სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქსენია სობჩაკმა თინა კანდელაკს დასცინა
ქსენია სობჩაკმა თინა კანდელაკს დასცინა

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი თინა კან­დე­ლა­კი ყვე­ლა­ფერს ას­წრებს: ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი­ცაა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის წევ­რიც და მო­დე­ლიც, ამი­ე­რი­დან კი - ენ­ციკ­ლო­პე­დის­ტიც. თი­ნას ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­შტა­ბებ­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვით - არ შეგ­ვი­მოწ­მე­ბია, მაგ­რამ იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბა, რომ კან­დე­ლა­კის ფო­ტო­ე­ბი ელნციკ­ლო­პე­დი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბის გა­რე­კანს ამ­შვე­ნებს, რუ­სეთ­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ნე­ბის­მი­ერ კლი­ენტს შე­უძ­ლია. ერთ-ერთი ასე­თი ტომი ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და ქსე­ნია სობ­ჩაკს.

ოდეს­ღაც თინა და ქსე­ნია გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ შემ­დეგ მათ შო­რის შავ­მა კა­ტამ გა­ირ­ბი­ნა და ახლა ისი­ნი ერ­თა­მა­ნე­თის გა­ქი­ლი­კე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან არ უშ­ვე­ბენ. სობ­ჩაკს არ შე­ეძ­ლო კან­დე­ლა­კის ბოლო პრო­ექ­ტი უკო­მენ­ტა­როდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. თინა სა­ბავ­შვო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის სა­რეკ­ლა­მო "სახე" გახ­და. ახლა კან­დე­ლა­კის ფო­ტო­ე­ბი ლა­მა­ზად გა­ფო­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გა­რე­კანს ამ­შვე­ნებს. უც­ნო­ბია, რის­თვის ერგო თი­ნას პა­ტი­ვი მო­ზარ­დი თა­ო­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო გამ­ხდა­რი­ყო. შე­საძ­ლოა ეს იმ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რომ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კან­დე­ლა­კი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ტე­ლე­თა­მა­შის "Умницы и умники" წამ­ყვა­ნი იყო. თი­ნას ფო­ტო­ე­ბის გა­რე­კან­ზე გა­მო­ჩე­ნამ სობ­ჩაკს ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­უ­ჩი­ნა.

"თინა, ბავ­შვე­ბი შე­იბ­რა­ლე! იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი მე­ში­ნია, შიგ­ნით რა წე­რია! - წერს სობ­ჩა­კი სა­კუ­თარ მიკ­რობ­ლოგ­ში და წიგ­ნის გა­რე­კა­ნის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

ფოტო მარ­თლაც თავ­სა­ტეხს ჰგავს: ახალ­გაზ­რდულ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი თინა ჩი­ტე­ბის, თევ­ზე­ბი­სა და მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის ფონ­ზე დგას. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ხა­სი­ა­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კან­დე­ლაკს ამ შემ­თხვე­ვა­ში თევზსა­ჭე­რი ბადე და ზო­ლე­ბი­ა­ნი მზის ქუდი უფრო მო­უხ­დე­ბო­და, ვიდ­რე რე­პე­რის ოქ­როს ძეწ­კვი და ლუი ვი­ტო­ნის მო­დუ­რი კეპი. რო­გორც ჩანს, სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბით ტე­ლე­წამ­ყვანს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მეტი მო­ზარ­დის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა სურ­და. თუმ­ცა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი მუ­ცე­ლი და გა­დატ­ვირ­თუ­ლი მა­კი­ა­ჟი შე­საძ­ლოა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­დეს, რომ თინა ბავ­შვე­ბის­თვის ცოდ­ნის სრუ­ლი­ად ფარ­თო სპექტრის გა­ზი­ა­რე­ბას აპი­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია eg.ru-ს მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ

- პუ­ტი­ნი:"თინა კან­დე­ლა­კი შთამ­ბეჭ­და­ვი ქა­ლია, მაგ­რამ მი­ნის­ტრო­ბას ვერ შეძ­ლებს."

-- ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა მილა იო­ვო­ვიჩს სა­ქორ­წი­ნო თა­ი­გუ­ლი გა­მოს­ტა­ცა

- ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რებს გი­ნე­კო­ლო­გის სა­ვარ­ძლი­დან დას­ცი­ნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქსენია სობჩაკმა თინა კანდელაკს დასცინა

ქსენია სობჩაკმა თინა კანდელაკს დასცინა

რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი ყველაფერს ასწრებს: ის ტელეწამყვანიცაა, საზოგადოებრივი პალატის წევრიც და მოდელიც, ამიერიდან კი - ენციკლოპედისტიც. თინას ენციკლოპედიური განათლების მასშტაბებზე ვერაფერს ვიტყვით - არ შეგვიმოწმებია, მაგრამ იმაში დარწმუნება, რომ კანდელაკის ფოტოები ელნციკლოპედიური გამოცემების გარეკანს ამშვენებს, რუსეთში წიგნის მაღაზიათა ნებისმიერ კლიენტს შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი ტომი ხელში ჩაუვარდა ქსენია სობჩაკს.

ოდესღაც თინა და ქსენია განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ შემდეგ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა და ახლა ისინი ერთამანეთის გაქილიკების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ. სობჩაკს არ შეეძლო კანდელაკის ბოლო პროექტი უკომენტაროდ დაეტოვებინა. თინა საბავშვო ენციკლოპედიის სარეკლამო "სახე" გახდა. ახლა კანდელაკის ფოტოები ლამაზად გაფორებული სახელმძღვანელოების გარეკანს ამშვენებს. უცნობია, რისთვის ერგო თინას პატივი მოზარდი თაობისთვის სამაგალითო გამხდარიყო. შესაძლოა ეს იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში კანდელაკი ინტელექტუალური ტელეთამაშის "Умницы и умники" წამყვანი იყო. თინას ფოტოების გარეკანზე გამოჩენამ სობჩაკს ახალი თავსატეხი გაუჩინა.

"თინა, ბავშვები შეიბრალე! იმის წარმოდგენაც კი მეშინია, შიგნით რა წერია! - წერს სობჩაკი საკუთარ მიკრობლოგში და წიგნის გარეკანის ფოტოს აქვეყნებს.

ფოტო მართლაც თავსატეხს ჰგავს: ახალგაზრდულ სამოსში გამოწყობილი თინა ჩიტების, თევზებისა და მცენარეების გამოსახულებების ფონზე დგას. ენციკლოპედიის ხასიათის გათვალისწინებით, კანდელაკს ამ შემთხვევაში თევზსაჭერი ბადე და ზოლებიანი მზის ქუდი უფრო მოუხდებოდა, ვიდრე რეპერის ოქროს ძეწკვი და ლუი ვიტონის მოდური კეპი. როგორც ჩანს, საკუთარი გარეგნობით ტელეწამყვანს შეძლებისდაგვარად მეტი მოზარდის ყურადღების მიპყრობა სურდა. თუმცა ტელეწამყვანის მოშიშვლებული მუცელი და გადატვირთული მაკიაჟი შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ თინა ბავშვებისთვის ცოდნის სრულიად ფართო სპექტრის გაზიარებას აპირებს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ

- პუტინი:"თინა კანდელაკი შთამბეჭდავი ქალია, მაგრამ მინისტრობას ვერ შეძლებს."

-- ქსენია სობჩაკმა მილა იოვოვიჩს საქორწინო თაიგული გამოსტაცა

- ქსენია სობჩაკმა პუტინის მხარდამჭერებს გინეკოლოგის სავარძლიდან დასცინა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება