ახმეტაში საბავშვო ბაღებიდან 250-მდე აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" თავად აღმზრდელებმა აცნობეს. სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საქმეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან მათ გათავისუფლებას საფუძველი არ აქვს.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთევან მარჩილაშვილი ამბობს, რომ აღმზრდელების გათავისუფლება რეორგანიზაციას უკავშირდება და ის პოლიტიკასთან კავშირში არ არის.