პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა
ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ მსოფ­ლიო პატ­რი­არქ ბარ­თლო­მე­ოსს სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. რო­გორც უწ­მინ­დეს­მა დღე­ვან­დე­ლი ერ­თობ­ლი­ვი საკ­ვი­რაო წირ­ვის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, დი­დია კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის პატ­რი­არ­ქის დამ­სა­ხუ­რე­ბა მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე. პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ნიშ­ნად უწ­მინ­დეს­მა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს მი­ნან­ქრით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ხატი უსახ­სოვ­რა.

ილია მე­ო­რის თქმით, დღეს არის ხსე­ნე­ბა წმინ­და და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი­სა. პატ­რი­არ­ქმა შეს­თხო­ვა მას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთელს მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბა, სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ფევ­დეს.

"და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ამ­ბობს: "დიდ ხარ შენ უფა­ლო და საკ­ვირ­ველ არი­ან საქ­მე­ნი შენ­ნი". ჩვენ ვხე­დავთ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის აღ­მავ­ლო­ბას და დი­დე­ბას. და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყველ­მა ის­რა­ე­ლი რომ გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ზე­ი­მით შე­დი­ო­და იე­რუ­სა­ლიმ­ში, მთე­ლი ერი აქებ­და და­ვითს, მან კი გა­ა­ჩე­რა მსვლე­ლო­ბა და უთხრა: "უფა­ლი მე­ფობს და არა მე". დღეს, რო­დე­საც აღი­ნიშ­ნე­ბა ჩემი აღ­საყ­დრე­ბის და და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი და რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღაც მე გა­ვა­კე­თე, მინ­და გი­თხრათ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს უფა­ლი აკე­თებს, რად­გან უფა­ლი მე­ფობს. ღმერ­თმა მოგ­ცეთ მშვი­დო­ბა, სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი. ჩვენ ვა­მა­ყობთ, რომ აქ ბრძან­დე­ბით და დი­დია თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე", - მი­მარ­თა ილია მე­ო­რემ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს.

სა­მე­ბის ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი­სად­მი მი­სა­ლო­ცი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თეს ასე­ვე სერ­ბე­თის, ჩე­ხე­თი­სა და სლო­ვა­კე­თის პატ­რი­არ­ქებ­მა და ბულ­გა­რე­თის პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღე­ბი ამ­ბი­ო­ნი­დან მი­უ­ლო­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა

ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი ერთობლივი საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, დიდია კონსტანტინეპოლის პატრიარქის დამსახურება მსოფლიოს წინაშე. პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა.

ილია მეორის თქმით, დღეს არის ხსენება წმინდა დავით წინასწარმეტყველისა. პატრიარქმა შესთხოვა მას, რომ საქართველოსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს.

"დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის აღმავლობას და დიდებას. დავით წინასწარმეტყველმა ისრაელი რომ გააერთიანა და ზეიმით შედიოდა იერუსალიმში, მთელი ერი აქებდა დავითს, მან კი გააჩერა მსვლელობა და უთხრა: "უფალი მეფობს და არა მე". დღეს, როდესაც აღინიშნება ჩემი აღსაყდრების და დაბადების თარიღები და როდესაც ამბობენ, რომ რაღაც მე გავაკეთე, მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს უფალი აკეთებს, რადგან უფალი მეფობს. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. ჩვენ ვამაყობთ, რომ აქ ბრძანდებით და დიდია თქვენი დამსახურება მსოფლიოს წინაშე", - მიმართა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს.

სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი მისალოცი სიტყვებით მიმართეს ასევე სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პატრიარქებმა და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღები ამბიონიდან მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"