პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა სალუქვაძე და ზაზა მარჯანიშვილი დაქორწინდნენ
მარინა სალუქვაძე და ზაზა მარჯანიშვილი დაქორწინდნენ

ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტმა მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძემ და მუ­სი­კოს­მა ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვილ­მა ბარ-რეს­ტო­რან "ზა­ზა­ნო­ვა­ში" ხელი მო­ა­წე­რეს. რეს­ტორ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე მო­უ­ლოდ­ნე­ლად სცე­ნა­ზე ავი­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყუ­რა­დღე­ბის­თვის და გა­ნა­ცხა­და, რომ ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვილ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის 2 წლის შემ­დეგ ხელს იქვე მო­ა­წერ­და.

სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია ჩა­ა­ტა­რა და ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის სა­ბუთ­ზე ხელი მა­რი­ნამ და ზა­ზამ ათ მეჯ­ვა­რეს­თან ერ­თად მო­ა­წე­რეს. მეჯ­ვა­რე­თა შო­რის იყ­ვნენ მომ­ღე­რა­ლი მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი, რუს­თა­ვი 2-ის პრო­დი­უ­სე­რი გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნია და მუ­სი­კო­სი ნიკა რაჭ­ვე­ლი.

წვე­უ­ლე­ბის კი­დევ ერთი სი­ურპრი­ზი "ზა­ზა­ნო­ვა­ში" დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის გა­მო­ჩე­ნა იყო, ხე­ლის მო­წე­რა მა­რი­ნა­სა და ზა­ზას საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, აშშ-ის ელჩმა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა და ბრა­ზი­ლი­ის ელჩმა კარ­ლოს ალ­ბერ­ტო ლო­პეს ას­ფო­რამ მი­უ­ლო­ცეს.

ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბის პიკ­ზე ბრა­ზი­ლი­ის ელჩმა უჩ­ვე­უ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ი­ჩი­ნა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სცე­ნა­ზე ავი­და და მაია ბა­რა­თაშ­ვილ­თან ერ­თად ბრა­ზი­ლი­უ­რი სამ­ბა შე­ას­რუ­ლა.

მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე: "ზა­ზა­ნო­ვა" ჯერ ვა­კე­ში გავ­ხსე­ნით, მაგ­რამ უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნებ­მა პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნეს. მე­გობ­რებს გარ­კვე­უ­ლი სი­ურპრი­ზიც და­ვახ­ვედ­რეთ. ჩემი და ზა­ზას ქორ­წი­ნე­ბი­დან 2 წლის თავ­ზე ხე­ლის მო­წე­რაც გა­დავ­წყვიტ­რეთ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ლა­მა­ზი დღე­სას­წა­უ­ლი გა­მო­ვი­და".

თავ­და­პირ­ვე­ლად რეს­ტო­რა­ნი "ზა­ზა­ნო­ვა" ირაკ­ლი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე გა­იხ­სნა, თუმ­ცა უცხო­ელ­მა პარტნი­ო­რებ­მა სა­რეს­ტორ­ნო საქ­მის აწყო­ბის შემ­დეგ, ზაზა და მა­რი­ნა და­ი­თხო­ვეს, რის გა­მოც ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვილ­მა და მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძემ სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნეს.

ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი: "ცუდი პე­რი­ო­დი უკვე გა­ვი­ა­რეთ, დღეს უკვე ჯა­ზი­სა და თბი­ლი­სუ­რი სა­ღა­მო­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ახა­ლი "ზა­ზა­ნო­ვა" წარ­ვუდ­გი­ნეთ, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს გა­მო­ფე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კაც დახ­ვდე­ბა".

რო­გორც სა­ხელ­და­ხე­ლო ქორ­წი­ლის სტუმ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძეს სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ებ­ში ბედი აქვს. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი და­ეს­წრო. ზა­ზას­თან სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ას კი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ დაჰკლე­ბია.

"ზა­ზა­ნო­ვა­ში" ცო­ცხა­ლი ბენ­დი დიდ­ხანს უკ­რავ­და. ჯა­ზურ კომ­პო­ზი­ცი­ებს კი მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებ­და.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მარინა სალუქვაძე და ზაზა მარჯანიშვილი დაქორწინდნენ

მარინა სალუქვაძე და ზაზა მარჯანიშვილი დაქორწინდნენ

ტელეჟურნალისტმა მარინა სალუქვაძემ და მუსიკოსმა ზაზა მარჯანიშვილმა ბარ-რესტორან "ზაზანოვაში" ხელი მოაწერეს. რესტორნის პრეზენტაციის დროს მარინა სალუქვაძე მოულოდნელად სცენაზე ავიდა, საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის და განაცხადა, რომ ზაზა მარჯანიშვილთან თანაცხოვრების 2 წლის შემდეგ ხელს იქვე მოაწერდა.

სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა ოფიციალური ცერემონია ჩაატარა და ქორწინების მოწმობის საბუთზე ხელი მარინამ და ზაზამ ათ მეჯვარესთან ერთად მოაწერეს. მეჯვარეთა შორის იყვნენ მომღერალი მაია ბარათაშვილი, რუსთავი 2-ის პროდიუსერი გიორგი ხაბურძანია და მუსიკოსი ნიკა რაჭველი.

წვეულების კიდევ ერთი სიურპრიზი "ზაზანოვაში" დიპლომატიური კორპუსის გამოჩენა იყო, ხელის მოწერა მარინასა და ზაზას საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და ბრაზილიის ელჩმა კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორამ მიულოცეს.

ამაღლებული განწყობის პიკზე ბრაზილიის ელჩმა უჩვეულო ინიციატივა გამოიჩინა, მოულოდნელად სცენაზე ავიდა და მაია ბარათაშვილთან ერთად ბრაზილიური სამბა შეასრულა.

მარინა სალუქვაძე: "ზაზანოვა" ჯერ ვაკეში გავხსენით, მაგრამ უსინდისო ადამიანებმა პრობლემები შეგვიქმნეს. მეგობრებს გარკვეული სიურპრიზიც დავახვედრეთ. ჩემი და ზაზას ქორწინებიდან 2 წლის თავზე ხელის მოწერაც გადავწყვიტრეთ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ლამაზი დღესასწაული გამოვიდა”.

თავდაპირველად რესტორანი "ზაზანოვა" ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა, თუმცა უცხოელმა პარტნიორებმა სარესტორნო საქმის აწყობის შემდეგ, ზაზა და მარინა დაითხოვეს, რის გამოც ზაზა მარჯანიშვილმა და მარინა სალუქვაძემ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.

ზაზა მარჯანიშვილი: ”ცუდი პერიოდი უკვე გავიარეთ, დღეს უკვე ჯაზისა და თბილისური საღამოების მოყვარულებს ახალი "ზაზანოვა" წარვუდგინეთ, სადაც ნებისმიერ ადამიანს გამოფენების პარალელურად გემოვნებიანი მუსიკაც დახვდება”.

როგორც სახელდახელო ქორწილის სტუმრებმა აღნიშნეს, მარინა სალუქვაძეს საქორწინო ცერემონიებში ბედი აქვს. პირველ ქორწინების ცერემონიას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი დაესწრო. ზაზასთან საქორწინო ცერემონიას კი დიპლომატიური კორპუსი და მაღალი საზოგადოება არ დაჰკლებია.

"ზაზანოვაში" ცოცხალი ბენდი დიდხანს უკრავდა. ჯაზურ კომპოზიციებს კი მაია ბარათაშვილი ასრულებდა.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება