სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის სამყაროს" ქართველი კონკურსანტი თავს "შოპოჰოლიკს" უწოდებს
"მის სამყაროს" ქართველი კონკურსანტი თავს "შოპოჰოლიკს" უწოდებს

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი თამ­თა შე­და­ნია ხუთი წე­ლია ევ­რო­პი­სა და აზი­ის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მსოფ­ლი­ოს სა­მო­დე­ლო სამ­ყა­რომ თამ­თა "ელიტ მო­დელ ლუქ ჯორ­ჯი­ას" კონ­კურ­სზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო. წელს კი მან "მის სა­ქარ­თვე­ლოს" ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩვენს ქვე­ყა­ნას ლას-ვე­გას­ში "მის სამ­ყა­როს" კონ­კურ­სზე წა­რად­გენს. თამ­თას­თან ინ­ტერ­ვიუ აშშ-ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ორი დღით ადრე ჩავ­წე­რეთ:

- კონ­კურს "მის სა­ქარ­თვე­ლო­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა და დავ­თან­ხმდი. აქამ­დე "მის სა­ქარ­თვე­ლო" მხო­ლოდ "მის მსოფ­ლი­ო­ზე" მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, მაგ­რამ წელს ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა გო­გო­ნე­ბი სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სზე გა­და­ა­ნა­წი­ლა. მე "მის სამ­ყა­რო­ზე" წარ­ვად­გენ სა­ქარ­თვე­ლოს, რად­გან იქ უპი­რა­ტე­სო­ბა გა­მოც­დილ მო­დე­ლებს ენი­ჭე­ბათ... ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი "პრა­დას­თან", "ჯორ­და­ნოს­თან", "კელ­ვინ კლა­ინ­თან", "რო­ბერ­ტო კა­ვა­ლის­თან", ჩემი ფო­ტო­ე­ბი და­ბეჭ­დი­ლა ბევრ ცნო­ბილ ჟურ­ნალ­ში - "კოს­მო­პო­ლი­ტენ­ში", "გლა­მურ­ში"...

- გაქვთ კი წარ­მა­ტე­ბის შან­სი "მის სამ­ყა­რო­ზე"?

- დიდი შან­სი გვაქვს! ბოლო წლებ­ში ჩვენ ვერც ერთხელ ვერ მი­ვაღ­წი­ეთ შე­დეგს. რო­დე­საც ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მის­წე­რა ამის შე­სა­ხებ, უპა­სუ­ხეს, სა­ქარ­თვე­ლო­დან კონ­კუ­რენ­ტუ­უ­ნა­რო, გა­მო­უც­დე­ლი გო­გო­ნე­ბი ჩა­მო­დი­ა­ნო. წელს კი ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ გვექ­ნე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­კი­თხვით უკვე ტო­პხუ­თე­ულ­ში ვარ და ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა. 19 დე­კემ­ბერს ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­სა­ჩე­ნად. ძა­ლი­ან ცუ­დია, როცა მო­დე­ლი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­დის კონ­კურ­სზე და მის­გან ბევ­რს მო­ი­თხო­ვენ. არა­და, არც ბი­ლე­თის, არც კა­ბის ფული არ ამი­ნა­ზღა­უ­რეს, ყვე­ლა­ფერ­ზე თვი­თონ­ვე ვიზ­რუ­ნე. არ ვი­ცო­დი, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი თუ იქ­ნე­ბო­და. ამა­ზე, წე­სით, სა­ა­გენ­ტო უნდა ზრუ­ნავ­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მხარ­და­ჭე­რაც. გო­გო­ნებს ასეთ კონ­კურ­სებ­ზე დიდი დე­ლე­გა­ცია მიჰ­ყვე­ბა, მე სრუ­ლი­ად მარ­ტო მივფრი­ნავ ლას-ვე­გას­ში.

- ჩაც­მის რო­გორ სტილს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- მთა­ვა­რია, სა­მო­სი კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს. გა­აჩ­ნია იმა­საც, სად მივ­დი­ვარ. მიყ­ვარს ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი მარ­კის სა­მო­სი მომ­წო­ნე­ბია და მი­ყი­დია. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დე­ბია "პრა­და","დი­ო­რი", "გუჩი", "არ­მა­ნი ექსჩე­ინ­ჯი".

- ვიცი, რომ პი­რა­დად იც­ნობ იტა­ლი­ელ დი­ზა­ი­ნერს რო­ბერ­ტო კა­ვა­ლის...

- რო­ბერ­ტო კა­ვა­ლი სინ­გა­პუ­რის მო­დის კვი­რე­ულ­ზე გა­ვი­ცა­ნი. ჩვე­ნე­ბა მისი კო­ლექ­ცი­ით იხუ­რე­ბო­და. 500 გო­გო­ნა­დან მან 10 მო­დე­ლი შე­არ­ჩია. ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. ჩვე­ნე­ბის და­წყე­ბის წინ შამ­პა­ნუ­რი შე­მო­ი­ტა­ნა და გვი­თხრა, და­ლი­ეთ, პო­დი­უმ­ზე უფრო თა­მა­მად გახ­ვალ­თო (იცი­ნის). რო­ბერ­ტო კა­ვა­ლის პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე, მი­ლან­ში დამ­პა­ტი­ჟა. მი­თხრა, ჩა­მო­დი, იქ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვო, მაგ­რამ მა­შინ ევ­რო­პა­ში წას­ვლა ხელს არ მაძ­ლევ­და, რად­გან კრი­ზი­სი იყო და დიდ ანა­ზღა­უ­რე­ბას არ ვე­ლო­დი.

- სად იძენ სა­მოსს?

- თავს "შო­პო­ჰო­ლიკს" ვუ­წო­დებ. მა­ღა­ზი­ა­ში შე­სულ­მა, შე­იძ­ლე­ბა ათ­ნა­ი­რი სა­მო­სი ვი­ყი­დო, მაგ­რამ იმ ტან­საც­მელ­ზე ან ფეხ­საც­მელ­ზე დამ­წყდეს გული, რო­მე­ლიც ჩემი ზომა არ არის. ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს, ყო­ველ­თვის ვიცი, რო­მე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი რას სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს და ამის მი­ხედ­ვით ვი­მო­სე­ბი. წელს აქ­ტუ­ა­ლუ­რია ოქ­როს­ფე­რი - ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფერი. ფე­რებს სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ. ზამ­თარ­ში მუქი ფე­რის სა­მოსს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, ზა­ფხულ­ში კი პი­რი­ქით. მიყ­ვარს აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - სა­ა­თე­ბი. მხო­ლოდ ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­ა­თებს ვი­ძენ, ბევ­რს და უხა­რის­ხოს მირ­ჩევ­ნია, ერთი მქონდ­ეს და კარ­გი.

- რას შეც­ვლი­დი ქარ­თუ­ლი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში?

- პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია უნდა შექ­მნან. სა­ზღვარ­გა­რეთ მო­დის კვი­რე­უ­ლი ყო­ველ წე­ლი­წადს ერ­თსა და იმა­ვე დროს იმარ­თე­ბა და მის­თვის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბი­ან. კვი­რე­უ­ლამ­დე ექ­ვსი თვით ადრე არ­ჩე­ვენ მო­დე­ლებს, მა­ნამ­დე კი კო­ლექ­ცი­ას ქმნი­ან. ყო­ველ დე­ტალ­ზე მუ­შა­ო­ბენ, რომ ნამ­დვი­ლი შოუ შედ­გეს. ჩვენ­თან კი როცა მო­ე­სურ­ვე­ბათ, მა­შინ მარ­თა­ვენ კვი­რე­ულს, ურე­კა­ვენ დი­ზა­ი­ნერს, ეუბ­ნე­ბი­ან, ორ კვი­რა­ში კო­ლექ­ცია მზად გქონ­დე­სო. ეს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია. არა­სო­დეს მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თულ კვი­რე­ულ­ში, მო­საწ­ვე­ვი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, მაგ­რამ არ მი­ვე­დი. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას უნდა მო­დე­ლო­ბა, პო­დი­უმ­ზე ნაც­ნო­ბო­ბით გა­მო­დი­ან... თუ მო­დე­ლო­ბა გინ­და, თავ­საც უნდა მო­უ­ა­რო და ანა­ზღა­უ­რე­ბაც მო­ი­თხო­ვო. რამ­დე­ნი­მე მო­დელს ცე­ლუ­ლი­ტი ჰქონ­და. შე­საძ­ლოა, ასე­თი გო­გო­ნა ქუ­ჩა­ში მო­გე­წო­ნოს, მაგ­რამ პო­დი­უმ­ზე არ უნდა გა­მო­იყ­ვა­ნო. დამ­სწრე­ე­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, კო­ლექ­ცია კარ­გი იყო, მაგ­რამ მო­დე­ლე­ბი არ მოგ­ვე­წო­ნაო. ქარ­თველ მო­დე­ლებს მეტს ვერ მოს­თხოვ...

- ვის მი­იჩ­ნევ გე­მოვ­ნე­ბი­ან მან­დი­ლოს­ნად?

- ძა­ლი­ან მომ­წონს მაკა ასა­თი­ა­ნი. ლა­მა­ზიც არის და დახ­ვე­წი­ლიც. ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან კი ძა­ლი­ან მომ­წონს ბრი­ტა­ნე­თის პრინ­ცის, უი­ლი­ა­მის მე­უღ­ლე ქეით მიდლტო­ნი და საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის მე­უღ­ლე კარ­ლა ბრუ­ნი.

სა­ხის კა­ნის მოვ­ლის რე­ცეპ­ტი

თამ­თა შე­და­ნი­ას­გან: სა­ხის კა­ნის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვია სი­მინ­დის ფქვი­ლი­სა და ზე­ი­თუ­ნის ზე­თის ნი­ღა­ბი: 1 ჩაის კოვ­ზი სი­მინ­დის ფქვი­ლი უნდა აუ­რი­ოთ 2 წვეთ ზე­ი­თუ­ნის ზეთ­ში, მთელ სა­ხე­ზე გა­და­ი­ნა­წი­ლოთ და რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ ჩა­მო­ი­ბა­ნოთ. ეს ნი­ღა­ბი მკვდარ უჯრე­დებს აშო­რებს­ სა­ხის კანს და გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გია ზა­ფხულ­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"მის სამყაროს" ქართველი კონკურსანტი თავს "შოპოჰოლიკს" უწოდებს

"მის სამყაროს" ქართველი კონკურსანტი თავს "შოპოჰოლიკს" უწოდებს

ქართველი მოდელი თამთა შედანია ხუთი წელია ევროპისა და აზიის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. მსოფლიოს სამოდელო სამყარომ თამთა "ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას" კონკურსზე გამარჯვების შემდეგ გაიცნო. წელს კი მან "მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანას ლას-ვეგასში "მის სამყაროს" კონკურსზე წარადგენს. თამთასთან ინტერვიუ აშშ-ში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ჩავწერეთ:

- კონკურს "მის საქართველოში" მონაწილეობა ია კიწმარიშვილმა შემომთავაზა და დავთანხმდი. აქამდე "მის საქართველო" მხოლოდ "მის მსოფლიოზე" მიემგზავრებოდა, მაგრამ წელს ია კიწმარიშვილმა გოგონები სხვადასხვა კონკურსზე გადაანაწილა. მე "მის სამყაროზე" წარვადგენ საქართველოს, რადგან იქ უპირატესობა გამოცდილ მოდელებს ენიჭებათ... ვთანამშრომლობდი "პრადასთან", "ჯორდანოსთან", "კელვინ კლაინთან", "რობერტო კავალისთან", ჩემი ფოტოები დაბეჭდილა ბევრ ცნობილ ჟურნალში - "კოსმოპოლიტენში", "გლამურში"...

- გაქვთ კი წარმატების შანსი "მის სამყაროზე"?

- დიდი შანსი გვაქვს! ბოლო წლებში ჩვენ ვერც ერთხელ ვერ მივაღწიეთ შედეგს. როდესაც ია კიწმარიშვილმა კონკურსის ორგანიზატორებს მისწერა ამის შესახებ, უპასუხეს, საქართველოდან კონკურენტუუნარო, გამოუცდელი გოგონები ჩამოდიანო. წელს კი ამ მხრივ პრობლემა არ გვექნება, ინტერნეტგამოკითხვით უკვე ტოპხუთეულში ვარ და ვნახოთ, რა მოხდება. 19 დეკემბერს ყველაფერს ვიღონებ საქართველოს წარმოსაჩენად. ძალიან ცუდია, როცა მოდელი ქვეყნის სახელით გადის კონკურსზე და მისგან ბევრს მოითხოვენ. არადა, არც ბილეთის, არც კაბის ფული არ ამინაზღაურეს, ყველაფერზე თვითონვე ვიზრუნე. არ ვიცოდი, ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელი თუ იქნებოდა. ამაზე, წესით, სააგენტო უნდა ზრუნავდეს. მნიშვნელოვანია მხარდაჭერაც. გოგონებს ასეთ კონკურსებზე დიდი დელეგაცია მიჰყვება, მე სრულიად მარტო მივფრინავ ლას-ვეგასში.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- მთავარია, სამოსი კომფორტული იყოს. გააჩნია იმასაც, სად მივდივარ. მიყვარს ბრენდული სამოსი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, ნაკლებად ცნობილი მარკის სამოსი მომწონებია და მიყიდია. ჩემი საყვარელი ბრენდებია "პრადა","დიორი", "გუჩი", "არმანი ექსჩეინჯი".

- ვიცი, რომ პირადად იცნობ იტალიელ დიზაინერს რობერტო კავალის...

- რობერტო კავალი სინგაპურის მოდის კვირეულზე გავიცანი. ჩვენება მისი კოლექციით იხურებოდა. 500 გოგონადან მან 10 მოდელი შეარჩია. ძალიან თბილი ადამიანია. ჩვენების დაწყების წინ შამპანური შემოიტანა და გვითხრა, დალიეთ, პოდიუმზე უფრო თამამად გახვალთო (იცინის). რობერტო კავალის პირადად ვესაუბრე, მილანში დამპატიჟა. მითხრა, ჩამოდი, იქ დიდ წარმატებას მიაღწევო, მაგრამ მაშინ ევროპაში წასვლა ხელს არ მაძლევდა, რადგან კრიზისი იყო და დიდ ანაზღაურებას არ ველოდი.

- სად იძენ სამოსს?

- თავს "შო­პო­ჰოლიკს" ვუწოდებ. მაღაზიაში შესულმა, შეიძლება ათნაირი სამოსი ვიყიდო, მაგრამ იმ ტანსაცმელზე ან ფეხსაცმელზე დამწყდეს გული, რომელიც ჩემი ზომა არ არის. ყოველთვის ვითვალისწინებ მოდის ტენდენცი­ებს, ყოველთვის ვიცი, რომელი დი­ზაინერი რას სთავაზობს მომხმარებელს და ამის მიხედვით ვიმოსები. წელს აქტუალურია ოქროსფერი - ჩემი საყვარელი ფერი. ფერებს სეზონის მიხედვით ვირჩევ. ზამთარში მუქი ფერის სამოსს ვანიჭებ უპირატესობას, ზაფხულში კი პირიქით. მიყვარს აქსესუარები, განსაკუთრებით - საათები. მხოლოდ ძვირად ღირებულ საათებს ვიძენ, ბევრს და უხარისხოს მირჩევნია, ერთი მქონდ­ეს და კარგი.

- რას შეცვლიდი ქართული მოდის ინდუსტრიაში?

- პირველ რიგში, ქართველმა დიზაინერებმა ხარისხიანი პროდუქცია უნდა შექმნან. საზღვარგარეთ მოდის კვირეული ყოველ წელიწადს ერთსა და იმავე დროს იმართება და მისთვის დიზაინერები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. კვირეულამდე ექვსი თვით ადრე არჩევენ მოდელებს, მანამდე კი კოლექციას ქმნიან. ყოველ დეტალზე მუშაობენ, რომ ნამდვილი შოუ შედგეს. ჩვენთან კი როცა მოესურვებათ, მაშინ მართავენ კვირეულს, ურეკავენ დიზაინერს, ეუბნებიან, ორ კვირაში კოლექცია მზად გქონდესო. ეს არაპროფესიონალიზმია. არასოდეს მიმიღია მონაწილეობა ქართულ კვირეულში, მოსაწვევი რამდენჯერმე გამომიგზავნეს, მაგრამ არ მივედი. პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ყველას უნდა მოდელობა, პოდიუმზე ნაცნობობით გამოდიან... თუ მოდელობა გინდა, თავსაც უნდა მოუარო და ანაზღაურებაც მოითხოვო. რამდენიმე მოდელს ცელულიტი ჰქონდა. შესაძლოა, ასეთი გოგონა ქუჩაში მოგეწონოს, მაგრამ პოდიუმზე არ უნდა გამოიყვანო. დამსწრეები ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავენ, კოლექცია კარგი იყო, მაგრამ მოდელები არ მოგვეწონაო. ქართველ მოდელებს მეტს ვერ მოსთხოვ...

- ვის მიიჩნევ გემოვნებიან მანდილოსნად?

- ძალიან მომწონს მაკა ასათიანი. ლამაზიც არის და დახვეწილიც. ქვეყნის პირველი ქალბატონებიდან კი ძალიან მომწონს ბრიტანეთის პრინცის, უი­ლიამის მეუღლე ქეით მიდლტონი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი.

სახის კანის მოვლის რეცეპტი

თამთა შედანიასგან: სახის კანისთვის შესანიშნავია სიმინდის ფქვილისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი: 1 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი უნდა აურიოთ 2 წვეთ ზეითუნის ზეთში, მთელ სახეზე გადაინაწილოთ და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ. ეს ნიღაბი მკვდარ უჯრედებს აშორებს­ სახის კანს და განსაკუთრებით კარგია ზაფხულში.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება