მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი პატივისცემა უნდა დაიმსახუროს პირველ რიგში ბერას რჩეულმა
ვისი პატივისცემა უნდა დაიმსახუროს პირველ რიგში ბერას რჩეულმა

ბერა ივა­ნიშ­ვილს სტუ­დი­ა­ში წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ვეს­ტუმ­რეთ. ინ­ტერ­ვი­უ­ზე საკ­მა­ოდ უშუ­ა­ლო გა­მოდ­გა. სა­უ­ბა­რი ახა­ლი ალ­ბო­მით და­ვი­წყეთ, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "გპირ­დე­ბი" და მსმე­ნელს უკვე შე­უძ­ლია, "და­ა­გე­მოვ­ნოს" ის 16 სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ალ­ბომ­ში დიდი სჯა-ბა­ა­სის შე­დე­გად მოხ­ვდა.

- სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ ალ­ბო­მით, რო­მე­ლიც 26 დე­კემ­ბერს გა­მო­ვი­და.

- ალ­ბომ­ში 18 სიმ­ღე­რა შე­ვი­და, რო­მელ­თა­გან 10 სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, 8 კი ექ­სკლუ­ზი­უ­რად ალ­ბომ­ში შე­გიძ­ლი­ათ მო­ის­მი­ნოთ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო ამორ­ჩე­ვა, რად­გან ბევ­რი სიმ­ღე­რა და­მიგ­როვ­და და ზო­გი­ერ­თი და­მე­ნა­ნა კი­დეც. ალ­ბომს უნდა ჰქო­ნო­და დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ტექ­სტობ­რი­ვი და მუ­სი­კა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

- რა­ტომ არ ახ­ლდა ალ­ბო­მის გა­მო­ცე­მას გრან­დი­ო­ზუ­ლი შოუ?

- უცხო­ეთ­ში ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცია იცით, რო­გორც ხდე­ბა. ამას დიდ კონ­ცერტს არ უძღვნი­ან და შე­და­რე­ბით მცი­რე მას­შტა­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა, VIP სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­ტი­ჟე­ბენ, ჩემ­თვის კი თი­თო­ე­უ­ლი მსმე­ნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და არ გან­ვას­ხვა­ვებ ერ­თმა­ნე­თის­გან, არა­ვი­სი გა­ნა­წყე­ნე­ბა არ მინ­დო­და, გარ­და ამი­სა, "ჯერ გა­დახ­ტი და ჰოპ­ლა მერე და­ი­ძა­ხეო", ნათ­ქვა­მია. ალ­ბო­მის გარ­შე­მო ხე­ლოვ­ნუ­რი აჟი­ო­ტა­ჟის გა­მოწ­ვე­ვა არ მსურ­და.

- მოგ­ვის­მე­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი შენს სიმ­ღე­რებ­ზე, მაგ­რამ არა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით. ვისი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებს ამ კუ­თხით?

- ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მამა ყო­ველ­თვის მა­რი­გებ­და, რომ წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი გა­სა­ღე­ბი სწო­რი გუნ­დია, გარ­შე­მო ის ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა გყავ­დეს, რომ­ლე­ბიც ობი­ექ­ტუ­რად გა­გაკ­რი­ტი­კე­ბენ. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლას აზრი გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, მაგ­რამ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უნდა მო­ის­მი­ნო, რას გე­უბ­ნე­ბი­ან. ალ­ბომ­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სიმ­ღე­რი­დან 18 შე­ვარ­ჩიე და ამას წინ უძღო­და რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა წვრილ­მა­ნი, ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ. ვე­ცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი შეგ­ვექ­მნა. ამ სფე­რო­ში კრი­ტი­კა ბუ­ნებ­რი­ვია და ეს პრობ­ლე­მას არ მიქ­მნის, თუკი ბოღ­მა­ში არ გა­და­დის. ეს კი თა­ვად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­სუს­ტეა, რომ­ლე­ბიც ბოღ­მის გამო გაკ­რი­ტი­კე­ბენ. მათ არ ვიც­ნობ, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ნე­გა­ტი­ურ კო­მენ­ტა­რებს, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რა­ღაც ზღვა­რი არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ნა­ირ მუ­სი­კას ვუს­მენ, არის ბევ­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, არ მომ­წონ­დეს. ყო­ველ­თვის არ ვმდგარ­ვარ სცე­ნა­ზე და ვი­ყა­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მსმე­ნე­ლი, დიდი ხა­ნია, მე­ლო­მა­ნი ვარ, ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა კეთ­დე­ბო­და ახა­ლი მუ­სი­კა­ში, მაგ­რამ არას­დროს გამ­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, რომ რო­მე­ლი­მე მუ­სი­კოს­ზე ნე­გა­ტი­უ­რი რამ და­მე­წე­რა. "მერე რა, რომ ბევ­რი მტე­რი მყავს, ათას­ჯერ ნული უდ­რის ნულს..."

- ანუ ამ ადა­მი­ა­ნებს მა­ინც მტრე­ბ­ად აღიქ­ვამ, თუ ეს, უბ­რა­ლოდ, გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით გაქვს ნათ­ქვა­მი?

- არა, არა... ეს სიმ­ღე­რა­ში ცოტა სხვა გა­გე­ბით მაქვს ნათ­ქვა­მი. არ არი­ან ჩემი მტრე­ბი, რად­გან მათ არ ვიც­ნობ. ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მია, თუკი ვინ­მე შენ­ზე ლა­პა­რა­კობს, ე.ი. შენ მის ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხე და ნუ მის­ცემ სა­შუ­ა­ლე­ბას მას, რომ შენს ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხოს.

- ანუ დის­ტან­ცია გი­კა­ვია?

- დის­ტან­ცია ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვაა. ვცნობ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან და თუკი მათ აქვთ რა­ი­მე შე­ნიშ­ვნა, მათ ობი­ექ­ტუ­რად და კე­თილ­გან­წყო­ბით და­წე­რილს აღ­ვიქ­ვამ, აუ­ცი­ლებ­ლად ვკი­თხუ­ლობ და მა­ინ­ტე­რე­სებს.

- შენს თავს თუ გა­ნი­ხი­ლავ ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ნა­წი­ლად?

- მუ­სი­კო­სი ვარ და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ეს არის. ვარ თუ არ ვარ რა­ი­მეს ნა­წი­ლი, არ ვიცი... თუ გა­დავ­ხე­დავთ ამ ერთ წე­ლი­წადს და ელე­მენ­ტა­რულ ანა­ლიზს გა­ვა­კე­თებთ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით ან ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას ჩემი სიმ­ღე­რის ჩარ­თვა კრი­მი­ნა­ლის ტოლ­ფა­სი იყო და და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, ტურ­ნე­ე­ბის დროს ყვე­ლა­ნა­ი­რად გვიშ­ლიდ­ნენ ხელს, გვქონ­და მი­ლი­ო­ნი პრობ­ლე­მა, მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ერ­თად შრო­მობ­დნენ ბოლო ერთი წელი, ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბის ხარ­ჯზე გა­კეთ­და ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ბოლო წამს გვაძ­ლევ­დნენ ყვე­ლა­ზე უა­რეს ად­გი­ლებს კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ცდი­ლობ­დნენ, ამა თუ იმ მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტი და­ემ­თხვი­ათ ჩვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის, აღარ ჩა­მოვ­თვლი მათ სა­ხე­ლებს, უკვე სა­სა­ცი­ლოა. თა­ნაც, ამ კონ­ცერ­ტებს ისეთ ად­გი­ლას გეგ­მავ­დნენ, რომ მსმე­ნელს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ევ­ლო ის გზა, სა­ნამ ჩვე­ნამ­დე მო­ვი­დო­და.

- ეს შენ­თვის სტრე­სი იყო?

- არა­ნა­ი­რი სტრე­სი არ ყო­ფი­ლა და რა შე­დე­გიც მი­ი­ღეს, თა­ვა­დაც ნა­ხეს. უმე­ტე­სი კონ­ცერ­ტე­ბის ჩაშ­ლამ მო­უ­წი­ათ. ყვე­ლას თა­ვის გზა­ზე გა­უ­მარ­ჯოს. მე ყო­ველ­თვის ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ­დი ისე, რო­გორც მე მეს­მო­და.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ გე­გუ­ლე­ბა ისე­თი მუ­სი­კო­სი, მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­თა­ნაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ითა­ნამ­შრომ­ლებ­დი და რას ფიქ­რობ ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ზე?

- არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ქარ­თვე­ლი ერი გა­მო­ირ­ჩე­ვა მუ­სი­კა­ლუ­რო­ბი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბით, ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა დიდი გან­ძი დაგ­ვი­ტო­ვეს, ფოლკ­ლორს ვგუ­ლის­ხმობ, ამას ჩემი თქმა არ სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მაა ის, რომ უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გა­ნაც ბევ­რს პი­რა­დად ვიც­ნობ, წლე­ბია, კადრს მიღ­მა არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი. შექ­მნი­ლი იყო კას­ტა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც არა­ჯან­სა­ღად მარ­თავ­დნენ ამ სივ­რცეს. კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ნი­ჭით არ ფას­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ამით იმის თქმა არ მინ­და, რომ ყვე­ლა, ვინც კადრში ჩნდე­ბო­და, უნი­ჭო იყო, უბ­რა­ლოდ, შერ­ჩე­ვის ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მი გახ­ლდათ ის, ვინ რაზე იყო წამ­სვლე­ლი ან ვისი ახ­ლო­ბე­ლი გახ­ლდათ. ვინც არ­ჩევ­და, არა მგო­ნია, შერ­ჩე­უ­ლებ­ზე რა­მით მეტი ყო­ფი­ლი­ყო. ბევრ ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბელს ვიც­ნობ, ბევრთან ვმე­გობ­რობ, სტუ­დი­ა­შიც მიც­დია მათ­თან მუ­შა­ო­ბა. მოგხსე­ნე­ბათ, სტუ­დი­ა­ში გვქონ­და სკო­ლა ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც მუ­სი­კის ის­ტო­რი­ას, ვო­კალს ას­წავ­ლიდ­ნენ პე­და­გო­გე­ბი. იან­ვარ­ში კვლავ გა­ნახ­ლდე­ბა სწავ­ლე­ბა და ახა­ლი ნა­კა­დი წა­მო­ვა, კას­ტინ­გი მალე გვექ­ნე­ბა და გა­გა­გე­ბი­ნებთ. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ქარ­თუ­ლია, ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა და ქარ­თვე­ლის წარ­მა­ტე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­ხარ­დე­ბა.

- არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად გა­მო­უთ­ქვამთ მო­საზ­რე­ბა, ახლა სულ ბერა იქ­ნე­ბა ტე­ლე­ვი­ზორ­ში და სულ მისი კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თე­ბაო.

- მეც მსმე­ნია ეს მო­საზ­რე­ბე­ბი. ვინც ასე ფიქ­რობს და ადა­მი­ა­ნი ძი­რი­თა­დად თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­უბ­რობს ხოლ­მე, ალ­ბათ, თა­ვად იქ­ცე­ო­და ასე, როცა ჰქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. მე არც ამის უფ­ლე­ბა მაქვს და არც სურ­ვი­ლი, რომ ვინ­მე ჩა­ვა­ნაც­ვლო ან დავბლო­კო!.. ამ სფე­რო­ში ვინც მუ­შა­ობს, კარ­გის მეტი ჩემ­გან და ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან არა­ფე­რი ახ­სოვთ. მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა.

- შენი მი­ზა­ნი რა არის? პო­პუ­ლა­რო­ბა, კარგ მუ­სი­კო­სად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, გო­გო­ნე­ბის კერ­პად გახ­დო­მა? სა­ერ­თოდ, თუ მოგ­წონს, როცა ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ოც­ნე­ბო და მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო?

- არ მი­ვიჩ­ნევ, რომ მი­უწ­ვდო­მე­ლი ვარ. ამას ის ხალ­ხი შე­ა­ფა­სებს, რომ­ლებ­საც ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. როცა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს, ყვე­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხებ. კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვა­ცხა­დე ნო­მე­რი, რო­მელ­ზეც ყვე­ლას შე­უძ­ლია მომ­წე­როს და ნა­ხეთ, დღეს რამ­დე­ნი მე­სი­ჯია შე­მო­სუ­ლი (ტე­ლე­ფონს მაჩ­ვე­ნებს - ავტ.)?.. 9103. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­პა­სუ­ხებ­დი ყვე­ლას და გა­მოვ­ხა­ტავ­დი ჩემს სიმ­პა­თი­ას, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ.

ჩემი მიზ­ნად ქცე­უ­ლი ოც­ნე­ბა? ისე ვლა­პა­რა­კობ, თით­ქოს ასაკ­ში შე­ვე­დი (იცი­ნის), ისე, თმა კი მაქვს თეთ­რი... და სულ ასე მექ­ნე­ბა, რამ­დე­ნი წლი­საც უნდა ვიყო. 18 წლის ვხდე­ბი. 14 წლის გახ­ლდით, რო­დე­საც ამ სფე­რო­ში შე­მო­ვე­დი. მა­მა­ჩე­მის გარ­და კერ­პი, მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი არას­დროს მყო­ლია, მაგ­რამ ადრე უფრო მე­ტად მქონ­და მე­გა­პო­პუ­ლა­რო­ბის ოც­ნე­ბა. წლებ­თან ერ­თად ეს ოც­ნე­ბა დავ­ხვე­წე. ბე­რას ბრენ­დზე უფრო მე­ტად ახლა ჩემი სტუ­დი­ის მო­მა­ვალს ვხე­დავ. სხვა­თა შო­რის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პო­ლი­ტი­კამ­დე და­ვა­ფუძ­ნე, 4 წლის წინ, ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. მინ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სტუ­დია", "უნი­ვერ­სალ სტუ­დი­ო­ზე" დიდი გახ­დეს (იღი­მე­ბა). ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს პირ­ვე­ლო­ბის სურ­ვი­ლი და არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი, "ან სა­ერ­თოდ არ ვიქ­ნე­ბი, ან ვიქ­ნე­ბი პირ­ვე­ლი"... ჩემი აზ­რით, თუკი ეს ოც­ნე­ბა ახდა, უფრო მე­ტის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

- ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბა არ შე­გე­ყა­რა? გქო­ნია რა­ღაც ეტაპ­ზე?

- ვარ­სკვლა­ვე­ბი ცაში არი­ან, მე აქ ვზი­ვარ და თქვენ გე­სა­უბ­რე­ბით. არას­დროს მქო­ნია თავ­ში ავარ­დნის მო­მენ­ტი, მაგ­რამ ვი­ნი­ცო­ბაა, თავ­ში ამი­ვარ­და, ჩემ გვერ­დით არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს ად­გილს მო­მი­ჩე­ნენ. პირ­ველ რიგ­ში, ჩემი მშობ­ლე­ბი. ისე გა­ვი­ზარ­დე და მშობ­ლებ­მა ისე­თი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ჩა­მი­ნერ­გეს, რომ სხვა­ნა­ი­რად მოქ­ცე­ვა არ შე­მიძ­ლია. ასე მეს­მის ეს ყვე­ლა­ფე­რი. არ ვგუ­ლის­ხმობ სა­კუ­თარ თავს, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ წრფე­ლად ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც იცის შრო­მის ფასი, არა მგო­ნია, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა და­ე­უფ­ლოს. მან იცის, რის ფა­სად მი­აღ­წია ყვე­ლა­ფერს და ხე­ლოვ­ნუ­რი ქცე­ვე­ბი არ სჭირ­დე­ბა.

- რო­დე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხარ, გა­რე­მოც­ვა შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მად იქ­ცეს, რად­გან შე­საძ­ლოა, სი­მარ­თლეს არ გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ხომ არ გქო­ნია კომ­პლექ­სი, რა უნდა ამა თუ იმ ადა­მი­ანს რე­ა­ლუ­რად შენ­გან?

- ამ მხრივ, რო­გორც ვთქვი, პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლებს ვენ­დო­ბი, სი­მარ­თლის თქმას ვგუ­ლის­ხმობ. დედ-მამა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის მშობ­ლებ­ზე მეტი იყ­ვნენ. მათ­თან ყო­ველ­თვის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და სა­ი­დუმ­ლო არ მქო­ნია, რო­მე­ლიც მათ არ სცოდ­ნი­ათ. მათ ისე­თი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით გამ­ზარ­დეს, რომ ამ ორი ადა­მი­ა­ნის სი­ტყვა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფერს ნიშ­ნავს. როცა რჩე­ვა ან რა­ი­მე შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მჭირ­დე­ბა, ყო­ველ­თვის მათ­თან მივ­დი­ვარ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­გობ­რო წრეს - კომ­პლექ­სი არ არის შე­სა­ბა­მი­სი სი­ტყვა და არც შიში. ვინც ყო­ველ მე­ო­რეს მე­გო­ბარს არ­ქმევს, მას რე­ა­ლუ­რად არც ერთი მე­გო­ბა­რი არ ჰყავს. ჩემი აზ­რით, ჩემ ირ­გვლივ ვინც არის, ასე ვთქვათ, ბირ­თვი, მათ ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ და ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბის­გან და მეც მქო­ნია. ადრე ბევ­რად უფრო რთუ­ლად გა­დამ­ქონ­და. ბოლო 1 წე­ლი­წა­დი ძა­ლი­ან მრავ­ლისმთქმე­ლი იყო და ყვე­ლამ აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სახე, სა­კუ­თა­რი თავი დაგ­ვა­ნახ­ვა. ვინც ერ­თად ვი­დე­ქით ბო­ლომ­დე, მათ ნამ­დვი­ლი ბრძო­ლა გა­ვი­ა­რეთ და სხვა­ნა­ი­რი გვერ­დში დგო­მა გა­მოვ­ცა­დეთ. ეს ერთი წე­ლი­წა­დი და­დე­ბი­თი კუ­თხით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რომ არა მგო­ნია, ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ მქონ­დეს ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ზუს­ტად ვიცი, რომ ამას შვი­ლიშ­ვი­ლებს ბუ­ხარ­თან მო­ვუყ­ვე­ბი (იცი­ნის).

- ახლა, როცა მამა რე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ერ­თო და აქვს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე, შენ­თვის რო­გო­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- მა­მა­ზე შე­მიძ­ლია იმ­დე­ნი ვი­სა­უბ­რო, რომ მთე­ლი ჟურ­ნა­ლი არ ეყო­ფა. არ შემ­ხვედ­რია მა­მა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რა­საც ამ­ბობს, ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებს. ამა­ზე არას­დროს ვნერ­ვი­უ­ლობ. მე თუ ერთი ან ორი ნა­ბი­ჯით წინ გა­ვი­ხე­დავ, ესეც უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, მამა ათი ნა­ბი­ჯით წინ იხე­დე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მას ვენ­დო­ბი.

- ახლა იქ­ნე­ბა კრი­ტი­კა, ლან­ძღვა, შე­მო­ტე­ვე­ბი, მზად ხარ, რომ ეს გა­და­ი­ტა­ნო საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან მი­მარ­თე­ბით?

- მა­მას ტე­ლე­ვი­ზორ­ში უფრო ხში­რად ვხე­დავ, ვიდ­რე რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში და მე­ნატ­რე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე ბევ­რად უფრო მხვდე­ბა გულ­ზე მისი კრი­ტი­კა. არ­სე­ბო­ბენ ისე­თი უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, ოჯახს შე­ე­ხონ და მათ არ იცი­ან, რა არის ოჯა­ხი და სიყ­ვა­რუ­ლი. ქარ­თვე­ლი კაცი მებ­რძო­ლი უნდა იყოს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ტვირ­თი სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღოს. მე ჩემი ტვირ­თი მაქვს, პა­ტა­რა, მა­მას - ძა­ლი­ან დიდი. კაცი იმის­თვის ხარ, რომ ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა უნდა შე­გეძ­ლოს. თუკი ვინ­მე ჩემს ოჯახს შე­ე­ხე­ბა, ეს არა­ფერ­ში აღარ ზის. შურ­სა და ბოღ­მას უკვე სი­ცი­ლით ვხვდე­ბი. ოჯა­ხი ჩემ­თვის წმინ­და და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. ვინც კო­მენ­ტა­რით დიდ გულ­ზეა, ცხოვ­რე­ბა­ში უბან­ში ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვა არ უთ­ქვამს, კომ­პი­უ­ტერ­თან ზის და იქ წერს რა­ღა­ცას. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ სიბ­რა­ლულს იწ­ვე­ვენ.

- ბერა, შე­და­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო თე­მა­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლოთ. რო­გო­რია სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ე­ბი თქვენს ოჯახ­ში და რო­გორ შეხ­ვდე­ბი ახალ წელს?

- ტრა­დი­ცია ისაა, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, სა­დაც უნდა ვი­ყოთ, 31 დე­კემ­ბერს აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თად ვიყ­რით თავს. ოჯახ­ში გვაქვს სა­ჩუქ­რე­ბის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცია. 2-3 წელი ჩემი პა­ტა­რა ძმის­თვის თოვ­ლის ბა­ბუა ვი­ყა­ვი, რომ გა­ი­ზარ­და, ახლა უკვე აღარ გა­მო­ვა. ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ, გა­ნუყ­რე­ლე­ბი ვართ, თით­ქმის მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს მას­თან ვა­ტა­რებ.

- ახალ წელს პი­რა­დულ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლით ხომ არ ხვდე­ბი? ვიცი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ.

- სწო­რად გცოდ­ნი­ათ. რა­ტო­მაც არ უნდა ვი­პო­ვო სიყ­ვა­რუ­ლი? მალე გა­ზა­ფხუ­ლიც დად­გე­ბა (იღი­მის).

- მგო­ნია, რომ შენი გუ­ლის და­პყრო­ბა ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა.

- სა­ნამ ჩემს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს არ ვი­პო­ვი, ალ­ბათ, ნა­ხევ­რად ცა­რი­ე­ლი ვიქ­ნე­ბი. მამა მე­უბ­ნე­ბო­და ყო­ველ­თვის, ცხოვ­რე­ბა­ში რა წარ­მა­ტე­ბა­საც უნდა მი­აღ­წიო, ვინც უნდა გახ­დე, თუკი კარ­გი ოჯა­ხი არ შექ­მე­ნი, ვე­რას­დროს იქ­ნე­ბი შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი. ისეთ გა­რე­მო­ში გა­ვი­ზარ­დე, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­მარ­თლა და ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­ტე­რი­ა­ლურს არ ვგუ­ლის­ხმობ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ და­ო­ჯა­ხე­ბის საქ­მეს. სა­ნამ საქ­მე­ში ბო­ლომ­დე შემ­დგა­რი არ ვიქ­ნე­ბი, ამ ნა­ბიჯს არ გა­დავ­დგამ, რად­გან ეს სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ეს არ გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ გვერ­დზე ისე­თი ადა­მი­ა­ნი მე­ყო­ლე­ბა, რო­მელ­საც ვეყ­ვა­რე­ბი და მეყ­ვა­რე­ბა. სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან მაქ­სი­მუმს ვი­თხოვ. მგო­ნია, რომ მა­მა­კა­ცის­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კა­ცის მხრებ­ზე უნდა იდ­გეს მისი ოჯა­ხი.

- წარ­მო­გიდ­გე­ნია, რო­გო­რი უნ­და იყოს შენ გვერ­დით მყო­ფი გო­გონა?

- რო­გორ არ წარ­მო­მიდ­გე­ნია? სხვა­თა შო­რის, ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია ამა­ზე. ვიცი, რომ ჯერ ად­რეა ჩემ­თვის და­ო­ჯა­ხე­ბა. სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­ზე მი­ფიქ­რია და შე­მი­ფა­სე­ბია და ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თი გო­გო­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. არის ის თვი­სე­ბე­ბი, რის გა­რე­შეც გო­გო­ნა ჩემ­თან ვერ იქ­ნე­ბა და რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. პირ­ველ რიგ­ში, ჩემი ოჯა­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა და­იმ­სა­ხუ­როს, თა­ვად უნდა იყოს კარ­გი ოჯა­ხი­დან. მინ­და, ისე­თი ადა­მი­ა­ნი იყოს ჩემ გვერ­დით, ვინც მეყ­ვა­რე­ბა, ვეყ­ვა­რე­ბი და ვი­საც ჩემი ოჯა­ხიც შე­იყ­ვა­რებს. მინ­და, მისი ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩემი ოჯა­ხი­სას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს.

- რო­გორ ფიქ­რობ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბე­რას შე­მოქ­მე­დე­ბა სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა?

- ჩემი სუს­ტი და ძლი­ე­რი წერ­ტი­ლიც ის არის, რომ ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი ვარ. დავ­მარ­ცხე­ბულ­ვარ თუ გა­მი­მარ­ჯვია, ეს ყო­ველ­თვის ემო­ცი­ე­ბის გამო მომ­ხდა­რა. მქო­ნია გა­ტა­ცე­ბე­ბი... მჯე­რა მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის და ვე­ლო­დე­ბი ჩემს ერ­თა­დერ­თს. სა­ერ­თოდ, თუკი ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემს სიმ­ღე­რებს უნდა მო­უს­მი­ნოს, სიყ­ვა­რუ­ლი დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

- რო­დის­მე შენს საქ­მეს თავს თუ და­ა­ნე­ბებ?

- ჩემს თავს ვერ ვხე­დავ 50 წლის ასაკ­ში სცე­ნა­ზე მოხ­ტუ­ნა­ვეს. მა­ყუ­რე­ბელ­მა არ იცის, რა ხდე­ბა კადრს მიღ­მა. ამ სფე­რო­ში კარგ ფორ­მა­ში ყოფ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სპორ­ტუ­ლი მომ­ზა­დე­ბა მჭირ­დე­ბა, ყო­ველ­დღე ვვარ­ჯი­შობ ცალ­კე მუს­კუ­ლა­ტუ­რა­ზე, ცალ­კე გამ­ძლე­ო­ბა­ზე, რთუ­ლია, ორი სა­ა­თი ცო­ცხლად იმ­ღე­რო და თან, მუდ­მი­ვად იმოძ­რაო, ამას ბევ­რი ენერ­გია მი­აქვს, მაგ­რამ სუ­ლით ხორ­ცამ­დე მუ­სი­კო­სი ვარ და ამას ვერ შე­ვე­ლე­ვი, ლა­პა­რა­კი და სი­ა­რუ­ლი არ ვი­ცო­დი, რომ უკვე ვმღე­რო­დი. მუ­სი­კო­სი არ ვარ, მუ­სი­კა ვარ თა­ვად (იცი­ნის)!..

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: ბე­რას "თვრა­მე­ტე­უ­ლი", დუ­ე­ტი მა­მას­თან და სა­ა­ხალ­წლო ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ვისი პატივისცემა უნდა დაიმსახუროს პირველ რიგში ბერას რჩეულმა

ვისი პატივისცემა უნდა დაიმსახუროს პირველ რიგში ბერას რჩეულმა

ბერა ივანიშვილს სტუდიაში წინასაახალწლოდ ვესტუმრეთ. ინტერვიუზე საკმაოდ უშუალო გამოდგა. საუბარი ახალი ალბომით დავიწყეთ, რომლის სახელწოდებაა "გპირდები" და მსმენელს უკვე შეუძლია, "დააგემოვნოს" ის 16 სიმღერა, რომელიც ალბომში დიდი სჯა-ბაასის შედეგად მოხვდა.

- საუბარი დავიწყოთ ალბომით, რომელიც 26 დეკემბერს გამოვიდა.

- ალბომში 18 სიმღერა შევიდა, რომელთაგან 10 საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 8 კი ექსკლუზიურად ალბომში შეგიძლიათ მოისმინოთ. საკმაოდ რთული იყო ამორჩევა, რადგან ბევრი სიმღერა დამიგროვდა და ზოგიერთი დამენანა კიდეც. ალბომს უნდა ჰქონოდა დრამატურგიული განვითარება, მრავალფეროვნება ტექსტობრივი და მუსიკალური თვალსაზრისით.

- რატომ არ ახლდა ალბომის გამოცემას გრანდიოზული შოუ?

- უცხოეთში ალბომის პრეზენტაცია იცით, როგორც ხდება. ამას დიდ კონცერტს არ უძღვნიან და შედარებით მცირე მასშტაბის პრეზენტაციები იმართება, VIP საზოგადოებას პატიჟებენ, ჩემთვის კი თითოეული მსმენელი განსაკუთრებულია და არ განვასხვავებ ერთმანეთისგან, არავისი განაწყენება არ მინდოდა, გარდა ამისა, "ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო", ნათქვამია. ალბომის გარშემო ხელოვნური აჟიოტაჟის გამოწვევა არ მსურდა.

- მოგვისმენია პოლიტიკური შეფასებები შენს სიმღერებზე, მაგრამ არა შემოქმედებითი თვალსაზრისით. ვისი მოსაზრებები გაინტერესებს ამ კუთხით?

- ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია. ადრეული ასაკიდან მამა ყოველთვის მარიგებდა, რომ წარმატების ერთ-ერთი გასაღები სწორი გუნდია, გარშემო ის ადამიანები უნდა გყავდეს, რომლებიც ობიექტურად გაგაკრიტიკებენ. არ არის აუცილებელი, ყველას აზრი გაითვალისწინო, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა მოისმინო, რას გეუბნებიან. ალბომში რამდენიმე ასეული სიმღერიდან 18 შევარჩიე და ამას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი მუშაობა, ყველა წვრილმანი, ყველა დეტალი გავითვალისწინეთ. ვეცადეთ, მაქსიმალურად რაფინირებული პროდუქტი შეგვექმნა. ამ სფეროში კრიტიკა ბუნებრივია და ეს პრობლემას არ მიქმნის, თუკი ბოღმაში არ გადადის. ეს კი თავად იმ ადამიანების სისუსტეა, რომლებიც ბოღმის გამო გაკრიტიკებენ. მათ არ ვიცნობ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ნეგატიურ კომენტარებს, შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც ზღვარი არსებობს. ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, არის ბევრი შემსრულებელი, რომელიც შესაძლოა, არ მომწონდეს. ყოველთვის არ ვმდგარვარ სცენაზე და ვიყავი ჩვეულებრივი მსმენელი, დიდი ხანია, მელომანი ვარ, ყოველთვის მაინტერესებდა, რა კეთდებოდა ახალი მუსიკაში, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, რომ რომელიმე მუსიკოსზე ნეგატიური რამ დამეწერა. "მერე რა, რომ ბევრი მტერი მყავს, ათასჯერ ნული უდრის ნულს..."

- ანუ ამ ადამიანებს მაინც მტრე­ბ­ად აღიქვამ, თუ ეს, უბრალოდ, გადატანითი მნიშვნელობით გაქვს ნათქვამი?

- არა, არა... ეს სიმღერაში ცოტა სხვა გაგებით მაქვს ნათქვამი. არ არიან ჩემი მტრები, რადგან მათ არ ვიცნობ. ამერიკული გამონათქვამია, თუკი ვინმე შენზე ლაპარაკობს, ე.ი. შენ მის ცხოვრებას შეეხე და ნუ მისცემ საშუალებას მას, რომ შენს ცხოვრებას შეეხოს.

- ანუ დისტანცია გიკავია?

- დისტანცია ხმამაღალი სიტყვაა. ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი გულშემატკივრები არიან და თუკი მათ აქვთ რაიმე შენიშვნა, მათ ობიექტურად და კეთილგანწყობით დაწერილს აღვიქვამ, აუცილებლად ვკითხულობ და მაინტერესებს.

- შენს თავს თუ განიხილავ ქართული შოუბიზნესის ნაწილად?

- მუსიკოსი ვარ და ჩემი საქმიანობა ეს არის. ვარ თუ არ ვარ რაიმეს ნაწილი, არ ვიცი... თუ გადავხედავთ ამ ერთ წელიწადს და ელემენტარულ ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ მედიასაშუალებით ან ნებისმიერ ადგილას ჩემი სიმღერის ჩართვა კრიმინალის ტოლფასი იყო და დანაშაულად მიიჩნეოდა, ტურნეების დროს ყველანაირად გვიშლიდნენ ხელს, გვქონდა მილიონი პრობლემა, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად შრომობდნენ ბოლო ერთი წელი, ღამეების თენების ხარჯზე გაკეთდა ყველაფერი, რადგან ბოლო წამს გვაძლევდნენ ყველაზე უარეს ადგილებს კონცერტების ჩასატარებლად, ცდილობდნენ, ამა თუ იმ მომღერლის კონცერტი დაემთხვიათ ჩვენი ღონისძიებებისთვის, აღარ ჩამოვთვლი მათ სახელებს, უკვე სასაცილოა. თანაც, ამ კონცერტებს ისეთ ადგილას გეგმავდნენ, რომ მსმენელს აუცილებლად უნდა გამოევლო ის გზა, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა.

- ეს შენთვის სტრესი იყო?

- არანაირი სტრესი არ ყოფილა და რა შედეგიც მიიღეს, თავადაც ნახეს. უმეტესი კონცერტების ჩაშლამ მოუწიათ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. მე ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებდი ისე, როგორც მე მესმოდა.

- საქართველოში თუ გეგულება ისეთი მუსიკოსი, მომღერალი, რომელთანაც სიამოვნებით ითანამშრომლებდი და რას ფიქრობ ქართულ შოუბიზნესზე?

- არაერთხელ მითქვამს, რომ ქართველი ერი გამოირჩევა მუსიკალურობითა და შემოქმედებით, ჩვენმა წინაპრებმა დიდი განძი დაგვიტოვეს, ფოლკლორს ვგულისხმობ, ამას ჩემი თქმა არ სჭირდება, თუმცა პირველი პრობლემაა ის, რომ უამრავი ნიჭიერი ადამიანი, რომელთაგანაც ბევრს პირადად ვიცნობ, წლებია, კადრს მიღმა არიან დარჩენილი. შექმნილი იყო კასტა ადამიანებისა, რომლებიც არაჯანსაღად მართავდნენ ამ სივრცეს. კონცერტებში მონაწილეები ნიჭით არ ფასდებოდნენ, თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა, ვინც კადრში ჩნდებოდა, უნიჭო იყო, უბრალოდ, შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი გახლდათ ის, ვინ რაზე იყო წამსვლელი ან ვისი ახლობელი გახლდათ. ვინც არჩევდა, არა მგონია, შერჩეულებზე რამით მეტი ყოფილიყო. ბევრ ახალგაზრდა შემსრულებელს ვიცნობ, ბევრთან ვმეგობრობ, სტუდიაშიც მიცდია მათთან მუშაობა. მოგხსენებათ, სტუდიაში გვქონდა სკოლა ნიჭიერი ბავშვებისთვის, რომლებსაც მუსიკის ისტორიას, ვოკალს ასწავლიდნენ პედაგოგები. იანვარში კვლავ განახლდება სწავლება და ახალი ნაკადი წამოვა, კასტინგი მალე გვექნება და გაგაგებინებთ. ყველაფერი, რაც ქართულია, ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა და ქართველის წარმატება ყველაზე მეტად გამიხარდება.

- არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ არცთუ იშვიათად გამოუთქვამთ მოსაზრება, ახლა სულ ბერა იქნება ტელევიზორში და სულ მისი კონცერტები გაიმართებაო.

- მეც მსმენია ეს მოსაზრებები. ვინც ასე ფიქრობს და ადამიანი ძირითადად თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე საუბრობს ხოლმე, ალბათ, თავად იქცეოდა ასე, როცა ჰქონდა ამის საშუალება. მე არც ამის უფლება მაქვს და არც სურვილი, რომ ვინმე ჩავანაცვლო ან დავბლოკო!.. ამ სფეროში ვინც მუშაობს, კარგის მეტი ჩემგან და ჩემი თანამშრომლებისგან არაფერი ახსოვთ. მომავალშიც ასე იქნება.

- შენი მიზანი რა არის? პოპულარობა, კარგ მუსიკოსად ჩამოყალიბება, გოგონების კერპად გახდომა? საერთოდ, თუ მოგწონს, როცა ვიღაცისთვის შეიძლება საოცნებო და მიუწვდომელი იყო?

- არ მივიჩნევ, რომ მიუწვდომელი ვარ. ამას ის ხალხი შეაფასებს, რომლებსაც ჩემთან ურთიერთობა აქვთ. როცა გულშემატკივრების რაოდენობა იმატებს, ყველასთან ურთიერთობას ვერ მოახერხებ. კონცერტზე გამოვაცხადე ნომერი, რომელზეც ყველას შეუძლია მომწეროს და ნახეთ, დღეს რამდენი მესიჯია შემოსული (ტელეფონს მაჩვენებს - ავტ.)?.. 9103. დიდი სიამოვნებით ვუპასუხებდი ყველას და გამოვხატავდი ჩემს სიმპათიას, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველასთვის პასუხის გაცემას ვერ მოვახერხებ.

ჩემი მიზნად ქცეული ოცნება? ისე ვლაპარაკობ, თითქოს ასაკში შევედი (იცინის), ისე, თმა კი მაქვს თეთრი... და სულ ასე მექნება, რამდენი წლისაც უნდა ვიყო. 18 წლის ვხდები. 14 წლის გახლდით, როდესაც ამ სფეროში შემოვედი. მამაჩემის გარდა კერპი, მისაბაძი ადამიანი არასდროს მყოლია, მაგრამ ადრე უფრო მეტად მქონდა მეგაპოპულარობის ოცნება. წლებთან ერთად ეს ოცნება დავხვეწე. ბერას ბრენდზე უფრო მეტად ახლა ჩემი სტუდიის მომავალს ვხედავ. სხვათა შორის, "ქართული ოცნება" პოლიტიკამდე დავაფუძნე, 4 წლის წინ, ამას ხაზგასმით ვამბობ. მინდა "ქართული ოცნების სტუდია", "უნივერსალ სტუდიოზე" დიდი გახდეს (იღიმება). ყველა ადამიანს აქვს პირველობის სურვილი და არც მე ვარ გამონაკლისი, "ან საერთოდ არ ვიქნები, ან ვიქნები პირველი"... ჩემი აზრით, თუკი ეს ოცნება ახდა, უფრო მეტის მომტანი იქნება.

- ვარსკვლავური დაავადება არ შეგეყარა? გქონია რაღაც ეტაპზე?

- ვარსკვლავები ცაში არიან, მე აქ ვზივარ და თქვენ გესაუბრებით. არასდროს მქონია თავში ავარდნის მომენტი, მაგრამ ვინიცობაა, თავში ამივარდა, ჩემ გვერდით არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ადგილს მომიჩენენ. პირველ რიგში, ჩემი მშობლები. ისე გავიზარდე და მშობლებმა ისეთი ფასეულობები ჩამინერგეს, რომ სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია. ასე მესმის ეს ყველაფერი. არ ვგულისხმობ საკუთარ თავს, მაგრამ ნებისმიერ წრფელად ნიჭიერ ადამიანს, რომელმაც იცის შრომის ფასი, არა მგონია, ამპარტავნება დაეუფლოს. მან იცის, რის ფასად მიაღწია ყველაფერს და ხელოვნური ქცევები არ სჭირდება.

- როდესაც პოპულარული და ყურადღების ცენტრში ხარ, გარემოცვა შეიძლება პრობლემად იქცეს, რადგან შესაძლოა, სიმართლეს არ გეუბნებოდნენ. ხომ არ გქონია კომპლექსი, რა უნდა ამა თუ იმ ადამიანს რეალურად შენგან?

- ამ მხრივ, როგორც ვთქვი, პირველ რიგში, მშობლებს ვენდობი, სიმართლის თქმას ვგულისხმობ. დედ-მამა ჩემთვის ყოველთვის მშობლებზე მეტი იყვნენ. მათთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა მქონდა და საიდუმლო არ მქონია, რომელიც მათ არ სცოდნიათ. მათ ისეთი სითბოთი და სიყვარულით გამზარდეს, რომ ამ ორი ადამიანის სიტყვა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. როცა რჩევა ან რაიმე შეკითხვაზე პასუხი მჭირდება, ყოველთვის მათთან მივდივარ.

რაც შეეხება სამეგობრო წრეს - კომპლექსი არ არის შესაბამისი სიტყვა და არც შიში. ვინც ყოველ მეორეს მეგობარს არქმევს, მას რეალურად არც ერთი მეგობარი არ ჰყავს. ჩემი აზრით, ჩემ ირგვლივ ვინც არის, ასე ვთქვათ, ბირთვი, მათ ძალიან კარგად ვიცნობ და ერთნაირი ღირებულებები გვაქვს. რასაკვირველია, არავინ არის დაზღვეული იმედგაცრუებებისგან და მეც მქონია. ადრე ბევრად უფრო რთულად გადამქონდა. ბოლო 1 წელიწადი ძალიან მრავლისმთქმელი იყო და ყველამ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, საკუთარი თავი დაგვანახვა. ვინც ერთად ვიდექით ბოლომდე, მათ ნამდვილი ბრძოლა გავიარეთ და სხვანაირი გვერდში დგომა გამოვცადეთ. ეს ერთი წელიწადი დადებითი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ არა მგონია, ცხოვრების განმავლობაში კიდევ მქონდეს ასეთი შესაძლებლობა. ზუსტად ვიცი, რომ ამას შვილიშვილებს ბუხართან მოვუყვები (იცინის).

- ახლა, როცა მამა რეალურ პოლიტიკაში ჩაერთო და აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, შენთვის როგორია ეს ყველაფერი?

- მამაზე შემიძლია იმდენი ვისაუბრო, რომ მთელი ჟურნალი არ ეყოფა. არ შემხვედრია მამაზე პასუხისმგებლიანი ადამიანი, რასაც ამბობს, ყოველთვის ასრულებს. ამაზე არასდროს ვნერვიულობ. მე თუ ერთი ან ორი ნაბიჯით წინ გავიხედავ, ესეც უკეთეს შემთხვევაში, მამა ათი ნაბიჯით წინ იხედება. მსოფლიოში ყველაზე მეტად მას ვენდობი.

- ახლა იქნება კრიტიკა, ლანძღვა, შემოტევები, მზად ხარ, რომ ეს გადაიტანო საყვარელ ადამიანთან მიმართებით?

- მამას ტელევიზორში უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში და მენატრება. რასაკვირველია, მე ბევრად უფრო მხვდება გულზე მისი კრიტიკა. არსებობენ ისეთი უბედური ადამიანები, რომლებიც შეიძლება, ოჯახს შეეხონ და მათ არ იციან, რა არის ოჯახი და სიყვარული. ქართველი კაცი მებრძოლი უნდა იყოს და პასუხისმგებლობა, ტვირთი საკუთარ თავზე აიღოს. მე ჩემი ტვირთი მაქვს, პატარა, მამას - ძალიან დიდი. კაცი იმისთვის ხარ, რომ ყველაფრის გადატანა უნდა შეგეძლოს. თუკი ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, ეს არაფერში აღარ ზის. შურსა და ბოღმას უკვე სიცილით ვხვდები. ოჯახი ჩემთვის წმინდა და ხელშეუხებელია. ვინც კომენტარით დიდ გულზეა, ცხოვრებაში უბანში ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, კომპიუტერთან ზის და იქ წერს რაღაცას. ასეთი ადამიანები მხოლოდ სიბრალულს იწვევენ.

- ბერა, შედარებით სასიამოვნო თემაზე გადავინაცვლოთ. როგორია საახალწლო ტრადიციები თქვენს ოჯახში და როგორ შეხვდები ახალ წელს?

- ტრადიცია ისაა, რომ ოჯახის წევრები, სადაც უნდა ვიყოთ, 31 დეკემბერს აუცილებლად ერთად ვიყრით თავს. ოჯახში გვაქვს საჩუქრების ჩუქების ტრადიცია. 2-3 წელი ჩემი პატარა ძმისთვის თოვლის ბაბუა ვიყავი, რომ გაიზარდა, ახლა უკვე აღარ გამოვა. ძალიან ვმეგობრობთ, განუყრელები ვართ, თითქმის მთელ თავისუფალ დროს მასთან ვატარებ.

- ახალ წელს პირადულში ცვლილებების სურვილით ხომ არ ხვდები? ვიცი, რომ შეყვარებული არ ხარ.

- სწორად გცოდნიათ. რატომაც არ უნდა ვიპოვო სიყვარული? მალე გაზაფხულიც დადგება (იღიმის).

- მგონია, რომ შენი გულის დაპყრობა ადვილი არ იქნება.

- სანამ ჩემს მეორე ნახევარს არ ვიპოვი, ალბათ, ნახევრად ცარიელი ვიქნები. მამა მეუბნებოდა ყოველთვის, ცხოვრებაში რა წარმატებასაც უნდა მიაღწიო, ვინც უნდა გახდე, თუკი კარგი ოჯახი არ შექმენი, ვერასდროს იქნები შემდგარი ადამიანი. ისეთ გარემოში გავიზარდე, რომ ყველაზე მეტად გამიმართლა და ამ შემთხვევაში მატერიალურს არ ვგულისხმობ, ძალიან სერიოზულად ვუყურებ დაოჯახების საქმეს. სანამ საქმეში ბოლომდე შემდგარი არ ვიქნები, ამ ნაბიჯს არ გადავდგამ, რადგან ეს სხვა პასუხისმგებლობაა. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გვერდზე ისეთი ადამიანი მეყოლება, რომელსაც ვეყვარები და მეყვარება. საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვ. მგონია, რომ მამაკაცისთვის ეს მნიშვნელოვანია. კაცის მხრებზე უნდა იდგეს მისი ოჯახი.

- წარმოგიდგენია, როგორი უნ­და იყოს შენ გვერდით მყოფი გო­გონა?

- როგორ არ წარმომიდგენია? სხვათა შორის, ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. ვიცი, რომ ჯერ ადრეა ჩემთვის დაოჯახება. სხვადასხვა ადამიანზე მიფიქრია და შემიფასებია და ჯერჯერობით ასეთი გოგონა ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილა. არის ის თვისებები, რის გარეშეც გოგონა ჩემთან ვერ იქნება და რაც აუცილებელია. პირველ რიგში, ჩემი ოჯახის პატივისცემა უნდა დაიმსახუროს, თავად უნდა იყოს კარგი ოჯახიდან. მინდა, ისეთი ადამიანი იყოს ჩემ გვერდით, ვინც მეყვარება, ვეყვარები და ვისაც ჩემი ოჯახიც შეიყვარებს. მინდა, მისი ოჯახის ღირებულებები ჩემი ოჯახისას შეესაბამებოდეს.

- როგორ ფიქრობ, შეყვარებული ბერას შემოქმედება სხვანაირი იქნება?

- ჩემი სუსტი და ძლიერი წერტილიც ის არის, რომ ზედმეტად ემოციური ვარ. დავმარცხებულვარ თუ გამიმარჯვია, ეს ყოველთვის ემოციების გამო მომხდარა. მქონია გატაცებები... მჯერა მარადიული სიყვარულის და ველოდები ჩემს ერთადერთს. საერთოდ, თუკი ადამიანს აინტერესებს, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, ჩემს სიმღერებს უნდა მოუსმინოს, სიყვარული დიდ გავლენას მოახდენს ამ ყველაფერზე.

- როდისმე შენს საქმეს თავს თუ დაანებებ?

- ჩემს თავს ვერ ვხედავ 50 წლის ასაკში სცენაზე მოხტუნავეს. მაყურებელმა არ იცის, რა ხდება კადრს მიღმა. ამ სფეროში კარგ ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია, სპორტული მომზადება მჭირდება, ყოველდღე ვვარჯიშობ ცალკე მუსკულატურაზე, ცალკე გამძლეობაზე, რთულია, ორი საათი ცოცხლად იმღერო და თან, მუდმივად იმოძრაო, ამას ბევრი ენერგია მიაქვს, მაგრამ სულით ხორცამდე მუსიკოსი ვარ და ამას ვერ შეველევი, ლაპარაკი და სიარული არ ვიცოდი, რომ უკვე ვმღეროდი. მუსიკოსი არ ვარ, მუსიკა ვარ თავად (იცინის)!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ბერას "თვრამეტეული", დუეტი მამასთან და საახალწლო ოჯახური ტრადიციები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება