრისა და პრემიერის ორგანიზებული ღონისძიება იმ ე.წ. პოლიტპატიმრების დახმარებით, რომლებიც სპეციალურად გამოუშვეს ციხეებიდან ჩვენთან დასაპირისპირებლად. ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი ნაბიჯი გადადგა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი:

- იმან, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა, 1991-1992 წლები გამახსენა. მაშინაც ასე დაიწყო შიდადაპირისპირება და მაშინაც ყველაფერს ნანა კაკაბაძე, ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი ორგანიზატორობდა.

კაკაბაძე იყო 1992 წლის ამნისტიის სულისჩამდგმელი, როდესაც უამრავი დამნაშავე გარეთ გამოუშვეს და შემდეგ მათ ბაზაზე შექმნეს "მხედრიონი".

ნანა კაკაბაძე, რომელიც დე ფაქტო შს მინისტრია, დღესაც იმავეს აკეთებს. ჩვენი დარბევის მერე უფრო მხნედ გამოიყურებოდა, ვიდრე ფერდაკარგული ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილმა უტიფრად იცრუა, როდესაც რაღაც დერეფნებზე ილაპარაკა.

- თუმცა ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სათადარიგო შესასვლელით შევიდა გიორგი ბარამიძე.

- ჩვენ კოლმეურნეობის მოედნიდან ვცადეთ ასვლა და ვერ მივაღწიეთ იმ შესასვლელამდე. ფურცელაძის ქუჩა, რომელსაც ახლა ახსენებენ, ჩაკეტილი ჰქონდათ და ამიტომაც ვერ შევედით. ზემოდან უამრავი ვიდეოფირია გადაღებული, სადაც კარგად ჩანს, რომ იქ არანაირი სათადარიგო დერეფნები არ ყოფილა.

პრეზიდენტი თანახმა იყო, უკანა კარიდან შესულიყო ბიბლიოთეკაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენს თანაგუნდელებს სცემეს, იქ მისვლას აზრი დაეკარგა. ჩვენ უსაფრთხოების გარანტია არ გვქონდა.

სათადარიგო შესასვლელიც მას შემდეგ შემოგვთავაზეს, რაც სისხლიანი გარჩევა მოგვიწყვეს. მას შემდეგ, რაც ჩიორა თაქთაქიშვილს სისხლი სდიოდა, სერგო რატიანს ათობით ადამიანი სცემდა და გიგა ნასარიძესაც გვარიანად მოხვდა, იქ პრეზიდენტი სიტყვით როგორღა გამოვიდოდა.

8 თებერვალს პრეზიდენტი ქუთაისში აპირებდა ჩასვლას, მაგრამ იქაც მიუსიეს ე.წ. პოლიტპატიმრები. საზოგადოებაში დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, პრეზიდენტი ქუთაისში აღარ ჩავიდა. ამ ყველაფრის გამო პასუხისმგებლობა ეკისრებათ პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას. პრეზიდენტისთვის საშუალება რომ მიეცათ, პარლამენტის დარბაზში გამოსულიყო და თავისი კონსტიტუციური მოვალეობა შეესრულებინა, არაფერი მოხდებოდა. პარლამენტი ხომ იმისთვის არსებობს, რომ პროცესების დუღილი ქუჩაში არ გადავიდეს და დაპირისპირებამ არ მიიღოს ასეთი სახე. საპარლამენტო უმრავლესობას რომ არ ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილისთვის ელემენტარული წინააღმდეგობის გაწევა, ეს არ მოხდებოდა. სირცხვილის დერეფანს მოაწყობდნენ თუ არა, პრეზიდენტი მაინც მოვიდოდა პარლამენტში. ჩვენ გავივლიდით იმ დერეფანში და შევიდოდით პარლამენტში. ამიტომაც მომხდარზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილს, შს მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ვერ შეძლო, თავის სიმაღლეზე მდგარიყო.

- რატომ უნდა აძლევდეს ხელს პრემიერს ან შს მინისტრს ხელოვნურად შექმნან დაპირისპირება ქვეყანაში, როდესაც თვითონ არიან პასუხისმგებელი წესრიგზე?

- მათ სამოქალაქო დაპირისპირება სურთ. ეს უნდოდათ არჩევნების დღესაც, მაგრამ პრეზიდენტის წყალობით მიზანს ვერ მიაღწიეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა