სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის "გოგონები" ავღანეთში
პრეზიდენტის "გოგონები" ავღანეთში

2012 წლის მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბის­თვის მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ქვე­და ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი - 25 წელი 21 წლით შე­იც­ვა­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას გამო გა­კეთ­და. მო­მა­ვა­ლი დე­პუ­ტა­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სიის მე­ა­თე წევ­რად შე­იყ­ვა­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, ცხა­დი გახ­და, რომ სა­ჯა­ია ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის დე­რეფ­ნებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­სე­ირ­ნებ­და.

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ეს გო­გო­ნა პირ­ვე­ლად 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­მოჩ­ნდა. მა­შინ სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მის "სა­მერ ჯობ­სის" სპი­კე­რი გახ­ლდათ. სტუ­დენტ სა­ჯა­ი­ას მარ­ტში 21 წელი შე­უს­რულ­და და სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო მისი კა­რი­ე­რუ­ლი გზა პარ­ლა­მენ­ტის­კენ.

მძი­მე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მა­რი­ა­მის­თვის ნაკ­ლე­ბად ეცა­ლა პრე­სას თუ ტე­ლე­ვი­ზი­ას. სულ რამ­დენ­ჯერ­მე გა­იჟ­ღე­რა მის­მა ასაკ­მა და იმ ფაქ­ტმა, რომ მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტარ ნაზი არო­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ქალ­ბა­ტო­ნი ნაზი, რო­მე­ლიც 2004 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი იყო, ბოლო ორი წელი სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ქუ­თა­ი­სის ოფი­სის აპა­რა­ტის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და.

"რე­ი­ტინ­გში" ად­რეც ვწერ­დით, რომ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბით, მა­რი­ა­მით სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პირი, პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია მო­ხიბ­ლუ­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ თე­მა­ზე დღე­საც ხში­რად ხუმ­რო­ბენ, რო­გორ მო­უყ­ვე­ბა და­ბე­რე­ბუ­ლი, ბუ­ხარ­თან მჯდა­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი შვი­ლიშ­ვი­ლებს, რომ წლე­ბის წინ მის გამო კონ­სტი­ტუ­ცი­აც კი შეც­ვა­ლეს და ამ ფაქ­ტით მისი შთა­მო­მავ­ლო­ბა ია­მა­ყებს. ჰო, მარ­თლა, 21 წლის მა­რი­ამს 2 წლის შვი­ლი ჰყავს, ბუკა. მისი სხვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია. მა­რი­ა­მი ამ­ჟა­მად დე­დას­თან ერ­თად ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობს.

მარ­თა­ლია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" კრი­ტი­კა არც მა­ნამ­დე და­უკ­ლია, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტა­რი გახ­და, მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" სტა­ტუ­სე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ის ხან ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­პა­ტიმ­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს, ხა­ნაც პატ­რუ­ლის მუ­შა­ო­ბით არის უკ­მა­ყო­ფი­ლო.

ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­დნენ, რაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტეტ­ში ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის შე­ფა­სე­ბი­სას სა­ჯა­ი­ამ ქვეყ­ნის მი­სა­მარ­თით ტერ­მი­ნი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ერი" გა­მო­ი­ყე­ნა.

"არის კრი­მი­ნა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა თუ არა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ტყვით, რომ რეს­პუბ­ლი­კის ქურ­დე­ბის საბ­ჭოს 15 ქურ­დი­დან 1/3 იყო ქარ­თვე­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რამ­დე­ნად კრი­მი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა ახა­სი­ა­თებ­და ერთი პე­რი­ო­დი ჩვენს ერს", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ სა­ჯა­ი­ამ.

უმ­რავ­ლე­სო­ბამ სა­ჯა­ი­ას გა­მო­უც­დე­ლო­ბა და­უ­წუ­ნა და ეკა ბე­სე­ლი­ამ დე­პუ­ტატს ასაკ­ზე მი­უ­თი­თა. მა­შინ მა­რი­ა­მი ყვე­ლა­ზე მე­ტად ამან გა­ა­ნა­წყე­ნა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მისი სა­უბ­რი­სას ყვე­ლას რა­ტომ­ღაც შეც­ვლი­ლი კონ­სტი­ტუ­ცია და ასა­კი ახ­სენ­დე­ბა.

ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ახალ­გაზ­რდა სა­ხის გაბ­რა­ზე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რმა ნუკ­რი ქან­თა­რი­ა­მაც შეძ­ლო, რო­მელ­მაც სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნი­დან გა­ნა­ცხა­და, რომ დროა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კურ სუ­ტე­ნი­ო­რო­ბას მო­ეშ­ვან და ორი ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­თე­ლი თვა­ლე­ბის მქო­ნე გო­გო­ნა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. ალ­ბათ ორ გო­გო­ნა­ში ერთ-ერთი მა­რი­ამ სა­ჯა­ია იგუ­ლის­ხმე­ბო­და, რა­საც ნა­ცი­ო­ნა­ლებ­სა და ოც­ნე­ბის წევ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

ალ­ბათ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში მა­რი­ამ სა­ჯა­ია არა­ვის გა­ახ­სენ­დე­ბო­და, რომ არა პრე­ზი­დენ­ტის მო­რი­გი ავან­ტი­უ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი. ახალ წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად შეხ­ვდა. ავ­ღა­ნეთ­ში პრე­ზი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა და მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდა რი­გი­თი სა­ჯა­ი­აც. დე­პუ­ტა­ტი არ არის, მაგ­რამ ამ შთამ­ბეჭ­დავ დე­ლე­გა­ცი­ა­ში მოხ­ვდა ალა­ნა გაგ­ლო­ე­ვაც, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­ო­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატ­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

ალა­ნა გაგ­ლო­ე­ვა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვის­ზეც უამ­რა­ვი ჭორი გავ­რცელ­და. ბევ­რჯერ და­წე­რი­ლა, რომ ვა­ზი­სუ­ბან­ში და­გე­ბუ­ლი გზა პირ­და­პირ ალა­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ, რათა პრე­ზი­დენ­ტი ნორ­მა­ლუ­რი გზით სწვე­ო­და მას. სხვა­თა შო­რის, ამა­ზე ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავ­საც ჰყვე­ბი­ან. თურ­მე პრე­ზი­დენ­ტმა ვა­ზი­სუბ­ნე­ლებს ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე უთხრა, რომ რაც გზა გა­კეთ­და, ყო­ველ სა­ღა­მოს ადის და პი­რა­დად ამოწ­მებს, რამე ხომ არ გა­ფუჭ­და. - ვი­ცით, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, გხე­დავთ ხოლ­მე, - წა­მოს­ცდე­ნია ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბოლო დროს პრე­ზი­დენ­ტმა ალა­ნა მი­ი­ვი­წყა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ესეც ჭო­რია, თო­რემ ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ამ უც­ნა­ურ თავ­გა­და­სა­ვალ­ში ალ­ბათ ვერ მოხ­ვდე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ავ­ღა­ნუ­რი ვო­ი­ა­ჟის ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვე­რდზე მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ამ გა­ავ­რცე­ლა. ფო­ტო­ებს შო­რის დე­პუ­ტატ­მა სამ­ხედ­რო შო­რე­ნა სოფ­რო­მა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"რო­გორც მი­თხრეს, შო­რე­ნა არის თერ­ჯო­ლი­დან, იქ ცხოვ­რობს მისი ოჯა­ხიც. ჩვე­ნი თერ­ჯო­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი კახა ბუ­ცხრი­კი­ძე მუდ­მი­ვად აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას სოფ­რო­მა­ძე­ე­ბის ოჯახს. ესეც ასე, უკვე ვი­პო­ვე შო­რე­ნას ოჯა­ხი და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალ მათ­თან. მის­მა ძმამ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­ხით გა­თელ­ვას სიკ­ვდი­ლი ამ­ჯო­ბი­ნა. სო­ფომ (რო­გორც მას ჯა­რის­კა­ცე­ბი ეძა­ხი­ან) კი ძმის გმი­რუ­ლი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, მის ნაც­ვლად ემ­სა­ხუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის: მინ­და გა­მე­გო, რო­გო­რი გრძნო­ბაა, გეც­ვას სამ­ხედ­რო ფორ­მა და გულ­ზე გე­წე­როს - საქრთვე­ლო, იყო რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დე ქვე­ყა­ნას", - წერ­და სა­ჯა­ია.

პრე­ზი­დენ­ტის სტუმ­რო­ბა ავ­ღა­ნეთ­ში სკან­და­ლუ­რი კი­დევ იმით გახ­და, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქალ­ბა­ტო­ნებ­თან ერ­თად დუ­ბა­ი­ში გა­ემ­გზავ­რა. ერთ-ერ­თმა სა­იტ­მა მა­სა­ლას მეტი ინ­ტრი­გის­თვის ლურჯ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში ჩაც­მუ­ლი გო­გო­ნას ფო­ტოც და­ურ­თო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­შა­ლა.

ამ ფაქტს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვე­რდზე ახალ­გაზ­რდა პარ­ლა­მენ­ტა­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ოდეს­მე ხომ უნდა შე­ეშ­ვან ზო­გი­ერ­თე­ბი ბინ­ძუ­რი თე­მე­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბას!!! ვი­საც ჰგო­ნია, რომ დუ­ბა­ი­ში ვერ­თო­ბი, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მობ­რძან­დეს ტა­ბი­ძე­ზე და დარ­წმუნ­დეს, რომ თბი­ლის­ში ვარ. სა­ერ­თოდ, სა­ნამ ასეთ სი­ბინ­ძუ­რეს და­წერთ, იქ­ნებ გა­და­ა­მოწ­მოთ ინ­ფორ­მა­ცია. არც ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­გე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ ამ ზღაპ­რე­ბის მომ­გო­ნებს".

სა­ჯა­ი­ამ სტა­ტუსს რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ერთ-ერთ ბარ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც მო­ა­ყო­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტოს, სა­დაც არ იც­ნო­ბო­და, ვინ იყო სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, სა­ჯა­ი­ამ და­წერა:

"გული დამ­წყდა, რომ არ მაქვს ისე­თი ლურ­ჯი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი, ისე­თი რუჯი და ისე­თი აღ­ნა­გო­ბა, რო­გო­რიც იმ გო­გოს, იმ ფო­ტო­ზე..."

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად კი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ავ­ღა­ნეთ­ში ვი­ზი­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თან­მხლებ სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­ი­და­ნაც დე­ლე­გა­ცია თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, ხოლო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის პი­რა­დი მიწ­ვე­ვით დუ­ბა­ი­ში დარ­ჩა.

ფაქ­ტია, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­პო­ვე­ბულ პო­პუ­ლა­რო­ბას მა­რიამ სა­ჯა­ი­ამ სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში მი­აღ­წია და გა­და­უს­წრო. მოკ­ლედ, ახალ პარ­ლა­მენტს სა­ნა­ხა­ო­ბა არ აკ­ლია.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პრეზიდენტის "გოგონები" ავღანეთში

პრეზიდენტის "გოგონები" ავღანეთში

2012 წლის მაისში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, პარლამენტარობისთვის მანამდე არსებული ქვედა ასაკობრივი ზღვარი - 25 წელი 21 წლით შეიცვალა. როგორც ამბობენ, ეს სპეციალურად მარიამ საჯაიას გამო გაკეთდა. მომავალი დეპუტატი "ნაციონალურმა მოძრაობამ" სიის მეათე წევრად შეიყვანა და შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ საჯაია ქუთაისის პარლამენტის დერეფნებში აუცილებლად გაისეირნებდა.

ფართო საზოგადოების წინაშე ეს გოგონა პირველად 2012 წლის თებერვალში გამოჩნდა. მაშინ სტუდენტური დასაქმების პროგრამის "სამერ ჯობსის" სპიკერი გახლდათ. სტუდენტ საჯაიას მარტში 21 წელი შეუსრულდა და სწორედ მაშინ დაიწყო მისი კარიერული გზა პარლამენტისკენ.

მძიმე წინასაარჩევნო პერიოდში მარიამისთვის ნაკლებად ეცალა პრესას თუ ტელევიზიას. სულ რამდენჯერმე გაიჟღერა მისმა ასაკმა და იმ ფაქტმა, რომ მომავალი პარლამენტარი, ყოფილი პარლამენტარ ნაზი არონიას ქალიშვილი გახლდათ. ქალბატონი ნაზი, რომელიც 2004 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, ბოლო ორი წელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის აპარატის უფროსად მუშაობდა.

"რეიტინგში" ადრეც ვწერდით, რომ, გავრცელებული ხმებით, მარიამით საქართველოს პირველი პირი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოხიბლული. სოციალურ ქსელში ამ თემაზე დღესაც ხშირად ხუმრობენ, როგორ მოუყვება დაბერებული, ბუხართან მჯდარი პარლამენტარი შვილიშვილებს, რომ წლების წინ მის გამო კონსტიტუციაც კი შეცვალეს და ამ ფაქტით მისი შთამომავლობა იამაყებს. ჰო, მართლა, 21 წლის მარიამს 2 წლის შვილი ჰყავს, ბუკა. მისი სხვა ცხოვრებისეული დეტალები უცნობია. მარიამი ამჟამად დედასთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს.

მართალია, "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკა არც მანამდე დაუკლია, მაგრამ მას შემდეგ, რაც პარლამენტარი გახდა, მარიამ საჯაიას "ფეისბუქის" სტატუსები პოპულარული გახდა. ის ხან ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას აპროტესტებს, ხანაც პატრულის მუშაობით არის უკმაყოფილო.

ტელევიზიები ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტში ამნისტიის კანონის შეფასებისას საჯაიამ ქვეყნის მისამართით ტერმინი "კრიმინალური ერი" გამოიყენა.

"არის კრიმინალური ქვეყანა თუ არა, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რესპუბლიკის ქურდების საბჭოს 15 ქურდიდან 1/3 იყო ქართველი და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად კრიმინალური აზროვნება ახასიათებდა ერთი პერიოდი ჩვენს ერს", - განაცხადა მაშინ საჯაიამ.

უმრავლესობამ საჯაიას გამოუცდელობა დაუწუნა და ეკა ბესელიამ დეპუტატს ასაკზე მიუთითა. მაშინ მარიამი ყველაზე მეტად ამან გაანაწყენა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი საუბრისას ყველას რატომღაც შეცვლილი კონსტიტუცია და ასაკი ახსენდება.

ნაციონალების ახალგაზრდა სახის გაბრაზება მოგვიანებით "ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამაც შეძლო, რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ დროა ნაციონალები პოლიტიკურ სუტენიორობას მოეშვან და ორი ჯერჯერობით ნათელი თვალების მქონე გოგონა გაათავისუფლონ. ალბათ ორ გოგონაში ერთ-ერთი მარიამ საჯაია იგულისხმებოდა, რასაც ნაციონალებსა და ოცნების წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ალბათ ახალი წლის დღეებში მარიამ საჯაია არავის გაახსენდებოდა, რომ არა პრეზიდენტის მორიგი ავანტიურული ნაბიჯი. ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. ავღანეთში პრეზიდენტი რამდენიმე დეპუტატთან ერთად გაემგზავრა და მათ შორის აღმოჩნდა რიგითი საჯაიაც. დეპუტატი არ არის, მაგრამ ამ შთამბეჭდავ დელეგაციაში მოხვდა ალანა გაგლოევაც, რომელიც წლების განმავლობაში პრეზიდენტის ფავორიტად მიიჩნეოდა და წლების განმავლობაში სახელმწიფო აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ალანა გაგლოევა ერთ-ერთი პირველი იყო, ვისზეც უამრავი ჭორი გავრცელდა. ბევრჯერ დაწერილა, რომ ვაზისუბანში დაგებული გზა პირდაპირ ალანას დამსახურება გახლდათ, რათა პრეზიდენტი ნორმალური გზით სწვეოდა მას. სხვათა შორის, ამაზე ერთ საინტერესო ამბავსაც ჰყვებიან. თურმე პრეზიდენტმა ვაზისუბნელებს ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრა, რომ რაც გზა გაკეთდა, ყოველ საღამოს ადის და პირადად ამოწმებს, რამე ხომ არ გაფუჭდა. - ვიცით, ბატონო პრეზიდენტო, გხედავთ ხოლმე, - წამოსცდენია ერთ-ერთ ქალბატონს. როგორც ამბობენ, ბოლო დროს პრეზიდენტმა ალანა მიივიწყა, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც ჭორია, თორემ ყოფილი ჟურნალისტი ამ უცნაურ თავგადასავალში ალბათ ვერ მოხვდებოდა.

მოგვიანებით ავღანური ვოიაჟის ფო­ტოები "ფეისბუქის" საკუთარ გვე­რდზე მარიამ საჯაიამ გაავრცელა. ფოტოებს შორის დეპუტატმა სამხედრო შორენა სოფრომაძესთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

"როგორც მითხრეს, შორენა არის თერჯოლიდან, იქ ცხოვრობს მისი ოჯახიც. ჩვენი თერჯოლის მაჟორიტარი კახა ბუცხრიკიძე მუდმივად აქცევს ყურადღებას სოფრომაძეების ოჯახს. ესეც ასე, უკვე ვიპოვე შორენას ოჯახი და აუცილებლად მივალ მათთან. მისმა ძმამ საქართველოს დროშის ფეხით გათელვას სიკვდილი ამჯობინა. სოფომ (როგორც მას ჯარისკაცები ეძახიან) კი ძმის გმირული სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა, მის ნაცვლად ემსახურა საქართველოსთვის: მინდა გამეგო, როგორი გრძნობაა, გეცვას სამხედრო ფორმა და გულზე გეწეროს - საქრთველო, იყო რიგითი ჯარისკაცი და ემსახურებოდე ქვეყანას", - წერდა საჯაია.

პრეზიდენტის სტუმრობა ავღანეთში სკანდალური კიდევ იმით გახდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ქალბატონებთან ერთად დუბაიში გაემგზავრა. ერთ-ერთმა საიტმა მასალას მეტი ინტრიგისთვის ლურჯ საცურაო კოსტიუმში ჩაცმული გოგონას ფოტოც დაურთო, თუმცა მოგვიანებით წაშალა.

ამ ფაქტს "ფეისბუქის" საკუთარ გვე­რდზე ახალგაზრდა პარლამენტარი გამოეხმაურა:

"ოდესმე ხომ უნდა შეეშვან ზოგიერთები ბინძური თემებით სპეკულირებას!!! ვისაც ჰგონია, რომ დუბაიში ვერთობი, რამდენიმე წუთში მობრძანდეს ტაბიძეზე და დარწმუნდეს, რომ თბილისში ვარ. საერთოდ, სანამ ასეთ სიბინძურეს დაწერთ, იქნებ გადაამოწმოთ ინფორმაცია. არც ჩემი ტელეფონის ნომრის გაგება გაუჭირდებათ ამ ზღაპრების მომგონებს".

საჯაიამ სტატუსს რამდენიმე წუთში ერთ-ერთ ბარში მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოც მოაყოლა.

რაც შეეხება სააგენტოს მიერ გავ­რცელებულ ფოტოს, სადაც არ იცნობოდა, ვინ იყო საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ქალბატონი, საჯაიამ და­წერა:

"გული დამწყდა, რომ არ მაქვს ისეთი ლურჯი საცურაო კოსტიუმი, ისეთი რუჯი და ისეთი აღნაგობა, როგორიც იმ გოგოს, იმ ფოტოზე..."

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად კი, მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, საიდანაც დელეგაცია თბილისში დაბრუნდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი სამეფო ოჯახის წევრების პირადი მიწვევით დუბაიში დარჩა.

ფაქტია, რომ ნაციონალი ქალბატონებიდან ჩიორა თაქთაქიშვილის წლების განმავლობაში მოპოვებულ პოპულარობას მა­რიამ საჯაიამ სულ რამდენიმე თვეში მიაღწია და გადაუსწრო. მოკლედ, ახალ პარლამენტს სანახაობა არ აკლია.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"