კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ დე ნიროს მხოლოდ შავკანიანი ქალები ხიბლავენ
რობერტ დე ნიროს მხოლოდ შავკანიანი ქალები ხიბლავენ

70 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი რო­ბერტ დე ნირო ასაკს არ ეპუ­ე­ბა. ბოლო წელს ზე­დი­ზედ ორი ფილ­მი გა­მო­ვი­და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით - "ჩემი ბიჭი გი­ჟია" და "ფლი­ნად ყოფ­ნა". მსა­ხი­ობს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც აწყო­ბი­ლი აქვს და თავს ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს.

სხვა­თა შო­რის, დე ნი­როს ყვე­ლა საყ­ვა­რე­ლი ქალი აფ­რო­ა­მე­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა - ხუმ­რო­ბენ ხოლ­მე, რომ დე ნი­როს მხო­ლოდ შავ­კა­ნი­ა­ნი ქა­ლე­ბი ხიბ­ლა­ვენ. პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან დე­ნი­ელ ებო­ტის­გან ერთი ნაშ­ვი­ლე­ბი და ერ­თიც ღვიძ­ლი შვი­ლი ჰყავს. ასე­ვე ჰყავს ტყუ­პი შვი­ლი მო­დელ ტუკი სმიტ­თან. 1997 წლი­დან კი ყო­ფილ სტი­უ­არ­დე­სა გრე­ის ჰა­ი­ტა­უ­ერ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მათ 1998 წელს გა­უჩ­ნდათ ვაჟი ელი­ო­ტი, ახ­ლა­ხან კი სუ­რო­გა­ტი დე­დის­გან გა­უჩ­ნდა მე­ექ­ვსე შვი­ლი. ექ­ვსი შვი­ლის­გან დე ნი­როს სულ სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

"სიყ­ვა­რულს არც ასა­კი აქვს და არც ჩარ­ჩო­ე­ბი"

- ბოლო დროს რო­მელ­მა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ებ­მა და­ტო­ვეს დიდი კვა­ლი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ერთი თვის წინ შვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ორი კვი­რის წინ კი - შვი­ლიშ­ვი­ლი. ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ალ­ბათ. ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ჩემი მე­ექ­ვსე შვი­ლია. შე­იძ­ლე­ბა, სახ­ლში ცოტა ხმა­უ­რი იყოს, მაგ­რამ ეს მეტ ელ­ფერს შეს­ძენს ცხოვ­რე­ბას. თა­ნაც, როცა გა­მუდ­მე­ბით ბავ­შვე­ბის გა­რე­მო­ში ხარ, სუ­ლით ახალ­გაზ­რდავ­დე­ბი.

- შარ­შან კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ის ჟი­უ­რის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე იყა­ვით. იქ თქვე­ნი თა­ნამ­გზავ­რი ულა­მა­ზე­სი მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი იყო, რო­მელ­თა­ნაც ითა­მა­შეთ ფილმში "სიყ­ვა­რუ­ლი: გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­სტრუქ­ცია"...

- დიახ, კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ და გა­ვერ­თეთ კი­დეც. მო­ნი­კას შე­სა­ნიშ­ნა­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე შე­ვა­ფა­სე. ეს იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, როცა ასეთ ულა­მა­ზეს ქალ­ში შე­თავ­სე­ბუ­ლია ჭკუა, იუ­მო­რი­სა და ტაქ­ტის გრძნო­ბა. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩემ­თვის მას­თან მუ­შა­ო­ბა.

- ამ ფილმში ხან­დაზ­მუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მე­ო­რე ახალ­გაზ­რდო­ბას იძენს და პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით მიჯ­ნურ­დე­ბა. ეთან­ხმე­ბით ამ სიბ­რძნეს, რომ სიყ­ვა­რულს ასა­კი არ აქვს?

- სავ­სე­ბით ვე­თან­ხმე­ბი. სიყ­ვა­რულს არც ასა­კი აქვს და არც ჩარ­ჩო­ე­ბი, ის ყვე­ლა ასაკ­ში ერ­თნა­ი­რად ძლი­ე­რად იპყრობს ადა­მი­ანს, ფრთებს ას­ხამს. თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ასაკ­ში უბ­რა­ლოდ ამ გრძნო­ბის მე­ტად და­ფა­სე­ბას ვი­წყებთ. თით­ქოს გვე­ში­ნია, რომ ის შე­იძ­ლე­ბა უკა­ნას­კნე­ლი გა­მოდ­გეს და ვუფრ­თხილ­დე­ბით.

- კუ­ლი­ნა­რი­ის დიდი მცოდ­ნე ხართ, სა­კუ­თა­რი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლიც გაქვთ. თა­ვად რო­მელ რეს­ტო­რან­ში და­დი­ხართ?

- მიყ­ვარს გემ­რი­ე­ლად ჭამა, მაგ­რამ თუ გინ­დათ სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო მიყ­ვარს, მარ­თა­ლია, იტა­ლი­ე­ლი ვარ, თუმ­ცა ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რა ჩემ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს არის.

"კინო ჩემი ფსი­ქო­თე­რა­პი­აა"

- ვინ იქ­ნე­ბო­დით, მსა­ხი­ო­ბი რომ არ გამ­ხდა­რი­ყა­ვით?

- არ ვიცი. ალ­ბათ, მუ­სი­კო­სი.

- თუმ­ცა ისიც სა­ჯა­რო პრო­ფე­სი­აა. არ მოგ­ბეზ­რდათ პო­პუ­ლა­რო­ბა?

- ერ­თა­დერ­თი, რაც არ მომ­წონს მთელ ამ ამ­ბავ­ში, ის არის, რომ ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერ­ში მე­თან­ხმე­ბი­ან. მა­ში­ნაც კი, თუ სრულ სი­სუ­ლე­ლეს ვამ­ბობ, პირ­ში მომ­ჩე­რე­ბი­ან, როცა ვლა­პა­რა­კობ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ვარ. არა­და, ძა­ლი­ან მაკ­ლია ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ტყოდ­ნენ, რას ფიქ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც შე­მე­კა­მა­თე­ბოდ­ნენ. ასე­თე­ბი ცოტა მყავს. ხოლო პო­პუ­ლა­რო­ბა, პა­პა­რა­ცე­ბი და ფული არა­ნა­ი­რად არ მტვირ­თავს. უბ­რა­ლოდ, არ მიყ­ვარს, როცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჯგროდ მე­სე­ვი­ან ფო­ტო­კა­მე­რე­ბით. ეს ცოტა მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა.

- ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ თქვენ­თან მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია. რა­ტომ?

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ არ მიყ­ვარს, როცა ადა­მი­ა­ნებს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მე­ბი მო­აქვთ, ასე კი ხში­რად ხდე­ბა. თუ ფილმზე ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას, მთლი­ა­ნად მას­ზე ვარ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და არ ვა­პი­რებ სხვა ადა­მი­ა­ნებ­სა და მათ პი­რად ამ­ბებ­ზე მოც­დე­ნას. ამ პო­ზი­ცი­ას ყო­ველ­თვის მკაც­რად გა­მოვ­ხა­ტავ. პირ­ველ რიგ­ში, სა­მუ­შა­ოა და მერე კადრს მიღ­მა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. კინო ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. ეს ჩემი ფსი­ქო­თე­რა­პი­აა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რობერტ დე ნიროს მხოლოდ შავკანიანი ქალები ხიბლავენ

რობერტ დე ნიროს მხოლოდ შავკანიანი ქალები ხიბლავენ

70 წელს მიტანებული მსახიობი რობერტ დე ნირო ასაკს არ ეპუება. ბოლო წელს ზედიზედ ორი ფილმი გამოვიდა მისი მონაწილეობით - "ჩემი ბიჭი გიჟია" და "ფლინად ყოფნა". მსახიობს პირადი ცხოვრებაც აწყობილი აქვს და თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს.

სხვათა შორის, დე ნიროს ყველა საყვარელი ქალი აფროამერიკული წარმოშობისაა - ხუმრობენ ხოლმე, რომ დე ნიროს მხოლოდ შავკანიანი ქალები ხიბლავენ. პირველი ცოლისგან დენიელ ებოტისგან ერთი ნაშვილები და ერთიც ღვიძლი შვილი ჰყავს. ასევე ჰყავს ტყუპი შვილი მოდელ ტუკი სმიტთან. 1997 წლიდან კი ყოფილ სტიუარდესა გრეის ჰაიტაუერზეა დაქორწინებული. მათ 1998 წელს გაუჩნდათ ვაჟი ელიოტი, ახლახან კი სუროგატი დედისგან გაუჩნდა მეექვსე შვილი. ექვსი შვილისგან დე ნიროს სულ სამი შვილიშვილი ჰყავს.

"სიყვარულს არც ასაკი აქვს და არც ჩარჩოები"

-  ბოლო დროს რომელმა ცხოვ­რებისეულმა სიტუაციებმა დატოვეს დიდი კვალი თქვენს ცხოვრებაში?

-  ერთი თვის წინ შვილი გამიჩნდა, ორი კვირის წინ კი - შვილიშვილი. ეს ყველაზე მთავარია, ალბათ. ახალდაბადებული ქალიშვილი ჩემი მეექვსე შვილია. შეიძლება, სახლში ცოტა ხმაური იყოს, მაგრამ ეს მეტ ელფერს შესძენს ცხოვრებას. თანაც, როცა გამუდმებით ბავშვების გარემოში ხარ, სულით ახალგაზრდავდები.

-  შარშან კანის კინოფესტივალ­ის ჟიურის საპატიო თავმჯდომარე იყავით. იქ თქვენი თანამგზავრი ულამაზესი მონიკა ბელუჩი იყო, რომელთანაც ითამაშეთ ფილმში "სიყვარული: გამოყენების ინსტრუქცია"...

-  დიახ, კარგი დრო გავატარეთ და გავერთეთ კიდეც. მონიკას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს, რომელიც გადაღებების დაწყებამდე შევაფასე. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ასეთ ულამაზეს ქალში შეთავსებულია ჭკუა, იუმორისა და ტაქტის გრძნობა. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის მასთან მუშაობა.

-  ამ ფილმში ხანდაზმული მამაკაცი მოულოდნელად მეორე ახალგაზრდობას იძენს და პატარა ბიჭივით მიჯნურდება. ეთანხმებით ამ სიბრძნეს, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს?

-  სავსებით ვეთანხმები. სიყვარულს არც ასაკი აქვს და არც ჩარჩოები, ის ყველა ასაკში ერთნაირად ძლიერად იპყრობს ადამიანს, ფრთებს ასხამს. თუმცა ვფიქრობ, რომ ასაკში უბრალოდ ამ გრძნობის მეტად დაფასებას ვიწყებთ. თითქოს გვეშინია, რომ ის შეიძლება უკანასკნელი გამოდგეს და ვუფრთხილდებით.

-  კულინარიის დიდი მცოდნე ხართ, საკუთარი რესტორნების ქსელიც გაქვთ. თავად რომელ რესტორანში დადიხართ?

-  მიყვარს გემრიელად ჭამა, მაგრამ თუ გინდათ სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად იაპონური სამზარეულო მიყვარს, მართალია, იტალიელი ვარ, თუმცა იაპონური კულტურა ჩემთან ძალიან ახლოს არის.

"კინო ჩემი ფსიქოთერაპიაა"

-  ვინ იქნებოდით, მსახიობი რომ არ გამხდარიყავით?

-  არ ვიცი. ალბათ, მუსიკოსი.

-  თუმცა ისიც საჯარო პროფესიაა. არ მოგბეზრდათ პოპულარობა?

-  ერთადერთი, რაც არ მომწონს მთელ ამ ამბავში, ის არის, რომ ყოველთვის ყველაფერში მეთანხმებიან. მაშინაც კი, თუ სრულ სისულელეს ვამბობ, პირში მომჩერებიან, როცა ვლაპარაკობ და მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობილი მსახიობი ვარ. არადა, ძალიან მაკლია ისეთი ადამიანები, რომლებიც მეტყოდნენ, რას ფიქრობენ, რომლებიც შემეკამათებოდნენ. ასეთები ცოტა მყავს. ხოლო პოპულარობა, პაპარაცები და ფული არანაირად არ მტვირთავს. უბრალოდ, არ მიყვარს, როცა ჟურნალისტები ჯგროდ მესევიან ფოტოკამერებით. ეს ცოტა მეუხერხულება.

-  ბევრი მსახიობი ამბობს, რომ თქვენთან მუშაობა რთულია. რატომ?

-  არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ არ მიყვარს, როცა ადამიანებს გადასაღებ მოედანზე თავიანთი პრობლემები მოაქვთ, ასე კი ხშირად ხდება. თუ ფილმზე ვიწყებ მუშაობას, მთლიანად მასზე ვარ კონცენტრირებული და არ ვაპირებ სხვა ადამიანებსა და მათ პირად ამბებზე მოცდენას. ამ პოზიციას ყოველთვის მკაცრად გამოვხატავ. პირველ რიგში, სამუშაოა და მერე კადრს მიღმა ურთიერთობები. კინო ჩემთვის ყველაფერია. ეს ჩემი ფსიქოთერაპიაა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება