კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ჩხეიძე - ამ პროექტმა, ლანძღვასა და კრიტიკასთან ერთად, ჩემი რეიტინგიც ასწია
ნინო ჩხეიძე - ამ პროექტმა, ლანძღვასა და კრიტიკასთან ერთად, ჩემი რეიტინგიც ასწია

"ახა­ლი ქარ­თუ­ლი ხმა" ეთერ­ში გას­ვლის დღი­დან­ვე საკ­მა­ოდ დიდი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მო­ექ­ცა. ვი­ღა­ცას ერთი მწვრთნე­ლი არ მოს­წონს, ვი­ღა­ცას - მე­ო­რე, სხვა ფიქ­რობს, რომ მწვრთნე­ლე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა Crazy ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ად­რე­ნა­ლი­ნი ამ პრო­ექტს მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე მა­ინც არ ტო­ვებს და თა­ნაც, რამ­დე­ნი­მე საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლეც გა­მო­იკ­ვე­თა, ვის­თვი­საც ღირს გა­და­ცე­მის ყუ­რე­ბა.

ნინო ჩხე­ი­ძე ერთ-ერ­თია მწვრთნე­ლებს შო­რის, რო­მელ­საც თა­ვი­სი კონ­კურ­სან­ტე­ბის რე­პერ­ტუ­არ­ზე, ვო­კალ­ზე, ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე, ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე უწევს ფიქ­რი და ამას­თა­ნა­ვე, მლან­ძღველ­თა ფარ­თო მა­სე­ბის შე­ტე­ვე­ბის მო­გე­რი­ე­ბაც.

- ინ­ტერ­ნეტ­ში თქვე­ნი ნამ­ღე­რი Crazy და­დეს და ამე­რი­კე­ლი მწვრთნე­ლე­ბის ნამ­ღერს ადა­რებ­დნენ, ინ­გლი­სუ­რიც და­გი­წუ­ნეს...

- რო­დე­საც ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მი­ფიქ­რია, რომ ასე­თი შრო­მა­ტე­ვა­დი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იქ­ნე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტია, ჩვენ­თან ნაკ­ლე­ბად იცოდ­ნენ. სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, მე­გო­ნა, მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და, გა­ვიპ­რან­ჭე­ბო­დი და წა­მო­ვი­დო­დი. რო­დე­საც და­ვი­წყეთ ბრმა კას­ტინ­გე­ბის ჩა­წე­რა, მივ­ხვდი, რას­თან გვექ­ნე­ბო­და საქ­მე და კარ­გად გა­ვი­აზ­რე. ბევ­რი კრი­ტი­კა წა­მო­ვი­და ჩემ მი­მართ. მინ­და, დათო იმე­დაშ­ვილს გა­და­ვუ­ხა­დო დიდი მად­ლო­ბა, რად­გან ამ პრო­ექ­ტმა ძა­ლი­ან გამ­ზარ­და. რვა წე­ლია შო­უ­ბიზ­ნეს­ში ვარ და მე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი ამ სფე­რო­ზე და ასე თუ ისე, ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლებ­დი, მაგ­რამ ისე­თი შო­უ­ბიზ­ნე­სი, რო­გო­რიც ამ პრო­ექ­ტში ვნა­ხე, არ­სად მი­ნა­ხავს. ვგუ­ლის­ხმობ შიდა და­ძა­ბუ­ლო­ბას, კონ­კუ­რენ­ცი­ას, კონ­ფლიქ­ტებს, და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლას მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის. ასე­თი­ვე ბრძო­ლაა მწვრთნე­ლებს შო­რის. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბი­ან და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, მაგ­რამ კონ­კუ­რენ­ცია დი­დია, რად­გან ყვე­ლა დიდ შრო­მას დებს ამ პრო­ექ­ტში. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ არ გინ­დო­დეს მო­გე­ბა და ამ შრო­მის და­ფა­სე­ბა, ჩემი დილა იწყე­ბა "ახა­ლი ქარ­თუ­ლი ხმით" და ღა­მის ოთხ სა­ათ­ზე მთავ­რდე­ბა. აქამ­დე ჩემს კო­ლე­გებ­თან ასე­თი ახლო შე­ხე­ბა არ მქო­ნია. ახლა სულ ერ­თად ყოფ­ნა გვი­წევს. თა­ვი­დან ასე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, მა­ი­ას არ მოს­წონ­და ჩემი მუ­სი­კა, ზო­გა­დად ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი ვი­ყა­ვით, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და პრო­ექ­ტის მი­მართ. პირ­ველ ბრმა კას­ტინგზე მივ­ხვდი, რომ მჭირ­დე­ბო­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა. ამ კონ­კურ­სის ფორ­მატს მე, რო­გორც მუ­სი­კო­სი, არ ვერ­გე­ბი და არც მაქვს ეს ამ­ბი­ცია. მე აქ ვარ, რო­გორც კარ­გი პრო­დი­უ­სე­რი, რო­მელ­მაც აიყ­ვა­ნა თა­ვი­სი ჯგუ­ფი, რა­საც პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს. აქ არი­ან მუ­სი­კო­სე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, მეხ­მა­რე­ბა სა­ლო­ნი და ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრი. ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მეც, რო­გორც მომ­ღე­რალს, მჭირ­დე­ბა შო­უ­ბიზ­ნეს­ში. არ მაქვს პრე­ტენ­ზია, რომ ვინ­მეს რა­ი­მე უნდა ვას­წავ­ლო. შე­მიძ­ლია, და­ვაკ­ვა­ლი­ა­ნო და ჩა­ვა­ბა­რო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დღეს შო­უ­ბიზ­ნეს­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არი­ან.

ყვე­ლას, ვინც მლან­ძღავს, პა­სუხს ვერ გავ­ცემ, მაგ­რამ არ მაქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ ვარ იმ ჟან­რის მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც Crazy-ს შე­ას­რუ­ლებს ინ­გლი­სურ ენა­ზე. უბ­რა­ლოდ, ფორ­მა­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ამას. ყვე­ლას შე­ვე­და­ვე­ბი, რომ მაია დარსმე­ლი­ძემ შე­საძ­ლოა, უფრო უკე­თე­სა­დაც კი შე­ას­რუ­ლა ეს სიმ­ღე­რა, ვიდ­რე ორი­გი­ნალ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. წა­მო­ვი­და არა კრი­ტი­კა, არა­მედ ლან­ძღვა, რაც ძა­ლი­ან გა­უ­გე­ბა­რია. სა­ნამ გამ­ლან­ძღავთ, მა­ნამ­დე უნდა მი­ი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ეს სიმ­ღე­რა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც შე­მეძ­ლო, ისე ჩავ­წე­რე. უკვე აღარ მე­ცი­ნე­ბა ამ ლან­ძღვა­ზე, თუმ­ცა ამ პრო­ექ­ტმა, ლან­ძღვა­სა და კრი­ტი­კას­თან ერ­თად, ჩემი რე­ი­ტინ­გიც ას­წია. ისე ვარ ჩარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნეს­ში, რო­გორც არას­დროს. ასე­თი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ.

- კონ­ფლიქ­ტებ­ზე მინ­და გკი­თხო, სტე­ფა­ნე­მაც, მა­ი­ა­მაც და და­თო­მაც ზოგ შემ­თხვე­ვა­ში გი­თხრეს, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ესა თუ ის სიმ­ღე­რა არ უნდა შე­გერ­ჩია. ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი არ გწყინს ხოლ­მე?

- რაც ტე­ლე­ეკ­რან­ზე არ ჩანს და მა­ყუ­რებ­ლის­თვის უხი­ლა­ვი რჩე­ბა, არის ის სტრე­სი და და­ძა­ბუ­ლო­ბა, რა­საც ყვე­ლა მწვრთნე­ლი გან­ვიც­დით. შე­მიძ­ლია, დავ­დო თავი, რომ სტე­ფა­ნე, რო­მე­ლიც ჩემი მე­გო­ბა­რია, ცუ­დად არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა. გარ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა, რო­მე­ლიც კონ­კურ­სან­ტის წი­ნა­შე გაქვს, დიდი სტრე­სია ასე­ვე, შენი ნა­მუ­შე­ვა­რი რომ გა­მო­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. გე­ში­ნია, კონ­კურ­სან­ტმა არ ინერ­ვი­უ­ლოს და შენც ნერ­ვი­უ­ლობ.

- რე­პერ­ტუ­არს კონ­კურ­სან­ტებს შენ ურ­ჩევ?

- მეც ვაძ­ლევ რჩე­ვებს, მაგ­რამ რინგზე მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა და გელა გნო­ლი­ძემ შე­არ­ჩი­ეს. ფი­ნა­ლის­თვის ამა­ში ზაზა ხუ­ბუ­კე­ლაშ­ვი­ლიც ჩა­ერ­თო, ვით­ვა­ლის­წი­ნებ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის აზ­რსაც, რად­გან მინ­და, თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნონ. ერთი შემ­თხვე­ვა მქონ­და, რო­დე­საც კონ­კურ­სანტს უნ­დო­და თა­ვი­სი შერ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა და მე ვუ­თხა­რი, თავს დავ­დებ, რომ ამ სიმ­ღე­რით ესე­მე­სებს ვერ მი­ი­ღებ-მეთ­ქი. ის სიმ­ღე­რა ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბით შევ­ცვა­ლეთ. არ მინ­და, ჩემი კონ­კურ­სან­ტი დავ­ძა­ბო. ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ვამ­ბობ­დი, ერთ შვილს ვერ ვუვ­ლი წე­სი­ე­რად და 14 ავიყ­ვა­ნე გაზ­რდი­ლი-მეთ­ქი (იცი­ნის).

- გა­ვი­გეთ, რომ ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ია შენი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლოა...

- იქაც ვთქვი და ახ­ლაც არ ვმა­ლავ, ინ­დი­რა რომ ავიყ­ვა­ნე, მისი იმე­დი მქონ­და ფი­ნალ­ში და რე­პერ­ტუ­ა­რიც გათ­ვლი­ლი მქონ­და. ყვე­ლას ეში­ნო­და მას­თან რინგზე დად­გო­მის. რო­დე­საც სოფო სა­ჟი­ნი­ა­ნი და­ვუ­ყე­ნე, სოფო ორი დღე ტი­რო­და, ვიცი, გა­ვარ­დნი­ლი ვარო. მე ვუ­თხა­რი, თუკი აჯო­ბებ, შემ­დეგ ტურ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­გიყ­ვან-მეთ­ქი. მან მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თა. ინ­დი­რას ხმა ღვთის სა­ჩუ­ქა­რია, მას გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს, მაგ­რამ ახლა შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე არ და­დი­ო­და. ამის გამო სოფო ვერ სწავ­ლობ­და სიმ­ღე­რას. ვუ­რე­კავ­დით ინ­დი­რას, რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო. ქუ­თა­ი­სი­დან და­დი­ო­და და ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც მწვრთნელს, მქონ­და ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა, ამ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გამო, რაც კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, უკ­მა­ყო­ფი­ლო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. რინ­გის სიმ­ღე­რა ორ დღე­ში მო­ვამ­ზა­დეთ. ინ­დი­რას ვპა­ტი­ობ­დი ამას, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, მაგ­რამ რინგზე სო­ფომ მაქ­სი­მუ­მის მაქ­სი­მუ­მი აჩ­ვე­ნა. თავს არ ვი­მარ­თლებ, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მუხ­ტი იყო და სხვა­ნა­ი­რად ის­მო­და ხმა დარ­ბაზ­ში. ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, ვინც ჩა­წე­რას ეს­წრე­ბო­და, სო­ფოს უპი­რა­ტე­სო­ბა აშ­კა­რა იყო. ინ­დი­რა მწერ­და, ამიხ­სე­ნი, რა­ტომ თქვი, რომ უფ­ლე­ბა არ გქონ­და, სოფო არ გა­და­გეყ­ვა­ნაო. უფ­ლე­ბა არ მქონ­და იმი­ტომ, რომ სოფო მარ­თლა ახა­ლი ხმაა, ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა და შევ­პირ­დი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ვიყ­ვან­დი. არ ვნა­ნობ. არა­ფერ­ში არ ვჭირ­დე­ბი ინ­დი­რას. ინ­დი­რა ჩემ­ზე კარ­გი მომ­ღე­რა­ლია, თა­ვის გზას აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხავს, სო­ფოს კი ძა­ლი­ან ვჭირ­დე­ბი. მისი იმე­დი მაქვს ფი­ნა­ლამ­დე.

- რო­გორ ფიქ­რობ, შენი რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სან­ტი შეძ­ლებს გა­მარ­ჯვე­ბას?

- არა მხო­ლოდ ერ­თზე, ბევ­რზე ვფიქ­რობ. ოთხის იმე­დი მაქვს. იმ დღეს ვფიქ­რობ­დი, რომ ეს არის კონ­კურ­სი, სა­დაც ვერ გათ­ვლი, ვინ გა­ი­მარ­ჯვებს, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც დავ­ტო­ვე სხვა­დას­ხვა ტი­პის კონ­კურ­სან­ტე­ბი.

- არ გე­ში­ნია მწვრთნე­ლე­ბის?

- არა, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რა­საც ვა­კე­თებ. ყვე­ლას სა­კუ­თა­რი ხელ­წე­რა გვაქვს. თუ არ გა­ი­მარ­ჯვებს ჩემი კონ­კურ­სან­ტი, ვი­ტყვი, რომ ამ სტრა­ტე­გი­ამ არ გა­ა­მარ­თლა და მე­ო­რე სე­ზონ­ში სხვა სტრა­ტე­გი­ას ავირ­ჩევ. დღეს ვფიქ­რობ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად კარგ პრო­დუქ­ტებს შევ­ქმნი ჩემს გუნდთან ერ­თად.

- ნინო, შენ მი­მართ შუ­ა­ლე­დუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, ან ძა­ლი­ან გლან­ძღა­ვენ, ან უყ­ვარ­ხარ.

- არ მი­ფიქ­რია ამა­ზე, მაგ­რამ გე­თან­ხმე­ბი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი ვარ ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რით, არ ვბა­ძავ არა­ვის და ვა­კე­თებ იმას, რაც მე მინ­და. არ ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რა არის იმ დროს "სვეტსკი". ისე ვიც­ვამ და გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, რო­გორც მე მინ­და და არას­დროს ვა­კე­თებ რა­მეს იმის გამო, რომ სხვას მო­ვე­წო­ნო და სხვის თვალ­ში კარ­გი გა­მოვ­ჩნდე. ალ­ბათ ვინც მი­გებს და ვის­თა­ნაც ახ­ლოს არის ჩემი ქცე­ვა, ლა­პა­რა­კის მა­ნე­რა, მი­მი­კა თუ რე­პერ­ტუ­ა­რი, მას ვუყ­ვარ­ვარ, ვის­თვი­საც არ არის ეს მი­სა­ღე­ბი, არ ვუყ­ვარ­ვარ.

- გა­მოჩ­ნდა მომ­ღე­რა­ლი, ცი­უ­რი მჭედ­ლი­ძე, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მი­უგ­ზავ­ნე "სოდი" და "კუდი"...

- ბოლო პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნი ასე­თი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა ჩემ გარ­შე­მო, რომ რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო, არც კი ვიცი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი კო­მენ­ტა­რი მგო­ნი, ზედ­მე­ტი იქ­ნე­ბა. ეს თემა უკვე გა­მოვ­ლი­ლი მაქვს. ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის. მისი ეს ბრალ­დე­ბა იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია და ზღაპ­რის ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს, ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ ვუ­პა­სუ­ხებ.

- აგ­რე­სი­ა­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, სულ ამ­ბო­ბენ, რომ მე­უღ­ლის ფუ­ლით "გა­ი­ქა­ჩე". ამა­ზე გული არ გწყდე­ბა?

- არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ "შა­ნე­ლის" ეტ­ლში, ყვე­ლა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა მაქვს გავ­ლი­ლი. და­ვი­ბა­დე სო­ლო­ლაკ­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, ფეხ­ზე დამ­დგარ ოჯახ­ში, არც გვი­ჭირ­და და არც გვილ­ხინ­და. იყო ისე­თი პე­რი­ო­დიც, რო­დე­საც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, მაგ­რამ 90-იან წლებ­ში ეს ყვე­ლას გა­მო­უვ­ლია. მქო­ნია პე­რი­ო­დი, რო­დე­საც პა­რიზ­ში დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ამა­ში სა­ლა­პა­რა­კოს ვერ ვხე­დავ. იცი, რა მწყინს ყვე­ლა­ზე მე­ტად? პო­პუ­ლა­რუ­ლია იმი­ტომ, რომ ფული აქ­ვსო, ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ. შო­უ­ბიზ­ნე­სის კა­ნო­ნია, რომ პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი თან­ხის და­ხარ­ჯვა გი­წევს, მაგ­რამ ხალ­ხს რომ უყ­ვარ­ხარ, მეტ­რო­ში, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში რომ ჩემი სიმ­ღე­რა არის ჩარ­თუ­ლი, ეს აღარ არის ფუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა. ძნე­ლია იყო ხალ­ხის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, ამას ღმერ­თის სა­ჩუქ­რად მი­ვიჩ­ნევ და გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­მარ­თლე­ბაც არის. რაც მაქვს და რის გა­მოც ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ, ძა­ლი­ან გთხოვთ, ეს მა­ინც და­მი­ტო­ვეთ. ამას წი­ნათ "ფე­ის­ბუქ­ზე" ვი­ღა­ცამ მომ­წე­რა, გახ­სოვს, სა­ლონ­ში და­დი­ო­დი და 10 ლა­რად თმას ივარ­ცხნი­დიო, მაგ­რამ ეს არ მე­თა­კი­ლე­ბა და ახ­ლაც წა­ვალ ასეთ სა­ლონ­ში. მგო­ნია, რომ ამ­დე­ნი აგ­რე­სია არ უნდა იყოს. მიკ­ვირს იმ ხალ­ხის, ვინც ამას მწერს. 10 კაცს თუ ვუყ­ვარ­ვარ, მინ­და ეს და­მი­ტო­ვონ და არ თქვან, ამ 10 კაცს ფუ­ლის გამო უყ­ვარ­სო (იღი­მე­ბა).

- ნინო, გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის ან­ტი­პა­თია შენს პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­საც ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა?

- არა მგო­ნია, რად­გან ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არას­დროს და­მი­მა­ლავს, თქვენც გი­კი­თხავთ და მი­პა­სუ­ხია. ლო­ზუნ­გე­ბით არას­დროს გა­მოვ­სულ­ვარ. ჩემი მო­საზ­რე­ბის გამო არა­ვის გა­ვუ­კი­ცხი­ვარ. თუკი ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ა­კე­თებ, არ გაგ­ლან­ძღა­ვენ. რო­გორც მე არ გა­მიკ­რი­ტი­კე­ბია არა­ვინ პო­ლი­ტი­კის გამო, იგი­ვე მი­ვი­ღე მეც. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა რიგ სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე არ გა­მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ ამის გამო არ გავ­ბო­რო­ტე­ბულ­ვარ და არ გავ­ნა­წყე­ნე­ბულ­ვარ. არ ყო­ფი­ლა ისე, რად­გან ნინო ჩხე­ი­ძე ხარ, მობ­რძან­დი და ყვე­ლა კარი ღიაა შენ­თვი­სო. ასე არც უნდა ყო­ფი­ლი­ყო და არც მინ­დო­და ეს. ყვე­ლა კონ­ცერტს თა­ვი­სი ფორ­მა­ტი აქვს და შე­საძ­ლოა, იმ პროგ­რა­მა­ში ვერ ჩაჯ­დე. მე მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერ­ში მა­ინც და­დე­ბი­თი უნდა ეძე­ბო, ხალ­ხიც და­ის­ვე­ნებს და ჩვენც (იცი­ნის).

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ნინო ჩხეიძე - ამ პროექტმა, ლანძღვასა და კრიტიკასთან ერთად, ჩემი რეიტინგიც ასწია

ნინო ჩხეიძე - ამ პროექტმა, ლანძღვასა და კრიტიკასთან ერთად, ჩემი რეიტინგიც ასწია

"ახალი ქართული ხმა" ეთერში გასვლის დღიდანვე საკმაოდ დიდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ვიღაცას ერთი მწვრთნელი არ მოსწონს, ვიღაცას - მეორე, სხვა ფიქრობს, რომ მწვრთნელების მიერ შესრულებული სიმღერა Crazy ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, მეორე მხრივ, მოჭარბებული ადრენალინი ამ პროექტს მაყურებლის გარეშე მაინც არ ტოვებს და თანაც, რამდენიმე საკმაოდ ძლიერი მონაწილეც გამოიკვეთა, ვისთვისაც ღირს გადაცემის ყურება.

ნინო ჩხეიძე ერთ-ერთია მწვრთნელებს შორის, რომელსაც თავისი კონკურსანტების რეპერტუარზე, ვოკალზე, ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე უწევს ფიქრი და ამასთანავე, მლანძღველთა ფართო მასების შეტევების მოგერიებაც.

- ინტერნეტში თქვენი ნამღერი Crazy დადეს და ამერიკელი მწვრთნელების ნამღერს ადარებდნენ, ინგლისურიც დაგიწუნეს...

- როდესაც ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, რომ ასეთი შრომატევადი და საპასუხისმგებლო იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ძალიან პოპულარული პროექტია, ჩვენთან ნაკლებად იცოდნენ. სიამოვნებით დავთანხმდი, მეგონა, მარტივი იქნებოდა, გავიპრანჭებოდი და წამოვიდოდი. როდესაც დავიწყეთ ბრმა კასტინგების ჩაწერა, მივხვდი, რასთან გვექნებოდა საქმე და კარგად გავიაზრე. ბევრი კრიტიკა წამოვიდა ჩემ მიმართ. მინდა, დათო იმედაშვილს გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან ამ პროექტმა ძალიან გამზარდა. რვა წელია შოუბიზნესში ვარ და მეგონა, ყველაფერი ვიცოდი ამ სფეროზე და ასე თუ ისე, ყველაფერს ვაკონტროლებდი, მაგრამ ისეთი შოუბიზნესი, როგორიც ამ პროექტში ვნახე, არსად მინახავს. ვგულისხმობ შიდა დაძაბულობას, კონკურენციას, კონფლიქტებს, დაუნდობელ ბრძოლას მონაწილეებს შორის. ასეთივე ბრძოლაა მწვრთნელებს შორის. ძალიან მიყვარს ჩემი კოლეგები, რომლებიც ახლა ბევრ რამეში მეხმარებიან და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ კონკურენცია დიდია, რადგან ყველა დიდ შრომას დებს ამ პროექტში. წარმოუდგენელია, რომ არ გინდოდეს მოგება და ამ შრომის დაფასება, ჩემი დილა იწყება "ახალი ქართული ხმით" და ღამის ოთხ საათზე მთავრდება. აქამდე ჩემს კოლეგებთან ასეთი ახლო შეხება არ მქონია. ახლა სულ ერთად ყოფნა გვიწევს. თავიდან ასეთი სიტუაცია იყო, მაიას არ მოსწონდა ჩემი მუსიკა, ზოგადად ჩამოუყალიბებელი ვიყავით, რა დამოკიდებულება გვქონდა პროექტის მიმართ. პირველ ბრმა კასტინგზე მივხვდი, რომ მჭირდებოდა პროფესიონალების დახმარება. ამ კონკურსის ფორმატს მე, როგორც მუსიკოსი, არ ვერგები და არც მაქვს ეს ამბიცია. მე აქ ვარ, როგორც კარგი პროდიუსერი, რომელმაც აიყვანა თავისი ჯგუფი, რასაც პროექტი ითვალისწინებს. აქ არიან მუსიკოსები, დიზაინერები, მეხმარება სალონი და ესთეტიკის ცენტრი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მეც, როგორც მომღერალს, მჭირდება შოუბიზნესში. არ მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეს რაიმე უნდა ვასწავლო. შემიძლია, დავაკვალიანო და ჩავაბარო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს შოუბიზნესში კომპეტენტურები არიან.

ყველას, ვინც მლანძღავს, პასუხს ვერ გავცემ, მაგრამ არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ვარ იმ ჟანრის მომღერალი, რომელიც Crazy-ს შეასრულებს ინგლისურ ენაზე. უბრალოდ, ფორმატი ითვალისწინებდა ამას. ყველას შევედავები, რომ მაია დარსმელიძემ შესაძლოა, უფრო უკეთესადაც კი შეასრულა ეს სიმღერა, ვიდრე ორიგინალშია შესრულებული. წამოვიდა არა კრიტიკა, არამედ ლანძღვა, რაც ძალიან გაუგებარია. სანამ გამლანძღავთ, მანამდე უნდა მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს სიმღერა აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. როგორც შემეძლო, ისე ჩავწერე. უკვე აღარ მეცინება ამ ლანძღვაზე, თუმცა ამ პროექტმა, ლანძღვასა და კრიტიკასთან ერთად, ჩემი რეიტინგიც ასწია. ისე ვარ ჩართული შოუბიზნესში, როგორც არასდროს. ასეთი მობილიზებული არასდროს ვყოფილვარ.

- კონფლიქტებზე მინდა გკითხო, სტეფანემაც, მაიამაც და დათომაც ზოგ შემთხვევაში გითხრეს, რომ მონაწილეებისთვის ესა თუ ის სიმღერა არ უნდა შეგერჩია. ასეთი შეფასებები არ გწყინს ხოლმე?

- რაც ტელეეკრანზე არ ჩანს და მაყურებლისთვის უხილავი რჩება, არის ის სტრესი და დაძაბულობა, რასაც ყველა მწვრთნელი განვიცდით. შემიძლია, დავდო თავი, რომ სტეფანე, რომელიც ჩემი მეგობარია, ცუდად არაფერს მეუბნება. გარდა პასუხისმგებლობისა, რომელიც კონკურსანტის წინაშე გაქვს, დიდი სტრესია ასევე, შენი ნამუშევარი რომ გამოდის საზოგადოების წინაშე. გეშინია, კონკურსანტმა არ ინერვიულოს და შენც ნერვიულობ.

- რეპერტუარს კონკურსანტებს შენ ურჩევ?

- მეც ვაძლევ რჩევებს, მაგრამ რინგზე მაია კაჭკაჭიშვილმა და გელა გნოლიძემ შეარჩიეს. ფინალისთვის ამაში ზაზა ხუბუკელაშვილიც ჩაერთო, ვითვალისწინებ მონაწილეების აზრსაც, რადგან მინდა, თავი კომფორტულად იგრძნონ. ერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც კონკურსანტს უნდოდა თავისი შერჩეული სიმღერის შესრულება და მე ვუთხარი, თავს დავდებ, რომ ამ სიმღერით ესემესებს ვერ მიიღებ-მეთქი. ის სიმღერა ორმხრივი შეთანხმებით შევცვალეთ. არ მინდა, ჩემი კონკურსანტი დავძაბო. ყველა ძალიან მიყვარს. ვამბობდი, ერთ შვილს ვერ ვუვლი წესიერად და 14 ავიყვანე გაზრდილი-მეთქი (იცინის).

- გავიგეთ, რომ ინდირა ჯგერნაია შენი გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილოა...

- იქაც ვთქვი და ახლაც არ ვმალავ, ინდირა რომ ავიყვანე, მისი იმედი მქონდა ფინალში და რეპერტუარიც გათვლილი მქონდა. ყველას ეშინოდა მასთან რინგზე დადგომის. როდესაც სოფო საჟინიანი დავუყენე, სოფო ორი დღე ტიროდა, ვიცი, გავარდნილი ვარო. მე ვუთხარი, თუკი აჯობებ, შემდეგ ტურში აუცილებლად გადაგიყვან-მეთქი. მან მაქსიმუმი გააკეთა. ინდირას ხმა ღვთის საჩუქარია, მას გამოცდილებაც აქვს, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ის რეპეტიციებზე არ დადიოდა. ამის გამო სოფო ვერ სწავლობდა სიმღერას. ვურეკავდით ინდირას, რომ ჩამოსულიყო. ქუთაისიდან დადიოდა და ყოფითი პრობლემები ექმნებოდა, მაგრამ როგორც მწვრთნელს, მქონდა ყველანაირი უფლება, ამ არასტაბილურობის გამო, რაც კონკურსის მონაწილისთვის მიუღებელია, უკმაყოფილო ვყოფილიყავი. რინგის სიმღერა ორ დღეში მოვამზადეთ. ინდირას ვპატიობდი ამას, რადგან ძალიან კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ რინგზე სოფომ მაქსიმუმის მაქსიმუმი აჩვენა. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მუხტი იყო და სხვანაირად ისმოდა ხმა დარბაზში. ყველა დამეთანხმება, ვინც ჩაწერას ესწრებოდა, სოფოს უპირატესობა აშკარა იყო. ინდირა მწერდა, ამიხსენი, რატომ თქვი, რომ უფლება არ გქონდა, სოფო არ გადაგეყვანაო. უფლება არ მქონდა იმიტომ, რომ სოფო მართლა ახალი ხმაა, ბევრი რამ გააკეთა და შევპირდი, რომ ამ შემთხვევაში გადავიყვანდი. არ ვნანობ. არაფერში არ ვჭირდები ინდირას. ინდირა ჩემზე კარგი მომღერალია, თავის გზას აუცილებლად ნახავს, სოფოს კი ძალიან ვჭირდები. მისი იმედი მაქვს ფინალამდე.

- როგორ ფიქრობ, შენი რომელიმე კონკურსანტი შეძლებს გამარჯვებას?

- არა მხოლოდ ერთზე, ბევრზე ვფიქრობ. ოთხის იმედი მაქვს. იმ დღეს ვფიქრობდი, რომ ეს არის კონკურსი, სადაც ვერ გათვლი, ვინ გაიმარჯვებს, რადგან ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, ამიტომაც დავტოვე სხვადასხვა ტიპის კონკურსანტები.

- არ გეშინია მწვრთნელების?

- არა, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ. ყველას საკუთარი ხელწერა გვაქვს. თუ არ გაიმარჯვებს ჩემი კონკურსანტი, ვიტყვი, რომ ამ სტრატეგიამ არ გაამართლა და მეორე სეზონში სხვა სტრატეგიას ავირჩევ. დღეს ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად კარგ პროდუქტებს შევქმნი ჩემს გუნდთან ერთად.

- ნინო, შენ მიმართ შუალედური დამოკიდებულება არ არსებობს, ან ძალიან გლანძღავენ, ან უყვარხარ.

- არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ გეთანხმები. ალბათ იმიტომ, რომ გამოკვეთილი ვარ ჩემი რეპერტუარით, არ ვბაძავ არავის და ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა. არ ვითვალისწინებ, რა არის იმ დროს "სვეტსკი". ისე ვიცვამ და გამოვიყურები, როგორც მე მინდა და არასდროს ვაკეთებ რამეს იმის გამო, რომ სხვას მოვეწონო და სხვის თვალში კარგი გამოვჩნდე. ალბათ ვინც მიგებს და ვისთანაც ახლოს არის ჩემი ქცევა, ლაპარაკის მანერა, მიმიკა თუ რეპერტუარი, მას ვუყვარვარ, ვისთვისაც არ არის ეს მისაღები, არ ვუყვარვარ.

- გამოჩნდა მომღერალი, ციური მჭედლიძე, რომელიც აცხადებს, რომ მიუგზავნე "სოდი" და "კუდი"...

- ბოლო პერიოდში იმდენი ასეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემ გარშემო, რომ რა კომენტარი გავაკეთო, არც კი ვიცი. ამ შემთხვევაში ჩემი კომენტარი მგონი, ზედმეტი იქნება. ეს თემა უკვე გამოვლილი მაქვს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მისი ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია და ზღაპრის ელემენტებს შეიცავს, ამაზე სერიოზულად ვერ ვუპასუხებ.

- აგრესიაზე თუ ვისაუბრებთ, სულ ამბობენ, რომ მეუღლის ფულით "გაიქაჩე". ამაზე გული არ გწყდება?

- არ დავბადებულვარ "შანელის" ეტლში, ყველანაირი ცხოვრება მაქვს გავლილი. დავიბადე სოლოლაკში, ჩვეულებრივ, ფეხზე დამდგარ ოჯახში, არც გვიჭირდა და არც გვილხინდა. იყო ისეთი პერიოდიც, როდესაც ძალიან მიჭირდა, მაგრამ 90-იან წლებში ეს ყველას გამოუვლია. მქონია პერიოდი, როდესაც პარიზში დავდიოდი, მაგრამ ამაში სალაპარაკოს ვერ ვხედავ. იცი, რა მწყინს ყველაზე მეტად? პოპულარულია იმიტომ, რომ ფული აქვსო, ჩემზე ამბობენ. შოუბიზნესის კანონია, რომ პოპულარობისთვის გარკვეული თანხის დახარჯვა გიწევს, მაგრამ ხალხს რომ უყვარხარ, მეტროში, სამარშრუტო ტაქსიში რომ ჩემი სიმღერა არის ჩართული, ეს აღარ არის ფულის დამსახურება. ძნელია იყო ხალხის საყვარელი ადამიანი, ამას ღმერთის საჩუქრად მივიჩნევ და გარკვეულწილად გამართლებაც არის. რაც მაქვს და რის გამოც ხალხს ვუყვარვარ, ძალიან გთხოვთ, ეს მაინც დამიტოვეთ. ამას წინათ "ფეისბუქზე" ვიღაცამ მომწერა, გახსოვს, სალონში დადიოდი და 10 ლარად თმას ივარცხნიდიო, მაგრამ ეს არ მეთაკილება და ახლაც წავალ ასეთ სალონში. მგონია, რომ ამდენი აგრესია არ უნდა იყოს. მიკვირს იმ ხალხის, ვინც ამას მწერს. 10 კაცს თუ ვუყვარვარ, მინდა ეს დამიტოვონ და არ თქვან, ამ 10 კაცს ფულის გამო უყვარსო (იღიმება).

- ნინო, გარკვეული ჯგუფის ანტიპათია შენს პოლიტიკურ შეხედულებებსაც ხომ არ უკავშირდება?

- არა მგონია, რადგან ჩემი შეხედულებები არასდროს დამიმალავს, თქვენც გიკითხავთ და მიპასუხია. ლოზუნგებით არასდროს გამოვსულვარ. ჩემი მოსაზრების გამო არავის გავუკიცხივარ. თუკი ზომიერების ფარგლებში გააკეთებ, არ გაგლანძღავენ. როგორც მე არ გამიკრიტიკებია არავინ პოლიტიკის გამო, იგივე მივიღე მეც. ყოფილა შემთხვევები, როცა რიგ სამთავრობო კონცერტებზე არ გამოვსულვარ, მაგრამ ამის გამო არ გავბოროტებულვარ და არ გავნაწყენებულვარ. არ ყოფილა ისე, რადგან ნინო ჩხეიძე ხარ, მობრძანდი და ყველა კარი ღიაა შენთვისო. ასე არც უნდა ყოფილიყო და არც მინდოდა ეს. ყველა კონცერტს თავისი ფორმატი აქვს და შესაძლოა, იმ პროგრამაში ვერ ჩაჯდე. მე მაინც მგონია, რომ ყველაფერში მაინც დადებითი უნდა ეძებო, ხალხიც დაისვენებს და ჩვენც (იცინის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება