მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს გზას ვადგავარ"
"მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს გზას ვადგავარ"

პო­ე­ტი, რო­მა­ნის­ტი, მულ­ტი­მე­დია არ­ტის­ტი, პერ­ფორ­მე­რი დეფი გო­გი­ბე­დაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს უკვე კარ­გა ხა­ნია, გას­ცდა... მის ნა­მუ­შევ­რებს იც­ნო­ბენ ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში და ძა­ლი­ა­ნაც აფა­სე­ბენ... დეფი ცოტა ხნის წინ და­ქორ­წინ­და, მაგ­რამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი სას­ტი­კად არ უყ­ვარს. ამი­ტო­მაც ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სა­უ­ბარს და­ეთ­მო.

- ბავ­შვო­ბა­ში თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან რა­ი­მე­თი თუ გა­მო­ირ­ჩე­ო­დით?

- ოჰ, ასეთ კი­თხვა­ზე არას­დროს მაქვს ზუს­ტი პა­სუ­ხი, რად­გა­ნაც ვფიქ­რობ, რომ ჩემი ბავ­შვო­ბა არ­სა­დაც არ წა­სუ­ლა. მე თვი­თონ ვარ ჩე­მი­ვე ბავ­შვო­ბა. ჩემ­თვის ეს მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

- წერა რა ასაკ­ში და­ი­წყეთ და რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ ეს?

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი წერა 24 წლი­სამ და­ვი­წყე. ერ­თდრო­უ­ლად ვწერ­დი პო­ე­ტურ და პრო­ზა­ულ ნა­მუ­შევ­რებს. ისე, გა­ნათ­ლე­ბით არ­ქი­ტექ­ტო­რი ვარ. ვხა­ტავ­დი და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს იმის­თვის ვი­ყე­ნებ­დი, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან უფრო ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი...

- ახ­ლაც ხა­ტავთ?

- ახ­ლაც ვხა­ტავ, ეს ნიჭი ჩემ­ში ჯე­რაც არ გამ­ქრა­ლა, მაგ­რამ პო­ე­ზია და პრო­ზა ჩემ­ში შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბე­ბი­ვით "ფეთ­ქდე­ბო­და" ყო­ველ­თვის და აგერ უკვე ოც წელ­ზე მე­ტია, ამ დიდი "აფეთ­ქე­ბე­ბის" მი­ზეზს ქარ­თუ­ლი ზმნი­სა და ასობ­გე­რე­ბის გარ­და, ცხოვ­რე­ბა­სა და თვით სი­ცო­ცხლე­ში ვე­ძებ, ვპო­უ­ლობ და ვავ­რცე­ლებ...

- მე­გობ­რებს უც­ნა­ურ ადა­მი­ა­ნად მი­აჩ­ნი­ხართ?

- დიახ, ასეა... სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც კი ვიცი, რა­ტომ არის ასე... პო­ე­ზია სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბის მი­ზე­ზია და ამ სამ­ყა­რო­ში ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის და აქ ყოფ­ნის გა­მარ­თლე­ბის მი­ზე­ზიც... მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი მყავს, მაგ­რამ ღია ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას­თვის. ისე, ეს ჩემი გამჭვირ­ვა­ლე­ბაც პო­ე­ზი­აა...

- თქვენ უკვე მსოფ­ლი­ო­შიც გა­ით­ქვით სა­ხე­ლი; 2012 წლის ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო მწერ­ლად და­გა­სა­ხე­ლეს... გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხებ?!

- გთხოვთ, ამ თე­მა­ზე არ მა­ლა­პა­რა­კოთ, რად­გა­ნაც ამა­ზე იმ­დე­ნი ინ­ტერ­ვიუ მაქვს უკვე მი­ცე­მუ­ლი, რომ ახალს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. მხო­ლოდ ერთს და­ვა­მა­ტებ, რომ ვე­რას­დროს გა­ვუ­გებ ისეთ ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც ჩემი წარ­მა­ტე­ბა პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფის ტოლ­ფა­სია და სამ­ნიშ­ნა მა­ი­მუ­ნი­ვით არა­ფერს ის­მენს, არა­ფერს ხე­დავს და არა­ფერს ამ­ბობს, რად­გან ის, რა­საც ის­მენს, რა­საც ხე­დავს და რისი თქმაც უნდა, მი­სი­ვე ილუ­ზი­ე­ბი­სა და ყალ­ბი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გამო დიდ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის. ცხოვ­რე­ბა კი რაც უნდა გრძე­ლი იყოს, მა­ინც ჩქა­რა გა­დის და მე დრო არ მრჩე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის... პო­ე­ზია ანა­თებს და სამ­წუ­ხა­როა, რომ ზო­გი­ერ­თი ამ ნა­თე­ბას არ ამ­ჩნევს... არა­და, ეს ნა­თე­ბა ისე­თი ტკბი­ლი, ისე­თი ნამ­დვი­ლი და ისე­თი თა­ნაგ­რძნო­ბით სავ­სეა...

- ბრა­ზი­ლი­ა­ში თქვე­ნი რო­მა­ნე­ბი იბეჭ­დე­ბა. იქ რო­გორ მოხ­ვდა თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი?

- იქ გზამ მი­მიყ­ვა­ნა, ჩემ­მა გზამ. მე ჩემს გზას ჩე­მე­ბუ­რად გავ­დი­ვარ... ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით გა­მიც­ნეს ნიუ-იორკშიც და სა­ერ­თოდ, ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში და ყველ­გან... სამ­ყა­რო ღიაა და მას­ში სა­ზღვრე­ბი არ არ­სე­ბობს. მე უნი­ვერ­სა­ლის­ტი ვარ! რაც ქარ­თუ­ლია, ის არის სა­კა­ცობ­რიო და რაც სა­კა­ცობ­რი­ოა, ის არის სწო­რედ ქარ­თუ­ლი. ენა გა­სა­გე­ბი უნდა იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას­თვის და ამის­თვის დღე და ღამე ვმუ­შა­ობ. წარ­მა­ტე­ბა, დი­დე­ბა, მე­ტად უც­ნა­უ­რი და ფარ­დო­ბი­თი რამ არის... მე ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ და ჩემს გზას ვად­გა­ვარ... ეგ არის სულ...

- მსა­ხი­ო­ბიც ხართ, კი­ნო­რო­ლე­ბი გაქვთ ნა­თა­მა­შე­ბი... მღე­რით კი­დეც და ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს თქვე­ნი ალ­ბო­მის ჩა­წე­რა...

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე რა გი­თხრათ, რამ­დე­ნი­მე როლი ვი­თა­მა­შე, ოთარ იო­სე­ლი­ან­თან და ნანა ჯორ­ჯა­ძეს­თან. ალ­ბო­მის ჩა­წე­რას რაც შე­ე­ხე­ბა, ჩემი პო­ე­ზი­ის მე­სა­მე ალ­ბომს ვი­წერ. ამ ახალ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე ფან­ტას­ტი­კურ და უნი­ჭი­ე­რეს ჯგუფ "სან­დას­თან" ერ­თად ვმუ­შა­ობ. ეს და­ახ­ლო­ე­ბით ის არის, რა­საც მა­ნამ­დე მე და კოტე კა­ლან­და­ძე ალ­ბომ­ში "და­ფი­ო­ნი სუ­პერ­ნო­ვა დო­მი­ნე" ვა­კე­თებ­დით, ანდა, "სამ­კა­უ­ლის" ალ­ბო­მით "ამიშ­ვი ცამ­დე" გა­მოვ­ხა­ტეთ, ან ნიუ-იორკში მე და ლორი ან­დერ­სო­ნი, ამე­რი­კის პენ-კლუბ­ში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, ან­ტერ­ბერ­გის მსოფ­ლიო პო­ე­ზი­ის დარ­ბაზ­ში სავ­სე აუ­დი­ტო­რი­ის წინ რომ ვთქვით. აქაც ეს კონ­ცეფ­ცია ავა­წყვეთ. ესეც გა­მომ­ხატ­ვე­ლო­ბი­თი ენი­სა და ფორ­მის უახ­ლე­სი გან­სა­ზღვრე­ბაა და ის ორე­ნო­ვა­ნია... ალ­ბო­მი "და­ფი­ო­ნი" და "სან­დას­თან" ერ­თად ჩა­წე­რი­ლი ტრე­კე­ბი ჩემს სა­იტ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი... ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში უკვე ის­მე­ნენ და ამ ყვე­ლა­ფერს უკვე კრი­ტი­კუ­ლი არ­ტიკ­ლე­ბიც ახ­ლავს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ მე­დი­დუ­რად დუმს, ისე­ვე, რო­გორც სხვა ჩემს ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე... ეს დუ­მი­ლი კი ვფიქ­რობ, სა­მუ­და­მოა... ჰო, ჩვენ უც­ნა­ურ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ და სწო­რედ ამა­ზეა ჩემი მა­ნი­ფეს­ტი - "ალფა და ომე­გა". სხვა­თა შო­რის, ჯგუ­ფი "სან­და", ამე­რი­კუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ცა­ვის მიერ წელს იქნა მსოფ­ლიო მუ­სი­კო­სე­ბის ტოპ­სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი. ვუ­ლო­ცავ ამ დიდ წარ­მა­ტე­ბას. "სან­და" სა­უ­კე­თე­სოა.

- სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია გაქვთ დამ­თავ­რე­ბუ­ლი. თქვე­ნი პრო­ფე­სი­ით არას­დროს გი­მუ­შა­ვი­ათ?

- მე პრო­ფე­სი­ით მწე­რა­ლი ვარ. არ­ქი­ტექ­ტო­რი გა­ნათ­ლე­ბით გახ­ლა­ვართ. ეს ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­მაა... არ­ქი­ტექ­ტო­რად მხო­ლოდ ერთი კვი­რა ვი­მუ­შა­ვე: თბი­ლის­ში, ერთი აი­ვა­ნი მაქვს დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი და აშე­ნე­ბუ­ლი. მე­დი­ა­ში კი, იმი­ტომ ვმუ­შა­ობ­დი, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან უფრო ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი; რომ ჩემი გზავ­ნი­ლე­ბი მათ­თვის მი­მე­ტა­ნა... არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, სივ­რცობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა ჩემ­თვის ოქ­როს სა­ბა­დოა. ის ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მნი­სას და აუ­დი­ო­ალ­ბო­მის შექ­მნი­სას, გა­ნუ­სა­ზღვრელ სა­შუ­ა­ლე­ბებს მაძ­ლევს. სამ­ყა­როს შემ­ქმნე­ლი პო­ე­ტი, ღმერ­თი, სწო­რედ არ­ქი­ტექ­ტო­რია თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით...

- მახ­სოვს, ხან­და­ხან პო­ლი­ტი­კა­შიც ერე­ო­დით. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" დროს ერთ-ერთი ლი­დე­რიც იყა­ვით. ახლა პო­ლი­ტი­კო­სო­ბის სურ­ვი­ლი არ გაქვთ?

- სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კაა ისე­ვე, რო­გორც სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი არის პო­ე­ზია... პო­ლი­ტი­კო­სო­ბის სურ­ვი­ლი არას­დროს მქო­ნია. პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვას კი ყო­ველ­თვის ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია ესა­ძირ­კვლე­ბო­და, გნე­ბავთ, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ის­ტო­რი­ულ მო­ნაკ­ვეთ­შიც...

- "ფე­ის­ბუკ­ზე" თქვე­ნი მე­ო­რე გვერ­დია გახ­სნი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი თქვე­ნი ლან­ძღვი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. რას ფიქ­რობთ მათ­ზე?

- ასეთ რა­მე­ებს არას­დროს ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას. მერე რა? გეს­ლი და ლან­ძღვა ჩე­მამ­დე ვერ აღ­წევს და ყვე­ლა­ფე­რი ისევ მათ უბ­რუნ­დე­ბათ. სა­ერ­თოდ, ვინც წი­ნაა, მას­ზე ყო­ველ­თვის ლა­პა­რა­კო­ბენ, მას­ზე ზურგს უკან მდგომ­ნი. წინ მყოფს ყო­ველ­თვის ზურ­გში ხვდე­ბა ტყვი­აც და გეს­ლიც... ზოგ­ჯერ სა­წყე­ნია პრი­მი­ტი­ვო­ბის ასე­თი დიდი მუხ­ტი, ზოგ­ჯერ - ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოც... ხან­და­ხან აგ­რე­სია სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით პირ­და­პირ აღ­წევს, მაგ­რამ მა­გა­საც ვა­ტა­რებ, რად­გან კარ­გად მეს­მის, ვინ ვარ და რა გზას ვად­გა­ვარ... ვფიქ­რობ, სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბო­ბენ მხო­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბი და გამ­ქი­ლი­კებ­ლე­ბი, რა­ო­ბა­ნი და არა­რა­ო­ბა­ნი. მე შე­მოქ­მე­დი ვარ! იხი­ლეთ ჩემი ლექ­სი სა­ხელ­წო­დე­ბით "ჰმ", ის შე­სუ­ლია ჩემს წლე­ვან­დელ წიგნ­ში "აქე­დან ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი გა­ვალთ"...

- დღე­ვან­დელ ქარ­თველ მწერ­ლებ­ზე რა აზ­რის ხართ?

- ერთი კონ­კრე­ტუ­ლი აზრი არა მაქვს, რად­გა­ნაც დრო სა­ცე­რი­ვით გაც­რის ყვე­ლა­ფერს და დარ­ჩე­ბა ღირ­სე­უ­ლი, ნამ­დვი­ლი, თა­ნაგ­რძნო­ბი­თა და ნი­ჭით და­ნიშ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და ავ­ტო­რი... ნიჭი ვე­რას­დროს გა­ნად­გურ­დე­ბა, ის ცო­ცხა­ლი ენერ­გი­აა და არ კვდე­ბა, უბ­რა­ლოდ ერთი ფორ­მი­დან მე­ო­რე­ში გა­და­დის... მხო­ლოდ იმ მწე­რალს აქვს მო­მა­ვა­ლი, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რებ­საც ახა­ლი თა­ო­ბა კი­თხუ­ლობს და რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის უნი­ვერ­სა­ლუ­რია. ჩვენ, ჩვენს გზებ­ზე ვდგა­ვართ. ეს გზე­ბი კი ადა­მი­ან­თა გუ­ლე­ბის­კენ თუ მი­დის, ესე იგი, მი­დის უკ­ვდა­ვე­ბის­კენ. უკვე ვიცი, ჩვენ შო­რის ვინ ვინ არის და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი... ვფიქ­რობ, ეს უკვე სხვებ­მაც და­ი­ნა­ხეს... ილუ­ზია, თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბა და ცხვი­რის აწე­ვა, რა­ღაც თავ­და­ჯე­რე­ბა, ვფიქ­რობ, ეს ბევ­რი დღე­ვან­დე­ლი მწერ­ლი­სა და ზო­გა­დად, შე­მოქ­მე­დის ისე­თი მტე­რია, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­ა­მოვ­ნებს ყოფ­ნა ზოგ ჩემს კო­ლე­გას... მაგ­რამ არ მა­დარ­დებს; ეს არ არის ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა... მე ჩემს სამ­ყა­როს ვქმნი, თავი დავ­დე და ვიბ­რძო­ლე ამ დი­ა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, დიახ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

- მინ­და, და­ქორ­წი­ნე­ბა მო­გი­ლო­ცოთ. გვი­თხა­რით, ვინ არის თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- ქეთი ჯა­ნაშ­ვი­ლი.

- სად გა­ი­ცა­ნით ის და რო­გორ შეხ­ვდნენ თქვე­ნი შვი­ლე­ბი თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გა­ნაც რო­გორც ვიცი, ეს თქვე­ნი მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბაა...

- მე და ქეთი ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით "ვი­ყუ­რე­ბით"... ისე, არ მიყ­ვარს პი­რად ამ­ბებ­ზე ლაქ­ლა­ქი... სა­ერ­თოდ ასეთ კი­თხვებს პა­სუხს არც ვცემ ხოლ­მე. ერთს კი გე­ტყვით... თქვენ გე­ტყვით, ოღონდ, არა­ვის უთხრათ, - ქეთი მე ვარ... ჰო, მე და ჩემი ცოლი ერთი "მე" ვართ და ერთი "შენ". ჩვენ ორი ნა­პი­რი ვართ და ჩვენ შო­რი­საა დიდი და უტ­კბი­ლე­სი სი­ცო­ცხლის ზღვა. ერ­თმა­ნე­თის­კენ ლტოლ­ვა კი ყო­ველ­თვის რა­ღაც ახ­ლე­ბუ­რად წარ­მო­ა­ჩენს ხოლ­მე თავს. შვი­ლე­ბიც და ჩემი მე­უღ­ლე­ე­ბიც (ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი ცხა­დია) დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შეხ­ვდნენ ამ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას... გაც­ნო­ბით კი ვფიქ­რობ, მე და ქე­თიმ სიზ­მრე­ბით გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი... ოღონდ, ამა­ზე სხვა დროს...

ნონა კუ­ტი­ბაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს გზას ვადგავარ"

"მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს გზას ვადგავარ"

პოეტი, რომანისტი, მულტიმედია არტისტი, პერფორმერი დეფი გოგიბედაშვილი საკუთარი შემოქმედებით საქართველოს საზღვრებს უკვე კარგა ხანია, გასცდა... მის ნამუშევრებს იცნობენ ამერიკაში, ევროპაში და ძალიანაც აფასებენ... დეფი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა, მაგრამ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი სასტიკად არ უყვარს. ამიტომაც ჩვენი ინტერვიუ მის შემოქმედებაზე საუბარს დაეთმო.

- ბავშვობაში თანატოლებისგან რაიმეთი თუ გამოირჩეოდით?

- ოჰ, ასეთ კითხვაზე არასდროს მაქვს ზუსტი პასუხი, რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩემი ბავშვობა არსადაც არ წასულა. მე თვითონ ვარ ჩემივე ბავშვობა. ჩემთვის ეს მართლაც განსაკუთრებული მდგომარეობაა.

- წერა რა ასაკში დაიწყეთ და რამ გადაგაწყვეტინათ ეს?

- პროფესიონალური წერა 24 წლისამ დავიწყე. ერთდროულად ვწერდი პოეტურ და პროზაულ ნამუშევრებს. ისე, განათლებით არქიტექტორი ვარ. ვხატავდი და მედიასაშუალებებს იმისთვის ვიყენებდი, რომ ადამიანებთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი...

- ახლაც ხატავთ?

- ახლაც ვხატავ, ეს ნიჭი ჩემში ჯერაც არ გამქრალა, მაგრამ პოეზია და პროზა ჩემში შენელებული მოქმედების ბომბებივით "ფეთქდებოდა" ყოველთვის და აგერ უკვე ოც წელზე მეტია, ამ დიდი "აფეთქებების" მიზეზს ქართული ზმნისა და ასობგერების გარდა, ცხოვრებასა და თვით სიცოცხლეში ვეძებ, ვპოულობ და ვავრცელებ...

- მეგობრებს უცნაურ ადამიანად მიაჩნიხართ?

- დიახ, ასეა... სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რატომ არის ასე... პოეზია სამყაროს არსებობის მიზეზია და ამ სამყაროში ჩვენი არსებობის და აქ ყოფნის გამართლების მიზეზიც... მხოლოდ რამდენიმე უახლოესი მეგობარი მყავს, მაგრამ ღია ვარ აბსოლუტურად ყველასთვის. ისე, ეს ჩემი გამჭვირვალებაც პოეზიაა...

- თქვენ უკვე მსოფლიოშიც გაითქვით სახელი; 2012 წლის ევროპის საუკეთესო მწერლად დაგასახელეს... გვიამბეთ ამის შესახებ?!

- გთხოვთ, ამ თემაზე არ მალაპარაკოთ, რადგანაც ამაზე იმდენი ინტერვიუ მაქვს უკვე მიცემული, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ ვერასდროს გავუგებ ისეთ ადამიანს, ვისთვისაც ჩემი წარმატება პირადი შეურაცხყოფის ტოლფასია და სამნიშნა მაიმუნივით არაფერს ისმენს, არაფერს ხედავს და არაფერს ამბობს, რადგან ის, რასაც ისმენს, რასაც ხედავს და რისი თქმაც უნდა, მისივე ილუზიებისა და ყალბი თავდაჯერებულობის გამო დიდ დისკომფორტს უქმნის. ცხოვრება კი რაც უნდა გრძელი იყოს, მაინც ჩქარა გადის და მე დრო არ მრჩება ასეთი ადამიანისთვის... პოეზია ანათებს და სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ამ ნათებას არ ამჩნევს... არადა, ეს ნათება ისეთი ტკბილი, ისეთი ნამდვილი და ისეთი თანაგრძნობით სავსეა...

- ბრაზილიაში თქვენი რომანები იბეჭდება. იქ როგორ მოხვდა თქვენი ნამუშევრები?

- იქ გზამ მიმიყვანა, ჩემმა გზამ. მე ჩემს გზას ჩემებურად გავდივარ... ჩემი ნაწარმოებებით გამიცნეს ნიუ-იორკშიც და საერთოდ, ამერიკაში, ევროპაში და ყველგან... სამყარო ღიაა და მასში საზღვრები არ არსებობს. მე უნივერსალისტი ვარ! რაც ქართულია, ის არის საკაცობრიო და რაც საკაცობრიოა, ის არის სწორედ ქართული. ენა გასაგები უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის და ამისთვის დღე და ღამე ვმუშაობ. წარმატება, დიდება, მეტად უცნაური და ფარდობითი რამ არის... მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს გზას ვადგავარ... ეგ არის სულ...

- მსახიობიც ხართ, კინოროლები გაქვთ ნათამაშები... მღერით კიდეც და ახლა მიმდინარეობს თქვენი ალბომის ჩაწერა...

- მსახიობობაზე რა გითხრათ, რამდენიმე როლი ვითამაშე, ოთარ იოსელიანთან და ნანა ჯორჯაძესთან. ალბომის ჩაწერას რაც შეეხება, ჩემი პოეზიის მესამე ალბომს ვიწერ. ამ ახალ კონცეფციაზე ფანტასტიკურ და უნიჭიერეს ჯგუფ "სანდასთან" ერთად ვმუშაობ. ეს დაახლოებით ის არის, რასაც მანამდე მე და კოტე კალანდაძე ალბომში "დაფიონი სუპერნოვა დომინე" ვაკეთებდით, ანდა, "სამკაულის" ალბომით "ამიშვი ცამდე" გამოვხატეთ, ან ნიუ-იორკში მე და ლორი ანდერსონი, ამერიკის პენ-კლუბში, მანჰეტენზე, ანტერბერგის მსოფლიო პოეზიის დარბაზში სავსე აუდიტორიის წინ რომ ვთქვით. აქაც ეს კონცეფცია ავაწყვეთ. ესეც გამომხატველობითი ენისა და ფორმის უახლესი განსაზღვრებაა და ის ორენოვანია... ალბომი "დაფიონი" და "სანდასთან" ერთად ჩაწერილი ტრეკები ჩემს საიტზეა განთავსებული... ამერიკასა და ევროპაში უკვე ისმენენ და ამ ყველაფერს უკვე კრიტიკული არტიკლებიც ახლავს, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ მედიდურად დუმს, ისევე, როგორც სხვა ჩემს ნაწარმოებებზე... ეს დუმილი კი ვფიქრობ, სამუდამოა... ჰო, ჩვენ უცნაურ სამყაროში ვცხოვრობთ და სწორედ ამაზეა ჩემი მანიფესტი - "ალფა და ომეგა". სხვათა შორის, ჯგუფი "სანდა", ამერიკული მუსიკალური საინფორმაციო საცავის მიერ წელს იქნა მსოფლიო მუსიკოსების ტოპსიაში შეყვანილი. ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. "სანდა" საუკეთესოა.

- სამხატვრო აკადემია გაქვთ დამთავრებული. თქვენი პროფესიით არასდროს გიმუშავიათ?

- მე პროფესიით მწერალი ვარ. არქიტექტორი განათლებით გახლავართ. ეს ოდნავ განსხვავებული რამაა... არქიტექტორად მხოლოდ ერთი კვირა ვიმუშავე: თბილისში, ერთი აივანი მაქვს დაპროექტებული და აშენებული. მედიაში კი, იმიტომ ვმუშაობდი, რომ ადამიანებთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი; რომ ჩემი გზავნილები მათთვის მიმეტანა... არქიტექტურული, სივრცობრივი აზროვნება და განათლება ჩემთვის ოქროს საბადოა. ის ლიტერატურის შექმნისას და აუდიოალბომის შექმნისას, განუსაზღვრელ საშუალებებს მაძლევს. სამყაროს შემქმნელი პოეტი, ღმერთი, სწორედ არქიტექტორია თავისი ბუნებით...

- მახსოვს, ხანდახან პოლიტიკაშიც ერეოდით. "ვარდების რევოლუციის" დროს ერთ-ერთი ლიდერიც იყავით. ახლა პოლიტიკოსობის სურვილი არ გაქვთ?

- საერთოდ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა ისევე, როგორც საერთოდ ყველაფერი არის პოეზია... პოლიტიკოსობის სურვილი არასდროს მქონია. პოლიტიკაში ჩარევას კი ყოველთვის ჩემი სამოქალაქო პოზიცია ესაძირკვლებოდა, გნებავთ, "ვარდების რევოლუციის" ისტორიულ მონაკვეთშიც...

- "ფეისბუკზე" თქვენი მეორე გვერდია გახსნილი, სადაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი თქვენი ლანძღვითაა დაკავებული. რას ფიქრობთ მათზე?

- ასეთ რამეებს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას. მერე რა? გესლი და ლანძღვა ჩემამდე ვერ აღწევს და ყველაფერი ისევ მათ უბრუნდებათ. საერთოდ, ვინც წინაა, მასზე ყოველთვის ლაპარაკობენ, მასზე ზურგს უკან მდგომნი. წინ მყოფს ყოველთვის ზურგში ხვდება ტყვიაც და გესლიც... ზოგჯერ საწყენია პრიმიტივობის ასეთი დიდი მუხტი, ზოგჯერ - ძალიან სასაცილოც... ხანდახან აგრესია სხვადასხვა საშუალებებით პირდაპირ აღწევს, მაგრამ მაგასაც ვატარებ, რადგან კარგად მესმის, ვინ ვარ და რა გზას ვადგავარ... ვფიქრობ, სამყაროში არსებობენ მხოლოდ შემოქმედები და გამქილიკებლები, რაობანი და არარაობანი. მე შემოქმედი ვარ! იხილეთ ჩემი ლექსი სახელწოდებით "ჰმ", ის შესულია ჩემს წლევანდელ წიგნში "აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ"...

- დღევანდელ ქართველ მწერლებზე რა აზრის ხართ?

- ერთი კონკრეტული აზრი არა მაქვს, რადგანაც დრო საცერივით გაცრის ყველაფერს და დარჩება ღირსეული, ნამდვილი, თანაგრძნობითა და ნიჭით დანიშნული ნაწარმოები და ავტორი... ნიჭი ვერასდროს განადგურდება, ის ცოცხალი ენერგიაა და არ კვდება, უბრალოდ ერთი ფორმიდან მეორეში გადადის... მხოლოდ იმ მწერალს აქვს მომავალი, რომლის ნამუშევრებსაც ახალი თაობა კითხულობს და რომელიც ყველასთვის უნივერსალურია. ჩვენ, ჩვენს გზებზე ვდგავართ. ეს გზები კი ადამიანთა გულებისკენ თუ მიდის, ესე იგი, მიდის უკვდავებისკენ. უკვე ვიცი, ჩვენ შორის ვინ ვინ არის და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყოველთვის ვიცოდი... ვფიქრობ, ეს უკვე სხვებმაც დაინახეს... ილუზია, თვითკმაყოფილება და ცხვირის აწევა, რაღაც თავდაჯერება, ვფიქრობ, ეს ბევრი დღევანდელი მწერლისა და ზოგადად, შემოქმედის ისეთი მტერია, რომელთანაც ყველაზე მეტად სიამოვნებს ყოფნა ზოგ ჩემს კოლეგას... მაგრამ არ მადარდებს; ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა... მე ჩემს სამყაროს ვქმნი, თავი დავდე და ვიბრძოლე ამ დიადი თავისუფლებისთვის, დიახ, შემოქმედებითი თავისუფლებისთვის.

- მინდა, დაქორწინება მოგილოცოთ. გვითხარით, ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ქეთი ჯანაშვილი.

- სად გაიცანით ის და როგორ შეხვდნენ თქვენი შვილები თქვენს გადაწყვეტილებას, რადგანაც როგორც ვიცი, ეს თქვენი მესამე ქორწინებაა...

- მე და ქეთი ერთი მიმართულებით "ვიყურებით"... ისე, არ მიყვარს პირად ამბებზე ლაქლაქი... საერთოდ ასეთ კითხვებს პასუხს არც ვცემ ხოლმე. ერთს კი გეტყვით... თქვენ გეტყვით, ოღონდ, არავის უთხრათ, - ქეთი მე ვარ... ჰო, მე და ჩემი ცოლი ერთი "მე" ვართ და ერთი "შენ". ჩვენ ორი ნაპირი ვართ და ჩვენ შორისაა დიდი და უტკბილესი სიცოცხლის ზღვა. ერთმანეთისკენ ლტოლვა კი ყოველთვის რაღაც ახლებურად წარმოაჩენს ხოლმე თავს. შვილებიც და ჩემი მეუღლეებიც (ყოფილი მეუღლეები ცხადია) დიდი სიყვარულით შეხვდნენ ამ ჩემს გადაწყვეტილებას... გაცნობით კი ვფიქრობ, მე და ქეთიმ სიზმრებით გავიცანით ერთმანეთი... ოღონდ, ამაზე სხვა დროს...

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს