სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ დონაძეს ბრალი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წაუყენეს
გურამ დონაძეს ბრალი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წაუყენეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ გუ­რამ დო­ნა­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს დო­ნა­ძის ად­ვო­კატ­მა კახა შო­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. რო­გორც შო­ნი­ამ გან­მარ­ტა, გუ­რამ დო­ნა­ძის­თვის ბრა­ლის წარ­დგი­ნე­ბა ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის მა­სა­ლებს ჯერ არ იც­ნობს მისი მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუმ­ცა შო­ნია აცხა­დებს, რომ წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით დო­ნა­ძე და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლია ოპე­რა­ტო­რის­თვის მი­თი­თე­ბის მი­ცე­მა­ში, რომ მას შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­დე­ბუ­ლი ია­რა­ღი გა­და­ე­ღო.

ამას­თან, კახა შო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, გუ­რამ დო­ნა­ძე არ აპი­რებს, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და­ე­მა­ლოს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად. ად­ვო­კა­ტი არ სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა გუ­რამ დო­ნა­ძე. ამას­თან, რო­გორც კახა შო­ნი­ამ გან­მარ­ტა, ბრა­ლის წარ­დგი­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ გუ­რამ დო­ნა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში შე­უ­ფარ­დე­ბენ. ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა დო­ნა­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს.

"ვე­ლო­დე­ბით, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პრო­კუ­რა­ტუ­რა პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვს თუმ­ცა ჩვენ და­ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა სა­ერ­თოდ არ მოხ­დეს", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ დო­ნა­ძის ად­ვო­კატ­მა კახა შო­ნი­ამ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­ნა­ძის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის 332 მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გუ­რამ დო­ნა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გურამ დონაძეს ბრალი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წაუყენეს

გურამ დონაძეს ბრალი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წაუყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გურამ დონაძეს ბრალი ოფიციალურად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წარუდგინეს, - ამის შესახებ პროკურატურასთან ჟურნალისტებს დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა.

აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. როგორც შონიამ განმარტა, გურამ დონაძისთვის ბრალის წარდგინება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს მისი მოცულობიდან გამომდინარე. თუმცა შონია აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით დონაძე დადანაშაულებულია ოპერატორისთვის მითითების მიცემაში, რომ მას შემთხვევის ადგილზე ჩადებული იარაღი გადაეღო.

ამასთან, კახა შონიას განცხადებით, გურამ დონაძე არ აპირებს, რომ მართლმსაჯულებას დაემალოს და საქართველოში დაბრუნდება ჩვენების მისაცემად. ადვოკატი არ საუბრობს იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება გურამ დონაძე. ამასთან, როგორც კახა შონიამ განმარტა, ბრალის წარდგინების შემდეგ, სავარაუდოდ, ხვალ გურამ დონაძეს აღკვეთის ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუფარდებენ. ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროკურატურა დონაძესთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

"ველოდებით, რომ აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს თუმცა ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ არ მოხდეს", - განაცხადა გურამ დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ.

მისი ინფორმაციით, დონაძისთვის წარდგენილი ბრალი, სისხლის სამართლის 332 მუხლის მესამე ნაწილი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ დონაძე საქართველოში არ იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"