მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ცინცაძე - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პრეზიდენტი გააბრიყვოს
სოსო ცინცაძე - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პრეზიდენტი გააბრიყვოს

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს, პრე­ზი­დენ­ტი ან­კეს­ზე წა­მო­ე­გოს და გაბ­რიყ­ვდეს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა სოსო ცინ­ცა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნის ვა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცინ­ცა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ივა­ნიშ­ვილ­მა იცის, რომ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს და ახლა ცდი­ლობს პრე­ზი­დენ­ტი ამ ან­კეს­ზე წა­მო­ე­გოს და "ეგებ მარ­თლა ისე გაბ­რიყ­ვდეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი სამ თვე­ში და­ნიშ­ნოს".

"ივა­ნიშ­ვილ­მა იცის, რომ ოპო­ზი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტში ახლა თუ 50-60 კაცი ჰყავს, 15-20 დე­პუ­ტა­ტი ეყო­ლე­ბა და რა­ტომ ჰგო­ნია, რომ ეს არ იცის პრე­ზი­დენ­ტმა? მე არ ვიცი, რა­ტომ ჰგო­ნია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყვე­ლა წევ­რი დე­გე­ნე­რა­ტია. რა­ტომ ჰგო­ნია, რომ ის ამ შე­თა­ვა­ზე­ბას აჰ­ყვე­ბა და ყელს გა­მო­იჭ­რის, ჰა­რა­კირს გა­ი­კე­თებს, რად­გან ეს პო­ლი­ტი­კუ­რი თვით­მკვლე­ლო­ბა იქ­ნე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" უნდა აწყობ­დეთ რაც შე­იძ­ლე­ბა იქით გა­და­ი­დოს არ­ჩევ­ნე­ბი. თუ ქვე­ყა­ნა­ში რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მოხ­და, არა მგო­ნია, პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი უფ­ლე­ბა აპ­რილ­ში გა­მო­ი­ყე­ნოს. პრე­ზი­დენტს არ უთ­ქვამს პარ­ლა­მენტს და­ვი­თხო­ვო, რად­გან იცის, რომ გა­ზა­ფხულ­ზეც დიდი ალ­ბა­თო­ბით მის­თვის არ­ჩევ­ნე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

ამას­თან, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ ერთ თვე­ში ერთხელ მის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ზო­გი­ერთ ოჯახს მა­ხინ­ჯი შვი­ლი ჰყავს, მაგ­რამ ხელს ხომ არ ჰკრა­ვენ", - დას­ძი­ნა მან და მი­აჩ­ნია, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ას მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა სჭირ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა, მისი არ­ჩე­ვი­დან 6 თვის ნაც­ვლად შე­საძ­ლოა, 3 თვე­ში მი­ე­ცეს. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, უმ­რავ­ლე­სო­ბა შე­სა­ბა­მის კა­ნონპ­რო­ექტს ამ­ზა­დებს. პრე­მი­ე­რი ეჭ­ვობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა კა­ნო­ნის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის მიერ ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის­თვის ნდო­ბის არ­გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნას 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შეძ­ლებს. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, ის მზა­დაა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს "და­ეხ­მა­როს" და მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მის­ცეს, რის შემ­დე­გაც ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

სოსო ცინცაძე - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პრეზიდენტი გააბრიყვოს

სოსო ცინცაძე - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პრეზიდენტი გააბრიყვოს

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პრეზიდენტი ანკესზე წამოეგოს და გაბრიყვდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ პარლამენტის დათხოვნის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცინცაძემ განუცხადა, ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ახლა ცდილობს პრეზიდენტი ამ ანკესზე წამოეგოს და "ეგებ მართლა ისე გაბრიყვდეს, რომ არჩევნები სამ თვეში დანიშნოს".

"ივანიშვილმა იცის, რომ ოპოზიციას პარლამენტში ახლა თუ 50-60 კაცი ჰყავს, 15-20 დეპუტატი ეყოლება და რატომ ჰგონია, რომ ეს არ იცის პრეზიდენტმა? მე არ ვიცი, რატომ ჰგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი დეგენერატია. რატომ ჰგონია, რომ ის ამ შეთავაზებას აჰყვება და ყელს გამოიჭრის, ჰარაკირს გაიკეთებს, რადგან ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. "ნაციონალებს" უნდა აწყობდეთ რაც შეიძლება იქით გადაიდოს არჩევნები. თუ ქვეყანაში რამე განსაკუთრებული არ მოხდა, არა მგონია, პრეზიდენტმა თავისი უფლება აპრილში გამოიყენოს. პრეზიდენტს არ უთქვამს პარლამენტს დავითხოვო, რადგან იცის, რომ გაზაფხულზეც დიდი ალბათობით მისთვის არჩევნები კატასტროფული შედეგით დასრულდება", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ამასთან, მისთვის გაუგებარია კონსტიტუციასთან ხელისუფლების დამოკიდებულება ყოველ ერთ თვეში ერთხელ მის შეცვლასთან დაკავშირებით.

"ზოგიერთ ოჯახს მახინჯი შვილი ჰყავს, მაგრამ ხელს ხომ არ ჰკრავენ", - დასძინა მან და მიაჩნია, რომ კონსტიტუციას მეტი პატივისცემა სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება, მისი არჩევიდან 6 თვის ნაცვლად შესაძლოა, 3 თვეში მიეცეს. როგორც ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უმრავლესობა შესაბამის კანონპროექტს ამზადებს. პრემიერი ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გადაყენებისთვის ემზადება, თუმცა კანონის მოქმედი რედაქციით, პარლამენტის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის არგამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ივანიშვილის თქმით, ის მზადაა მიხეილ სააკაშვილს "დაეხმაროს" და მთავრობის გადაყენების შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაც მისცეს, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა