სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სევდანარევღიმილიანი "არასერიოზული კაცი"
სევდანარევღიმილიანი "არასერიოზული კაცი"

მსა­ხი­ობ­მა გია ფე­რა­ძემ ქარ­თულ თე­ატრსა თუ კი­ნო­ში შექ­მნი­ლი არა­ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი, თვითმყო­ფა­დი სა­ხით და­ა­მახ­სოვ­რა თავი მა­ყუ­რე­ბელს. მის იუ­მორ­ზე კი დღემ­დე ლე­გენ­დებს ჰყვე­ბი­ან; გია ფე­რა­ძე ცდი­ლობ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი მო­სა­წყე­ნი ერ­თფე­როვ­ნე­ბის­გან, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი რუ­ტი­ნის­გან ეხ­სნა, ზოგი უგებ­და, ზოგი - ვერა. მი­ზეზ­თა გამო, ის ამ­ქვეყ­ნი­დან უდ­რო­ოდ წა­ვი­და და თა­ვი­სი სევ­და­ნა­რე­ვი ღი­მი­ლი დაგ­ვი­ტო­ვა: "სულ კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ, ბა­ტო­ნე­ბო!". გია ფე­რა­ძე­ზე მისი ძმა, ილი­კო ფე­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტა გია ფე­რა­ძემ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა?

- ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ. ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, დე­დას - თინა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის მა­მის ძმა იყო, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი კი ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვი გახ­ლდათ, ბავ­შვო­ბის ნა­ხე­ვა­რი რუს­თა­ვე­ლი­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რებ­ში გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი; გია ძალ­ზე ცელ­ქი, მო­უს­ვე­ნა­რი, მაგ­რამ ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი იყო, ლექსს ერთი წა­კი­თხვით იზე­პი­რებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას, მერ­ვე კლას­ში იყო, როცა რე­ჟი­სორ­მა ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო ფილმ "პაპა გი­გი­ა­ში". 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და გა­და­ღე­ბა­ზე, არა­და, ეკ­რან­ზე თვა­ლი ძლივს მოვ­კა­რით. იქ მო­ას­წრო არ­ტის­ტო­ბის ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბა. გიას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია იმა­ნაც, რომ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი არ­ტის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბის, იუ­მო­რის ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. მამა ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი იყო, თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, რომ ის არის ტექ­სტის ავ­ტო­რი ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რი­სა "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა". ეს ლექ­სი ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნის თხოვ­ნით და­წე­რა, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა შე­ას­რუ­ლა კი­დე­ვაც ეს სიმ­ღე­რა. მა­მას, ასე ვთქვათ, ჩუმი იუ­მო­რი ჰქონ­და - კომ­პო­ზი­ტორ ჯანო კა­ხი­ძის (რო­მე­ლიც თეთ­რი, თით­ქმის ალ­ბი­ნო­სი და­ი­ბა­და) მშობ­ლებს, თა­ვის ახლო მე­გობ­რებს, ძე­ო­ბა­ზე მუქი ფე­რის ზე­წა­რი მი­უ­ტა­ნა სა­ჩუქ­რად: ბავ­შვი ლო­გინ­ში არ და­გე­კარ­გოთ და და­ფერ­თხვი­სას ზე­წარს არ გა­და­ა­ყო­ლო­თო. დე­დაც ენა­მოს­წრე­ბუ­ლი ქალი იყო.

- 1974 წლი­დან გია ფე­რა­ძე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მი­იწ­ვი­ეს, ახა­ლი გა­რე­მო­თი კმა­ყო­ფი­ლი იყო?

- გია იუ­მო­რით, პლას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცეკ­ვავ­და. ფილმ "ჩა­ლის ქუდ­ში" ან­დრეი მი­რო­ნოვ­თან და ლუდ­მი­ლა გურ­ჩენ­კოს­თან ერ­თად ცეკ­ვავს. ფეხ­ბურთს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­ვით თა­მა­შობ­და - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის წევ­რი იყო. მისი მე­გო­ბა­რი დათო ყი­ფი­ა­ნი ეუბ­ნე­ბო­და: მოდი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში", ჩემ­ზე მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლი დად­გე­ბიო, რა­ზეც გია პა­სუ­ხობ­და, სად მაქვს ამ­დე­ნი ვარ­ჯი­შის თა­ვიო.. გიას თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი იყ­ვნენ ას­მათ ტყაბ­ლა­ძე, ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი, ამი­რან ბუ­ა­ძე, რომ­ლე­ბიც გა­წა­მე­ბუ­ლი ჰყავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ამი­რან ბუ­ა­ძე. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დიდ სცე­ნა­ზე გიამ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი როლი "კავ­კა­სი­ურ ცარ­ცის წრე­ში" შე­ას­რუ­ლა და ამ ბრწყინ­ვა­ლე სპექ­ტაკ­ლის ერთ-ერთ სა­ხედ იქცა. თე­ატ­რის გას­ტრო­ლებ­ზე მარ­თლაც შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კი­სა და სქე­სის ადა­მი­ა­ნებ­თან სა­ერ­თო ენას ად­ვი­ლად პო­უ­ლობ­და. და­სის სული და გული იყო. მას­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბი გიჟ­დე­ბოდ­ნენ. სცე­ნა­ზე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რო­ბერტ სტუ­რუა იყო პირ­ვე­ლი ფი­გუ­რა, სპექ­ტაკ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი - გია ფე­რა­ძე, ყვე­ლა მას ეძებ­და და ეკი­თხე­ბო­და: ახლა სად მივ­დი­ვარ­თო?

- ცნო­ბი­ლია, რომ გია რამ­დენ­ჯერ­მე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი...

- გიას ოთხი ცოლი და თი­თო­ე­ულ­თან თითო შვი­ლი ჰყავ­და: სოფო, ბი­ძი­ნა, მა­რი­კა - აქ, თბი­ლის­ში და გია - რუ­სეთ­ში. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის გას­ტრო­ლებ­ზე ქა­ლაქ კრას­ნო­ი­არ­სკში მას რო­მა­ნი ჰქონ­და ერთ-ერთ რუს ქალ­ბა­ტონ­თან და გი­კაც იქ გაჩ­ნდა. მას შემ­დეგ, რაც გიას უბე­დუ­რე­ბა შე­ემ­თხვა და ახალ­გაზ­რდა ცოლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, უცა­ბე­დი გას­რო­ლით, შემ­თხვე­ვით შე­მო­აკ­ვდა, სა­მა­გა­ლი­თოდ და­სა­ჯეს. მან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცი­ხე­ე­ბი მო­ი­ა­რა; უწყი­ნა­რი კაცი იყო, მისი ბო­რო­ტე­ბა, ჩხუ­ბი არა­ვის ახ­სოვს, არც არა­ვის შე­პარ­ვია ეჭვი, რომ ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო. არა­და, როცა ცი­ხე­ში მყო­ფი გია თით­ქმის ყვე­ლამ მი­ა­ტო­ვა, ის კრას­ნო­ი­არ­სკე­ლი ქალი - ირი­ნა კუ­ზუ­ბო­ვა - გა­მოჩ­ნდა, მათი სა­ერ­თო შვი­ლის - გიას სუ­რა­თიც გა­მოგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავს მა­მა­მისს. მან გიას პა­ტიმ­რო­ბი­სას, ია­კუტსკში ორ­ჯერ ჩა­ა­კი­თხა, ბავ­შვიც ჩა­იყ­ვა­ნა, ხელი ცი­ხე­ში მო­ა­წე­რეს და გვა­რიც ფე­რა­ძე მი­ი­ღო. გიას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ათი-თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან და დიდი ხნის ძებ­ნის შემ­დეგ, ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ვი­პო­ვე ჩემი ძმის­შვი­ლი გია და მისი დედა - ირი­ნა ფე­რა­ძე. უმ­ცრო­სი გია ფე­რა­ძე მა­მის კვალს გაჰ­ყვა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტის­ტია, ამ­ჟა­მად ქა­ლაქ სა­მა­რის აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, გა­სულ წელს სა­მა­რის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბად აღი­ა­რეს. თბი­ლის­შიც იყო ჩა­მო­სუ­ლი, მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო მო­ვუ­წყვეთ. სუფ­რას­თან რომ დავ­სხე­დით, კო­ნი­ა­კის ბოთლს სა­ცო­ბი პი­რით ამო­აძ­რო, გი­ა­სა­ვით... გავ­გიჟ­დი, - ეს ვი­ღამ გას­წავ­ლა-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა: ალ­ბათ, გე­ნებ­მაო! ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით სა­ოც­რად ჰგავს მა­მას, რო­მელ­თან ერ­თა­დაც არა­სო­დეს უცხოვ­რია. რაც მთა­ვა­რია, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და-ძმას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­რი­კას­თან (ირი­ნა მი­ქა­ტა­ძის ქა­ლიშ­ვილ­თან), "სკა­ი­პით" ყო­ველ­დღე სა­უბ­რო­ბენ. სა­ბო­ლო­ოდ, გია სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებს ჩა­მოს­ვლას: ჩემი სამ­შობ­ლო აქ არი­სო, ქარ­თულ­საც სწავ­ლობს ინ­ტერ­ნე­ტით.

- გია ფე­რა­ძეს ხში­რად იწ­ვევ­დნენ სხვა­დას­ხვა კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში: "ლენ­ფილმში", "მოს­ფილმში"... არა­ერთ სა­ხელ­გან­თქმულ მსა­ხი­ობ­თან მე­გობ­რობ­და..

- ახ­ლობ­ლობ­და ან­დრეი მი­რო­ნოვ­თან, ალექ­სან­დრე აბ­დუ­ლოვ­თან, შირვ­ინ­დტ­თან, კა­რა­ჩენ­ცოვ­თან, მოს­კო­ვის ქუ­ჩებ­ში მი­რო­ნო­ვის "მერ­სე­დე­სით" და­დი­ო­და, თუმ­ცა, უცე­რე­მო­ნიო კაცი არ ყო­ფი­ლა; მათ­თან ში­ნა­უ­რუ­ლად გრძნობ­და თავს. აბ­დუ­ლო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი მო­ნათ­ლა. მა­შინ, როცა გიას ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­უ­ჭირ­და, რუს­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­დეს, - ვლა­დი­მირ­ში ჯერ მი­რო­ნო­ვი წამ­ყვა, შემ­დეგ - აბ­დუ­ლო­ვი. აბ­დუ­ლო­ვი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეს­თა­ნაც შემყვა - იმ­ხა­ნად პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში იყო. ერთხელ მოს­კოვ­ში რეს­ტო­რან­ში დამ­პა­ტი­ჟა და ფუ­ლის გა­და­სახ­დე­ლად რომ "გა­ვი­ქა­ჩე", გა­გი­ჟე­ბულ­მა მი­თხრა: ამას რო­გორ მკად­რებ! მე უზ­ბე­კეთ­ში, ფერ­ღა­ნა­ში და­ვი­ბა­დე, ქა­ლა­ქე­ლი კაცი ვარო.

- გია ფე­რა­ძის ექ­სცენ­ტრი­კულ საქ­ცი­ელ­ზე ლე­გენ­დებს ჰყვე­ბი­ან, მარ­თლა დახ­ვდა პო­ლი­ტი­კურ მი­მომ­ხილ­ველ აბონ ცი­ცი­აშ­ვილს ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან რე­ი­გა­ნის ნიღ­ბით?

- ეს გიას ერ­თა­დერ­თი ოხუნ­ჯო­ბაა, რო­მე­ლიც უფრო ხალ­ხის ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია. თუმ­ცა, ყვე­ლა სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნე­დან ჩა­მოჰ­ქონ­და სა­ი­დუმ­ლო პარ­კი. იქ ეწყო ბე­ლა­დე­ბის ნიღ­ბე­ბი, პლასტმა­სის ტა­რაკ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც წვე­უ­ლე­ბებ­ზე მე­გობ­რებს სას­მელ­ში უყ­რი­და, იყო ერთი წი­ვილ-კი­ვი­ლი; ჰქონ­და ფი­დელ კას­ტროს ნი­ღა­ბი. ერთხელ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ნი­ღა­ბიც ჩა­მო­ი­ტა­ნა. როცა მსა­ხი­ო­ბი ამი­რან ბუ­ა­ძე მე­გობ­რის სა­ნა­ხა­ვად მე­ო­რე დღეს­ვე მო­ვარ­და, გიამ "გლა­ზოკ­ში" გა­ი­ხე­და, ჩა­იც­ვა ბე­ბი­ა­ჩე­მის ხა­ლა­თი, ხელ­ში ჯოხი და­ი­კა­ვა, ნი­ღა­ბი ჩა­მო­იც­ვა და კარი გა­ა­ღო. ამის და­ნახ­ვა­ზე, ამი­რანს ფერი ეც­ვა­ლა, ვა­ი­მეო, - იყ­ვი­რა და შვი­დი სარ­თუ­ლი "ფე­რა­ძე ხარ, ფე­რა­ძეს" ყვი­რი­ლით ჩა­ირ­ბი­ნა. გიამ ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის, თა­მაზ ან­დღუ­ლა­ძის ბა­ბუ­ის პა­ნაშ­ვიდ­ზე ჩვე­უ­ლი "ნო­მე­რი" ჩა­ა­ტა­რა. ან­დღუ­ლა­ძე­ე­ბი იყ­ვნენ კა­რის მე­ზობ­ლე­ბი ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის, ვახ­ტანგ ხუ­ცი­ძი­სა ("წო­პეს"), რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლა­ხან გარ­და­იც­ვა­ლა. გია, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში იდგა, როცა ერევ­ნი­დან სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ჩა­მო­სულ­მა სამ­მა გრძელ­ცხვი­რა ქალ­ბა­ტონ­მა პრო­ფე­სო­რი იკი­თხა, გიამ მათ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით პა­ნაშ­ვი­დის რი­გის­კენ მი­უ­თი­თა. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა მოხ­დე­ბო­და ხუთი წუ­თის შემ­დეგ! გიას უამ­რა­ვი ნაც­ნობ-მე­გო­ბა­რი ჰყავ­და. "ზე­მე­ლი­დან", კი­ნოს სახ­ლი­დან, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რამ­დე მის­ვლას საათ-ნა­ხე­ვარს ვუნ­დე­ბო­დით: ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე აჩე­რებ­დნენ, გია რო­გორ ხარ, აბა, ის ანეკ­დო­ტი მოგ­ვი­ყე­ვი, აბა, ეს გვი­თხა­რიო. ვბრაზ­დე­ბო­დი: შენს გვერ­დით აღარ გა­ვივ­ლი-მეთ­ქი. მე სე­რი­ო­ზულ კაცს მე­ძახ­და. ერთ-ერთ ფილ­მს, რო­მელ­შიც გია მე­რაბ თა­ვა­ძეს­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და, კი­ევ­ში იღებ­დნენ. გიას მე­რაბ­ზე სამი დღით ადრე მო­უ­წია ჩას­ვლამ. ამ სამ დღე­ში გიამ მო­ა­ხერ­ხა და დო­ვჟენ­კოს კი­ნოს­ტუ­დი­ის მსა­ხი­ო­ბი ქა­ლე­ბი ორი ავ­ტო­ბუ­სით აე­რო­პორ­ტში წას­ვლა­ზე და­ი­თან­ხმა, მი­სა­სალ­მე­ბე­ლი პლა­კა­ტე­ბით ხელ­ში: "უკ­რა­ი­ნა მი­ე­სალ­მე­ბა სა­ხე­ლო­ვან მსა­ხი­ობს"... და მე­რაბ თა­ვა­ძეს და­ახ­ვედ­რა, მე­რა­ბი ჯერ გა­ოც­და, თუმ­ცა, რო­გორც კი გია და­ი­ნა­ხა, ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდა.

- თქვით, თა­ვის გარ­შე­მო სულ დღე­სას­წა­უ­ლის მო­წყო­ბას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, მისი ღი­მი­ლი სევ­და­ნა­რე­ვი იყოო, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ჩანს მის მიერ ბრწყინ­ვა­ლედ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ ნი­კოს როლ­ში ფილმ "არა­სე­რი­ო­ზულ კაც­ში".

- ფილ­მის რე­ჟი­სო­რი დიმა ბა­თი­აშ­ვი­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი იყო, ეს ფილ­მი დიმა ბა­თი­აშ­ვი­ლი­სა და სცე­ნა­რისტ ერ­ლომ ახვლე­დი­ა­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ნა­ყო­ფია, სცე­ნა­რი სა­გან­გე­ბოდ გი­ას­თვის და­ი­წე­რა. დიმა ამ­ბობ­და, ორ დუბ­ლზე მეტი არ დამ­ჭირ­ვე­ბია, გია ყო­ველ­თვის ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებს რე­ჟი­სო­რის მი­თი­თე­ბებ­სო. ამ ფილმში დიმა ბა­თი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი თა­მა­შო­ბენ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ათია და­თუ­ნაშ­ვი­ლი, ნი­კოს მა­მის როლ­ში... ამა­ვე ფილმში დე­და­ჩე­მიც თა­მა­შობს, რო­მელ­საც გია კა­ტას მიჰ­ყი­დის. ვფიქ­რობ, ეს ფილ­მი მე-20 სა­უ­კუ­ნის ქა­ლა­ქუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ან­თო­ლო­გი­აა. ფილმში ბევ­რი იმპრო­ვი­ზა­ცი­აა, ხოლო მისი სა­ვი­ზი­ტო ფრა­ზა - "სულ კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ, ბა­ტო­ნე­ბო!" თვი­თონ დიმა ბა­თი­აშ­ვი­ლის ჟეს­ტი იყო. გიას სურ­და, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა გა­ე­ლა­მა­ზე­ბი­ნა, თა­ვის სატ­კი­ვარ­ზე სა­უ­ბარს კი გა­ურ­ბო­და. პა­ტიმ­რო­ბი­დან ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ დიმა ჯა­ი­ან­მა ძა­ლით მი­იყ­ვა­ნა სო­ხუ­მის თე­ატ­რში, სპექ­ტაკლში - "ფსკერ­ზე" ითა­მა­შა კი­დეც, მაგ­რამ რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და, ის "არა­სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ცი­დან, ცხოვ­რე­ბამ გა­მო­უ­სა­დე­გარ კა­ცად გა­და­აქ­ცია"... ერთ-ერთ თა­ვის ლექსში ამ­ბობს:

"სულ სი­ცო­ცხლე მინ­დო­და, სი­ცი­ლი

და ხუმ­რო­ბა,

ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, მუ­დამ თქვენ­თან

მყო­ფე­ლი...

მორ­ჩა ლექ­სი! თვი­თო­ნაც

სან­თე­ლი­ვით მივ­ქრე­ბი...

სული თით­ქოს დაჭ­რი­ლი,

მო­ფარ­ფა­ტე გე­დია...

ისევ შენ­სკენ მიხ­მო­ბენ ეს სნე­უ­ლი

ფიქ­რე­ბი,

კო­მე­დია დას­რულ­და?... დას­რულ­და

ტრა­გე­დია!

ესა­უბ­რა ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სევდანარევღიმილიანი "არასერიოზული კაცი"

სევდანარევღიმილიანი "არასერიოზული კაცი"

მსახიობმა გია ფერაძემ ქართულ თეატრსა თუ კინოში შექმნილი არაერთი გამორჩეული, თვითმყოფადი სახით დაამახსოვრა თავი მაყურებელს. მის იუმორზე კი დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან; გია ფერაძე ცდილობდა, ადამიანები მოსაწყენი ერთფეროვნებისგან, ცხოვრებისეული რუტინისგან ეხსნა, ზოგი უგებდა, ზოგი - ვერა. მიზეზთა გამო, ის ამქვეყნიდან უდროოდ წავიდა და თავისი სევდანარევი ღიმილი დაგვიტოვა: "სულ კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონებო!". გია ფერაძეზე მისი ძმა, ილიკო ფერაძე გვესაუბრება:

- რატომ გადაწყვიტა გია ფერაძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაებარებინა?

- ჩვენი მშობლები პედაგოგები იყვნენ. ცნობილი მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი, დედას - თინა ჟორჟოლიანის მამის ძმა იყო, სესილია თაყაიშვილი კი ჩვენი ნათესავი გახლდათ, ბავშვობის ნახევარი რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში გვაქვს გატარებული; გია ძალზე ცელქი, მოუსვენარი, მაგრამ ნიჭიერი ბავშვი იყო, ლექსს ერთი წაკითხვით იზეპირებდა. რაც შეეხება პროფესიის არჩევას, მერვე კლასში იყო, როცა რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა გადაიღო ფილმ "პაპა გიგიაში". 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა გადაღებაზე, არადა, ეკრანზე თვალი ძლივს მოვკარით. იქ მოასწრო არტისტობის ვირუსით დაავადება. გიას გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმანაც, რომ ჩვენი მშობლები არტისტული ბუნების, იუმორის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები იყვნენ. მამა ინგლისური ენის პედაგოგი იყო, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის არის ტექსტის ავტორი ძალზე პოპულარული სიმღერისა "ყვავილების ქვეყანა". ეს ლექსი ჯანო ბაგრატიონის თხოვნით დაწერა, რომელმაც პირველმა შეასრულა კიდევაც ეს სიმღერა. მამას, ასე ვთქვათ, ჩუმი იუმორი ჰქონდა - კომპოზიტორ ჯანო კახიძის (რომელიც თეთრი, თითქმის ალბინოსი დაიბადა) მშობლებს, თავის ახლო მეგობრებს, ძეობაზე მუქი ფერის ზეწარი მიუტანა საჩუქრად: ბავშვი ლოგინში არ დაგეკარგოთ და დაფერთხვისას ზეწარს არ გადააყოლოთო. დედაც ენამოსწრებული ქალი იყო.

- 1974 წლიდან გია ფერაძე რუსთაველის თეატრში მიიწვიეს, ახალი გარემოთი კმაყოფილი იყო?

- გია იუმორით, პლასტიკით გამოირჩეოდა, შესანიშნავად ცეკვავდა. ფილმ "ჩალის ქუდში" ანდრეი მირონოვთან და ლუდმილა გურჩენკოსთან ერთად ცეკვავს. ფეხბურთს პროფესიონალივით თამაშობდა - რუსთაველის თეატრის საფეხბურთო გუნდის წევრი იყო. მისი მეგობარი დათო ყიფიანი ეუბნებოდა: მოდი თბილისის "დინამოში", ჩემზე მაგარი ფეხბურთელი დადგებიო, რაზეც გია პასუხობდა, სად მაქვს ამდენი ვარჯიშის თავიო.. გიას თანაკურსელები იყვნენ ასმათ ტყაბლაძე, ნანული სარაჯიშვილი, ამირან ბუაძე, რომლებიც გაწამებული ჰყავდა, განსაკუთრებით, ამირან ბუაძე. რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გიამ ყველაზე წარმატებული როლი "კავკასიურ ცარცის წრეში" შეასრულა და ამ ბრწყინვალე სპექტაკლის ერთ-ერთ სახედ იქცა. თეატრის გასტროლებზე მართლაც შეუდარებელი იყო, ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობდა. დასის სული და გული იყო. მასზე განსაკუთრებით ბავშვები გიჟდებოდნენ. სცენაზე, რასაკვირველია, რობერტ სტურუა იყო პირველი ფიგურა, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ კი - გია ფერაძე, ყველა მას ეძებდა და ეკითხებოდა: ახლა სად მივდივართო?

- ცნობილია, რომ გია რამდენჯერმე იყო დაქორწინებული...

- გიას ოთხი ცოლი და თითოეულთან თითო შვილი ჰყავდა: სოფო, ბიძინა, მარიკა - აქ, თბილისში და გია - რუსეთში. რუსთაველის თეატრის გასტროლებზე ქალაქ კრასნოიარსკში მას რომანი ჰქონდა ერთ-ერთ რუს ქალბატონთან და გიკაც იქ გაჩნდა. მას შემდეგ, რაც გიას უბედურება შეემთხვა და ახალგაზრდა ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა, უცაბედი გასროლით, შემთხვევით შემოაკვდა, სამაგალითოდ დასაჯეს. მან, შეიძლება ითქვას, მთელი საბჭოთა კავშირის ციხეები მოიარა; უწყინარი კაცი იყო, მისი ბოროტება, ჩხუბი არავის ახსოვს, არც არავის შეპარვია ეჭვი, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. არადა, როცა ციხეში მყოფი გია თითქმის ყველამ მიატოვა, ის კრასნოიარსკელი ქალი - ირინა კუზუბოვა - გამოჩნდა, მათი საერთო შვილის - გიას სურათიც გამოგზავნა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამამისს. მან გიას პატიმრობისას, იაკუტსკში ორჯერ ჩააკითხა, ბავშვიც ჩაიყვანა, ხელი ციხეში მოაწერეს და გვარიც ფერაძე მიიღო. გიას გარდაცვალების შემდეგ, ათი-თორმეტი წლის განმავლობაში აღარ გამოჩენილან და დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ინტერნეტის მეშვეობით ვიპოვე ჩემი ძმისშვილი გია და მისი დედა - ირინა ფერაძე. უმცროსი გია ფერაძე მამის კვალს გაჰყვა და წარმატებული არტისტია, ამჟამად ქალაქ სამარის აკადემიური თეატრის მსახიობია, გასულ წელს სამარის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად აღიარეს. თბილისშიც იყო ჩამოსული, მე და ჩემმა მეგობრებმა სამეფო უბნის თეატრში დაუვიწყარი საღამო მოვუწყვეთ. სუფრასთან რომ დავსხედით, კონიაკის ბოთლს საცობი პირით ამოაძრო, გიასავით... გავგიჟდი, - ეს ვიღამ გასწავლა-მეთქი. მიპასუხა: ალბათ, გენებმაო! ჟესტიკულაციით საოცრად ჰგავს მამას, რომელთან ერთადაც არასოდეს უცხოვრია. რაც მთავარია, კარგი ურთიერთობა აქვს და-ძმასთან, განსაკუთრებით, მარიკასთან (ირინა მიქატაძის ქალიშვილთან), "სკაიპით" ყოველდღე საუბრობენ. საბოლოოდ, გია საქართველოში აპირებს ჩამოსვლას: ჩემი სამშობლო აქ არისო, ქართულსაც სწავლობს ინტერნეტით.

- გია ფერაძეს ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა კინოსტუდიაში: "ლენფილმში", "მოსფილმში"... არაერთ სახელგანთქმულ მსახიობთან მეგობრობდა..

- ახლობლობდა ანდრეი მირონოვთან, ალექსანდრე აბდულოვთან, შირვ­ინდტთან, კარაჩენცოვთან, მოსკოვის ქუ­ჩებში მირონოვის "მერსედესით" დადიოდა, თუმცა, უცერემონიო კაცი არ ყოფილა; მათთან შინაურულად გრძნობდა თავს. აბდულოვის ქალიშვილი მონათლა. მაშინ, როცა გიას ყველაზე მეტად გაუჭირდა, რუსმა მსახიობებმა დახმარების ხელი გაუწოდეს, - ვლადიმირში ჯერ მირონოვი წამყვა, შემდეგ - აბდულოვი. აბდულოვი საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის მოადგილესთანაც შემყვა - იმხანად პოპულარობის ზენიტში იყო. ერთხელ მოსკოვში რესტორანში დამპატიჟა და ფულის გადასახდელად რომ "გავიქაჩე", გაგიჟებულმა მითხრა: ამას როგორ მკადრებ! მე უზბეკეთში, ფერღანაში დავიბადე, ქალაქელი კაცი ვარო.

- გია ფერაძის ექსცენტრიკულ საქციელზე ლეგენდებს ჰყვებიან, მართლა დახვდა პოლიტიკურ მიმომხილველ აბონ ციციაშვილს ტელევიზიასთან რეიგანის ნიღბით?

- ეს გიას ერთადერთი ოხუნჯობაა, რომელიც უფრო ხალხის ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა, ყველა საგასტროლო ტურნედან ჩამოჰქონდა საიდუმლო პარკი. იქ ეწყო ბელადების ნიღბები, პლასტმასის ტარაკნები, რომლებსაც წვეულებებზე მეგობრებს სასმელში უყრიდა, იყო ერთი წივილ-კივილი; ჰქონდა ფიდელ კასტროს ნიღაბი. ერთხელ, მიცვალებული ქალის ნიღაბიც ჩამოიტანა. როცა მსახიობი ამირან ბუაძე მეგობრის სანახავად მეორე დღესვე მოვარდა, გიამ "გლაზოკში" გაიხედა, ჩაიცვა ბებიაჩემის ხალათი, ხელში ჯოხი დაიკავა, ნიღაბი ჩამოიცვა და კარი გააღო. ამის დანახვაზე, ამირანს ფერი ეცვალა, ვაიმეო, - იყვირა და შვიდი სართული "ფერაძე ხარ, ფერაძეს" ყვირილით ჩაირბინა. გიამ ბავშვობის მეგობრის, თამაზ ანდღულაძის ბაბუის პანაშვიდზე ჩვეული "ნომერი" ჩაატარა. ანდღულაძეები იყვნენ კარის მეზობლები ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ვახტანგ ხუციძისა ("წოპეს"), რომელიც, სამწუხაროდ, ახლახან გარდაიცვალა. გია, მეგობრებთან ერთად ქუჩაში იდგა, როცა ერევნიდან საოპერაციოდ ჩამოსულმა სამმა გრძელცხვირა ქალბატონმა პროფესორი იკითხა, გიამ მათ სერიოზული სახით პანაშვიდის რიგისკენ მიუთითა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ხუთი წუთის შემდეგ! გიას უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა. "ზემელიდან", კინოს სახლიდან, რუსთაველის თეატრამდე მისვლას საათ-ნახევარს ვუნდებოდით: ყოველ ნაბიჯზე აჩერებდნენ, გია როგორ ხარ, აბა, ის ანეკდოტი მოგვიყევი, აბა, ეს გვითხარიო. ვბრაზდებოდი: შენს გვერდით აღარ გავივლი-მეთქი. მე სერიოზულ კაცს მეძახდა. ერთ-ერთ ფილმს, რომელშიც გია მერაბ თავაძესთან ერთად მონაწილეობდა, კიევში იღებდნენ. გიას მერაბზე სამი დღით ადრე მოუწია ჩასვლამ. ამ სამ დღეში გიამ მოახერხა და დოვჟენკოს კინოსტუდიის მსახიობი ქალები ორი ავტობუსით აეროპორტში წასვლაზე დაითანხმა, მისასალმებელი პლაკატებით ხელში: "უკრაინა მიესალმება სახელოვან მსახიობს"... და მერაბ თავაძეს დაახვედრა, მერაბი ჯერ გაოცდა, თუმცა, როგორც კი გია დაინახა, ყველაფერს მიხვდა.

- თქვით, თავის გარშემო სულ დღესასწაულის მოწყობას ცდილობდა, მაგრამ, ამასთანავე, მისი ღიმილი სევდანარევი იყოო, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს მის მიერ ბრწყინვალედ განსახიერებულ ნიკოს როლში ფილმ "არასერიოზულ კაცში".

- ფილმის რეჟისორი დიმა ბათიაშვილი ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო, ეს ფილმი დიმა ბათიაშვილისა და სცენარისტ ერლომ ახვლედიანის თანამშრომლობის ნაყოფია, სცენარი საგანგებოდ გიასთვის დაიწერა. დიმა ამბობდა, ორ დუბლზე მეტი არ დამჭირვებია, გია ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებს რეჟისორის მითითებებსო. ამ ფილმში დიმა ბათიაშვილის მეგობრები თამაშობენ, არაპროფესიონალი მსახიობები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ათია დათუნაშვილი, ნიკოს მამის როლში... ამავე ფილმში დედაჩემიც თამაშობს, რომელსაც გია კატას მიჰყიდის. ვფიქრობ, ეს ფილმი მე-20 საუკუნის ქალაქური ურთიერთობების ანთოლოგიაა. ფილმში ბევრი იმპროვიზაციაა, ხოლო მისი სავიზიტო ფრაზა - "სულ კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონებო!" თვითონ დიმა ბათიაშვილის ჟესტი იყო. გიას სურდა, ადამიანებისთვის ცხოვრება გაელამაზებინა, თავის სატკივარზე საუბარს კი გაურბოდა. პატიმრობიდან ამნისტიით გათავისუფლების შემდეგ დიმა ჯაიანმა ძალით მიიყვანა სოხუმის თეატრში, სპექტაკლში - "ფსკერზე" ითამაშა კიდეც, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა, ის "არასერიოზული კაციდან, ცხოვრებამ გამოუსადეგარ კაცად გადააქცია"... ერთ-ერთ თავის ლექსში ამბობს:

"სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი

და ხუმრობა,

ბედნიერი ვიყავი, მუდამ თქვენთან

მყოფელი...

მორჩა ლექსი! თვითონაც

სანთელივით მივქრები...

სული თითქოს დაჭრილი,

მოფარფატე გედია...

ისევ შენსკენ მიხმობენ ეს სნეული

ფიქრები,

კომედია დასრულდა?... დასრულდა

ტრაგედია!

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"