პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია - ამნისტიის კანონით ციხეებს მინიმუმ 3 000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს
ეკა ბესელია - ამნისტიის კანონით ციხეებს მინიმუმ 3 000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს

ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მი­ნი­მუმ 3 000-ზე მეტი პა­ტი­მა­რი და­ტო­ვებს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, პირ­ველ ეტაპ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, ხოლო შემ­დეგ სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი.

"კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­დის გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. კა­ნო­ნი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ და ძა­ლა­ში შე­დის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ვა­ნა­ვე. კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან ერთ კვი­რი­ან ვა­და­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, ხოლო 2 თვეა მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა, რო­დე­საც ამ­ნის­ტი­ის აღ­სრუ­ლე­ბა უნდა მოხ­დეს ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი პა­ტიმ­რის მი­მართ. რამ­დე­ნი­მე ათა­სი პა­ტი­მა­რი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ზუს­ტი ციფ­რის თქმა ძნე­ლია, რად­გან რამ­დე­ნი­მე მუხ­ლია, რო­მელ­საც აქვს წი­ნა­პი­რო­ბა და ეს წი­ნა­პი­რო­ბე­ბი უნდა დად­გეს იმის­თვის, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­დეს. მი­ნი­მუმ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს არის 3000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რდე­ბა ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ათას პა­ტი­მარს. რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლის შემ­ცი­რე­ბას 1/4 -ით - ის და­ახ­ლო­ე­ბით 15 700 პა­ტი­მარს შე­ე­ხე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში არც ერთი პა­ტი­მა­რი არ რჩე­ბა, რო­მელ­საც ამ­ნის­ტია სხვა­დას­ხვა ფორ­მით არ შე­ე­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს კა­ნონ­ზე ხელი მო­წე­რი­ლი ამ დრო­ის­თვის არ აქვს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ეკა ბესელია - ამნისტიის კანონით ციხეებს მინიმუმ 3 000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს

ეკა ბესელია - ამნისტიის კანონით ციხეებს მინიმუმ 3 000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს

ამნისტიის კანონით სასჯელაღსრულების დაწესებულებებს მინიმუმ 3 000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, ხოლო შემდეგ სხვა მსჯავრდებულები.

"კანონის აღსრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გამოქვეყნდება. კანონი გამოქვეყნდება პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ და ძალაში შედის გამოქვეყნებისთავანავე. კანონის ძალაში შესვლიდან ერთ კვირიან ვადაში თავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, ხოლო 2 თვეა მაქსიმალური ვადა, როდესაც ამნისტიის აღსრულება უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი პატიმრის მიმართ. რამდენიმე ათასი პატიმარი გათავისუფლდება. ზუსტი ციფრის თქმა ძნელია, რადგან რამდენიმე მუხლია, რომელსაც აქვს წინაპირობა და ეს წინაპირობები უნდა დადგეს იმისთვის, რომ გათავისუფლება მოხდეს. მინიმუმ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 3000-ზე მეტი ადამიანი. სასჯელი გაუნახევრდება ასევე რამდენიმე ათას პატიმარს. რაც შეეხება სასჯელის შემცირებას 1/4 -ით - ის დაახლოებით 15 700 პატიმარს შეეხება. მთლიანობაში არც ერთი პატიმარი არ რჩება, რომელსაც ამნისტია სხვადასხვა ფორმით არ შეეხება", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს კანონზე ხელი მოწერილი ამ დროისთვის არ აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ