მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვი საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიესალმება
მოსკოვი საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიესალმება

მოს­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა, - "ინ­ტერ­ფაქ­სის" ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის სა­კი­თხებ­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კონ­სტან­ტი­ნე დოლ­გოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რიგი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის­თვის ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა შო­რის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც არი­ან და იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი რუ­სე­თის და­ნარ­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

"შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მოთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბი­ჯებს, რომ­ლე­ბიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი უკა­ნო­ნო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. აუ­ცი­ლებ­ლო­ბად მი­ვიჩ­ნევთ, სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ე­ბი­დან ჩვე­ნი სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სას­წრა­ფო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­უ­რი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის, შპი­ო­ნო­მა­ნი­ი­სა და სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბის ფაბ­რი­კა­ცი­ის მსხვერ­პლნი გახ­დე­ნენ, მათ შო­რის, ცნო­ბილ მეს­ხე­თე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი სუ­ლე­ი­მან ბარ­ბა­ქა­ძე", -გა­ნა­ცხა­და დოლ­გოვ­მა.

"ინ­ტერ­ფაქ­სის" ცნო­ბით, რუს­მა დიპ­ლო­მატ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და პა­სუ­ხი თბი­ლი­სის მი­სა­მარ­თით შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და უფ­ლე­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მრა­ვალ მო­თხოვ­ნა­ზე".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მოსკოვი საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიესალმება

მოსკოვი საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიესალმება

მოსკოვი საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიესალმება, - "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინე დოლგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რიგი პოლიტპატიმრებისთვის ამნისტიის გამოცხადების შესახებ, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან და იმედოვნებს, რომ საქართველოში უკანონოდ გასამართლებული რუსეთის დანარჩენი მოქალაქეებიც გათავისუფლდებიან.

"შეიძლება, მხოლოდ მივესალმოთ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი უკანონობის გამოსწორებისკენაა მიმართული. აუცილებლობად მივიჩნევთ, საქართველოს ციხეებიდან ჩვენი სხვა მოქალაქეების სასწრაფო გათავისუფლებას, რომლებიც პოლიციური განუკითხაობის, შპიონომანიისა და სასამართლო საქმეების ფაბრიკაციის მსხვერპლნი გახდენენ, მათ შორის, ცნობილ მესხეთელი უფლებადამცველი სულეიმან ბარბაქაძე", -განაცხადა დოლგოვმა.

"ინტერფაქსის" ცნობით, რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ "საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანონოდ გასამართლებული რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლება იქნებოდა პასუხი თბილისის მისამართით შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურებისა და უფლედამცველი ორგანიზაციების მრავალ მოთხოვნაზე".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა