სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი დაკავებულია
შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი დაკავებულია

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე შსს-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო შს სა­მი­ნის­ტროს შვი­დი თა­ნამ­შრომ­ლის შე­სა­ხებ, რომ მათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნდათ.

ამ სა­ბა­ბით ახა­ლა­ი­ამ ამ თა­ნამ­შრო­მელ­თა დას­ჯა-წა­მე­ბის, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა და­ა­ვა­ლა თა­ვის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ, შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს და­ვით ვე­კუ­ას, მა­მუ­კა აბა­ში­ძეს და და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძეს.

გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 2012 წლის 18 აგ­ვის­ტოს ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ ბრძა­ნე­ბა გას­ცა, სას­წრა­ფოდ შე­ეკ­რი­ბათ I სამ­მარ­თვე­ლოს პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც I სამ­მარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა და­ვით ვე­კუ­ამ შს სა­მი­ნის­ტროს ბა­ზა­ზე პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის სრუ­ლად შე­საკ­რე­ბად გან­გა­ში გა­მო­ა­ცხა­და.

და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 21.00 სა­ა­თის­თვის შს მი­ნის­ტრი ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია ბა­ზა­ზე თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და. სამ­წყობ­რო მომ­ზა­დე­ბის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლი იყო I სამ­მარ­თვე­ლოს მთე­ლი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა.

გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ოფიც­რე­ბი შე­იყ­ვა­ნეს დარ­ბაზ­ში, სა­დაც ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ შვიდ მათ­განს მი­მარ­თა და უთხრა, რომ არ­სე­ბობ­და ჩა­ნა­წე­რე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ისი­ნი თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს. ახა­ლა­ი­ამ მათ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი უწო­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა. და­ვით ვე­კუ­ამ კი შვი­დი­ვეს სამ­ხრე­ე­ბი ჩა­მო­ა­ხია და უთხრა, რომ მათი კა­რი­ე­რა დამ­თავ­რდა.

ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას­გან წი­ნას­წარ მი­ღე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, და­ვით ვე­კუ­ამ, მა­მუ­კა აბა­ში­ძემ და და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძემ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი და მათ­თვის სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე 38 თა­ნამ­შრო­მე­ლი, თით­ქოს­და რე­ინ­ჯერ­თა მომ­ზა­დე­ბის კურ­სის გავ­ლის სა­ბა­ბით, მი­იყ­ვა­ნეს შს სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე შვი­დი­ვე და­ა­ცალ­კე­ვეს და მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ა­ვა­ლეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან თით­ქოს­და გად­მოყ­ვა­ნილ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამ უწყე­ბას­თან კონ­ტრაქტგა­წყვე­ტილ ყო­ფილ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ალექ­სი და­ვი­თაშ­ვილს, და­ვით გი­ორ­გაშ­ვილს, რო­ბერტ სუ­თი­ძეს და ვლა­დი­მერ ზან­გი­ევს.

გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ს ეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რის შე­დე­გა­დაც შვი­დი­ვე პირ­მა მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, მო­ტე­ხი­ლო­ბა თუ და­ჟე­ჟი­ლო­ბა.

მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია შსს-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ცენ­ტრის უფ­რო­სი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი მა­მუ­კა აბა­ში­ძე, შს სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­უ­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის დაც­ვის სა­კონ­ტრაქ­ტო თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­თო-სა­დაზ­ვერ­ვო ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, კაპ­რა­ლი და­ვით გი­ორ­გაშ­ვი­ლი, კაპ­რა­ლი ალექ­სი და­ვი­თაშ­ვი­ლი, რი­გი­თი ვლა­დი­მერ ზან­გი­ე­ვი და რი­გი­თი რო­ბერტ სუ­თი­ძე. საქ­მე­ში სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი დაკავებულია

შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი დაკავებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ბაჩანა ახალაიამ ინფორმაცია მიიღო შს სამინისტროს შვიდი თანამშრომლის შესახებ, რომ მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გააჩნდათ.

ამ საბაბით ახალაიამ ამ თანამშრომელთა დასჯა-წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება და შესრულება დაავალა თავის ნდობით აღჭურვილ, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს დავით ვეკუას, მამუკა აბაშიძეს და დავით ჩუბინიძეს.

გიორგობიანის განცხადებით, 2012 წლის 18 აგვისტოს ბაჩანა ახალაიამ ბრძანება გასცა, სასწრაფოდ შეეკრიბათ I სამმართველოს პირადი შემადგენლობა, რასთან დაკავშირებითაც I სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა დავით ვეკუამ შს სამინისტროს ბაზაზე პირადი შემადგენლობის სრულად შესაკრებად განგაში გამოაცხადა.

დაახლოებით საღამოს 21.00 საათისთვის შს მინისტრი ბაჩანა ახალაია ბაზაზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. სამწყობრო მომზადების მოედანზე შეკრებილი იყო I სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა.

გიორგობიანის განცხადებით, ოფიცრები შეიყვანეს დარბაზში, სადაც ბაჩანა ახალაიამ შვიდ მათგანს მიმართა და უთხრა, რომ არსებობდა ჩანაწერები იმის შესახებ, რომ ისინი თანაუგრძნობდნენ ოპოზიციურ პარტიებს. ახალაიამ მათ მოღალატეები უწოდა. ყველა მათგანი პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა. დავით ვეკუამ კი შვიდივეს სამხრეები ჩამოახია და უთხრა, რომ მათი კარიერა დამთავრდა.

ბაჩანა ახალაიასგან წინასწარ მიღებული ბრძანების თანახმად, დავით ვეკუამ, მამუკა აბაშიძემ და დავით ჩუბინიძემ ზემოთ აღნიშნული პირები და მათთვის საეჭვო რეპუტაციის მქონე 38 თანამშრომელი, თითქოსდა რეინჯერთა მომზადების კურსის გავლის საბაბით, მიიყვანეს შს სამინისტროს სპეციალური მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც მიყვანისთანავე შვიდივე დააცალკევეს და მათი ხელმძღვანელობა დაავალეს თავდაცვის სამინისტროდან თითქოსდა გადმოყვანილ, სინამდვილეში კი ამ უწყებასთან კონტრაქტგაწყვეტილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსი დავითაშვილს, დავით გიორგაშვილს, რობერტ სუთიძეს და ვლადიმერ ზანგიევს.

გიორგობიანის ინფორმაციით, შსს-ს ეს თანამშრომლები ერთი თვის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც შვიდივე პირმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება, მოტეხილობა თუ დაჟეჟილობა.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულია შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, კაპრალი დავით გიორგაშვილი, კაპრალი ალექსი დავითაშვილი, რიგითი ვლადიმერ ზანგიევი და რიგითი რობერტ სუთიძე. საქმეში სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ