ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ვიქტორია ბექჰემის კოლექციებს და ბექჰემების ოჯახთან დაახლოებასაც ცდილობს.
კიმი საყვარლისგან, მომღერალ კენი ვესტისგან პირველ შვილს ელოდება და ფეხმძიმობისთვის განკუთვნილ სამოსს ვიქტორიას რჩევით იძენს.
"კიმი ვიქტორიათი აღფრთოვანებულია. ფეხმძიმე კარდაშიანს მალე მუცელი გაეზრდება და არ სურს, ფეხმძიმობისას ელეგანტურობა დაკარგოს. გადაწყვიტა, ყველა ფოტო მოძებნოს, სადაც ბექჰემია გადაღებული და ის სამოსი შეიძინოს, რომელიც ვიქტორიას ფეხმძიმობისას ეცვა", - წერს ვებსაიტი showbizspy.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.