პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია 2013 წლის "ოცნების" ბიუჯეტი
როგორია 2013 წლის "ოცნების" ბიუჯეტი

2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად შე­იც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით. ახლა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის მარ­თვის გზა­ზე პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამს. მათ­გან ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტი. 2013 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს პარ­ლა­მენ­ტი უკვე მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში და­ამ­ტკი­ცებს. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, გა­მარ­ჯვე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა სა­კუ­თა­რი და­პი­რე­ბე­ბი­სა და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე და­ი­წყო ზრუნ­ვა და მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში აქ­ცენ­ტე­ბი სწო­რედ მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეა დას­მუ­ლი. გა­სა­გე­ბია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თბა­შად ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, თუმ­ცა ოპო­ნენ­ტე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ ბი­უ­ჯე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის ლო­ზუნ­გით და­გეგ­მვამ, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ წელს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდა შე­ა­ფერ­ხოს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და­პი­რე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა 2013 წელს, რო­გორც უკვე გა­ირ­კვა, ვე­ღარ მო­ხერ­ხდე­ბა. გვე­სა­უბ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სა­ბი­უ­ჯე­ტო-სა­ფი­ნან­სო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ონოფ­რიშ­ვი­ლი:

- კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბის ბოლო ვადა 21 დე­კემ­ბე­რია. მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის ნა­წი­ლი 8 მი­ლი­არდ 748 მი­ლი­ო­ნით გა­ნი­სა­ზღვრა, სა­ი­და­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ სო­ცი­ა­ლურ დაც­ვა­ზე და­ი­ხარ­ჯე­ბა. ეს ბი­უ­ჯე­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტის­გან იმით, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სფე­როს და­ფი­ნან­სე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბი, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გა­რე­მოც­ვა ხარ­ჯავ­დნენ. ფული იხარ­ჯე­ბო­და არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით - და­წყე­ბუ­ლი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­სა თუ თვითმფრი­ნა­ვე­ბის შე­ძე­ნით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­თან შე­უ­სა­ბა­მო მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მო­ი­გო­ნეს ახა­ლი ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც ჭა­ობ­ზე უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო და ამა­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის და­ხარ­ჯვა იგეგ­მე­ბო­და. გარ­და ამი­სა, ბი­უ­ჯე­ტის ე.წ. სხვა ხარ­ჯებ­ში გა­წე­რი­ლი იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხე­ბი, რო­მე­ლიც გა­უმჭვირ­ვა­ლედ იხარ­ჯე­ბო­და.

- 2013 წლის ბი­უ­ჯეტ­შიც "სხვა თან­ხე­ბის" ეგი­დით საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა, თით­ქმის მი­ლი­არდ ორა­სი მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­წე­რი­ლი...

- მაგ­რამ ეს თან­ხა არის გა­შიფ­რუ­ლი და ნე­ბის­მი­ერ­მა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოს, რო­გორ და­ი­ხარ­ჯე­ბა ფული. გარ­და ამი­სა, აღარ და­ფი­ნანსდე­ბა არა­მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რო­დე­საც ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ვა­უ­ჩე­რებს ური­გებ­დნენ მო­სახ­ლე­ო­ბას. ამ პრო­ცესს არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კას­თან და საბ­ჭო­თა მენ­ტა­ლი­ტე­ტის გად­მო­ნაშ­თი იყო. მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ჰქონ­დეს ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი პა­კე­ტით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის 70% აქამ­დე მოკ­ლე­ბუ­ლი იყო ამას. და­ზღვე­ვის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა ეტა­პობ­რი­ვად: თე­ბერ­ვლი­დან, ყვე­ლა ის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც არ სარ­გებ­ლობს და­ზღვე­ვით, მი­ი­ღებს მი­ნი­მა­ლურ სა­და­ზღვე­ვო პა­კეტს, ხოლო ივ­ლი­სი­დან - სა­ბა­ზი­სო სა­და­ზღვე­ვო პა­კეტს.

- რა თან­ხა და­უჯ­დე­ბა ეს ბი­უ­ჯეტს?

- 850 მი­ლი­ო­ნამ­დე.

- თქვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით და­გეგ­მი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა არ არის საკ­მა­რი­სი.

- ეს გა­ი­სად გა­მოჩ­ნდე­ბა. სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ვართ, თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტი­თაა დათ­ვლი­ლი - რა და რო­გო­რაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ თუ სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პროგ­რა­მებს უფრო მეტი ფი­ნან­სე­ბი დას­ჭირ­და, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა თან­ხა ამის­თვის. თუმ­ცა არა მგო­ნია, რომ და­მა­ტე­ბით დიდი თან­ხა გახ­დეს სა­ჭი­რო. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პენ­სი­ე­ბის მო­მა­ტე­ბა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მა­დე, რაც ასე­ვე ჩვე­ნი და­პი­რე­ბა იყო და ესეც გა­ი­სად ას­რულ­დე­ბა. 2013 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ყვე­ლა პენ­სი­ო­ნე­რი­სა და პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დო­ბის პენ­სია 150 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა. ამის­თვის ბი­უ­ჯეტ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია მი­ლი­არდ 146 მი­ლი­ო­ნი ლარი. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა, 30 ლარი კი პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან გა­ორ­მაგ­დე­ბა.

- ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ბობ­დით, რომ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი არას­წო­რად იყო და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი. მაგ­რამ გა­ი­სად სწო­რედ ძვე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით ზრდით პენ­სი­ას, რო­დის აპი­რებთ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის გა­და­ხედ­ვას?

- ვა­დას­ტუ­რებ, რომ დად­გე­ნი­ლი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი არ ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას და ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ი­ხე­დე­ბა მო­მა­ვალ წელს. ამის შემ­დეგ ჩვე­ნი სა­მოქ­მე­დო ორი­ენ­ტი­რი სწო­რედ ახა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ოღონდ წი­ნას­წარ ძნე­ლია იმის თქმა, რა რი­ცხვს მი­ვი­ღებთ რე­ა­ლუ­რი და­ან­გა­რი­შე­ბის შემ­დეგ.

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, მახ­სოვს, თქვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბი 220-230 ლარს ასა­ხე­ლებ­დნენ...

- ეს სა­ვა­რა­უ­დო რი­ცხვი იყო, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გახ­ლდათ პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც იმე­ო­რებ­დნენ. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სია, სულ ცოტა, 250 ლარს მი­აღ­წევს. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შეს­წევს უნა­რი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში პენ­სია სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე მეტი გახ­დეს.

კი­დევ ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბაა, ბი­უ­ჯე­ტი აქ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ასი მი­ლი­ო­ნით გა­ი­ზარ­და და გახ­და 241 მი­ლი­ო­ნი, გარ­და ამი­სა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შე­იქ­მნე­ბა მი­ლი­არ­დი­ა­ნი ფონ­დი. რო­გორც ფონ­დის სტრუქ­ტუ­რა­ზე, ასე­ვე და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო. გა­ზა­ფხუ­ლი­დან ეს ფონ­დი ამუ­შავ­დე­ბა და და­ი­წყე­ბა ამა თუ იმ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა.

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დარ­გად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო გა­ნათ­ლე­ბაც, თუმ­ცა ეს მის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე მო­მა­ვალ ბი­უ­ჯეტ­ში ნაკ­ლე­ბად აი­სა­ხა.

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ბი­უ­ჯე­ტი 70 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ი­ზარ­და და 670 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. მო­ი­მა­ტებს მოს­წავ­ლე­თა ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, რაც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ნა­წი­ლობ­რივ გა­ი­ზარ­დოს მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სე­ბი, ასვე იზ­რდე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტის ოდე­ნო­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა.

- თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი იზ­რდე­ბა?

- არა, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 16 მი­ლი­ო­ნით შემ­ცირ­დე­ბა, 15 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მცირ­დე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტიც.

- ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით კარ­გად ჩანს, რომ ავიწ­რო­ებთ პრე­ზი­დენტს: 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რით შე­ამ­ცი­რეთ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხარ­ჯე­ბი. გარ­და ამი­სა, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით მცი­რეა ტრანსფე­რი, რო­მელ­საც ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის­თვის გა­მო­ყოფს... "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბია...

- ბოლო წლებ­ში თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით იყო გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, აშ­კა­რად ზედ­მე­ტი სატ­რანსფე­რო თან­ხა ეძ­ლე­ო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის წელს და მას შემ­დეგ ეს თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბო­და არა­მიზ­ნობ­რი­ვად, ხში­რად სა­არ­ჩევ­ნოდ და პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რის­თვის. იმ­დე­ნი ქნეს, ბო­ლოს გუ­და­უ­რიც კი თბი­ლისს შე­მო­უ­ერ­თეს და მისი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და­ი­წყეს. რა თქმა უნდა, გუ­და­უ­რი უნდა გან­ვი­თარ­დეს, მაგ­რამ თბი­ლის­მა კი არ უნდა გა­ნა­ვი­თა­როს, არა­მედ ამის­თვის ინ­ვეს­ტო­რე­ბია მო­სა­ზი­დი. ცხა­დია, სიმ­კაც­რე და ბი­უ­ჯე­ტის მიზ­ნობ­რი­ო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" პრობ­ლე­მებს უქ­მნის.

- რა თან­ხე­ბი გა­მო­ი­ყო პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის ფონ­დე­ბის­თვის?

- პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დი შემ­ცირ­და და გა­ნი­სა­ზღვრა 10 მი­ლი­ო­ნი ლა­რით, მთავ­რო­ბი­სა კი დარ­ჩა იგი­ვე - 50 მი­ლი­ო­ნი.

- ანუ, მარ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დი შე­ამ­ცი­რეთ?

- თქვენ, ალ­ბათ, არ გი­ნა­ხავთ პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დის ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლი, თო­რემ ეგ კი­თხვა არ გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ. გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ, რო­გორ ხმარ­დე­ბო­და ხალ­ხის ფული მას და მის გა­რე­მოც­ვას, გარ­თო­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბებს, გა­უ­გე­ბარ კონ­ცერ­ტებ­სა და ათას სხვა სი­ა­მოვ­ნე­ბას (საპ­რე­ზი­დენ­ტო ფონ­დი­დან და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლა იხ. მე-9 გვერ­დზე. - რედ.).

- უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­საც შე­უმ­ცი­რეთ და­ფი­ნან­სე­ბა...

- დიახ, გა­ი­სად უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტი მი­ლი­ონ 800 ათა­სი ლა­რით და­ფი­ნანსდე­ბა, აქე­დან, მი­ლი­ონ 178 ათა­სი ლარი არის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ეჭ­ვოდ იყო გაზ­რდი­ლი ამ ორ­გა­ნოს ბი­უ­ჯე­ტი, წელს, მა­გა­ლი­თად, 24 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და, არა­და, იმ­დე­ნი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავ­და, რამ­დე­ნიც შარ­შან და შარ­შან­წინ. ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა ეჭვი, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ბი­უ­ჯე­ტიც არა­მიზ­ნობ­რი­ვად, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­უ­სა­ბა­მოდ და ვიწ­რო პარ­ტი­უ­ლი მიზ­ნით იხარ­ჯე­ბო­და.

- თქვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით ძნე­ლი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდა, შე­სა­ბა­მი­სად, არა­თუ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა გა­ჭირ­დე­ბა, არა­მედ უკვე არ­სე­ბუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც.

- არ ვიცი, ოპო­ნენ­ტე­ბი რას რო­გორ ით­ვლი­ან, მაგ­რამ ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით, მთლი­ა­ნი შიგა პრო­დუქ­ტის ზრდა 6-7%-ის ფარ­გლებ­შია და­გეგ­მი­ლი. ეს კი ეკო­ნო­მი­კის ზრდის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ეკო­ნო­მი­კის ზრდი­სას კი და­საქ­მე­ბაც იზ­რდე­ბა და შე­მო­სავ­ლე­ბიც.

- სა­გა­რეო ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა რამ­დე­ნია?

- სა­გა­რეო ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა 665 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, რაც დიდი თან­ხაა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ის­ტუმ­როს ქვე­ყა­ნამ. ამ­ხე­ლა ვა­ლიც, მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად, იმ პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ეწე­ო­და.

- შემ­ცი­რე­ბუ­ლია რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა...

- შემ­ცი­რე­ბუ­ლია 80 მი­ლი­ო­ნი ლა­რით, თუმ­ცა მიგ­ვაჩ­ნია, რომ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტე­ბი უნდა გაგ­რძელ­დეს და გაგ­რძელ­დე­ბა კი­დეც. 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტი სო­ცი­ა­ლუ­რა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთავ­რო­ბა შე­ე­ცა­და, მას­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ასა­ხუ­ლი­ყო ყვე­ლა ჩვე­ნი და­პი­რე­ბის ას­რუ­ლე­ბა. თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ერ­თბა­შად ვერ გავ­წვდე­ბით, წინ ოთხწ­ლი­ა­ნი ციკ­ლია. ვფიქ­რობ, ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა სა­სი­კე­თოდ, რა­შიც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა თვი­თონ დარ­წმუნ­დე­ბა.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორია 2013 წლის "ოცნების" ბიუჯეტი

როგორია 2013 წლის "ოცნების" ბიუჯეტი

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით. ახლა ეს ხელისუფლება ქვეყნის მართვის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტი. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტი უკვე მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვებულმა პოლიტიკურმა გუნდმა საკუთარი დაპირებებისა და წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელებაზე დაიწყო ზრუნვა და მომავალი წლის ბიუჯეტში აქცენტები სწორედ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა დასმული. გასაგებია, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხერხდება, თუმცა ოპონენტები ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ ბიუჯეტის სოციალური თანასწორობის ლოზუნგით დაგეგმვამ, შესაძლოა, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს. წინასაარჩევნოდ დაპირებული გადასახადების შემცირება 2013 წელს, როგორც უკვე გაირკვა, ვეღარ მოხერხდება. გვესაუბრება პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი:

- კონსტიტუციის მიხედვით, 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადა 21 დეკემბერია. მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი 8 მილიარდ 748 მილიონით განისაზღვრა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სოციალურ დაცვაზე დაიხარჯება. ეს ბიუჯეტი განსხვავებული იქნება წლევანდელი ბიუჯეტისგან იმით, რომ პრაქტიკულად ყველა სფეროს დაფინანსებიდან ამოღებულია ის არამიზნობრივი ხარჯები, რასაც "ნაციონალური მოძრაობა", პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გარემოცვა ხარჯავდნენ. ფული იხარჯებოდა არაერთი მიმართულებით - დაწყებული ძვირად ღირებული ავტომანქანებისა თუ თვითმფრინავების შეძენით, დასრულებული საზოგადოების ინტერესთან შეუსაბამო მშენებლობების დაფინანსებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოიგონეს ახალი ქალაქი, რომელიც ჭაობზე უნდა აშენებულიყო და ამაში მილიონობით ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. გარდა ამისა, ბიუჯეტის ე.წ. სხვა ხარჯებში გაწერილი იყო მნიშვნელოვანი თანხები, რომელიც გაუმჭვირვალედ იხარჯებოდა.

- 2013 წლის ბიუჯეტშიც "სხვა თანხების" ეგიდით საკმაოდ სოლიდური თანხა, თითქმის მილიარდ ორასი მილიონი ლარია გაწერილი...

- მაგრამ ეს თანხა არის გაშიფრული და ნებისმიერმა დაინტერესებულმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, როგორ დაიხარჯება ფული. გარდა ამისა, აღარ დაფინანსდება არამიზნობრივი სოციალური პროგრამები, როდესაც ელექტროენერგიისა და სოფლის მეურნეობის ვაუჩერებს ურიგებდნენ მოსახლეობას. ამ პროცესს არაფერი ჰქონდა საერთო საბაზრო ეკონომიკასთან და საბჭოთა მენტალიტეტის გადმონაშთი იყო. მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი ამოცანაა, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პაკეტით სარგებლობის საშუალება. ჩვენი საზოგადოების 70% აქამდე მოკლებული იყო ამას. დაზღვევის პროცესი წარიმართება ეტაპობრივად: თებერვლიდან, ყველა ის მოქალაქე, რომელიც არ სარგებლობს დაზღვევით, მიიღებს მინიმალურ სადაზღვევო პაკეტს, ხოლო ივლისიდან - საბაზისო სადაზღვევო პაკეტს.

- რა თანხა დაუჯდება ეს ბიუჯეტს?

- 850 მილიონამდე.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი სოციალური პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი.

- ეს გაისად გამოჩნდება. სამუშაო პროცესში ვართ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური სიზუსტითაა დათვლილი - რა და როგორაა საჭირო, მაგრამ თუ სოციალური დაცვის პროგრამებს უფრო მეტი ფინანსები დასჭირდა, მაშინ აუცილებლად მოიძებნება თანხა ამისთვის. თუმცა არა მგონია, რომ დამატებით დიდი თანხა გახდეს საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია პენსიების მომატება საარსებო მინიმუმადე, რაც ასევე ჩვენი დაპირება იყო და ესეც გაისად ასრულდება. 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსია 150 ლარამდე გაიზრდება. ამისთვის ბიუჯეტში გამოყოფილია მილიარდ 146 მილიონი ლარი. სოციალურად დაუცველებისთვის აქამდე არსებული დახმარება, 30 ლარი კი პირველი ივლისიდან გაორმაგდება.

- ბოლო წლების განმავლობაში ამბობდით, რომ საარსებო მინიმუმი არასწორად იყო დაანგარიშებული. მაგრამ გაისად სწორედ ძველი მაჩვენებლის მიხედვით ზრდით პენსიას, როდის აპირებთ საარსებო მინიმუმის გადახედვას?

- ვადასტურებ, რომ დადგენილი საარსებო მინიმუმი არ ასახავს რეალობას და ეს აუცილებლად გადაიხედება მომავალ წელს. ამის შემდეგ ჩვენი სამოქმედო ორიენტირი სწორედ ახალი მაჩვენებელი იქნება, ოღონდ წინასწარ ძნელია იმის თქმა, რა რიცხვს მივიღებთ რეალური დაანგარიშების შემდეგ.

- წინასაარჩევნოდ, მახსოვს, თქვენი გუნდის წევრები 220-230 ლარს ასახელებდნენ...

- ეს სავარაუდო რიცხვი იყო, რომელიც ექსპერტების მიერ გახლდათ პროგნოზირებული და პოლიტიკოსებიც იმეორებდნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში პენსია, სულ ცოტა, 250 ლარს მიაღწევს. "ქართულ ოცნებას" შესწევს უნარი, რომ ამ ქვეყანაში პენსია საარსებო მინიმუმზე მეტი გახდეს.

კიდევ ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობაა, ბიუჯეტი აქ, ფაქტობრივად, ასი მილიონით გაიზარდა და გახდა 241 მილიონი, გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შეიქმნება მილიარდიანი ფონდი. როგორც ფონდის სტრუქტურაზე, ასევე დაფინანსების წყაროების მოზიდვაზე ინტენსიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გაზაფხულიდან ეს ფონდი ამუშავდება და დაიწყება ამა თუ იმ სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება.

- წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად დასახელებული იყო განათლებაც, თუმცა ეს მის დაფინანსებაზე მომავალ ბიუჯეტში ნაკლებად აისახა.

- ვერ დაგეთანხმებით, განათლების ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით გაიზარდა და 670 მილიონ ლარს შეადგენს. მოიმატებს მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება, რაც იძლევა საშუალებას, რომ ნაწილობრივ გაიზარდოს მასწავლებელთა ხელფასები, ასვე იზრდება სტუდენტური გრანტის ოდენობა და მეცნიერების ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსება.

- თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება?

- არა, წინა წელთან შედარებით 16 მილიონით შემცირდება, 15 მილიონი ლარით მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიც.

- ბიუჯეტის მიხედვით კარგად ჩანს, რომ ავიწროებთ პრეზიდენტს: 5 მილიონი ლარით შეამცირეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები. გარდა ამისა, წინა წლებთან შედარებით მცირეა ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტი დედაქალაქის ბიუჯეტისთვის გამოყოფს... "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებებია...

- ბოლო წლებში თბილისის ბიუჯეტი განსაკუთრებით იყო განებივრებული, აშკარად ზედმეტი სატრანსფერო თანხა ეძლეოდა. განსაკუთრებით თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნების წელს და მას შემდეგ ეს თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად, ხშირად საარჩევნოდ და პოლიტიკური პიარისთვის. იმდენი ქნეს, ბოლოს გუდაურიც კი თბილისს შემოუერთეს და მისი განვითარების პროექტების დაფინანსება დაიწყეს. რა თქმა უნდა, გუდაური უნდა განვითარდეს, მაგრამ თბილისმა კი არ უნდა განავითაროს, არამედ ამისთვის ინვესტორებია მოსაზიდი. ცხადია, სიმკაცრე და ბიუჯეტის მიზნობრიობა "ნაციონალურ მოძრაობას" პრობლემებს უქმნის.

- რა თანხები გამოიყო პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებისთვის?

- პრეზიდენტის ფონდი შემცირდა და განისაზღვრა 10 მილიონი ლარით, მთავრობისა კი დარჩა იგივე - 50 მილიონი.

- ანუ, მარტო პრეზიდენტის ფონდი შეამცირეთ?

- თქვენ, ალბათ, არ გინახავთ პრეზიდენტის ფონდის ხარჯვითი ნაწილი, თორემ ეგ კითხვა არ გაგიჩნდებოდათ. გამოაქვეყნეთ, როგორ ხმარდებოდა ხალხის ფული მას და მის გარემოცვას, გართობასა და მოგზაურობებს, გაუგებარ კონცერტებსა და ათას სხვა სიამოვნებას (საპრეზიდენტო ფონდიდან დახარჯული თანხების შესახებ მასალა იხ. მე-9 გვერდზე. - რედ.).

- უშიშროების საბჭოსაც შეუმცირეთ დაფინანსება...

- დიახ, გაისად უშიშროების საბჭოს აპარატი მილიონ 800 ათასი ლარით დაფინანსდება, აქედან, მილიონ 178 ათასი ლარი არის შრომის ანაზღაურება. ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვოდ იყო გაზრდილი ამ ორგანოს ბიუჯეტი, წელს, მაგალითად, 24 მილიონ ლარს შეადგენდა, არადა, იმდენივე თანამშრომელი ჰყავდა, რამდენიც შარშან და შარშანწინ. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიც არამიზნობრივად, სახელმწიფო ინტერესების შეუსაბამოდ და ვიწრო პარტიული მიზნით იხარჯებოდა.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით ძნელი იქნება ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, შესაბამისად, არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა გაჭირდება, არამედ უკვე არსებულის შენარჩუნებაც.

- არ ვიცი, ოპონენტები რას როგორ ითვლიან, მაგრამ ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა 6-7%-ის ფარგლებშია დაგეგმილი. ეს კი ეკონომიკის ზრდის გარეშე წარმოუდგენელია. ეკონომიკის ზრდისას კი დასაქმებაც იზრდება და შემოსავლებიც.

- საგარეო ვალის მომსახურება რამდენია?

- საგარეო ვალის მომსახურება 665 მილიონი ლარია, რაც დიდი თანხაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ვალდებულება, რომელიც აუცილებლად უნდა გაისტუმროს ქვეყანამ. ამხელა ვალიც, მნიშვნელოვანწილად, იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწეოდა.

- შემცირებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება...

- შემცირებულია 80 მილიონი ლარით, თუმცა მიგვაჩნია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პროექტები უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდეც. 2013 წლის ბიუჯეტი სოციალურადაა ორიენტირებული. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობა შეეცადა, მასში მაქსიმალურად ასახულიყო ყველა ჩვენი დაპირების ასრულება. თუმცა ყველაფერს ერთბაშად ვერ გავწვდებით, წინ ოთხწლიანი ციკლია. ვფიქრობ, ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება სასიკეთოდ, რაშიც ჩვენი მოსახლეობა თვითონ დარწმუნდება.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა