კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა არაბიძე: "სააკაშვილს ელიავას ბაზრობაზე გენერატორს ვუყიდდი და მივართმევდი, გააჩახჩახე რეზიდენცია-მეთქი"
ნიკა არაბიძე: "სააკაშვილს ელიავას ბაზრობაზე გენერატორს ვუყიდდი და მივართმევდი, გააჩახჩახე რეზიდენცია-მეთქი"

რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" სტუ­მა­რია იუ­მო­რის­ტი, სცე­ნა­რის­ტი, პრო­ექტ "კო­მე­დი-შოუს" ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი ნიკა არა­ბი­ძე:

- პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნერ-პო­ლიგ­რა­ფის­ტი ვარ. წე­სით, სტამ­ბის დი­რექ­ტო­რი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რა გა­ე­წყო­ბა, ასე­თია ცხოვ­რე­ბა, სტამ­ბის ნაც­ვლად იუ­მორს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ქუ­თა­ი­სე­ლი კაცი ვარ და სხვა რა გზა მაქვს?! მა­მა­ჩემს ჰქონ­და გა­და­სა­რე­ვი იუ­მო­რი და მე­გობ­რე­ბიც ძა­ლი­ან ხუ­მა­რა ჰყავ­და. მიყ­ვარ­და მათი სმე­ნა, როცა ჩვენ­თან მო­დი­ოდ­ნენ. ჩემს იუ­მორ­საც ასე ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, გა­სა­ქა­ნი კი სკო­ლა­ში მი­ვე­ცი. სკო­ლის დრამ­წრე­ზე დავ­დი­ო­დი და მახ­სოვს, პირ­ვე­ლად კი­რი­ლე მი­მი­ნაშ­ვი­ლის როლი შე­ვას­რუ­ლე. სხვა­თა შო­რის, მგო­ნია, რომ და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ეს პერ­სო­ნა­ჟი რა­ღა­ცით მგავს. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუბ­ში მოვ­ხვდი და ასე მო­ვერ­გე იუ­მო­რის­ტულ სფე­როს.

- ნიკა, ცოლი საკ­მა­ოდ გვი­ან შე­ირ­თე...

- ვე­ძებ­დი ლა­მაზ და იუ­მო­რის ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ ადა­მი­ანს, ამი­ტო­მაც გა­ი­წე­ლა ეს ამ­ბა­ვი 35 წლამ­დე. ჩემს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს იუ­მო­რი რომ არ ჰქო­ნო­და, სა­ცო­და­ო­ბა იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ია ცო­ლად მხო­ლოდ ამის გამო არ შე­მირ­თავს.

- ვინ არის თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- ია არო­ბე­ლი­ძე, პრო­ფე­სი­ით ექი­მია, წარ­მო­შო­ბით კი - გუ­რუ­ლი. რომ მე­კი­თხე­ბი­ან, გუ­რუ­ლი ქალი რა­ტომ მო­იყ­ვა­ნე ცო­ლა­დო, ვპა­სუ­ხობ, ოჯახ­ში ჩემ­ზე ჩქა­რა ხომ უნდა ლა­პა­რა­კობ­დეს ვინ­მე-მეთ­ქი. გვყავს სამ­წლი­ნა­ხევ­რის დე­მეტ­რე, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ მხე­დავს, რე­აქ­ცია აღარ აქვს, მი­ეჩ­ვია (იცი­ნის).

- ინ­ჟი­ნერ-პო­ლიგ­რა­ფის­ტი და იუ­მო­რის­ტი რომ არა, ვინ იქ­ნე­ბო­და პრო­ფე­სი­ით ნიკა არა­ბი­ძე?

- მეღ­ვი­ნე!

- ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი თუ დე­გუს­ტა­ტო­რი?

- ორი­ვე პრო­ფე­სი­ას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ვი­თავ­სებ­დი (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ღვი­ნო­ზე ვგიჟ­დე­ბი. ღვი­ნის სმა კი არა, მე­გობ­რე­ბის წრე­ში და კარგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოლ­ხე­ნა მიყ­ვარს, სა­დაც ყვე­ლა­ფერ­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კიც, სიმ­ღე­რაც და ხუმ­რო­ბაც. ყან­წე­ბით სმა­ში არას­დროს არა­ვის გავ­ჯიბ­რე­ბი­ვარ და არც ის მიყ­ვარს, და­ლე­ვას რომ მა­ძა­ლე­ბენ.

- ქალი თუ ღვი­ნო?

- ჯერ ღვი­ნო და მერე ქალი რომ ვთქვა, შე­იძ­ლე­ბა (იცი­ნის)? არა, რას ამ­ბობთ, ქალი უმ­თავ­რე­სია!

- ნიკა, სე­რე­ნა­და თუ გიმ­ღე­რი­ათ რო­დეს­მე?

- კარ­გი ხმით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, იას მო­ხიბ­ვლა სე­რე­ნა­დე­ბით რომ მე­ცა­და, მე­ეჭ­ვე­ბა, დღეს ჩემი ცოლი ყო­ფი­ლი­ყო (იცი­ნის).

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თქვენს მე­უღ­ლეს სე­რე­ნა­დას უმ­ღე­რის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი, რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბო­დათ?

- (იცი­ნის). სარ­ჩელს შე­ვი­ტან­დი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბა­ტონ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­თან! არ ვიცი, სხვი­სი ცო­ლის­თვის სე­რე­ნა­დის მღე­რის გამო ის­ჯე­ბა თუ არა ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ამის გარ­კვე­ვას მა­ინც შე­ვეც­დე­ბო­დი (იცი­ნის).

- რო­მე­ლი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს­თან იმე­გობ­რებ­დით?

- დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი ბა­ტონ ნო­დარ დუმ­ბა­ძე­სა და დათა თუ­თაშ­ხი­ას­თან. მას­თან ერ­თად მეც ვი­აბ­რა­გებ­დი (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ზღა­პარ "წი­ქა­რას" მა­გო­ნებს. ყვე­ლა ჩვენ დაგ­ვდევს, ჩვენც ხან სა­ვარ­ცხელს გა­და­ვუგ­დებთ და ხა­ნაც - სარ­კეს. ყვე­ლას ჩვე­ნი პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო უნდა და რამ­დე­ნად გა­ვიჭ­რე­ბით, არ ვიცი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა შენ გა­ჩუ­ქეს, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- იუ­მო­რის დიდ ცენ­ტრს და­ვა­არ­სებ­დი, რო­მელ­შიც ნა­ხე­ვარ ქუ­თა­ისს მა­ინც გა­ვა­წევ­რებ­დი (იცი­ნის).

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ოჯა­ხუ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის­გან გა­და­ი­ღა­ლეთ და სან ტრო­პე­ში მარ­ტო დას­ვე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეთ...

- ოხ, და­სა­წყი­სი უკვე მომ­წონს, არა­და, სან ტრო­პე მხო­ლოდ სე­რი­ა­ლი­დან გა­მი­გია... მერე, მერე....

- მერე ის, რომ წევ­ხართ აუ­ზის პი­რას და ხე­დავთ - გი­ახ­ლოვ­დე­ბათ მშვე­ნი­ე­რი ლივ ტა­ი­ლე­რი, შეზ­ლონგზე ჩა­მო­გიჯ­დე­ბათ და თქვე­ნი ჭი­ქი­დან წვენს მოს­ვამს...

- აუჰ, ლივ ტა­ი­ლე­რი ნამ­დვი­ლად მშვე­ნი­ე­რე­ბაა... რას ამ­ბობთ, წვე­ნი კი არა, მა­შინ­ვე რეს­ტო­რან­ში დავ­პა­ტი­ჟებ­დი და ჩემს ქუ­თა­ი­სურ მა­რი­ფათს გა­მო­ვი­ჩენ­დი (იცი­ნის). ვი­სა­უბ­რებ­დით, ცო­ტას დავ­ლევ­დით, შემ­დეგ სას­ტუმ­რომ­დე მი­ვა­ცი­ლებ­დი და ვე­ტყო­დი, - ლივ, ვის­ვე­ნებ, გე­ნაც­ვა­ლე, ყვე­ლაფ­რის­გან, აბა, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დე-მეთ­ქი (იცი­ნის).

- კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად რომ დაგ­ნიშ­ნონ, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- ჯერ დამ­ნიშ­ნონ და მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ...

- მა­ინც რას გა­ა­კე­თებ­დი?

- ბევრ რა­მეს, მაგ­რამ პირ­ვე­ლად მა­ინც კი­ნო­ინ­დუსტრი­ას მივ­ხე­დავ­დი, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე კინო არ მომ­წონს. რა დაგ­ვე­მარ­თა, არ ვიცი. კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლიო დო­ნის ფილ­მებს ვი­ღებ­დით და ახლა რა გვჭირს? ისე, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა მინ­და, ეს საქ­მე რო­მე­ლი მი­ნის­ტრის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის? ისე­თი ამ­ბა­ვია, მან­ქა­ნის ნა­წი­ლი რომ დამ­ჭირ­დე­ბა, ბაზ­რო­ბა­ზე ბო­ტე­ბით მივ­დი­ვარ.

- რას აჩუ­ქებ­დი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს?

- სა­ა­კაშ­ვილს ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე გე­ნე­რა­ტორს ვუ­ყიდ­დი და მი­ვარ­თმევ­დი, გა­ა­ჩახ­ჩა­ხე რე­ზი­დენ­ცია-მეთ­ქი.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - პირ­და­პი­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­ა. მზრუნ­ვე­ლია და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს სხვი­სი დახ­მა­რე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა. კარ­გი მე­უღ­ლე და მე­გო­ბა­რი­ა.

ინ­ტერ­ვიუ: "ოჯახ­ში ჩემ­ზე ჩქა­რა ხომ უნდა ლა­პა­რა­კობ­დეს ვინ­მე?!"

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ნიკა არაბიძე: "სააკაშვილს ელიავას ბაზრობაზე გენერატორს ვუყიდდი და მივართმევდი, გააჩახჩახე რეზიდენცია-მეთქი"

ნიკა არაბიძე: "სააკაშვილს ელიავას ბაზრობაზე გენერატორს ვუყიდდი და მივართმევდი, გააჩახჩახე რეზიდენცია-მეთქი"

რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარია იუმორისტი, სცენარისტი, პროექტ "კომედი-შოუს" ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკა არაბიძე:

- პროფესიით ინჟინერ-პოლიგრაფისტი ვარ. წესით, სტამბის დირექტორი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რა გაეწყობა, ასეთია ცხოვრება, სტამბის ნაცვლად იუმორს ვემსახურები, ქუთაისელი კაცი ვარ და სხვა რა გზა მაქვს?! მამაჩემს ჰქონდა გადასარევი იუმორი და მეგობრებიც ძალიან ხუმარა ჰყავდა. მიყვარდა მათი სმენა, როცა ჩვენთან მოდიოდნენ. ჩემს იუმორსაც ასე ჩაეყარა საფუძველი, გასაქანი კი სკოლაში მივეცი. სკოლის დრამწრეზე დავდიოდი და მახსოვს, პირველად კირილე მიმინაშვილის როლი შევასრულე. სხვათა შორის, მგონია, რომ დავით კლდიაშვილის ეს პერსონაჟი რაღაცით მგავს. სტუდენტობის პერიოდში მხიარულთა და საზრიანთა კლუბში მოვხვდი და ასე მოვერგე იუმორისტულ სფეროს.

- ნიკა, ცოლი საკმაოდ გვიან შეირთე...

- ვეძებდი ლამაზ და იუმორის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს, ამიტომაც გაიწელა ეს ამბავი 35 წლამდე. ჩემს მომავალ მეუღლეს იუმორი რომ არ ჰქონოდა, საცოდაობა იქნებოდა, თუმცა ია ცოლად მხოლოდ ამის გამო არ შემირთავს.

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ია არობელიძე, პროფესიით ექიმია, წარმოშობით კი - გურული. რომ მეკითხებიან, გურული ქალი რატომ მოიყვანე ცოლადო, ვპასუხობ, ოჯახში ჩემზე ჩქარა ხომ უნდა ლაპარაკობდეს ვინმე-მეთქი. გვყავს სამწლინახევრის დემეტრე, რომელიც ტელევიზორში რომ მხედავს, რეაქცია აღარ აქვს, მიეჩვია (იცინის).

- ინჟინერ-პოლიგრაფისტი და იუმორისტი რომ არა, ვინ იქნებოდა პროფესიით ნიკა არაბიძე?

- მეღვინე!

- ღვინის მწარმოებელი თუ დეგუსტატორი?

- ორივე პროფესიას არაჩვეულებრივად შევითავსებდი (იცინის). სხვათა შორის, ბევრს ჰგონია, რომ ღვინოზე ვგიჟდები. ღვინის სმა კი არა, მეგობრების წრეში და კარგ საზოგადოებაში მოლხენა მიყვარს, სადაც ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკიც, სიმღერაც და ხუმრობაც. ყანწებით სმაში არასდროს არავის გავჯიბრებივარ და არც ის მიყვარს, დალევას რომ მაძალებენ.

- ქალი თუ ღვინო?

- ჯერ ღვინო და მერე ქალი რომ ვთქვა, შეიძლება (იცინის)? არა, რას ამბობთ, ქალი უმთავრესია!

- ნიკა, სერენადა თუ გიმღერიათ როდესმე?

- კარგი ხმით არ გამოვირჩევი, იას მოხიბვლა სერენადებით რომ მეცადა, მეეჭვება, დღეს ჩემი ცოლი ყოფილიყო (იცინის).

- წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მეუღლეს სერენადას უმღერის მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, როგორი რეაქცია გექნებოდათ?

- (იცინის). სარჩელს შევიტანდი არჩილ კბილაშვილის წინააღმდეგ ბატონ არჩილ კბილაშვილთან! არ ვიცი, სხვისი ცოლისთვის სერენადის მღერის გამო ისჯება თუ არა ადამიანი, მაგრამ ამის გარკვევას მაინც შევეცდებოდი (იცინის).

- რომელიმე ცნობილ ადამიანთან, საზოგადო მოღვაწესთან იმეგობრებდით?

- დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი ბატონ ნოდარ დუმბაძესა და დათა თუთაშხიასთან. მასთან ერთად მეც ვიაბრაგებდი (იცინის). სხვათა შორის, დღევანდელი საქართველო ზღაპარ "წიქარას" მაგონებს. ყველა ჩვენ დაგვდევს, ჩვენც ხან სავარცხელს გადავუგდებთ და ხანაც - სარკეს. ყველას ჩვენი პატარა საქართველო უნდა და რამდენად გავიჭრებით, არ ვიცი.

- წარმოიდგინე, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა შენ გაჩუქეს, რას გააკეთებდი?

- იუმორის დიდ ცენტრს დავაარსებდი, რომელშიც ნახევარ ქუთაისს მაინც გავაწევრებდი (იცინის).

- წარმოიდგინეთ, რომ ოჯახური და სამსახურებრივი მოვალეობებისგან გადაიღალეთ და სან ტროპეში მარტო დასვენება გადაწყვიტეთ...

- ოხ, დასაწყისი უკვე მომწონს, არადა, სან ტროპე მხოლოდ სერიალიდან გამიგია... მერე, მერე....

- მერე ის, რომ წევხართ აუზის პირას და ხედავთ - გიახლოვდებათ მშვენიერი ლივ ტაილერი, შეზლონგზე ჩამოგიჯდებათ და თქვენი ჭიქიდან წვენს მოსვამს...

- აუჰ, ლივ ტაილერი ნამდვილად მშვენიერებაა... რას ამბობთ, წვენი კი არა, მაშინვე რესტორანში დავპატიჟებდი და ჩემს ქუთაისურ მარიფათს გამოვიჩენდი (იცინის). ვისაუბრებდით, ცოტას დავლევდით, შემდეგ სასტუმრომდე მივაცილებდი და ვეტყოდი, - ლივ, ვისვენებ, გენაცვალე, ყველაფრისგან, აბა, კარგად ბრძანდებოდე-მეთქი (იცინის).

- კულტურის მინისტრად რომ დაგნიშნონ, რას გააკეთებდი?

- ჯერ დამნიშნონ და მერე ვილაპარაკოთ...

- მაინც რას გააკეთებდი?

- ბევრ რამეს, მაგრამ პირველად მაინც კინოინდუსტრიას მივხედავდი, რადგან თანამედროვე კინო არ მომწონს. რა დაგვემართა, არ ვიცი. კომუნისტების პერიოდში მსოფლიო დონის ფილმებს ვიღებდით და ახლა რა გვჭირს? ისე, ელიავას ბაზრობის მოწესრიგება მინდა, ეს საქმე რომელი მინისტრის კომპეტენციაში შედის? ისეთი ამბავია, მანქანის ნაწილი რომ დამჭირდება, ბაზრობაზე ბოტებით მივდივარ.

- რას აჩუქებდი მიხეილ სააკაშვილს?

- სააკაშვილს ელიავას ბაზრობაზე გენერატორს ვუყიდდი და მივართმევდი, გააჩახჩახე რეზიდენცია-მეთქი.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - პირ­და­პი­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­ა. მზრუნ­ვე­ლია და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს სხვი­სი დახ­მა­რე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა. კარ­გი მე­უღ­ლე და მე­გო­ბა­რი­ა.

ინტერვიუ: "ოჯახში ჩემზე ჩქარა ხომ უნდა ლაპარაკობდეს ვინმე?!"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები