პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ურჩევს ქალიშვილი გურამ ოდიშარიას და რაზე სწყდება გული მის მეუღლეს
რას ურჩევს ქალიშვილი გურამ ოდიშარიას და რაზე სწყდება გული მის მეუღლეს

ოდი­შა­რი­ე­ბის ოჯახ­ში სტუმ­რო­ბი­სას ყო­ველ­თვის მახ­სენ­დე­ბა სწო­რედ ამ ჭერ­ქვეშ 2006 წელს ბა­ტონ გუ­რამ­თან ის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა და ემო­ცია, რო­მე­ლიც გად­მო­ვე­ცი კი­დეც მა­შინ ჟურ­ნალ "გზა­ში": "სო­ხუ­მელ მწე­რალს მისი უჩ­ვე­უ­ლო, ულა­მა­ზე­სი გე­მის დი­ზა­ი­ნით მო­წყო­ბილ ბი­ნა­ში ვეს­ტუმ­რე, თავი ლა­მის სო­ხუ­მის პორ­ტში მდგომ გემ­ზე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, თით­ქოს მის ერთ-ერთ კა­ი­უ­ტა­ში მე­სა­უბ­რე­ბო­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი და არც ზღვა იყო შორს..." დღეს კი­დევ უფრო მეტი სით­ბოა ამ ბი­ნა­ში, რად­გან ბა­ტო­ნი გუ­რა­მის გუ­ლის­ხმი­ე­რი მე­უღ­ლე - ქალ­ბა­ტო­ნი ცი­სა­ნა, ღი­მი­ლი­ა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ლო­მე და ულა­მა­ზე­სი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ძაღ­ლი - დეზი გხვდე­ბი­ან. მხო­ლოდ ოჯა­ხის უფ­რო­სი, უკვე კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი ვე­ღარ იც­ლის სტუმ­რე­ბის­თვის ძვე­ლე­ბუ­რად, მაგ­რამ ვპა­ტი­ობთ, რად­გან საქ­ვეყ­ნო საქ­მე­ებს ეშუ­რე­ბა.

სა­ლო­მეს პირ­ვე­ლად ვხვდე­ბი პი­რის­პირ. გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან ჰგავს მა­მას.

- ამ­ბო­ბენ, ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი მა­მის ნე­ბი­ე­რე­ბი არი­ა­ნო. რო­გო­რი მა­მაა ბა­ტო­ნი გუ­რა­მი?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი ვყავ­დი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არას­დროს მა­ნე­ბივ­რებ­და. უკი­დუ­რე­სად თბი­ლი იყო და ზო­მი­ე­რად მკაც­რიც. ბა­ბუა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე მყავ­და და ოჯახ­ში მუ­დამ ვი­ცავ­დით წეს­რიგს: ყვე­ლა ად­რი­ა­ნად ვდგე­ბო­დით, სად­მე დაგ­ვი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და ა.შ. თუმ­ცა მახ­სოვს, ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, შა­ბა­თო­ბით მე­ტყო­და ხოლ­მე მამა, სკო­ლა­ში წას­ვლას არ გირ­ჩევ­ნია, შინ დარ­ჩე და წიგ­ნი წა­ი­კი­თხოო? მაგ­რამ ეს უკვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ჩემ­თვის. ახ­ლაც ხში­რად მე­უბ­ნე­ბა, და­ა­ნე­ბე მაგ წე­სებ­სა და ჩარ­ჩო­ებს თა­ვიო, მაგ­რამ აღა­რა­ფე­რი გა­მომ­დის: დის­ციპ­ლი­ნა უკვე სის­ხლში მაქვს გამ­ჯდა­რი. თუნ­დაც, 25 წლამ­დე არ გა­თხოვ­დეო, რომ მი­მე­ო­რებ­და, ისე ჩა­მე­ბეჭ­და, ახლა რომ მეხ­ვე­წე­ბა, გა­თხოვ­დიო, მე­ცი­ნე­ბა - უკვე თვი­თონ არ მინ­და ჯერ... თექ­ვსმე­ტი წლის ვი­ყა­ვი, ომი რომ და­ი­წყო. იმ წელს და­ვამ­თავ­რე სკო­ლა, მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი კი უკვე თბი­ლის­ში ჩა­ვა­ბა­რე.

ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე მა­მას ყო­ველ­თვის სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­და და აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე რომ გავ­ხდი, ნა­წი­ლობ­რივ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ფე­სია ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე. სა­ბო­ლო­ოდ მეც მა­მის მსგავ­სად, კონ­ფლიქ­ტო­ლო­გია ავირ­ჩიე, თუმ­ცა ხე­ლიც კი არას­დროს წა­უკ­რავს, ჩე­მით გა­ვიკ­ვა­ლე გზა და ახლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "CARE international in the Caucasus"-ში ვმუ­შა­ობ. აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბა ერ­თა­დერ­თი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში გა­მო­ვი­ყე­ნე, მაგ­რამ ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა "ახალ ქარ­თულ გა­ზეთ­ში" ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა, რად­გან გა­ზე­თი მალე და­ი­ხუ­რა. ის კი კარ­გად მახ­სოვს, თი­თო­ე­უ­ლი სტა­ტი­ის გა­მოს­ვლას მამა რო­გორ ელო­დე­ბო­და და გა­ნიც­დი­და, - ასე კი არა, ისე უნდა და­გე­წე­რაო, - უმ­კაც­რე­სად მა­ფა­სებ­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ მა­მის შე­ფა­სე­ბე­ბი მა­დარ­დებ­და, თუმ­ცა რო­ლე­ბი შე­იც­ვა­ლა: ახლა მე ვუ­ფა­სებ ხოლ­მე შე­მოქ­მე­დე­ბას, გა­მოს­ვლებს, ინ­ტერ­ვი­უ­ებს (იღი­მის).

- ალ­ბათ ვე­ღარც იც­ლით აზ­რე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად.

- სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თმა­ნეთს თით­ქმის ვერ ვხვდე­ბით, ძი­რი­თა­დად, ტე­ლე­ფო­ნით ვურ­თი­ერ­თობთ, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი გავცვა­ლოთ. წი­ნას­წარ ვგეგ­მავ, რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბაა უფრო სას­წრა­ფო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. საკ­მა­ოდ გა­დაღ­ლი­ლია და მძი­მე გრა­ფი­კი აქვს, ამი­ტომ, ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც საკ­მა­ოდ მო­ზო­მი­ლად ვაწ­ვდი. ყო­ფით თე­მებ­ზე ხომ სულ ვე­ღარ ვსა­უბ­რობთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ მო­უც­ლე­ლო­ბის გამო ეზოს ძაღ­ლე­ბის­თვის ვე­ღარ იც­ლის. შარ­შან აქვე, პა­ტა­რა გო­რაკ­ზე ერ­თმა ძაღ­ლმა 5 ლეკ­ვი გა­ა­ჩი­ნა. რომ ჩა­მო­თო­ვა, დე­დას ყო­ველ­დღე აკე­თე­ბი­ნებ­და მათ­თვის საჭ­მელს და ასე გა­მო­ა­ზამ­თრა. მერე ამ ძაღ­ლე­ბის გაშ­ვი­ლე­ბაც და­მა­ვა­ლა. ერთ მსურ­ველს მახ­სოვს, ხა­შურ­შიც კი ჩა­ვუყ­ვა­ნე (იცი­ნის). მა­გა­ლი­თად, ურეკ­ში რომ ჩავ­დი­ვართ, მთე­ლი სოფ­ლის ძაღ­ლე­ბი იგე­ბენ, გუ­რა­მი გა­მოჩ­ნდაო და ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ეზო­ში ცხოვ­რო­ბენ. ახ­ლაც, ხან­და­ხან სამ­სა­ხურ­ში რომ ვერ ისა­დი­ლებს, ბუ­ტერბრო­დებს გა­ი­ყო­ლებს და ეზოს ძაღ­ლებს ური­გებს, მაგ­რამ მა­ინც წუხს, სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას ვე­ღარ ვაქ­ცე­ვო და ნერ­ვი­უ­ლობს. მოკ­ლედ, ყო­ველ­მხრივ უჩ­ვე­უ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში ვცხოვ­რობთ და ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ (იცი­ნის).

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი ვნე­ბა­თა­ღელ­ვაა. რო­გორ აფა­სებ მი­ნის­ტრი მა­მის ნა­ბი­ჯებს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი სწო­რედ ამ სა­მი­ნის­ტრო­ში შე­იქ­მნა. მა­მი­სად­მი საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლი ვარ, ხან­და­ხან ზო­მა­ზე მე­ტა­დაც, რად­გან მინ­და, სწო­რად წარ­მარ­თოს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა. უამ­რავ ადა­მი­ანს ხვდე­ბა და თი­თო­ე­უ­ლის­გან სა­გულ­და­გუ­ლოდ ის­მენს სატ­კი­ვარს, საყ­ვე­დურს, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სფე­რო­ში დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, თუკი ლი­ბე­რა­ლი ხარ და, უფრო მე­ტიც - დე­მოკ­რა­ტი, ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა შენს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა­საც თა­ვის მარ­თლე­ბად და სი­სუს­ტედ გით­ვლის.

- თქვენს ძა­ლი­ან ტკბილ და თბილ ოჯახს რა და­აკ­ლდა ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში?

- სუ­ლი­ე­რი ჰარ­მო­ნია. საკ­მა­ოდ უსი­ა­მოვ­ნოა, თუნ­დაც ტაქ­სი­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­ზე \რომ გა­მო­ხა­ტავს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ო­ბი­ექ­ტურ შე­ხე­დუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცამ შავი პი­ა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ახ­ვია თავს. ეს ჩემი ოჯა­ხის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე მოქ­მე­დებს და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მი­მაჩ­ნია.

- რაკი იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბი, ვცა­დოთ და ბა­ტონ გუ­რამს "გზის" სა­შუ­ა­ლე­ბით გზა­ში და­ვა­წი­ოთ შენი რჩე­ვე­ბი. აბა, რას ურ­ჩევ­დი მა­მას?

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კარ­გი გუნ­დი შექ­მნას. მამა საკ­მა­ოდ ლო­ი­ა­ლუ­რია, რაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ ჩვენ სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ, ამი­ტომ მეტ სიმ­კაც­რე­სა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბას ვურ­ჩევ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მა­ინც. შიდა მე­ნე­ჯმენ­ტის კუ­თხით ეს სა­ჭი­როა. ისიც კარ­გად ვიცი, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას ირ­გვლივ ცო­ტაა კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბა თი­თო­ე­ულ სი­ტყვას ნე­გა­ტი­ურ ჭრილ­ში ხე­დავს. ამი­ტომ მეტ სიფრ­თხი­ლე­სა და სი­ფხიზ­ლეს ვურ­ჩევ.

ამა­სო­ბა­ში ქალ­ბა­ტო­ნი ცი­სა­ნა და ოჯა­ხის "ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო წევ­რი" - დეზი შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ.

- სა­ლო­მემ მი­თხრა, დე­დას ყვე­ლა­ფე­რი ეხერ­ხე­ბაო. ახ­ლაც, მგო­ნი, გათ­ბო­ბის ქვაბს ფუ­თავ­დით.

- შევ­ფუ­თე კი­დეც. სან­ტექ­ნი­კაც მეს­მის, ელექტრო­ბაც, სა­კე­ტის გა­კე­თე­ბაც მე­ხერ­ხე­ბა... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მომ­დის (იცი­ნის).

- როცა ცო­ლად მოჰ­ყავ­დით, ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა თუ იცო­და თქვე­ნი უნა­რე­ბი?

- არა, მა­შინ იცო­და, რომ კარ­გად ვა­ცხობ­დი. თა­ვი­დან­ვე შე­ვე­ცა­დე, გუ­ლის გა­მაწ­ვრი­ლე­ბე­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო წვრილ­მა­ნე­ბი ჩა­მო­მე­ცი­ლე­ბი­ნა მის­თვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვა­ნი­ჭე, ოღონ­დაც თა­ვი­სი საქ­მე ეკე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მა­ინც არ ის­ვე­ნებს, უყ­ვარს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ჩარ­თვა. სო­ხუ­მი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ სახ­ლებს ვა­შე­ნებთ და გუ­რა­მიც აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა­ში. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ ჯო­ბია, ოჯახს მე მივ­ხე­დავ, შენ წიგ­ნე­ბი წერე, მერე კი ერ­თად ვი­მოგ­ზა­უ­როთ-მეთ­ქი?

- ქალ­ბა­ტო­ნო ცი­სა­ნა, რაც მი­ნის­ტრი გახ­და, მძი­მე გრა­ფიკ­თან ერ­თად მძი­მე სა­მუ­შა­ოც ერგო ბა­ტონ გუ­რამს. ძა­ლი­ან გა­მო­იც­ვა­ლა?

- ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ ყვე­ლა ახ­ლო­ბელს ვერ პა­სუ­ხობს ტე­ლე­ფონ­ზე ან წე­რი­ლო­ბით. მთხოვს ხოლ­მე, იქ­ნებ აუხ­სნა, რომ ცოტა ხან­ში ყვე­ლას­თვის მო­ვიც­ლიო. ვე­რა­ვინ და­ი­ჯე­რებს, რომ ვიდ­რე კა­ბი­ნეტ­ში შე­ვი­დო­და, აქ, ამ ოთახ­ში იღებ­და ყვე­ლას, ზო­გი­ერ­თი სა­დარ­ბა­ზოს­თა­ნაც კი ელო­დე­ბო­და, ზო­გიც ნე­ბის­მი­ერ დროს გა­უფრ­თხი­ლებ­ლად გვსტუმ­რობ­და. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად გინ­დო­და ან დე­პუ­ტა­ტო­ბა, ან მი­ნის­ტრო­ბა-მეთ­ქი? - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ იმ­დენ­ნა­ირ ადა­მი­ანს შევ­ხვდი, ისე­თი ამ­ბე­ბი ვნა­ხე, ვერ წარ­მო­იდ­გენ, რო­მა­ნის­თვის რა მა­სა­ლა და­მიგ­როვ­დაო, - მამ­შვი­დებ­და. ერთს კი გა­ნიც­დის, რომ ახა­ლი სტა­ტუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვის აფხაზ და ოს მე­გობ­რებს ისე თა­ვი­სუფ­ლად ვე­ღარ შეხ­ვდე­ბა. მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა, აფხა­ზე­თის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა დაურ ნა­ჭყე­ბი­ამ ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე მოს­წე­რა, - გუ­რამ, გდე ტი, კუდა პრო­პალ? ხო­ტია ბი პო ტე­ლე­ფო­ნუ პო­გო­ვო­რი­მო. მაგ­რამ გუ­რა­მი ჯერ­ჯე­რო­ბით ტე­ლე­ფო­ნით სა­ლა­პა­რა­კო­დაც ვერ იც­ლის.

- ბა­ტონ­მა და­ურ­მა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა მო­უ­ლო­ცა?

- არა მარ­ტო და­ურ­მა. მო­სა­ლო­ცად მა­შინ­ვე და­უ­რე­კეს აფხა­ზებ­მა, ყა­რა­ბა­ღე­ლებ­მა, ოსებ­მა, სომ­ხებ­მა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და მათი ხმის გა­გო­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად 2008 წლის შემ­დეგ აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­წვა­ვე­ბი­სა, "ფე­ის­ბუ­კის" კე­დელ­ზეც არ ერი­დე­ბოდ­ნენ მო­წე­რას. მა­გა­ლი­თად, კოს­ტა ძუ­გა­ევ­მა და­უ­წე­რა, ვა­მა­ყობთ, რომ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ასეთ პოსტზე­აო. სამ­წუ­ხა­როდ, გუ­რა­მი ვერც ამ წე­რი­ლე­ბის წა­სა­კი­თხად იც­ლის და ვერც სა­პა­სუ­ხოდ, ამი­ტომ მე მთხოვს ხოლ­მე პა­სუ­ხის მი­წე­რას და ყვე­ლას აი­მე­დებს, მალე თა­ვად შე­გეხ­მი­ა­ნე­ბი­თო.

- ყო­ველ­თვის მხარ­ში ედე­ქით ბა­ტონ გუ­რამს, მაგ­რამ ალ­ბათ მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე­ო­ბა მწერ­ლის მე­უღ­ლე­ო­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, არა?

- ბუ­ლა­ჩა­ურ­ში ჩვენს სახ­ლს რომ ვა­ლა­გებ­დი, უამ­რა­ვი სა­ღე­ბა­ვი, პანო, ფუნ­ჯი და ა.შ. აღ­მო­ვა­ჩი­ნე - მწერ­ლო­ბას­თან ერ­თად გუ­რამს ხატ­ვის და­წყე­ბა უნ­დო­და. თა­ვის წიგ­ნებს ხში­რად თვი­თონ­ვე აფორ­მებ­და მხატ­ვრუ­ლად, ახლა კი პრო­ფე­სი­უ­ლად აპი­რებ­და მხატ­ვრო­ბის შეს­წავ­ლას. გული დამ­წყდა. ვინ იცის, რო­გო­რი მხატ­ვა­რი დად­გე­ბო­და! ქვე­ბის მო­ხატ­ვაც უნ­დო­და და შეკ­ვე­თილ­ში უამ­რა­ვი ქვა მო­ვუგ­რო­ვე, მაგ­რამ... პი­ე­სის - "ზღვა, რო­მე­ლიც შო­რია" დად­გმის შემ­დეგ თე­მურ ჩხე­ი­ძემ შეს­თა­ვა­ზა, - ბევ­რი მა­სა­ლა გაქვს სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე და ახალ პი­ე­სა­ზე იფიქ­რეო. 4-5 წე­ლი­წა­დია, კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გამო სა­ა­მი­სოდ ვერ მო­ი­ცა­ლა და ახლა, მი­ნის­ტრო­ბი­სას მო­იც­ლის? არა­და, ბა­ტო­ნი თე­მუ­რი პი­ე­სას ელო­დე­ბა და სირ­ცხვი­ლი არ არის? მხო­ლოდ ვნერ­ვი­უ­ლობ, თო­რემ გუ­რა­მის დახ­მა­რე­ბა ყო­ველ­თვის მსი­ა­მოვ­ნებს. ამას წი­ნათ რომ მკი­თხეს, სად მუ­შა­ო­ბო და ვუ­პა­სუ­ხე, არ­სად-მეთ­ქი, გუ­რა­მი გა­მიბ­რაზ­და: ეგ რა პა­სუ­ხია. რა­საც მე მი­კე­თებ, ამას მუ­შა­ო­ბას არ ეძა­ხიო? იცი, ვე­რაფ­რით ვი­ფიქ­რებ­დი, გუ­რამს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თუ ვი­ხი­ლავ­დი. ვერ გე­ტყვი, რომ ამით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან ზღვა მა­სა­ლა აქვს სა­წე­რად და ამის­თვის ვე­ღარ მო­იც­ლის. თუმ­ცა თვი­თონ ფიქ­რობს, რომ მი­ნის­ტრო­ბით ბევ­რი კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ამი­ტომ მის არ­ჩე­ვანს პა­ტივს ვცემ. იმი­სიც მჯე­რა, რომ თა­ვის სი­ტყვას შე­ას­რუ­ლებს.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას ურჩევს ქალიშვილი გურამ ოდიშარიას და რაზე სწყდება გული მის მეუღლეს

რას ურჩევს ქალიშვილი გურამ ოდიშარიას და რაზე სწყდება გული მის მეუღლეს

ოდიშარიების ოჯახში სტუმრობისას ყოველთვის მახსენდება სწორედ ამ ჭერქვეშ 2006 წელს ბატონ გურამთან ის პირველი შეხვედრა და ემოცია, რომელიც გადმოვეცი კიდეც მაშინ ჟურნალ "გზაში": "სოხუმელ მწერალს მისი უჩვეულო, ულამაზესი გემის დიზაინით მოწყობილ ბინაში ვესტუმრე, თავი ლამის სოხუმის პორტში მდგომ გემზე წარმოვიდგინე, თითქოს მის ერთ-ერთ კაიუტაში მესაუბრებოდა ძალიან საინტერესო ადამიანი და არც ზღვა იყო შორს..." დღეს კიდევ უფრო მეტი სითბოა ამ ბინაში, რადგან ბატონი გურამის გულისხმიერი მეუღლე - ქალბატონი ცისანა, ღიმილიანი ქალიშვილი სალომე და ულამაზესი და მოსიყვარულე ძაღლი - დეზი გხვდებიან. მხოლოდ ოჯახის უფროსი, უკვე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ვეღარ იცლის სტუმრებისთვის ძველებურად, მაგრამ ვპატიობთ, რადგან საქვეყნო საქმეებს ეშურება.

სალომეს პირველად ვხვდები პირისპირ. გარეგნობით ძალიან ჰგავს მამას.

- ამბობენ, ქალიშვილები მამის ნებიერები არიანო. როგორი მამაა ბატონი გურამი?

- მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი ქალიშვილი ვყავდი, განსაკუთრებულად არასდროს მანებივრებდა. უკიდურესად თბილი იყო და ზომიერად მკაცრიც. ბაბუა სამხედრო მოსამსახურე მყავდა და ოჯახში მუდამ ვიცავდით წესრიგს: ყველა ადრიანად ვდგებოდით, სადმე დაგვიანება შეუძლებელი იყო და ა.შ. თუმცა მახსოვს, ცოტა რომ წამოვიზარდე, შაბათობით მეტყოდა ხოლმე მამა, სკოლაში წასვლას არ გირჩევნია, შინ დარჩე და წიგნი წაიკითხოო? მაგრამ ეს უკვე მიუღებელი იყო ჩემთვის. ახლაც ხშირად მეუბნება, დაანებე მაგ წესებსა და ჩარჩოებს თავიო, მაგრამ აღარაფერი გამომდის: დისციპლინა უკვე სისხლში მაქვს გამჯდარი. თუნდაც, 25 წლამდე არ გათხოვდეო, რომ მიმეორებდა, ისე ჩამებეჭდა, ახლა რომ მეხვეწება, გათხოვდიო, მეცინება - უკვე თვითონ არ მინდა ჯერ... თექვსმეტი წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო. იმ წელს დავამთავრე სკოლა, მისაღები გამოცდები კი უკვე თბილისში ჩავაბარე.

ჩემს პროფესიულ არჩევანზე მამას ყოველთვის საკუთარი შეხედულება ჰქონდა და აღმოსავლეთმცოდნე რომ გავხდი, ნაწილობრივ მისი დამსახურებაა. სამწუხაროდ, ეს პროფესია ვერ გამოვიყენე. საბოლოოდ მეც მამის მსგავსად, კონფლიქტოლოგია ავირჩიე, თუმცა ხელიც კი არასდროს წაუკრავს, ჩემით გავიკვალე გზა და ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია "CARE international in the Caucasus"-ში ვმუშაობ. აღმოსავლეთმცოდნეობა ერთადერთი, ჟურნალისტიკაში გამოვიყენე, მაგრამ ჩემი ჟურნალისტობა "ახალ ქართულ გაზეთში" ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან გაზეთი მალე დაიხურა. ის კი კარგად მახსოვს, თითოეული სტატიის გამოსვლას მამა როგორ ელოდებოდა და განიცდიდა, - ასე კი არა, ისე უნდა დაგეწერაო, - უმკაცრესად მაფასებდა. ყველაზე მეტად სწორედ მამის შეფასებები მადარდებდა, თუმცა როლები შეიცვალა: ახლა მე ვუფასებ ხოლმე შემოქმედებას, გამოსვლებს, ინტერვიუებს (იღიმის).

- ალბათ ვეღარც იცლით აზრების გასაზიარებლად.

- სამწუხაროდ, ერთმანეთს თითქმის ვერ ვხვდებით, ძირითადად, ტელეფონით ვურთიერთობთ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, პრიორიტეტული ინფორმაციები გავცვალოთ. წინასწარ ვგეგმავ, რა ინფორმაციის მიწოდებაა უფრო სასწრაფო და მნიშვნელოვანი. საკმაოდ გადაღლილია და მძიმე გრაფიკი აქვს, ამიტომ, ინფორმაციასაც საკმაოდ მოზომილად ვაწვდი. ყოფით თემებზე ხომ სულ ვეღარ ვსაუბრობთ. განსაკუთრებულად უყვარს ცხოველები და ძალიან განიცდის, რომ მოუცლელობის გამო ეზოს ძაღლებისთვის ვეღარ იცლის. შარშან აქვე, პატარა გორაკზე ერთმა ძაღლმა 5 ლეკვი გააჩინა. რომ ჩამოთოვა, დედას ყოველდღე აკეთებინებდა მათთვის საჭმელს და ასე გამოაზამთრა. მერე ამ ძაღლების გაშვილებაც დამავალა. ერთ მსურველს მახსოვს, ხაშურშიც კი ჩავუყვანე (იცინის). მაგალითად, ურეკში რომ ჩავდივართ, მთელი სოფლის ძაღლები იგებენ, გურამი გამოჩნდაო და ზაფხულის განმავლობაში ჩვენს ეზოში ცხოვრობენ. ახლაც, ხანდახან სამსახურში რომ ვერ ისადილებს, ბუტერბროდებს გაიყოლებს და ეზოს ძაღლებს ურიგებს, მაგრამ მაინც წუხს, სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევო და ნერვიულობს. მოკლედ, ყოველმხრივ უჩვეულო ვითარებაში ვცხოვრობთ და ფაქტობრივად, სამხედრო მობილიზაციის მდგომარეობაში ვართ (იცინის).

- კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით უამრავი ვნებათაღელვაა. როგორ აფასებ მინისტრი მამის ნაბიჯებს, გადაწყვეტილებებს?

- სამწუხაროდ, ყველაზე დიდი სირთულეები სწორედ ამ სამინისტროში შეიქმნა. მამისადმი საკმაოდ კრიტიკული ვარ, ხანდახან ზომაზე მეტადაც, რადგან მინდა, სწორად წარმართოს თავისი საქმიანობა. უამრავ ადამიანს ხვდება და თითოეულისგან საგულდაგულოდ ისმენს სატკივარს, საყვედურს, რომელიც კულტურის სფეროში დაგროვილი პრობლემებიდან მომდინარეობს. სამწუხაროდ, თუკი ლიბერალი ხარ და, უფრო მეტიც - დემოკრატი, ადამიანების უმრავლესობა შენს ახსნა-განმარტებასაც თავის მართლებად და სისუსტედ გითვლის.

- თქვენს ძალიან ტკბილ და თბილ ოჯახს რა დააკლდა ამ ბოლო პერიოდში?

- სულიერი ჰარმონია. საკმაოდ უსიამოვნოა, თუნდაც ტაქსიში კულტურის სამინისტროში ატეხილ აჟიოტაჟზე \რომ გამოხატავს აბსოლუტურად არაობიექტურ შეხედულებას, რომელიც ვიღაცამ შავი პიარის საშუალებით მოახვია თავს. ეს ჩემი ოჯახის რეპუტაციაზე მოქმედებს და დაუმსახურებლად მიმაჩნია.

- რაკი იშვიათად ხვდები, ვცადოთ და ბატონ გურამს "გზის" საშუალებით გზაში დავაწიოთ შენი რჩევები. აბა, რას ურჩევდი მამას?

- ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი გუნდი შექმნას. მამა საკმაოდ ლოიალურია, რაც განვითარებული ქვეყნების ხელმძღვანელი პირებისთვის აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, ამიტომ მეტ სიმკაცრესა და პრინციპულობას ვურჩევ რიგ შემთხვევებში მაინც. შიდა მენეჯმენტის კუთხით ეს საჭიროა. ისიც კარგად ვიცი, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ირგვლივ ცოტაა კეთილისმსურველი და უმრავლესობა თითოეულ სიტყვას ნეგატიურ ჭრილში ხედავს. ამიტომ მეტ სიფრთხილესა და სიფხიზლეს ვურჩევ.

ამასობაში ქალბატონი ცისანა და ოჯახის "ყველაზე საპატიო წევრი" - დეზი შემოგვიერთდნენ.

- სალომემ მითხრა, დედას ყველაფერი ეხერხებაო. ახლაც, მგონი, გათბობის ქვაბს ფუთავდით.

- შევფუთე კიდეც. სანტექნიკაც მესმის, ელექტრობაც, საკეტის გაკეთებაც მეხერხება... მოკლედ, ყველაფერი გამომდის (იცინის).

- როცა ცოლად მოჰყავდით, ბატონმა გურამმა თუ იცოდა თქვენი უნარები?

- არა, მაშინ იცოდა, რომ კარგად ვაცხობდი. თავიდანვე შევეცადე, გულის გამაწვრილებელი საყოფაცხოვრებო წვრილმანები ჩამომეცილებინა მისთვის და თავისუფლება მივანიჭე, ოღონდაც თავისი საქმე ეკეთებინა, მაგრამ მაინც არ ისვენებს, უყვარს საოჯახო საქმეებში ჩართვა. სოხუმიდან მოყოლებული, სულ სახლებს ვაშენებთ და გურამიც აქტიურად ერთვება მშენებლობაში. სულ ვეუბნებოდი, არ ჯობია, ოჯახს მე მივხედავ, შენ წიგნები წერე, მერე კი ერთად ვიმოგზაუროთ-მეთქი?

- ქალბატონო ცისანა, რაც მინისტრი გახდა, მძიმე გრაფიკთან ერთად მძიმე სამუშაოც ერგო ბატონ გურამს. ძალიან გამოიცვალა?

- ძალიან განიცდის, რომ ყველა ახლობელს ვერ პასუხობს ტელეფონზე ან წერილობით. მთხოვს ხოლმე, იქნებ აუხსნა, რომ ცოტა ხანში ყველასთვის მოვიცლიო. ვერავინ დაიჯერებს, რომ ვიდრე კაბინეტში შევიდოდა, აქ, ამ ოთახში იღებდა ყველას, ზოგიერთი სადარბაზოსთანაც კი ელოდებოდა, ზოგიც ნებისმიერ დროს გაუფრთხილებლად გვსტუმრობდა. სულ ვეუბნებოდი, რად გინდოდა ან დეპუტატობა, ან მინისტრობა-მეთქი? - წინასაარჩევნოდ იმდენნაირ ადამიანს შევხვდი, ისეთი ამბები ვნახე, ვერ წარმოიდგენ, რომანისთვის რა მასალა დამიგროვდაო, - მამშვიდებდა. ერთს კი განიცდის, რომ ახალი სტატუსიდან გამომდინარე, თავის აფხაზ და ოს მეგობრებს ისე თავისუფლად ვეღარ შეხვდება. მისი ბავშვობის მეგობარმა, აფხაზეთის განათლების მინისტრმა დაურ ნაჭყებიამ ელექტრონულ ფოსტაზე მოსწერა, - გურამ, გდე ტი, კუდა პროპალ? ხოტია ბი პო ტელეფონუ პოგოვორიმო. მაგრამ გურამი ჯერჯერობით ტელეფონით სალაპარაკოდაც ვერ იცლის.

- ბატონმა დაურმა კულტურის მინისტრად დანიშვნა მოულოცა?

- არა მარტო დაურმა. მოსალოცად მაშინვე დაურეკეს აფხაზებმა, ყარაბაღელებმა, ოსებმა, სომხებმა. ძალიან გამიხარდა მათი ხმის გაგონება. მიუხედავად 2008 წლის შემდეგ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გამწვავებისა, "ფეისბუკის" კედელზეც არ ერიდებოდნენ მოწერას. მაგალითად, კოსტა ძუგაევმა დაუწერა, ვამაყობთ, რომ ჩვენი მეგობარი ასეთ პოსტზეაო. სამწუხაროდ, გურამი ვერც ამ წერილების წასაკითხად იცლის და ვერც საპასუხოდ, ამიტომ მე მთხოვს ხოლმე პასუხის მიწერას და ყველას აიმედებს, მალე თავად შეგეხმიანებითო.

- ყოველთვის მხარში ედექით ბატონ გურამს, მაგრამ ალბათ მინისტრის მეუღლეობა მწერლის მეუღლეობაზე გაცილებით რთულია, არა?

- ბულაჩაურში ჩვენს სახლს რომ ვალაგებდი, უამრავი საღებავი, პანო, ფუნჯი და ა.შ. აღმოვაჩინე - მწერლობასთან ერთად გურამს ხატვის დაწყება უნდოდა. თავის წიგნებს ხშირად თვითონვე აფორმებდა მხატვრულად, ახლა კი პროფესიულად აპირებდა მხატვრობის შესწავლას. გული დამწყდა. ვინ იცის, როგორი მხატვარი დადგებოდა! ქვების მოხატვაც უნდოდა და შეკვეთილში უამრავი ქვა მოვუგროვე, მაგრამ... პიესის - "ზღვა, რომელიც შორია" დადგმის შემდეგ თემურ ჩხეიძემ შესთავაზა, - ბევრი მასალა გაქვს საჭირბოროტო საკითხებზე და ახალ პიესაზე იფიქრეო. 4-5 წელიწადია, კონფლიქტოლოგიაში მუშაობის გამო საამისოდ ვერ მოიცალა და ახლა, მინისტრობისას მოიცლის? არადა, ბატონი თემური პიესას ელოდება და სირცხვილი არ არის? მხოლოდ ვნერვიულობ, თორემ გურამის დახმარება ყოველთვის მსიამოვნებს. ამას წინათ რომ მკითხეს, სად მუშაობო და ვუპასუხე, არსად-მეთქი, გურამი გამიბრაზდა: ეგ რა პასუხია. რასაც მე მიკეთებ, ამას მუშაობას არ ეძახიო? იცი, ვერაფრით ვიფიქრებდი, გურამს თანამდებობაზე თუ ვიხილავდი. ვერ გეტყვი, რომ ამით კმაყოფილი ვარ, რადგან ზღვა მასალა აქვს საწერად და ამისთვის ვეღარ მოიცლის. თუმცა თვითონ ფიქრობს, რომ მინისტრობით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია საქართველოსთვის და ამიტომ მის არჩევანს პატივს ვცემ. იმისიც მჯერა, რომ თავის სიტყვას შეასრულებს.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება