სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარ­თველ­მა სოპ­რა­ნომ ავ­სტრ­ალიე­ლებს ულა­მა­ზე­სი სა­ღა­მო აჩუ­ქა
ქარ­თველ­მა სოპ­რა­ნომ ავ­სტრ­ალიე­ლებს ულა­მა­ზე­სი სა­ღა­მო აჩუ­ქა

მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო თა­მარ ივე­რი სიდ­ნე­ის ეწ­ვი­ა. ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავ­მა ოპე­რის თე­ატ­რში სა­ა­ხალ­წლო გა­ლა ­კონ­ცერ­ტზე მა­ყუ­რე­ბე­ლი აღაფ­რთო­ვა­ნა. ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა კონ­ცერ­ტზე მეც დამ­პა­ტი­ჟა. შო­რე­ულ ავ­სტრა­ლი­ა­ში, ოპე­რის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე რომ და­ვი­ნა­ხე, სი­ხა­რუ­ლის­გან ცრემ­ლი წა­მო­მი­ვი­და. თა­მარ ივერ­მა ულა­მა­ზე­სი სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო გვა­ჩუ­ქა. ქარ­თველ ვარ­სკვლავს სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­ვარ­თვი.

- ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ ავ­სტრა­ლი­ა­ში მოვ­ხვდი. კო­ლო­რი­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა და მი­მაჩ­ნი­ა, რომ ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტრია სა­ო­პე­რო სამ­ყა­რო­ში. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ოპე­რის თე­ატ­რში მა­ყუ­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­ვდე­ქი ჯუ­ზე­პე ვერ­დის "ბალ-­მას­კა­რა­დით", შე­ვას­რუ­ლე ამე­ლი­ას პარ­ტი­ა.

- თქვენს სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ალ­ბათ, დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის თქვენს მა­მას, ცნო­ბილ ბა­რი­ტონს, ავ­თან­დილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს.

- ის, რომ დღეს სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ, მარ­თლაც მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. ყო­ველ­დღი­უ­რად მას­მე­ნი­ნებ­და უდი­დე­სი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ნამ­ღერს. ამ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და გე­მოვ­ნე­ბა. ერ­თსა და იმა­ვე არი­ას ვის­მენ­დი 5 სოპ­რა­ნოს შეს­რუ­ლე­ბით და ვხვდე­ბო­დი, რო­მელ მომ­ღე­რალს უკე­თე­სი სუნ­თქვა ჰქონ­და, რო­მელს - ხმის ტემ­ბრი. ეს შე­და­რე­ბის გან­ცდა და გე­მოვ­ნე­ბა მა­მამ ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა. ის ჩე­მი პირ­ვე­ლი პე­და­გო­გი და მრჩე­ვე­ლი იყო. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რომ ვა­ბა­რებ­დი, ზუს­ტად იმ წელს გარ­და­იც­ვა­ლა მა­მა და ეს დღემ­დე ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ტრა­გე­დი­ად მი­მაჩ­ნი­ა. მახ­სოვს, ფარ­-ხმლის დაყ­რას ვა­პი­რებ­დი, მინ­დო­და ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის თა­ვი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა, რად­გან ფრთებ­შეკ­ვე­ცილ ფრინ­ვე­ლად ვგრძნობ­დი თა­ვს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კე­თილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­მარ­წმუ­ნეს, რომ მა­მის სუ­ლი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და, თუ­კი ვიმ­ღე­რებ­დი. დე­დამ - მე­რი ყი­ფი­ან­მა - ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­მი­წყო ხე­ლი და დღემ­დე მეხ­მა­რე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა არ დავ­კარ­გო. ხში­რად ავ­დი­ვარ მა­მის საფ­ლავ­ზე და ვუყ­ვე­ბი, სად რა წარ­მა­ტე­ბა მქონ­და. რო­დე­საც სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და ვმღე­რი, რა­ტომ­ღაც მგო­ნი­ა, რომ რო­მე­ლი­მე სკამ­ზე მა­მა ზის და მის­მენს.

- თქვენ ახ­ლა­ხან და­ო­ჯახ­დით. მე­უღ­ლე­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შევ­ხვდი ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბა გა­ი­ზი­ა­რა. ჩე­მი მე­უღ­ლე, მო­ჭი­და­ვე რა­ულ ცხა­და­ძე ტოს­კა­ნი­სა და ზე­მო ავ­სტრი­ის მხა­რის ჩემ­პი­ო­ნი­ა, იტა­ლი­ა­ში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ჩემ­თან გად­მო­ვი­და საცხ­ოვ­რებ­ლად, ავ­სტრი­ა­ში. რა­უ­ლი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი­ა. სა­დაც უნ­და ვი­ყო გას­ტროლ­ზე, ჩე­მო­მა­კითხ­ავს ხოლ­მე. ახ­ლაც, სიდ­ნე­ი­ში ჩემ­თან ერ­თა­და­ა.

- სცე­ნა­ზე რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ხომ არ გა­დაგ­ხდე­ნი­ათ თავს?

- მახ­სოვს, პა­რი­ზის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლში დე­დო­ფალ ელი­ზა­ბეტ ვა­ლუ­ას პარ­ტი­ას ვმღე­რო­დი, სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით პარ­ტნი­ორს სცე­ნა­ზე წე­რი­ლი უნ­და გად­მო­ე­ცა ჩემ­თვის. გად­მომ­ცა კი­დეც, გავ­შა­ლე წე­რი­ლი და რას ვხე­დავ? - ფურ­ცელ­ზე შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ფო­ტო არ არის გა­მო­სა­ხუ­ლი?! რომ და­ვი­ნა­ხე, შევ­ცბი. სიტყ­ვე­ბიც და­მა­ვიწყ­და, მთე­ლი ორ­კეს­ტრი მე მი­ყუ­რებ­და, სად გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი, თან ფურ­ცელს ვმა­ლავ­დი, ვინ­მეს რომ არ და­ე­ნა­ხა. თურ­მე კო­ლე­გამ გა­დაწყ­ვი­ტა გა­ხუმ­რე­ბა: ჟურ­ნა­ლი­დან ამო­უჭ­რია შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ფო­ტო და ჩე­მი რე­აქ­ცია აინ­ტე­რე­სებ­და. იმ­წამს კი გავ­ბრაზ­დი, მაგ­რამ ახ­ლა ამ ამ­ბავ­ზე მე­ცი­ნე­ბა.

- სა­ა­ხალ­წლოდ რო­გორ ემ­ზა­დე­ბით?

- რო­გორც წე­სი, ყო­ველ ახალ წელს გას­ტროლ­ზე ვარ და რო­მე­ლი­ღაც ქა­ლაქ­ში ვმღე­რი. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო არა­სო­დეს მრჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­ცა ჩავ­დი­ვარ, ახალ წელს გემ­რი­ელ კერ­ძებს მახ­ვედ­რე­ბენ ხოლ­მე. მე სა­ლა­თებს ვამ­ზა­დებ და მე­გობ­რებს ვუ­მას­პინ­ძლდე­ბი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ახა­ლი წე­ლი, ყო­ველ­თვის ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით ვხვდე­ბი.

- ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს თუ ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, სიდ­ნე­ის ოპე­რის თე­ატ­რში თქვენ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სპექ­ტაკ­ლის ჩა­ნა­წე­რი იხი­ლოს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ით უჩ­ვე­ნე­ბენ ხოლ­მე ჩემს სპექ­ტაკ­ლებს. ასე რომ, ამ სპექ­ტაკ­ლის ჩა­ნა­წერ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ცემ, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც ნა­ხავს.

ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ახალ წელს მი­ვუ­ლო­ცავ. იხა­რეთ, იმ­რავ­ლეთ, იბედ­ნი­ე­რეთ! მიყ­ვარ­ხართ ძა­ლი­ან, თქვე­ნი თა­მარ ივე­რი!

თა­თუ­ლი ბარ­თა­ია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა

სი­ახ­ლი­სათ­ვის" სიდ­ნე­ი­დან

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქარ­თველ­მა სოპ­რა­ნომ ავ­სტრ­ალიე­ლებს ულა­მა­ზე­სი სა­ღა­მო აჩუ­ქა

ქარ­თველ­მა სოპ­რა­ნომ ავ­სტრ­ალიე­ლებს ულა­მა­ზე­სი სა­ღა­მო აჩუ­ქა

მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო თა­მარ ივე­რი სიდ­ნე­ის ეწ­ვი­ა. ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავ­მა ოპე­რის თე­ატ­რში სა­ა­ხალ­წლო გა­ლა ­კონ­ცერ­ტზე მა­ყუ­რე­ბე­ლი აღაფ­რთო­ვა­ნა. ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა კონ­ცერ­ტზე მეც დამ­პა­ტი­ჟა. შო­რე­ულ ავ­სტრა­ლი­ა­ში, ოპე­რის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე რომ და­ვი­ნა­ხე, სი­ხა­რუ­ლის­გან ცრემ­ლი წა­მო­მი­ვი­და. თა­მარ ივერ­მა ულა­მა­ზე­სი სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო გვა­ჩუ­ქა. ქარ­თველ ვარ­სკვლავს სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­ვარ­თვი.

- ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ ავ­სტრა­ლი­ა­ში მოვ­ხვდი. კო­ლო­რი­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა და მი­მაჩ­ნი­ა, რომ ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტრია სა­ო­პე­რო სამ­ყა­რო­ში. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ოპე­რის თე­ატ­რში მა­ყუ­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­ვდე­ქი ჯუ­ზე­პე ვერ­დის "ბალ-­მას­კა­რა­დით", შე­ვას­რუ­ლე ამე­ლი­ას პარ­ტი­ა.

- თქვენს სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ალ­ბათ, დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის თქვენს მა­მას, ცნო­ბილ ბა­რი­ტონს, ავ­თან­დილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს.

- ის, რომ დღეს სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ, მარ­თლაც მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. ყო­ველ­დღი­უ­რად მას­მე­ნი­ნებ­და უდი­დე­სი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ნამ­ღერს. ამ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და გე­მოვ­ნე­ბა. ერ­თსა და იმა­ვე არი­ას ვის­მენ­დი 5 სოპ­რა­ნოს შეს­რუ­ლე­ბით და ვხვდე­ბო­დი, რო­მელ მომ­ღე­რალს უკე­თე­სი სუნ­თქვა ჰქონ­და, რო­მელს - ხმის ტემ­ბრი. ეს შე­და­რე­ბის გან­ცდა და გე­მოვ­ნე­ბა მა­მამ ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა. ის ჩე­მი პირ­ვე­ლი პე­და­გო­გი და მრჩე­ვე­ლი იყო. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რომ ვა­ბა­რებ­დი, ზუს­ტად იმ წელს გარ­და­იც­ვა­ლა მა­მა და ეს დღემ­დე ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ტრა­გე­დი­ად მი­მაჩ­ნი­ა. მახ­სოვს, ფარ­-ხმლის დაყ­რას ვა­პი­რებ­დი, მინ­დო­და ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის თა­ვი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა, რად­გან ფრთებ­შეკ­ვე­ცილ ფრინ­ვე­ლად ვგრძნობ­დი თა­ვს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კე­თილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­მარ­წმუ­ნეს, რომ მა­მის სუ­ლი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და, თუ­კი ვიმ­ღე­რებ­დი. დე­დამ - მე­რი ყი­ფი­ან­მა - ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­მიწყო ხე­ლი და დღემ­დე მეხ­მა­რე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა არ დავ­კარ­გო. ხში­რად ავ­დი­ვარ მა­მის საფ­ლავ­ზე და ვუყ­ვე­ბი, სად რა წარ­მა­ტე­ბა მქონ­და. რო­დე­საც სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და ვმღე­რი, რა­ტომ­ღაც მგო­ნი­ა, რომ რო­მე­ლი­მე სკამ­ზე მა­მა ზის და მის­მენს.

- თქვენ ახ­ლა­ხან და­ო­ჯახ­დით. მე­უღ­ლე­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შევ­ხვდი ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბა გა­ი­ზი­ა­რა. ჩე­მი მე­უღ­ლე, მო­ჭი­და­ვე რა­ულ ცხა­და­ძე ტოს­კა­ნი­სა და ზე­მო ავ­სტრი­ის მხა­რის ჩემ­პი­ო­ნი­ა, იტა­ლი­ა­ში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ჩემ­თან გად­მო­ვი­და საცხ­ოვ­რებ­ლად, ავ­სტრი­ა­ში. რა­უ­ლი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი­ა. სა­დაც უნ­და ვი­ყო გას­ტროლ­ზე, ჩე­მო­მა­კითხ­ავს ხოლ­მე. ახ­ლაც, სიდ­ნე­ი­ში ჩემ­თან ერ­თა­და­ა.

- სცე­ნა­ზე რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ხომ არ გა­დაგ­ხდე­ნი­ათ თავს?

- მახ­სოვს, პა­რი­ზის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლში დე­დო­ფალ ელი­ზა­ბეტ ვა­ლუ­ას პარტიას ვმღე­რო­დი, სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით პარ­ტნი­ორს სცე­ნა­ზე წე­რი­ლი უნ­და გად­მო­ე­ცა ჩემ­თვის. გად­მომ­ცა კი­დეც, გავ­შა­ლე წე­რი­ლი და რას ვხე­დავ? - ფურ­ცელ­ზე შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ფო­ტო არ არის გა­მო­სა­ხუ­ლი?! რომ და­ვი­ნა­ხე, შევ­ცბი. სიტყ­ვე­ბიც და­მა­ვიწყ­და, მთე­ლი ორ­კეს­ტრი მე მი­ყუ­რებ­და, სად გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი, თან ფურ­ცელს ვმა­ლავ­დი, ვინმეს რომ არ და­ე­ნა­ხა. თურ­მე კო­ლე­გამ გა­დაწყ­ვი­ტა გა­ხუმ­რე­ბა: ჟურ­ნა­ლი­დან ამო­უჭ­რია შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ფო­ტო და ჩე­მი რე­აქ­ცია აინ­ტე­რე­სებ­და. იმ­წამს კი გავ­ბრაზ­დი, მაგ­რამ ახ­ლა ამ ამ­ბავ­ზე მე­ცი­ნე­ბა.

- სა­ა­ხალ­წლოდ რო­გორ ემ­ზა­დე­ბით?

- რო­გორც წე­სი, ყო­ველ ახალ წელს გას­ტროლ­ზე ვარ და რო­მე­ლი­ღაც ქა­ლაქ­ში ვმღე­რი. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო არა­სო­დეს მრჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­ცა ჩავ­დი­ვარ, ახალ წელს გემ­რი­ელ კერ­ძებს მახ­ვედ­რე­ბენ ხოლ­მე. მე სა­ლა­თებს ვამ­ზა­დებ და მე­გობ­რებს ვუ­მას­პინ­ძლდე­ბი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ახა­ლი წე­ლი, ყო­ველ­თვის ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით ვხვდე­ბი.

- ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს თუ ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, სიდ­ნე­ის ოპე­რის თე­ატ­რში თქვენ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სპექ­ტაკ­ლის ჩა­ნა­წე­რი იხი­ლოს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ით უჩ­ვე­ნე­ბენ ხოლ­მე ჩემს სპექ­ტაკ­ლებს. ასე რომ, ამ სპექ­ტაკ­ლის ჩა­ნა­წერ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ცემ, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც ნა­ხავს.

ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ახალ წელს მი­ვუ­ლოცავ. იხა­რეთ, იმ­რავ­ლეთ, იბედ­ნი­ე­რეთ! მიყ­ვარ­ხართ ძა­ლი­ან, თქვე­ნი თა­მარ ივე­რი!

თათული ბართაია

სპეციალურად "ყველა

სიახლისათვის" სიდნეიდან

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება