ეროვნული ბიბლიოთეკის სადარბაზოს შესასვლელი ბლოკირებულია. შენობასთან გამოჩნდა სახანძრო მანქანაც. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შენობა გარეთა მხრიდან ბლოკირებულია ყოფილი პოლიტპატიმრების მიერ, ხოლო უკვე სადარბაზოში ბლოკირება გაკეთებული აქვთ სამართალდამცავებს.
სამართლადცავები აცხადებენ, რომ სანამ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე კორიდორი არ გაკეთედება, რათა შენობაში შევიდნენ დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები და პრეზიდენტი, მანამდე არავის არ შეუშვებენ შენობაში.
რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჯერ უცნობია, მივიდნენ თუ არა ისინი ბიბლიოთეკასთან.
ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა შენობის სადარბაზოში. აქციის მონაწილეებმა სცადეს შეჭრილიყვნენ შენობაში. მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, ჩაიმტვრა ერთი მინაც, თუმცა სამართალდამცავებმა მოახერხეს და აქციის მონაწილეები გარეთ გაიყვანეს, თუმცა ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.