მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე დააკავეს
მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე დააკავეს

რუ­სე­თის კრი­მი­ნა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა, მოს­კო­ვის ოლ­ქის პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ჯე­მალ მი­ქე­ლა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "ჯემო" ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მოკ­ლუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ას­ლან უსო­ი­ა­ნის, იგი­ვე "დედ ჰა­სა­ნის" მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თია.

"და­კა­ვე­ბუ­ლია ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მკვიდ­რი, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯე­მალ მი­ქე­ლა­ძე. მას ბრა­ლი ედე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია მოს­კო­ვის ოლ­ქის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც რუ­სუ­ლი პრე­სა იუ­წყე­ბა, და­კა­ვე­ბი­სას მი­ქე­ლა­ძეს აღ­მო­უ­ჩი­ნეს 5 გრა­მი ჰე­რო­ი­ნი და ორი ხელ­ყუმ­ბა­რა. ასე­ვე, უკა­ნო­ნოდ გა­ცე­მუ­ლი რუ­სე­თის პას­პორ­ტი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ჯე­მალ და მა­მუ­კა მი­ქე­ლა­ძე­ე­ბი ას­ლან უსო­ი­ან­ზე თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ჯერ კი­დევ 2010 წლის სექ­ტემ­ბერ­ში იყ­ვნენ. მა­შინ "დედ ჰა­სანს" სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზოს­თან ეს­რო­ლეს. თავ­დას­ხმის შე­დე­გად, უსო­ი­ა­ნი ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მოს­კო­ვის კრი­მი­ნა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ მა­მუ­კა მი­ქე­ლა­ძე და­ა­კა­ვა, რო­მელ­საც 4,8 გრა­მი ჰე­რო­ი­ნი აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე დააკავეს

რუსეთის კრიმინალურმა სამსახურმა, მოსკოვის ოლქის პოლიციასთან ერთად, ე.წ. კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე, მეტსახელად "ჯემო" ნარკოტიკული საშუალებების რეალიზების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, ის რამდენიმე კვირის წინ მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის, იგივე "დედ ჰასანის" მკვლელობის შემკვეთია.

"დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრი, 1975 წელს დაბადებული ჯემალ მიქელაძე. მას ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებაში", - ნათქვამია მოსკოვის ოლქის კრიმინალური სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

როგორც რუსული პრესა იუწყება, დაკავებისას მიქელაძეს აღმოუჩინეს 5 გრამი ჰეროინი და ორი ხელყუმბარა. ასევე, უკანონოდ გაცემული რუსეთის პასპორტი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ჯემალ და მამუკა მიქელაძეები ასლან უსოიანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები ჯერ კიდევ 2010 წლის სექტემბერში იყვნენ. მაშინ "დედ ჰასანს" საკუთარ სადარბაზოსთან ესროლეს. თავდასხმის შედეგად, უსოიანი ცოცხალი გადარჩა. მოგვიანებით, მოსკოვის კრიმინალურმა პოლიციამ მამუკა მიქელაძე დააკავა, რომელსაც 4,8 გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ