პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეკომპანია "ტაბულა" სრულფასოვან მაუწყებლობაზე 15 მარტამდე გადავა
ტელეკომპანია "ტაბულა" სრულფასოვან მაუწყებლობაზე 15 მარტამდე გადავა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტა­ბუ­ლა" სრულ­ფა­სო­ვან მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე 15 მარ­ტამ­დე გა­და­ვა, ამ­ჟა­მად, მისი და­ჭე­რა სახ­ლის ან­ტე­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ორ სამ დღე­ში კი მას სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი "სილ­ქნე­ტი" და "კავ­კა­ზუ­სი" ჩარ­თა­ვენ. ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­კუ­თარ პა­კეტ­ში ჩარ­თვა­ზე "აი­ეტ­მა" უარი თქვა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" წერს.

"ბევ­რი მწერს და ერ­თი­ა­ნად გი­პა­სუ­ხებთ: სა­კა­ბე­ლო მა­უ­წყებ­ლებს არხი ჯერ არ ჩა­ურ­თავს, ცხა­დია იქ­ნე­ბა სილკ­ზეც და კავ­კა­სუს­ზეც - ორ -სამ დღე­ში. კა­ბე­ლის გა­რე­შე, "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი" ან­ტე­ნით და­ი­ჭერთ - მე მა­გა­ლი­თად თი­თით და­ვი­ჭი­რე :)

ჩავ­თვა­ლეთ, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით რომ ხარ­ვე­ზე­ბის გა­რე­შე გავ­დი­ვართ და შემ­დეგ "მივ­წვდო­მო­დით" იმ 170 000 ოჯახს, რო­მე­ლიც სა­კა­ბე­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობს.

ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ბე­ბი და ქარ­თუ­ლი "ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი" (ანუ, არა ესტრა­და :) მუ­სი­კა გა­დის.

მას შემ­დეგ რაც ჩვენს სა­ბო­ლოო მი­სა­მარ­თზე რე­მონ­ტი დას­რულ­დე­ბა, სტუ­დი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა და დავ­ფუძნ­დე­ბით, სრულ­ფა­სო­ვან მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­და­ვალთ. ეს სა­ვა­რა­უ­დოდ თე­ბერ­ვლის ბო­ლოს მოხ­დე­ბა, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში ტა­ბუ­ლას და­ბა­დე­ბის დღეს, 15 მარტს არ გა­და­ვა­ცი­ლებთ.

ძი­რი­თად სა­მა­უ­წყებ­ლო დროს თოქ­შო­უ­ე­ბი წა­ი­ღებს. თე­მე­ბი: პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კა, მუ­სი­კა, კინო, მსოფ­ლიო რე­ლი­გი­ე­ბი, ახა­ლი და უახ­ლე­სი ის­ტო­რია, სპორ­ტი, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ტი­რა და ასე შემ­დეგ"-, წერს გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე.

"სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი: აი­ე­ტი ტა­ბუ­ლას ვერ რთავს, ად­გი­ლი არ მაქ­ვსო.

რა უნდა ვქნა, კერ­ძო კომ­პა­ნი­აა, როცა "ხოში" ექ­ნე­ბა, ჩაგ­ვრთავს. პა­ტივს ვცემ მათ თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვანს.

მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­შიც ტრა­დი­ცი­ას ვარ­თმევ ერს. ამ დროს ლო­კა­ლუ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თმას იშ­ლი­ან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ ხელს იშ­ვე­რენ და პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლა­ზე ყვი­რი­ან ხოლ­მე არა?",-დას­ძენს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ტელეკომპანია "ტაბულა" სრულფასოვან მაუწყებლობაზე 15 მარტამდე გადავა

ტელეკომპანია "ტაბულა" სრულფასოვან მაუწყებლობაზე 15 მარტამდე გადავა

ტელეკომპანია "ტაბულა" სრულფასოვან მაუწყებლობაზე 15 მარტამდე გადავა, ამჟამად, მისი დაჭერა სახლის ანტენითაა შესაძლებელი, ორ სამ დღეში კი მას საკაბელო ტელევიზიები "სილქნეტი" და "კავკაზუსი" ჩართავენ. ტელევიზიის საკუთარ პაკეტში ჩართვაზე "აიეტმა"  უარი თქვა. ამის შესახებ ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"ბევრი მწერს და ერთიანად გიპასუხებთ: საკაბელო მაუწყებლებს არხი ჯერ არ ჩაურთავს, ცხადია იქნება სილკზეც და კავკასუსზეც - ორ -სამ დღეში. კაბელის გარეშე, "ჩვეულებრივი" ანტენით დაიჭერთ - მე მაგალითად თითით დავიჭირე :)

ჩავთვალეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა დავრწმუნებულიყავით რომ ხარვეზების გარეშე გავდივართ და შემდეგ "მივწვდომოდით" იმ 170 000 ოჯახს, რომელიც საკაბელო მომსახურებით სარგებლობს.

ჯერჯერობით მხოლოდ საერთაშორისო ამბები და ქართული "ალტერნატიული" (ანუ, არა ესტრადა :) მუსიკა გადის.

მას შემდეგ რაც ჩვენს საბოლოო მისამართზე რემონტი დასრულდება, სტუდიები გაიმართება და დავფუძნდებით, სრულფასოვან მაუწყებლობაზე გადავალთ. ეს სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს მოხდება, უკიდურეს შემთხვევაში ტაბულას დაბადების დღეს, 15 მარტს არ გადავაცილებთ.

ძირითად სამაუწყებლო დროს თოქშოუები წაიღებს. თემები: პოლიტიკა, ეკონომიკა, მუსიკა, კინო, მსოფლიო რელიგიები, ახალი და უახლესი ისტორია, სპორტი, პოლიტიკური სატირა და ასე შემდეგ"-, წერს გიგა ბოკერიას მეუღლე.

"სასაცილო ამბავი: აიეტი ტაბულას ვერ რთავს, ადგილი არ მაქვსო.

რა უნდა ვქნა, კერძო კომპანიაა, როცა "ხოში" ექნება, ჩაგვრთავს. პატივს ვცემ მათ თავისუფალ არჩევანს.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც ტრადიციას ვართმევ ერს. ამ დროს ლოკალური მედიის წარმომადგენლები თმას იშლიან, ხელისუფლებისკენ ხელს იშვერენ და პოლიტიკურ ზეწოლაზე ყვირიან ხოლმე არა?",-დასძენს ჩერგოლეიშვილი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები