სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჩაიფიქრებს ახალი წლის ღამეს დიპლომატი და ვისთან ერთად "ბიჭობს" წლების გასაყარზე
რას ჩაიფიქრებს ახალი წლის ღამეს დიპლომატი და ვისთან ერთად "ბიჭობს" წლების გასაყარზე

წლე­ბის გა­სა­ყარ­ზე რა ცვლი­ლე­ბე­ბი და­ე­ტყო ქვე­ყა­ნას შინ თუ გა­რეთ და რი­თაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ახ­ლად გა­დად­გმუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­გო­რი მამა და ბა­ბუაა და რა სურ­ვი­ლე­ბი აქვს სა­ა­ხალ­წლოდ? - ცოტა საქ­მი­ან და ბევრ სა­ა­ხალ­წლო-სა­ო­ჯა­ხო კი­თხვას გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტი და მეც­ნი­ე­რი, დღეს უკვე სა­ქარ­თვე­ლოს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში, ბა­ტო­ნი ზუ­რაბ აბა­ში­ძე პა­სუ­ხობს.

- ქვეყ­ნის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო არ­ჩევ­ნე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბა და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოს­ვლა. მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა მოხ­და: თავი და­ვაღ­წი­ეთ და გა­მო­ვე­დით მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრი­დან, სა­დაც მუ­დამ ძა­ლა­დო­ბი­თა და რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბით იც­ვლე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ჩემს სტა­ტუსს, გა­გახ­სე­ნებთ, რომ ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და მმარ­თვე­ლი გუნ­დის ერთ-ერთი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო რუ­სეთ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. ამას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი და დღე­ვან­დე­ლი გა­მო­კი­თხვე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას, ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ემ­ხრო­ბა. დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ გვაქვს: ან მუდ­მივ კონფრონ­ტა­ცი­ა­ში უნდა ვი­ყოთ რუ­სეთ­თან, ან უნდა შე­ვე­ცა­დოთ ამ ჩი­ხი­დან გა­მოს­ვლას. ჩვენ მე­ო­რე გზა ავირ­ჩი­ეთ. ვნა­ხოთ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ეს პრო­ცე­სი...

- გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტი ბრძან­დე­ბით და იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, მა­ნამ­დე კი... ახა­ლი 2013 წელი მოგ­ვად­გა კარს. ჩვენს ინ­ტერ­ვი­უ­საც სწო­რედ წლე­ბის გა­სა­ყარ­ზე იხი­ლავს მკი­თხვე­ლი. ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შინ რო­გო­რი დიპ­ლო­მა­ტი ხართ, რო­გორ უძღვე­ბით სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს და კონ­კრე­ტუ­ლად, რა როლი გა­კის­რი­ათ სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­ში. გცა­ლი­ათ სა­ა­მი­სოდ?

- ჰოოო... გვცა­ლია, უფრო სწო­რად, მო­ვი­ცა­ლეთ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ - ბოლო ერთი კვი­რაა, თით­ქმის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ტა­ტას ორი ვაჟი - ილუშ­კა და ზუკა და უმ­ცრო­სი ირინ­კას ორი გო­გო­ნა - ნა­ნუ­კა და ტატა. დღეს ბავ­შვე­ბი ზო­ო­პარკში გა­ვა­სე­ირ­ნე და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ წელს ყვე­ლა­ნი თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში, მშობ­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვდე­ბი­ან, არა­და, ძა­ლი­ან მინ­დო­და, აქ მო­სუ­ლიყ­ვნენ და ერ­თად გვე­დღე­სას­წა­უ­ლა ახა­ლი წლის მობ­რძა­ნე­ბა. ვნა­ხოთ, ეგებ რა­მე­ნა­ი­რად შე­მო­ვი­ტყუო კი­დეც (იღი­მის). რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დისს, ჯერ სიყრმის მე­გობ­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად ვემ­ზა­დე­ბი - ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე ერთ შეკ­რე­ბას კი­დევ მო­ვას­წრებთ ბი­ჭე­ბი (ასე ვე­ძა­ხით ერ­თმა­ნეთს). მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ უკვე ტე­ლე­ფო­ნით და სიგ­ნა­ლი გა­და­ვე­ცით: აბა, დროა შე­ვა­ჯა­მო­თო (ეს სი­ტყვა ჩვე­ნი პა­რო­ლია და შეკ­რე­ბას ნიშ­ნავს. წე­სად გვაქვს, ორ კვი­რა­ში ერთხელ "ვა­ჯა­მებთ" ხოლ­მე). ქა­ლაქ­ში, სად­მე დავ­სხდე­ბით და გა­დავ­ხე­დავთ მოვ­ლე­ნებს, მარ­თლაც შე­ვა­ჯა­მებთ, სა­დამ­დე მი­ვი­და კა­ცობ­რი­ო­ბა და ასე შემ­დეგ (იცი­ნის), ერთ-ორ ჭი­ქას რომ დავ­ლევთ, მარ­თლა ბი­ჭე­ბად ვგრძნობთ თავს, ცო­ტას ვტრა­ბა­ხობთ, ვბა­ქი­ბუ­ქობთ და კარ­გად ვილ­ხენთ ხოლ­მე ერ­თად ყოფ­ნით. მერე, მე­ო­რე დი­ლით წნე­ვის წა­მალს ვსვამთ და ასე გა­მოვ­დი­ვართ ნა­ბა­ხუ­სევ­ზე.

- და გახ­სენ­დე­ბათ, რომ მთლად ბი­ჭე­ბიც აღარ ხართ?

- კი, გვახ­სენ­დე­ბა... თუმ­ცა მა­ინც ვბი­ჭობთ და იმა­ვეს ვი­მე­ო­რებთ.

- და ალ­ბათ მე­უღ­ლეც გსაყ­ვე­დუ­რობთ, რომ თავს არ უფრთხილ­დე­ბით. ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ცო­ტა­თი მა­ინც ეშ­ვე­ლე­ბით მე­უღ­ლეს? მოდი, მას­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- ჩემი მე­უღ­ლე ნინო ფა­ლი­აშ­ვი­ლია.

- გვა­რით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, უეჭ­ვე­ლად მუ­სი­კო­სი იქ­ნე­ბა. რა პრო­ფე­სი­ი­საა?

- კონ­სერ­ვა­ტო­რია აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ დღეს უკვე დი­ა­სახ­ლი­სია. ნი­ნოს მამა იყო ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რი, ვახ­ტანგ ფა­ლი­აშ­ვი­ლი. მოკ­ლედ, ნინო ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლია.

- რაკი ქალ­ბა­ტო­ნი ნინო დი­ა­სახ­ლი­სია, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მთე­ლი ტვირ­თიც ალ­ბათ მას აწევს. და მა­ინც, პო­ლი­ტი­კურ ამინდს ვინ ქმნის ოჯახ­ში?

- მე­უღ­ლეს აბა­რია ფი­ნან­სე­ბი, სა­ში­ნაო საქ­მე­ე­ბი. ის მეთ­ვალ­ყუ­რე­ობს, ვინ მი­დის და მო­დის ოჯახ­ში, ვინ, რას და რო­გორ აკე­თებს, და­ნარ­ჩე­ნი ანუ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი კი მე მა­ბა­რია.

- სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ვერც ოჯახ­ში თმობთ?

- არა, არა... ვხუმ­რობ (იცი­ნის). მთლი­ა­ნო­ბა­ში მა­ინც ისე გა­მო­დის, რომ დი­რექ­ტო­რი ნი­ნოა.

- რო­გორც მი­თხა­რით, თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ.

- ქა­ლიშ­ვი­ლებს თა­ვი­სი ოჯა­ხე­ბი აქვთ. ასე რომ, აქ ერ­თად მე, ნინო და ჩემი სი­დედ­რი - ეთე­რი ვცხოვ­რობთ. ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი შა­ბათ-კვი­რას მო­დი­ან ხოლ­მე. დღეს მა­გა­ლი­თად, უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის ბი­ჭე­ბი გვეს­ტუმრნენ. ჩვენ­თან კარ­გად ერ­თო­ბი­ან, მაგ­რამ დღის ბო­ლოს უკვე ქან­ცი გვაქვს ხოლ­მე გა­წყვე­ტი­ლი, ისე ვიღ­ლე­ბით. ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლე­ბი არი­ან. განა არ უნ­დათ გა­ჩე­რე­ბა, მაგ­რამ ვერ ჩერ­დე­ბი­ან და რა ქნან?

- ნაძ­ვის ხე ბავ­შვებ­მა მორ­თეს თუ თქვენც მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

- არც კი ვიცი, ვინ მორ­თო... აგერ კი დგას და... ალ­ბათ ნი­ნომ მორ­თო (იცი­ნის)...

- ნაძ­ვის ხის ქვეშ თოვ­ლის ბა­ბუ­ის სა­ჩუქ­რე­ბი თუ დახ­ვდე­ბათ ბავ­შვებს?

- თოვ­ლის ბა­ბუ­ა­ზე მგო­ნი, ჯერ არ გვიზ­რუ­ნია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არა­ფე­რი ვიცი, მაგ­რამ ამ ამ­ბავს აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ხე­დავთ. თოვ­ლის ბა­ბუა სა­ჩუქ­რე­ბით სავ­სე ხურ­ჯი­ნით ჩვენ­თა­ნაც უნდა მო­ვიყ­ვა­ნოთ, ოღონდ ღა­მით, 12 სა­ათ­ზე კი არ გვეს­ტუმ­რე­ბა, პირ­ვე­ლი იან­ვრის დი­ლას მოვა, რად­გან ბავ­შვებ­საც დღი­სით ვე­ლო­დე­ბით.

- მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ აქ, თქვენს სახ­ლში შეგ­ხვდით პირ­ვე­ლად, თქვე­ნი და-ძმა - ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნე და ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გიც იყ­ვნენ. მა­ში­ნაც ჟურ­ნალ "გზის­თვის" ვამ­ზა­დებ­დი სტა­ტი­ას და სა­მი­ვე­ნი დიდი ხა­ლი­სით იხ­სე­ნებ­დით ბავ­შვო­ბას, ახალ­გაზ­რდო­ბას, ურ­თი­ერ­თო­ბებს, სა­ხე­ლო­ვან მა­მას, პოეტ-აკა­დე­მი­კოს ირაკ­ლი აბა­ში­ძეს... ირაკ­ლი აბა­ში­ძის ოჯახ­შიც მო­დი­ო­და ხოლ­მე ხურ­ჯი­ნი­ა­ნი თოვ­ლის ბა­ბუა და გი­ტო­ვებ­დათ სა­ჩუქ­რებს?

- იმ­ხა­ნად ცო­ტა­თი სხვა­ნა­ი­რად იყო... თოვ­ლის ბა­ბუ­ის მოს­ვლა არ მახ­სოვს, მაგ­რამ ჩემი ბი­ჭე­ბი კი ტრა­დი­ცი­უ­ლად შე­მოგ­ვირ­ბენ­დნენ ხოლ­მე ახა­ლი წლის ღა­მეს. სწო­რედ ის ბი­ჭე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც დღემ­დე "ვა­ჯა­მებ" კა­ცობ­რი­ო­ბის პრობ­ლე­მებს. ცოტა ხანს ჩვენ­თან ჩერ­დე­ბოდ­ნენ, მერე სხვა მე­გობ­რებ­თან მივ­დი­ო­დით ერ­თად. მა­მაც მე­გობ­რობ­და ჩემს ბი­ჭებ­თან. ასაკ­ში რომ შე­ვი­და, გან­სა­კუთ­რე­ბით სი­ა­მოვ­ნებ­და მათ­თან ყოფ­ნა და სა­უ­ბა­რი.

- თქვენ რო­გო­რი მამა ხართ?

- დიდი სიმ­კაც­რით არას­დროს გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. მით უფრო, რომ გო­გო­ნე­ბი მყავს და არც სა­ჭი­რო­ებ­დნენ დიდ სიმ­კაც­რეს. ვფიქ­რობ, ვაჟი უფრო ხა­თა­ბა­ლაა. თუმ­ცა ახლა რაღა სიმ­კაც­რე­ზეა ლა­პა­რა­კი, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბი აქვთ. სხვა­თა შო­რის, კარ­გი სი­ძე­ე­ბი მყავს. ერთი იუ­რის­ტია, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს, მე­ო­რე ბიზ­ნეს­მე­ნია. საქ­მი­ა­ნი ბი­ჭე­ბი არი­ან და ერ­თმა­ნეთ­თა­ნაც და ჩვენ­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, მეკვლედ ყო­ფილ­ხართ? იცით, რო­გო­რი ფეხი გაქვთ?

- (ფიქ­რობს) კი, ვყო­ფილ­ვარ. შარ­შან მი­ვე­დი ჩემს ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან და მგო­ნი, ცუდი წე­ლი­წა­დი არ ჰქო­ნი­ათ. ე.ი. ფე­ხიც კარ­გი მქო­ნია (იღი­მის). კარგ წე­ლი­წადს რომ ვამ­ბობ, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, შვი­ლე­ბის, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას ვგუ­ლის­ხმობ. ჩემი პრინ­ცი­პიც ესაა: დი­ლით რომ გა­იღ­ვი­ძებ კაცი, ვიდ­რე პი­რი­დან სა­დარ­დე­ბე­ლი ან უმა­დუ­რე­ბა, ან აუგი, ან შუ­რის სი­ტყვა წა­მოგცდე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა უნდა უთხრა ღმერ­თს, რომ შინ ყვე­ლა მშვი­დო­ბით გყავს.

- ახა­ლი წლის ღა­მეს, სა­ა­თის ისა­რი რომ თორ­მეტ­ჯერ ჩა­მოჰ­კრავს, ჩა­ი­ფიქ­რებთ რა­ი­მეს?

- ტრა­დი­ცი­ულ ცე­რე­მო­ნი­ას შე­ვას­რუ­ლებ ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე - მაქვს ჩემი ჩა­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვი­ფიქ­რებ. მერე კი, მე­ო­რე დღი­დან, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, მო­ვივ­ლით სა­მე­გობ­როს, სა­ნა­თე­სა­ვოს, მი­ვუ­ლო­ცავთ, მოგ­ვი­ლო­ცა­ვენ... მიყ­ვარს სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბი: გამ­შვი­დებს, გა­წყნა­რებს. კარ­გია, რომ ის­ვე­ნებ, დუნ­დე­ბი, ხა­ლა­თით გადი-გა­მო­დი­ხარ ოთა­ხებ­ში, ფიქ­რობ... სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ და ჩემი ფან­ჯრი­დან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხედი იშ­ლე­ბა, თით­ქოს მთელ თბი­ლისს ხე­ლის­გულ­ზე უყუ­რებ. ჩემს ოჯახს, ჩემს თბი­ლისს, ჩემს ქვე­ყა­ნას სამ რა­მეს ვუ­სურ­ვებ სა­ა­ხალ­წლოდ (კარ­გი ციფ­რია, არა, სამი?): ჯან­მრთე­ლო­ბას, მშვი­დო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას... კი­დევ ერთხელ, ჯან­მრთე­ლო­ბას, მშვი­დო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას... და მე­სა­მე­დაც: ჯან­მრთე­ლო­ბას, მშვი­დო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას!

პ.ს. იმე­დია, ახა­ლი წლის ღა­მეს მო­თოვს, თოვ­ლის ბა­ბუ­აც ხურ­ჯი­ნე­ბით სავ­სე მარ­ხი­ლით ჩა­მოს­რი­ალ­დე­ბა მთე­ბი­დან და შე­იძ­ლე­ბა ჯერ სო­ლო­ლაკ­შიც გა­მო­ი­ა­როს. ერთ დიდ ხურ­ჯინს უეჭ­ვე­ლად აბა­ში­ძე­ე­ბის ნაძ­ვის ხეს­თან ჩა­მოც­ლის. ლა­მა­ზი სა­ჩუქ­რე­ბი დახ­ვდე­ბათ პა­ტა­რებს. ერთ კუ­თხე­ში კი ჯა­დოს­ნუ­რი ყუთი იქ­ნე­ბა მთე­ლი ოჯა­ხის­თვის. ცხა­დია, ყუ­თის გახ­სნას ვე­რა­ვინ მო­ას­წრებს ცელქ ბავ­შვებს. იქი­დან კი ულა­მა­ზე­სი "პირ­ვე­ლი თოვ­ლის სიმ­ღე­რა" ამოხ­ტე­ბა, აი ის, დიდ­მა ბა­ბუა ირაკ­ლიმ რომ და­წე­რა და წლე­ბის შემ­დეგ თა­ვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს რომ წა­უ­კი­თხა­ვენ ზამ­თრის ჯა­დოს­ნურ ღა­მეს:

წუ­ხელ თოვ­და,

ნე­ტავ ჩემ­თან რად არ გაჩ­ნდი,

გე­ნა­ხე და ძილ­ში

თბი­ლად და­გე­ხუ­რე...

მე ავ­დე­ქი პირ­ველ თოვ­ლზე

გან­თი­ად­ში

და ვე­ძებ­დი შენს პა­ტა­რა

ნა­ფე­ხუ­რებს.

და­ე­ყა­რა სახ­ლებ­ზე და ვე­რის

გზა­ზე

თოვ­ლი, თეთ­რად და­სა­ხუ­ლი,

ასე თეთ­რად, გუ­ლუბ­რყვი­ლოდ

ჰყვა­ვის ასე

იმე­რეთ­ში ტყემ­ლის ხეზე

გა­ზა­ფხუ­ლი.

ჰყვა­ვის ასე,

და გან­თი­ადს

მი­ხა­ლი­სებს

ეს ზამ­თა­რიც,

დე­კემ­ბერ­ში თოვ­ლის ხვა­ვი,

ის თბი­ლი­სის

ხე­ივ­ნებ­ში კი­პა­რი­სებს

იმე­რუ­ლად გა­მო­ას­ხამს

ტყემ­ლის ყვა­ვილს.

დგას ბუჩ­ქე­ბი

ვე­რის ბაღ­ში,

შემ­კრთა­ლე­ბი,

ზედ თოვ­ლია

თუ ფრი­ა­ლი

ფა­ფა­ნაკ­თა?!

ანდა იქ­ნებ ავ­ჭა­ლი­დან

თეთრ კარ­ვე­ბით

ადგა ჯარი და

თბი­ლის­ში და­ბა­ნაკ­და?!

რა თოვ­ლია!

შე­ნო­ბებს და ბაღ­ში ხარ­დანს

ფა­რავს, თეთ­რად და­სა­ხუ­ლი...

ეს პირ­ვე­ლი თო­ვაც

ისე გა­მე­ხარ­და,

რო­გორც გუ­შინ

მი­ხა­რო­და გა­ზა­ფხუ­ლი.

მი­ხა­რია,

ცხელ ზა­ფხუ­ლის

დაბ­რუ­ნე­ბაც,

წვი­მაც, ქა­რიც, უსაქ­მუ­რად

და­ნა­ბე­რი...

ბევ­რი კარ­გი რამ სცოდ­ნია

ამ ბუ­ნე­ბას,

მაგ­რამ, კარ­გო,

შე­ნის­თა­ნა არა­ფე­რი!

ირაკ­ლი აბა­ში­ძე

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რას ჩაიფიქრებს ახალი წლის ღამეს დიპლომატი და ვისთან ერთად "ბიჭობს" წლების გასაყარზე

რას ჩაიფიქრებს ახალი წლის ღამეს დიპლომატი და ვისთან ერთად "ბიჭობს" წლების გასაყარზე

წლების გასაყარზე რა ცვლილებები დაეტყო ქვეყანას შინ თუ გარეთ და რითაა მნიშვნელოვანი რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ახლად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები, როგორი მამა და ბაბუაა და რა სურვილები აქვს საახალწლოდ? - ცოტა საქმიან და ბევრ საახალწლო-საოჯახო კითხვას გამოცდილი დიპლომატი და მეცნიერი, დღეს უკვე საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონი ზურაბ აბაშიძე პასუხობს.

- ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და ახალი ხელისუფლების მშვიდობიანად მოსვლა. მართლაც ისტორიული მოვლენა მოხდა: თავი დავაღწიეთ და გამოვედით მოჯადოებული წრიდან, სადაც მუდამ ძალადობითა და რევოლუციებით იცვლებოდა ხელისუფლება. რაც შეეხება ქვეყნის განვითარებისთვის ჩემს სტატუსს, გაგახსენებთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი გუნდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო რუსეთთან საერთო ენის გამონახვა. ამას საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი და დღევანდელი გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ცხადია, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით, ძალიან დიდი ნაწილი ემხრობა. დიდი არჩევანი არ გვაქვს: ან მუდმივ კონფრონტაციაში უნდა ვიყოთ რუსეთთან, ან უნდა შევეცადოთ ამ ჩიხიდან გამოსვლას. ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი...

- გამოცდილი დიპლომატი ბრძანდებით და იმედია, საქართველოს ძალიან წაადგება თქვენი გამოცდილება, მანამდე კი... ახალი 2013 წელი მოგვადგა კარს. ჩვენს ინტერვიუსაც სწორედ წლების გასაყარზე იხილავს მკითხველი. ასეთი პროფესიონალი შინ როგორი დიპლომატი ხართ, როგორ უძღვებით საოჯახო საქმეებს და კონკრეტულად, რა როლი გაკისრიათ საახალწლო სამზადისში. გცალიათ საამისოდ?

- ჰოოო... გვცალია, უფრო სწორად, მოვიცალეთ წინასაახალწლოდ - ბოლო ერთი კვირაა, თითქმის თავისუფალი ვარ. ოთხი შვილიშვილი მყავს, უფროსი ქალიშვილის, ტატას ორი ვაჟი - ილუშკა და ზუკა და უმცროსი ირინკას ორი გოგონა - ნანუკა და ტატა. დღეს ბავშვები ზოოპარკში გავასეირნე და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. სამწუხაროდ, ახალ წელს ყველანი თავიანთ სახლებში, მშობლებთან ერთად შეხვდებიან, არადა, ძალიან მინდოდა, აქ მოსულიყვნენ და ერთად გვედღესასწაულა ახალი წლის მობრძანება. ვნახოთ, ეგებ რამენაირად შემოვიტყუო კიდეც (იღიმის). რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, ჯერ სიყრმის მეგობრებთან შესახვედრად ვემზადები - ახალი წლის დადგომამდე ერთ შეკრებას კიდევ მოვასწრებთ ბიჭები (ასე ვეძახით ერთმანეთს). მოვილაპარაკეთ უკვე ტელეფონით და სიგნალი გადავეცით: აბა, დროა შევაჯამოთო (ეს სიტყვა ჩვენი პაროლია და შეკრებას ნიშნავს. წესად გვაქვს, ორ კვირაში ერთხელ "ვაჯამებთ" ხოლმე). ქალაქში, სადმე დავსხდებით და გადავხედავთ მოვლენებს, მართლაც შევაჯამებთ, სადამდე მივიდა კაცობრიობა და ასე შემდეგ (იცინის), ერთ-ორ ჭიქას რომ დავლევთ, მართლა ბიჭებად ვგრძნობთ თავს, ცოტას ვტრაბახობთ, ვბაქიბუქობთ და კარგად ვილხენთ ხოლმე ერთად ყოფნით. მერე, მეორე დილით წნევის წამალს ვსვამთ და ასე გამოვდივართ ნაბახუსევზე.

- და გახსენდებათ, რომ მთლად ბიჭებიც აღარ ხართ?

- კი, გვახსენდება... თუმცა მაინც ვბიჭობთ და იმავეს ვიმეორებთ.

- და ალბათ მეუღლეც გსაყვედურობთ, რომ თავს არ უფრთხილდებით. ბატონო ზურაბ, საოჯახო საქმეებში ცოტათი მაინც ეშველებით მეუღლეს? მოდი, მასზეც გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლე ნინო ფალიაშვილია.

- გვარით თუ ვიმსჯელებთ, უეჭველად მუსიკოსი იქნება. რა პროფესიისაა?

- კონსერვატორია აქვს დამთავრებული, მაგრამ დღეს უკვე დიასახლისია. ნინოს მამა იყო ცნობილი დირიჟორი, ვახტანგ ფალიაშვილი. მოკლედ, ნინო ზაქარია ფალიაშვილის შთამომავალია.

- რაკი ქალბატონი ნინო დიასახლისია, საოჯახო საქმეების მთელი ტვირთიც ალბათ მას აწევს. და მაინც, პოლიტიკურ ამინდს ვინ ქმნის ოჯახში?

- მეუღლეს აბარია ფინანსები, საშინაო საქმეები. ის მეთვალყურეობს, ვინ მიდის და მოდის ოჯახში, ვინ, რას და როგორ აკეთებს, დანარჩენი ანუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ამბები კი მე მაბარია.

- საგარეო პოლიტიკას ვერც ოჯახში თმობთ?

- არა, არა... ვხუმრობ (იცინის). მთლიანობაში მაინც ისე გამოდის, რომ დირექტორი ნინოა.

- როგორც მითხარით, თქვენი ქალიშვილები ცალკე ცხოვრობენ.

- ქალიშვილებს თავისი ოჯახები აქვთ. ასე რომ, აქ ერთად მე, ნინო და ჩემი სიდედრი - ეთერი ვცხოვრობთ. ქალიშვილები და ბავშვები შაბათ-კვირას მოდიან ხოლმე. დღეს მაგალითად, უფროსი ქალიშვილის ბიჭები გვესტუმრნენ. ჩვენთან კარგად ერთობიან, მაგრამ დღის ბოლოს უკვე ქანცი გვაქვს ხოლმე გაწყვეტილი, ისე ვიღლებით. ძალიან ენერგიულები არიან. განა არ უნდათ გაჩერება, მაგრამ ვერ ჩერდებიან და რა ქნან?

- ნაძვის ხე ბავშვებმა მორთეს თუ თქვენც მონაწილეობდით?

- არც კი ვიცი, ვინ მორთო... აგერ კი დგას და... ალბათ ნინომ მორთო (იცინის)...

- ნაძვის ხის ქვეშ თოვლის ბაბუის საჩუქრები თუ დახვდებათ ბავშვებს?

- თოვლის ბაბუაზე მგონი, ჯერ არ გვიზრუნია. სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცი, მაგრამ ამ ამბავს აუცილებლად მივხედავთ. თოვლის ბაბუა საჩუქრებით სავსე ხურჯინით ჩვენთანაც უნდა მოვიყვანოთ, ოღონდ ღამით, 12 საათზე კი არ გვესტუმრება, პირველი იანვრის დილას მოვა, რადგან ბავშვებსაც დღისით ველოდებით.

- მახსოვს, რამდენიმე წლის წინ აქ, თქვენს სახლში შეგხვდით პირველად, თქვენი და-ძმა - ქალბატონი ირინე და ბატონი ვახტანგიც იყვნენ. მაშინაც ჟურნალ "გზისთვის" ვამზადებდი სტატიას და სამივენი დიდი ხალისით იხსენებდით ბავშვობას, ახალგაზრდობას, ურთიერთობებს, სახელოვან მამას, პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძეს... ირაკლი აბაშიძის ოჯახშიც მოდიოდა ხოლმე ხურჯინიანი თოვლის ბაბუა და გიტოვებდათ საჩუქრებს?

- იმხანად ცოტათი სხვანაირად იყო... თოვლის ბაბუის მოსვლა არ მახსოვს, მაგრამ ჩემი ბიჭები კი ტრადიციულად შემოგვირბენდნენ ხოლმე ახალი წლის ღამეს. სწორედ ის ბიჭები, ვისთან ერთადაც დღემდე "ვაჯამებ" კაცობრიობის პრობლემებს. ცოტა ხანს ჩვენთან ჩერდებოდნენ, მერე სხვა მეგობრებთან მივდიოდით ერთად. მამაც მეგობრობდა ჩემს ბიჭებთან. ასაკში რომ შევიდა, განსაკუთრებით სიამოვნებდა მათთან ყოფნა და საუბარი.

- თქვენ როგორი მამა ხართ?

- დიდი სიმკაცრით არასდროს გამოვირჩეოდი. მით უფრო, რომ გოგონები მყავს და არც საჭიროებდნენ დიდ სიმკაცრეს. ვფიქრობ, ვაჟი უფრო ხათაბალაა. თუმცა ახლა რაღა სიმკაცრეზეა ლაპარაკი, საკუთარი ოჯახები აქვთ. სხვათა შორის, კარგი სიძეები მყავს. ერთი იურისტია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს, მეორე ბიზნესმენია. საქმიანი ბიჭები არიან და ერთმანეთთანაც და ჩვენთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ.

- ბატონო ზურაბ, მეკვლედ ყოფილხართ? იცით, როგორი ფეხი გაქვთ?

- (ფიქრობს) კი, ვყოფილვარ. შარშან მივედი ჩემს ქალიშვილებთან და მგონი, ცუდი წელიწადი არ ჰქონიათ. ე.ი. ფეხიც კარგი მქონია (იღიმის). კარგ წელიწადს რომ ვამბობ, ჩემი ოჯახის წევრების, შვილების, შვილიშვილების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვგულისხმობ. ჩემი პრინციპიც ესაა: დილით რომ გაიღვიძებ კაცი, ვიდრე პირიდან სადარდებელი ან უმადურება, ან აუგი, ან შურის სიტყვა წამოგცდება, პირველ რიგში, მადლობა უნდა უთხრა ღმერთს, რომ შინ ყველა მშვიდობით გყავს.

- ახალი წლის ღამეს, საათის ისარი რომ თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, ჩაიფიქრებთ რაიმეს?

- ტრადიციულ ცერემონიას შევასრულებ ზუსტად 12 საათზე - მაქვს ჩემი ჩასაფიქრებელი და აუცილებლად ჩავიფიქრებ. მერე კი, მეორე დღიდან, როგორც ხდება ხოლმე, მოვივლით სამეგობროს, სანათესავოს, მივულოცავთ, მოგვილოცავენ... მიყვარს საახალწლო დღეები: გამშვიდებს, გაწყნარებს. კარგია, რომ ისვენებ, დუნდები, ხალათით გადი-გამოდიხარ ოთახებში, ფიქრობ... სოლოლაკში ვცხოვრობ და ჩემი ფანჯრიდან შესანიშნავი ხედი იშლება, თითქოს მთელ თბილისს ხელისგულზე უყურებ. ჩემს ოჯახს, ჩემს თბილისს, ჩემს ქვეყანას სამ რამეს ვუსურვებ საახალწლოდ (კარგი ციფრია, არა, სამი?): ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას... კიდევ ერთხელ, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას... და მესამედაც: ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას!

პ.ს. იმედია, ახალი წლის ღამეს მოთოვს, თოვლის ბაბუაც ხურჯინებით სავსე მარხილით ჩამოსრიალდება მთებიდან და შეიძლება ჯერ სოლოლაკშიც გამოიაროს. ერთ დიდ ხურჯინს უეჭველად აბაშიძეების ნაძვის ხესთან ჩამოცლის. ლამაზი საჩუქრები დახვდებათ პატარებს. ერთ კუთხეში კი ჯადოსნური ყუთი იქნება მთელი ოჯახისთვის. ცხადია, ყუთის გახსნას ვერავინ მოასწრებს ცელქ ბავშვებს. იქიდან კი ულამაზესი "პირველი თოვლის სიმღერა" ამოხტება, აი ის, დიდმა ბაბუა ირაკლიმ რომ დაწერა და წლების შემდეგ თავის საყვარელ ადამიანებს რომ წაუკითხავენ ზამთრის ჯადოსნურ ღამეს:

წუხელ თოვდა,

ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,

გენახე და ძილში

თბილად დაგეხურე...

მე ავდექი პირველ თოვლზე

განთიადში

და ვეძებდი შენს პატარა

ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის

გზაზე

თოვლი, თეთრად დასახული,

ასე თეთრად, გულუბრყვილოდ

ჰყვავის ასე

იმერეთში ტყემლის ხეზე

გაზაფხული.

ჰყვავის ასე,

და განთიადს

მიხალისებს

ეს ზამთარიც,

დეკემბერში თოვლის ხვავი,

ის თბილისის

ხეივნებში კიპარისებს

იმერულად გამოასხამს

ტყემლის ყვავილს.

დგას ბუჩქები

ვერის ბაღში,

შემკრთალები,

ზედ თოვლია

თუ ფრიალი

ფაფანაკთა?!

ანდა იქნებ ავჭალიდან

თეთრ კარვებით

ადგა ჯარი და

თბილისში დაბანაკდა?!

რა თოვლია!

შენობებს და ბაღში ხარდანს

ფარავს, თეთრად დასახული...

ეს პირველი თოვაც

ისე გამეხარდა,

როგორც გუშინ

მიხაროდა გაზაფხული.

მიხარია,

ცხელ ზაფხულის

დაბრუნებაც,

წვიმაც, ქარიც, უსაქმურად

დანაბერი...

ბევრი კარგი რამ სცოდნია

ამ ბუნებას,

მაგრამ, კარგო,

შენისთანა არაფერი!

ირაკლი აბაშიძე

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა